პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოიკოტი და რა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ბოიკოტი და რა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბო­ი­კოტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩემი პოს­ტი ალ­ბათ ამო­ვარ­დნი­ლი იქ­ნე­ბა საპ­რო­ტეს­ტო ელექ­ტო­რა­ტის ნა­წი­ლის გან­წყო­ბი­დან, მაგ­რამ მე ჩემი სი­მარ­თლე უნდა გი­თხრათ: ბო­ი­კო­ტი და რა? - "იყოს თურ­ქმენ­ბა­ში­ვით"? ზუს­ტად იცით, რომ ივა­ნიშ­ვილს შე­ა­წუ­ხებს თურ­ქნმენ­ბა­შო­ბა? მე მგო­ნია, რომ არ შე­ა­წუ­ხებს. თურ­ქმენ­ბა­შე­ბი ხალ­ხს აწუ­ხე­ბენ, სა­კუ­თარ თა­ვებს კი არა.

იმის­თვის, რომ პრო­ცეს­ზე ჩემი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღო და ვინ­მეს, რამე მო­ვუ­წო­დო, მე აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბა ვი­ცო­დე, რა არის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი? Endgame რა არის? ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი? ბო­ი­კო­ტით ეს რა­ტომ მი­იღ­წე­ვა უფრო იო­ლად? ვინ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რომ ქუ­ჩა­ში ისეთ კრი­ზისს შექ­მნის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­დამ­დელს და­ნიშ­ნავს? ვინც ბო­ი­კოტ­ზე ფიქ­რობს, შე­უძ­ლია იმის დარ­წმუ­ნე­ბით თქმა რომ ქუ­ჩა­ში შექ­მნის პრო­ცესს, რო­მე­ლიც ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან მიგ­ვიყ­ვანს? უბ­რა­ლო კი­თხვას ვსვამ.

რამ­დე­ნიც არ უნდა ემა­ი­მუ­ნა თა­მარ ჟვა­ნი­ას, პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მან­დატს ძა­ლი­ან სუს­ტი ლე­გი­ტი­მა­ცია აქვს - მაგ­რამ 40 პრო­ცენტზე მეტი აღე­ბუ­ლი აქვს.

ამ 40 პრო­ცენტს თა­ვი­სი ახ­სნა აქვს:

ჩვენს ოლ­ქზე დაკ­ვირ­ვე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იზღუ­დე­ბა და არა იმ­დე­ნად არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. მა­გა­ლი­თად, გი­გას ქოც კონ­კუ­რენტს, თით­ქმის ყვე­ლა კორ­პუს­ში ჰქონ­და შტა­ბი გახ­სნი­ლი და მრა­ვალ­წევ­რი­ა­ნი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს კო­ორ­დი­ნა­ტო­რად ამუ­შა­ვებ­და. ხომ ცუ­დია? ძა­ლი­ან ცუ­დია. მაგ­რამ, რთუ­ლია ოჯა­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას რამე და­უ­პი­რის­პი­რო, რო­გო­რი გა­ვე­შე­ბუ­ლიც არ უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე - ტეტ­ჩერს და­ვე­სეს­ხე­ბი და, "არ არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა" - მი­თუ­მე­ტეს როცა საქ­მე არ­ჩევ­ნებს ეხე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, არ­სე­ბო­ბენ ინ­დი­ვი­დე­ბი და ოჯა­ხე­ბი რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უჭირთ. გარ­და ამი­სა, მა­სობ­რივ მოს­ყიდ­ვას აი­ო­ლებს ხალ­ხის უნ­დობ­ლო­ბა მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის მი­მართ - "ყვე­ლა ასე გვპირ­დე­ბა, მაგ­რამ მარ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ გახ­სენ­დე­ბით" - ეს ფრა­ზა მეს­მო­და ყვე­ლა­ზე ხში­რად და მეტ­წი­ლად მარ­თლე­ბიც იყ­ვნენ.

რა შუ­ა­შია, მაგ­რამ ფოთ­ში მალე ჯერ მხო­ლოდ იმი­ტომ დავ­ბრუნ­დე­ბი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვუმ­ტკი­ცო, რომ ჩვენ "ყვე­ლა" არ ვართ.

მოკ­ლედ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა უფრო კომ­პლექ­სუ­რი და რთუ­ლია და ამის გა­და­წყვე­ტა დღეს გა­კე­თე­ბულ იმ­პულ­სურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტს მო­ი­თხოვს. მე რო­გორც ვიცი, ჩემ მიერ მხარ­და­ჭე­რილ პარ­ტი­ა­ში ამ სა­კი­თხზე დის­კუ­სი­აა. მეს­მის, რომ საპ­რო­ტეს­ტო ელექ­ტო­რა­ტი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ ისე ნუ ვი­ზამთ, რომ მათ ბრაზს აყო­ლი­ლებ­მა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა მოვგვა­როთ - მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ შეკ­რე­ბილ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სო­ლო­ლაკ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ 16:00 სა­ა­თი­დან შე­იკ­რიბ­ნენ. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს. ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბას და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას ითხო­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომილე
24

არანაირი ბოიკოტი, მიზეზი საკუთარ თავში ვეძებოთ, ჩვენ სინამდვილეში ესეთი მოცემულობაა და ამ პირობებში უნდა მივიგოთ!

?!?!
24

ამ ოპოზიციის გამკვირვებია! გასაგებია,რომ პოლიტიკოსებისათვის ბოიკოტები და ქუჩის გამოსვლები სამუშაოა,მაგრამ თქვენ გგონიათ ხალხს მეტი საქმე არაფერი აქვს,რომ ქუჩაში თქვენს ყოველ დაძახებაზე გამოვარდეს ან რამდენი არჩევნების შედეგები არ მოგეწონებათ ვადამდელ არჩევნებზე იარონ ,ისედაც ყველა წელს რაღაცის ან ვიღაცის არჩევნებია?! ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში ვინ დგება იმის გარანტად ,რომ არჩევნები არ გაყალბდება,როგორც ახლა მიგაჩნიათ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბოიკოტი და რა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ბოიკოტი და რა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი პოსტი ალბათ ამოვარდნილი იქნება საპროტესტო ელექტორატის ნაწილის განწყობიდან, მაგრამ მე ჩემი სიმართლე უნდა გითხრათ: ბოიკოტი და რა? - "იყოს თურქმენბაშივით"? ზუსტად იცით, რომ ივანიშვილს შეაწუხებს თურქნმენბაშობა? მე მგონია, რომ არ შეაწუხებს. თურქმენბაშები ხალხს აწუხებენ, საკუთარ თავებს კი არა.

იმისთვის, რომ პროცესზე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო და ვინმეს, რამე მოვუწოდო, მე აუცილებლად მჭირდება ვიცოდე, რა არის შემდეგი ნაბიჯი? Endgame რა არის? ვადამდელი არჩევნები? ბოიკოტით ეს რატომ მიიღწევა უფრო იოლად? ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს? ვინც ბოიკოტზე ფიქრობს, შეუძლია იმის დარწმუნებით თქმა რომ ქუჩაში შექმნის პროცესს, რომელიც ვადამდელ არჩევნებთან მიგვიყვანს? უბრალო კითხვას ვსვამ.

რამდენიც არ უნდა ემაიმუნა თამარ ჟვანიას, პარალელური დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მანდატს ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია აქვს - მაგრამ 40 პროცენტზე მეტი აღებული აქვს.

ამ 40 პროცენტს თავისი ახსნა აქვს:

ჩვენს ოლქზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი არჩევნებამდე იზღუდება და არა იმდენად არჩევნების დღეს. მაგალითად, გიგას ქოც კონკურენტს, თითქმის ყველა კორპუსში ჰქონდა შტაბი გახსნილი და მრავალწევრიანი ოჯახის რომელიმე წევრს კოორდინატორად ამუშავებდა. ხომ ცუდია? ძალიან ცუდია. მაგრამ, რთულია ოჯახის უზრუნველყოფას რამე დაუპირისპირო, როგორი გავეშებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება ხელისუფლებაზე - ტეტჩერს დავესესხები და, "არ არსებობს საზოგადოება" - მითუმეტეს როცა საქმე არჩევნებს ეხება. სამაგიეროდ, არსებობენ ინდივიდები და ოჯახები რომლებსაც ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, მასობრივ მოსყიდვას აიოლებს ხალხის უნდობლობა მთელი პოლიტიკური კლასის მიმართ - "ყველა ასე გვპირდება, მაგრამ მარტო არჩევნების წინ გახსენდებით" - ეს ფრაზა მესმოდა ყველაზე ხშირად და მეტწილად მართლებიც იყვნენ.

რა შუაშია, მაგრამ ფოთში მალე ჯერ მხოლოდ იმიტომ დავბრუნდები, რომ ამ ადამიანებს დავუმტკიცო, რომ ჩვენ "ყველა" არ ვართ.

მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება უფრო კომპლექსური და რთულია და ამის გადაწყვეტა დღეს გაკეთებულ იმპულსურ განცხადებებზე გაცილებით მეტს მოითხოვს. მე როგორც ვიცი, ჩემ მიერ მხარდაჭერილ პარტიაში ამ საკითხზე დისკუსიაა. მესმის, რომ საპროტესტო ელექტორატი გაბრაზებულია, მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ მათ ბრაზს აყოლილებმა, იმედგაცრუება მოვგვაროთ - მეტი პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

"ყოველ დილით სკოლაში ფეხით მიდის და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას" - რას წერს ჟურნალისტი

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩნდებიან" - ნუკი კოშკელიშვილის გამამხნევებელი პოსტი "ინსტაგრამ-ფოლოუერებს"