პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება" - მეუფე მელქისედეკი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს
"არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება" - მეუფე მელქისედეკი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე) სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ამის შე­სა­ხებ პოსტს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ

ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რე­ლო ძმა­ნო და დანო,

მოგ­ვი­ახ­ლოვ­და კი­დევ ერთი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ჩევ­ნე­ბი, სულ მალე ყვე­ლა ერ­თად გა­დავ­წყვეტთ, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა უახ­ლო­ე­სი ოთხი წლის მან­ძილ­ზე. ვე­სა­უბ­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს, ვეც­ნო­ბი კვლე­ვებს და გული მტკი­ვა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი კვლავ უარს ამ­ბობს არჩვე­ნებ­ში მის­ვლა­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ერთი მხრივ, მეს­მის მათი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რაც წლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­როვ­და, მაგ­რამ ეს არ ამარ­თლებს გულ­გრი­ლო­ბას, გულ­გრი­ლო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის წი­ნა­შე.

ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ არ­სე­ბობ­და ერ­თა­დერ­თი - "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია“, ერთი იდე­ო­ლო­გი­ით, პროგ­რა­მით, გეგ­მით- რო­მე­ლიც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში უპ­რობ­ლე­მოდ იმარ­ჯვებ­და, შემ­დეგ, უეც­რად გაჩ­ნდა ათო­ბით პარ­ტია, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბით, ხალ­ხით, მიდ­გო­მე­ბით და და­ვი­ბე­ნით. დღემ­დე დაბ­ნე­უ­ლე­ბი ვართ. არა­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ არ­ჩე­ვა­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლია რომ ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თა­დერთ პარ­ტი­ას მის­ცეს ხმა, შე­უძ­ლე­ბე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს. წლე­ბია, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა სირ­ცხვი­ლად იქცა და ჩვე­ნი მოქ­ლა­ქე­ე­ბი კვლავ სი­ა­მა­ყით აცხა­დე­ბენ, რომ ხმას "არ­ცერთ პარ­ტი­ას არ აძ­ლე­ვენ.“ ეს სა­ა­მა­ყო ნამ­დვი­ლად არაა.უფ­ლის მად­ლით, წლე­ბის მან­ძილ­ზე ათენ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვსწავ­ლობ­დი. ეს გახ­ლავთ ქა­ლა­ქი, რო­მელ­მაც საღვთის­მე­ტყვე­ლო, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის გარ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა- დე­მოკ­რა­ტია აჩუ­ქა სამ­ყა­როს.

დიახ, ჩვენ მიერ ხში­რად ნახ­სე­ნე­ბი ფრა­ზა დე­მოკ­რა­ტია (Δημοκρατία) ორ სი­ტყვი­ა­ნი ბერ­ძნუ­ლი კომ­პო­ზი­ტია (δήμος-ხალ­ხი და κράτος",ძალა“",ძა­ლა­უფ­ლე­ბა“) და აღ­ნიშ­ნავს მმარ­თვე­ლო­ბის იმ მო­დელს, რო­მელ­შიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქი­სა თუ სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. შემ­თხვე­ვით არ მიხ­სე­ნე­ბია ტერ­მი­ნი "მო­ქა­ლა­ქე“.

ათენ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც - მო­ქა­ლა­ქე (Πολίτης), ასე­ვე, გან­ცალ­კე­ვე­ბით მდგო­მი, მარ­ტოდ მყო­ფი (ιδιώτης). ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ვალ­დე­ბუ­ლი იყო მი­სუ­ლი­ყო არ­ჩევ­ნებ­ში და ხმა მი­ე­ცა, ისი­ნი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო­სა თუ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­დნენ, გული შეტ­კი­ო­დათ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, ეს გა­ნას­ხვა­ვებ­დათ მათ გან­ცალ­კე­ვე­ბით მდგომ­თა­გან, მე­სა­კუთ­რე­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რობ­დნენ და სა­ხელ­მწი­ფოს ბედი არ ანაღ­ვლებ­დათ. ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ, უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიტ­ვირ­თოთ.

მო­ქა­ლა­ქე ვალ­დე­ბუ­ლია თა­ვი­სი ქა­ლა­ქი­სა თუ სა­ხელ­მწი­ფოს სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში იყოს ჩარ­თუ­ლი, აზ­რზს გა­მოთ­ქვამ­დეს, თუნ­დაც არ­ჩე­ვან­ში ცდე­ბო­დეს კი­დეც, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბო­დეს. ესაა მთა­ვა­რი, ეს უნდა გა­ვი­აზ­როთ.არ მო­გა­ტყუ­ოთ არა­ვინ, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა ქრის­ტი­ა­ნულ მო­ძღვრე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, პი­რი­ქით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ღმერ­თს შე­სა­ბა­მი­სი სა­ზღა­უ­რი მი­ვა­გოთ, რო­გორც ეს თა­ვად მა­ცხო­ვარ­მა დაგ­ვი­ბა­რა.

და ბო­ლოს, თუკი ჩემი, რი­გი­თი ეპის­კო­პო­სის სი­ტყვე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა გა­და­გე­წყვი­ტათ, გთხოვთ გა­მო­ჩე­ნილ და გა­მორ­ჩე­ულ ქარ­თველს, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მიერ წმინ­და­ნად შე­რა­ცხილ ილია მარ­თალს (ჭავ­ჭა­ვა­ძე) მო­უს­მი­ნეთ:"იცო­დეთ, რომ ვი­საც ხვალ ჩა­ა­ბა­რებთ საბ­ჭო­ში ხმოს­ნო­ბას, იმას აბა­რებთ მთე­ლის ოთხის წლის თქვენს სა­ერ­თო სვე-ბედ­სა, თქვე­ნის ოჯა­ხო­ბის სა­ერ­თო კე­თილ­სა და ბო­როტ­სა. ოთხი წე­ლი­წა­დი ბევ­რის რი­სა­მეა შემ­ძლე­ბე­ლი, ავიც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მოგ­ვა­ყე­ნოს კარს და კარ­გიც.

გულს ნუ გა­იმ­რუ­დებთ, სულს ნუ წა­ი­წყმე­დავთ! იცო­დეთ, ეს დიდი საქ­მე თქვენს ნა­მუსს, თქვენს სი­ნი­დისს, თქვენს პა­ტი­ოს­ნე­ბას აბა­რია. ახ­სე­ნეთ ღმერ­თი, და ღვთი­სა და მარ­თლის სა­ხე­ლით, შე­უ­დე­ქით არ­ჩე­ვა­ნის დიდს საქ­მეს და მარ­ჯვე­ნას თქვენ­სას ის არ აქ­მნე­ვი­ნოთ, რა­საც გული და სი­ნი­დი­სი არ გე­უბ­ნე­ბათ.“გთხოვთ, მიბ­რძან­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, აი­ღეთ თქვენს თავ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გა­ა­კე­თეთ არ­ჩე­ვა­ნი წრფე­ლი სინ­დი­სი­თა და სხვა­თა ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე, და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და და­უბ­რუნ­დით თქვენს ოჯა­ხებს!" - წერს მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი.

ჟანა დარკი.
0

ნაჩუქარი ჯიპით ხომ არ დადიხარ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება" - მეუფე მელქისედეკი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

"არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება" - მეუფე მელქისედეკი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მოახლოებული არჩევნების შესახებ

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

მოგვიახლოვდა კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სულ მალე ყველა ერთად გადავწყვეტთ, თუ როგორი იქნება ქვეყნის განვითარება უახლოესი ოთხი წლის მანძილზე. ვესაუბრები ადამიანებს, ვეცნობი კვლევებს და გული მტკივა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უარს ამბობს არჩვენებში მისვლასა და მონაწილეობაზე. ერთი მხრივ, მესმის მათი, იმედგაცრუება, რაც წლების მანძილზე დაგროვდა, მაგრამ ეს არ ამართლებს გულგრილობას, გულგრილობას ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე.

ათწლეულების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით, რომ არსებობდა ერთადერთი - ,,კომუნისტური პარტია“, ერთი იდეოლოგიით, პროგრამით, გეგმით- რომელიც ყველა არჩევნებში უპრობლემოდ იმარჯვებდა, შემდეგ, უეცრად გაჩნდა ათობით პარტია, რადიკალურად განსხვავებული ხედვებით, ხალხით, მიდგომებით და დავიბენით. დღემდე დაბნეულები ვართ. არადა, თავისუფლება სწორედ არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს. მოქალაქე, რომელიც იძულებულია რომ ყველა არჩევნებში ერთადერთ პარტიას მისცეს ხმა, შეუძლებელია თავისუფალი იყოს. წლებია, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა სირცხვილად იქცა და ჩვენი მოქლაქეები კვლავ სიამაყით აცხადებენ, რომ ხმას ,,არცერთ პარტიას არ აძლევენ.“ ეს საამაყო ნამდვილად არაა.უფლის მადლით, წლების მანძილზე ათენში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. ეს გახლავთ ქალაქი, რომელმაც საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და კულტურული ცნობიერების გარდა, პოლიტიკური სისტემა- დემოკრატია აჩუქა სამყაროს.

დიახ, ჩვენ მიერ ხშირად ნახსენები ფრაზა დემოკრატია (Δημοκρατία) ორ სიტყვიანი ბერძნული კომპოზიტია (δήμος-ხალხი და κράτος, ,,ძალა“, ,,ძალაუფლება“) და აღნიშნავს მმართველობის იმ მოდელს, რომელშიც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები საკუთარი ქალაქისა თუ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შემთხვევით არ მიხსენებია ტერმინი ,,მოქალაქე“.

ათენში მცხოვრები ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც - მოქალაქე (Πολίτης), ასევე, განცალკევებით მდგომი, მარტოდ მყოფი (ιδιώτης). ყველა მოქალაქე ვალდებული იყო მისულიყო არჩევნებში და ხმა მიეცა, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსა თუ ქალაქის განვითარებაზე ფიქრობდნენ, გული შეტკიოდათ და პასუხისმგებლობა ჰქონდათ, ეს განასხვავებდათ მათ განცალკევებით მდგომთაგან, მესაკუთრეებისგან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ და სახელმწიფოს ბედი არ ანაღვლებდათ. ჩვენ მოქალაქეები ვართ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ.

მოქალაქე ვალდებულია თავისი ქალაქისა თუ სახელმწიფოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული, აზრზს გამოთქვამდეს, თუნდაც არჩევანში ცდებოდეს კიდეც, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდეს. ესაა მთავარი, ეს უნდა გავიაზროთ.არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, პირიქით, ვალდებულები ვართ ყველა, რომ სახელმწიფოსა და ღმერთს შესაბამისი საზღაური მივაგოთ, როგორც ეს თავად მაცხოვარმა დაგვიბარა.

და ბოლოს, თუკი ჩემი, რიგითი ეპისკოპოსის სიტყვები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ არჩევნებზე მისვლა გადაგეწყვიტათ, გთხოვთ გამოჩენილ და გამორჩეულ ქართველს, ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ ილია მართალს (ჭავჭავაძე) მოუსმინეთ:,,იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ.“გთხოვთ, მიბრძანდით არჩევნებზე, აიღეთ თქვენს თავზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გააკეთეთ არჩევანი წრფელი სინდისითა და სხვათა ძალდატანების გარეშე, დაიცავით უსაფრთხოების ნორმები და დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს!" - წერს მეუფე მელქისედეკი.