პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის შეძრწუნებული ვამჩნევდი იმ დარღვევას, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიაზე
"ყოველთვის შეძრწუნებული ვამჩნევდი იმ დარღვევას, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიაზე

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე გორ­თან მომ­ხდარ ავა­რი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. დე­კა­ნო­ზი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას მძღო­ლე­ბის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მა­ზე. მისი თქმით, ერთ-ერთი ასე­თი შეც­დო­მა, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­შონ 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სა­თა­და­რი­გო ხაზ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის/მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს გა­ჩე­რე­ბაა.

"გერ­მა­ნია შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ავ­ტო­ბა­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა. ევ­რო­პა­ში არ­სად არაა ისე­თი სა­რულ­ყო­ფი­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ბევ­რი ავ­ტო­ბა­ნი და თან არ­სად და­დი­ან ისე­თი დიდი სიჩ­ქა­რით, რო­გორც გერ­მა­ნი­ის ავ­ტო­ბა­ნებ­ზე. ხიმ შე­იძ­ლე­ბა ვძლი­ოთ ჩვენს ზე­და­პი­რუ­ლო­ბას და სი­ზარ­მა­ცეს, ავ­დგეთ და ავ­ტო­ბა­ნე­ბის ქვეყ­ნი­დან გად­მო­ვი­ღოთ ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ო­ბის ძი­რი­თა­დი და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სე­ბი, რათა უაზ­როდ არ გა­ნად­გურ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე?!

სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერთ ავ­ტო­ბან­ზე როცა გა­მივ­ლია, ყო­ველ­თვის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვამ­ჩნევ­დი ხოლ­მე იმ სა­ში­ნელ დარ­ღვე­ვას, რა­მაც გუ­შინ გორ­თან სა­ვა­რა­უ­დოდ 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­ბანს აქვს ორი სა­ვა­ლი ხაზი და და­მა­ტე­ბით, მარ­ჯვე­ნა სა­თა­და­რი­გო ზოლი. სა­ქარ­თვე­ლოს მძღო­ლე­ბი ამ და­მა­ტე­ბით ზოლ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ აჩე­რე­ბენ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ზოგი ის­ვე­ნებს, ზოგი რა­ღა­ცას ყი­დუ­ლობს და ზო­გიც სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებს იგ­ვა­რებს. თან ფა­რებს ტო­ვე­ბენ ჩამ­ქრალს და მან­ქა­ნა ღა­მით ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უმ­ჩნე­ვე­ლია სა­ნამ ზედ არ მი­ად­გე­ბი. ესაა სა­ში­ნე­ლი და პირ­და­პირ სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ღვე­ვა.

ესაა რო­გორც ორ­ჯერ ორი: ავ­ტო­ბან­ზე დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბი­სას კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია გა­ჩე­რე­ბა გვერ­დი­თა, სა­თა­და­რი­გო ზოლ­ში. ეს სა­თა­და­რი­გო ზოლი გა­სა­ჩე­რებ­ლად კი არ არის, არა­მედ პო­ლი­ცი­ის­თვის, სას­წრა­ფოს­თვის და სა­ხან­ძროს­თვის უნდა იყოს მუდ­მი­ვად თა­ვი­სუ­ფა­ლი, რად­გან როცა ავ­ტო­ბა­ნი გა­დატ­ვირ­თუ­ლია და რა­ი­მე ცუდი შემ­თხვე­ვა ხდე­ბა, და­უბ­რკო­ლებ­ლად უნდა შე­ეძ­ლოს პო­ლი­ცი­ას, ექი­მის და მაშ­ველს ად­გილ­ზე მის­ვლა. ჩვე­ნი მძღო­ლე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს ქმნი­ან, როცა ავ­ტო­ბა­ნის და­მა­ტე­ბით ზოლ­ში აჩე­რე­ბენ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით, როცა ხედ­ვა ისე­დაც შე­ზღუ­დუ­ლია.

1 მეტ­რი­თაც რომ აუც­დეს საჭე მარ­ჯვე­ნა სა­ვალ ნა­წილ­ში მოძ­რავ გა­დაღ­ლილ მძღოლს, უკვე გარ­და­უ­ვა­ლია შე­ჯა­ხე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ ეს მოხ­და გორ­თან გუ­შინ, როცა სა­თა­და­რი­გო ხაზ­ში გა­ჩე­რე­ბულ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა ტრა­ი­ლე­რი და 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. რა­ტომ ვწერთ ახლა ამას? იმი­ტომ, რომ სამ­ძიმ­რის გულ­ში­ჩამ­წვდო­მი სი­ტყვე­ბით არ იღ­ლე­ბა ხალ­ხი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად სხვა რა­მაა ახლა სა­ჭი­რო. მე რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლას ვიყო სას­წრა­ფოდ გა­ვამ­კაც­რებ­დი პო­ლი­ცი­ის პატ­რუ­ლი­რე­ბას კონ­კრე­ტუ­ლად ამ დარ­ღვე­ვა­ზე და მკაცრ ჯა­რი­მებს და­ვა­წე­სებ­დი ასე­თი "მკვლე­ლი" მძღო­ლე­ბის­თვის.

რო­გორ ხდე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში? გერ­მა­ნი­ა­ში სა­თა­და­რი­გო ზოლ­ში გა­ჩე­რე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ იმ გა­მო­უ­ვალ შემ­თხვე­ვა­ში თუ მან­ქა­ნა გა­ფუჭ­და და მოძ­რა­ო­ბა აღარ შე­უძ­ლია. ამას­თან მძღო­ლიც და ყვე­ლა მგზავ­რიც სას­წრა­ფოდ უნდა გად­მო­ვიდ­ნენ მან­ქა­ნი­დან, ჩა­იც­ვან ყვი­თე­ლი ავა­რი­უ­ლი ჟი­ლე­ტე­ბი, გა­და­ვიდ­ნენ დამ­ცა­ვის რელ­სის მიღ­მა და და­ე­ლო­დონ ავა­რი­ულ დახ­მა­რე­ბას. და­უშ­ვე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის დგო­მა ავ­ტო­ბან­ზე. ასე­ვე მან­ქა­ნი­დან 50 მეტრში უნდა დად­გან ავა­რი­უ­ლი სამ­კუ­თხე­დი გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ად­რე­უ­ლად შე­სამ­ჩნე­ვად. ამ წესს იცავს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მძღო­ლი, გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არ­სე­ბობს. დამ­რღვევს ეკის­რე­ბა დიდი ჯა­რი­მა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს უქ­მნის საფრ­თხეს.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ყვე­ლამ, სას­წრა­ფოდ იმოქ­მე­დოს კა­ნონ­მდე­ბელ­მა და პო­ლი­ცი­ამ, ავ­ტო­ბა­ნის სა­თა­და­რი­გო ზოლ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა" - წერს ლო­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
11

100 % სიმართლეა.

ვალერიან ბარბაქაძე.
2

სრული სიმართლე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ყოველთვის შეძრწუნებული ვამჩნევდი იმ დარღვევას, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიაზე

"ყოველთვის შეძრწუნებული ვამჩნევდი იმ დარღვევას, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიაზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიას ეხმაურება, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. დეკანოზი ყურადღებას ამახვილებს ავტობანზე მოძრაობისას მძღოლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეცდომა, რომელსაც, სავარაუდოდ, გუშონ 6 ადამიანი ემსხვერპლა, სათადარიგო ხაზში ავტომობილის/მიკროავტობუსს გაჩერებაა.

"გერმანია შეიძლება ითქვას ავტობანების ქვეყანაა. ევროპაში არსად არაა ისეთი სარულყოფილი, მოწესრიგებული და ბევრი ავტობანი და თან არსად დადიან ისეთი დიდი სიჩქარით, როგორც გერმანიის ავტობანებზე. ხიმ შეიძლება ვძლიოთ ჩვენს ზედაპირულობას და სიზარმაცეს, ავდგეთ და ავტობანების ქვეყნიდან გადმოვიღოთ ავტობანზე მოძრაობის ძირითადი და სასიცოცხლოდ აუცილებელი წესები, რათა უაზროდ არ განადგურდეს ადამიანების სიცოცხლე?!

საქართველოს ერთადერთ ავტობანზე როცა გამივლია, ყოველთვის გაკვირვებული და შეძრწუნებული ვამჩნევდი ხოლმე იმ საშინელ დარღვევას, რამაც გუშინ გორთან სავარაუდოდ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში ავტობანს აქვს ორი სავალი ხაზი და დამატებით, მარჯვენა სათადარიგო ზოლი. საქართველოს მძღოლები ამ დამატებით ზოლში ჩვეულებრივ აჩერებენ ავტომობილებს, ზოგი ისვენებს, ზოგი რაღაცას ყიდულობს და ზოგიც სხვა საჭიროებებს იგვარებს. თან ფარებს ტოვებენ ჩამქრალს და მანქანა ღამით ფაქტობრივად შეუმჩნეველია სანამ ზედ არ მიადგები. ესაა საშინელი და პირდაპირ სასიკვდილო დარღვევა.

ესაა როგორც ორჯერ ორი: ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრაობისას კატეგორიულად დაუშვებელია გაჩერება გვერდითა, სათადარიგო ზოლში. ეს სათადარიგო ზოლი გასაჩერებლად კი არ არის, არამედ პოლიციისთვის, სასწრაფოსთვის და სახანძროსთვის უნდა იყოს მუდმივად თავისუფალი, რადგან როცა ავტობანი გადატვირთულია და რაიმე ცუდი შემთხვევა ხდება, დაუბრკოლებლად უნდა შეეძლოს პოლიციას, ექიმის და მაშველს ადგილზე მისვლა. ჩვენი მძღოლები ვერ აცნობიერებენ, რა სასიკვდილო საფრთხეს ქმნიან, როცა ავტობანის დამატებით ზოლში აჩერებენ ავტომობილებს, განსაკუთრებით ღამით, როცა ხედვა ისედაც შეზღუდულია.

1 მეტრითაც რომ აუცდეს საჭე მარჯვენა სავალ ნაწილში მოძრავ გადაღლილ მძღოლს, უკვე გარდაუვალია შეჯახება. სავარაუდოდ ეს მოხდა გორთან გუშინ, როცა სათადარიგო ხაზში გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა ტრაილერი და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რატომ ვწერთ ახლა ამას? იმიტომ, რომ სამძიმრის გულშიჩამწვდომი სიტყვებით არ იღლება ხალხი, მაგრამ რეალურად სხვა რამაა ახლა საჭირო. მე რომ ხელისუფლების ადგილას ვიყო სასწრაფოდ გავამკაცრებდი პოლიციის პატრულირებას კონკრეტულად ამ დარღვევაზე და მკაცრ ჯარიმებს დავაწესებდი ასეთი "მკვლელი" მძღოლებისთვის.

როგორ ხდება გერმანიაში? გერმანიაში სათადარიგო ზოლში გაჩერება დაშვებულია მხოლოდ იმ გამოუვალ შემთხვევაში თუ მანქანა გაფუჭდა და მოძრაობა აღარ შეუძლია. ამასთან მძღოლიც და ყველა მგზავრიც სასწრაფოდ უნდა გადმოვიდნენ მანქანიდან, ჩაიცვან ყვითელი ავარიული ჟილეტები, გადავიდნენ დამცავის რელსის მიღმა და დაელოდონ ავარიულ დახმარებას. დაუშვებელია ადამიანების დგომა ავტობანზე. ასევე მანქანიდან 50 მეტრში უნდა დადგან ავარიული სამკუთხედი გაჩერებული მანქანის ადრეულად შესამჩნევად. ამ წესს იცავს აბსოლუტურად ყველა მძღოლი, გამონაკლისი არ არსებობს. დამრღვევს ეკისრება დიდი ჯარიმა, რადგან ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

გაითვალისწინეთ ყველამ, სასწრაფოდ იმოქმედოს კანონმდებელმა და პოლიციამ, ავტობანის სათადარიგო ზოლში კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი ავტომანქანის გაჩერება" - წერს ლომიძე.

"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი

"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო" - რას წერს მაია ნიკოლეიშვილი

"ახლა შოთა კლინიკაშია, უკეთაა, მაგრამ სუსტად... ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს" - პოეტ შოთა იათაშვილის მეუღლის ემოციური წერილი