პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვითარდებოდა საარჩევნო სისტემა საქართველოში
როგორ ვითარდებოდა საარჩევნო სისტემა საქართველოში

2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­თა და მრა­ვალ­მხრი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მით აღ­ჭურ­ვი­ლი ცეს­კო-ს თი­თო­ე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი 31 ოქ­ტომ­ბერს დი­ლის 8 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი ხმის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად გა­უ­ღებს კარს.

არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას ამ­ყა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, მე­დია, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან თუ უმ­ნიშ­ვნე­ლო დარ­ღვე­ვას სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნავს და გა­ა­სა­ჯა­რო­ვებს.

არ­ჩევ­ნე­ბის ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის. პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში 1919 წელს, დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა კრე­ბის შე­საქ­მნე­ლად ჩა­ტარ­და. სწო­რედ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნის პირ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი დას­ტუ­რი გახ­ლდათ.

მომ­დევ­ნო 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი ფა­სა­დუ­რად ტარ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­პყრო­ბი­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნიც კი არ ჰქო­ნი­ათ: ერ­თპარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში ხომ მხო­ლოდ ერთი, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია მო­ნა­წი­ლე­ობ­და და იმარ­ჯვებ­და კი­დეც.

1991 წელს პირ­ვე­ლად მი­ი­ღო ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ის, რაც ნამ­დვი­ლად სურ­და: ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­და. კი­თხვა მარ­ტი­ვად ჟღერ­და: უნდა მი­ი­ღოს თუ არა სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. მა­შინ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ კი­თხვას ღირ­სე­უ­ლად და ერ­თსუ­ლოვ­ნად უპა­სუ­ხეს. სწო­რედ ასე გახ­და ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი.

მას მერე ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. მათ შო­რის, სა­არ­ჩევ­ნო კულ­ტუ­რაც. თუკი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ველ წლებ­ში არ­ჩევ­ნე­ბი ხში­რად დარ­ღვე­ვე­ბით ტარ­დე­ბო­და, 2003 წელს ამ მხრივ ცეს­კო-მ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და პირ­ვე­ლად, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, მარ­კი­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რა და­ნერ­გა.

მარ­კი­რე­ბა არის მე­ქა­ნიზ­მი, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ზე მი­სულს ხელ­ზე შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლის­თვის შე­უმ­ჩნე­ველ სი­თხეს გას­ხუ­რე­ბენ. სი­თხე მხო­ლოდ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის და­ნა­თე­ბით ჩანს. მე­ქა­ნიზ­მი ეფექ­ტუ­რია, რად­გან ის გა­მო­რი­ცხავს არ­ჩევ­ნებ­ზე ე.წ. „კა­რუ­სე­ლის“ დატ­რი­ა­ლე­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლე­ბი­დან ეს­წრე­ბოდ­ნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი არ­ჩევ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღი­ა­რა დე­მოკ­რა­ტი­ის და გამჭვირ­ვა­ლო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი.

და­ბო­ლოს, 2020 წლის და­სა­წყის­ში ჩვენ, მეტ­წი­ლად ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის წყა­ლო­ბით, შემ­დეგ კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, მი­ვი­ღეთ კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი უფ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან: შე­იც­ვა­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა.

პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო:

პირ­ველ რიგ­ში, პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რა შე­ეძ­ლე­ბა არამ­ხო­ლოდ დიდ პარ­ტი­ებს, არა­მედ ახალ, დამ­წყებ პო­ლი­ტი­კო­სებ­საც. ეს კი უფრო თა­ნა­ბარ შანსს აძ­ლევს ყვე­ლა პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც 1%-იან ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს, პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბი გა­იყ­ვა­ნოს სიის მი­ხედ­ვით.

გარ­და ამი­სა, მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩამ­კეტ მე­ქა­ნიზმსაც, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 40%-ზე ნაკ­ლე­ბი ხმის მიმ­ღე­ბი პარ­ტია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შექ­მნას ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებს.

შე­დე­გად ჩვენ პირ­ვე­ლად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ვი­ღებთ მრა­ვალ­პარ­ტი­ულ პარ­ლა­მენტს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, მთავ­რო­ბას უფრო კო­ა­ლი­ცი­უ­რად და­ა­კომ­პლექ­ტებს.

პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გაჟ­ღერ­დე­ბა ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, რაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გი გზაა. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი კი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რი აღარ იქ­ნე­ბა.

ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პარ­ტი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ერ­თად მი­ი­ღონ, რაც უფრო და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და, შე­დე­გად, ქვეყ­ნის­თვი­საც უფრო სა­სარ­გებ­ლო და ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში.

ჩვენ დღემ­დე არ გვქო­ნია იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი გვქო­ნო­და, სა­დაც უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მო­იყ­რი­და თავს.

ეს უფ­ლე­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა დიდი ხნის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღო. ამი­ტო­მაც ახლა ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

თუკი კვლავ გე­პა­რე­ბა ეჭვი, უნდა წახ­ვი­დე თუ არა არ­ჩევ­ნებ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად ნახე სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის IRI-ის ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მელ­ზეც კრე­ა­ტი­ულ­მა სა­ა­გენ­ტო „ლი­ვინგსტონ­მა“ იმუ­შა­ვა. გახ­სოვ­დეს, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ახლა შენს ხელ­შია! სრუ­ლი კამ­პა­ნი­ის სა­ნა­ხა­ვად კი გა­და­დი ბმულ­ზე.

https://www.facebook.com/103428328209020/posts/113869640498222/?vh=e&extid=0&d=n

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ ვითარდებოდა საარჩევნო სისტემა საქართველოში

როგორ ვითარდებოდა საარჩევნო სისტემა საქართველოში

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საერთაშორისო სტანდარტებითა და მრავალმხრივი უსაფრთხოების მექანიზმით აღჭურვილი ცესკო-ს თითოეული საარჩევნო უბანი 31 ოქტომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე საქართველოს მოქალაქეებს უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად გაუღებს კარს.

არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი დამკვირვებლები და, რაც მთავარია, მედია, რომელიც თითოეულ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დარღვევას სათანადო დოკუმენტებში აღნიშნავს და გაასაჯაროვებს.

არჩევნების ისტორია საქართველოში დაახლოებით ერთ საუკუნეს ითვლის. პირველი არჩევნები დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში 1919 წელს, დამფუძნებელთა კრების შესაქმნელად ჩატარდა. სწორედ ამ არჩევნების შედეგად მივიღეთ პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ქართველი საზოგადოების მოთხოვნის პირველი რეალური დასტური გახლდათ.

მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები ფასადურად ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე მონაწილეობის მიღება სავალდებულო იყო, საბჭოთა კავშირში დაპყრობილი ქვეყნის მოქალაქეებს რეალური არჩევანიც კი არ ჰქონიათ: ერთპარტიულ არჩევნებში ხომ მხოლოდ ერთი, კომუნისტური პარტია მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც.

1991 წელს პირველად მიიღო ქართველმა ხალხმა ის, რაც ნამდვილად სურდა: ქვეყანაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. კითხვა მარტივად ჟღერდა: უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ დამოუკიდებლობა. მაშინ მოქალაქეებმა ამ კითხვას ღირსეულად და ერთსულოვნად უპასუხეს. სწორედ ასე გახდა ქვეყანა დამოუკიდებელი.

მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, საარჩევნო კულტურაც. თუკი დამოუკიდებლობის პირველ წლებში არჩევნები ხშირად დარღვევებით ტარდებოდა, 2003 წელს ამ მხრივ ცესკო-მ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და პირველად, ქვეყნის ისტორიაში, მარკირების სავალდებულო პროცედურა დანერგა.

მარკირება არის მექანიზმი, როდესაც არჩევნებზე მისულს ხელზე შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველ სითხეს გასხურებენ. სითხე მხოლოდ ულტრაიისფერი სხივების დანათებით ჩანს. მექანიზმი ეფექტურია, რადგან ის გამორიცხავს არჩევნებზე ე.წ. „კარუსელის“ დატრიალებას.

საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან ესწრებოდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არჩევნების ისტორიაში, რომლითაც ხელისუფლებამ აღიარა დემოკრატიის და გამჭვირვალობის აუცილებელი პირობები.

დაბოლოს, 2020 წლის დასაწყისში ჩვენ, მეტწილად ახალგაზრდების აქტიურობის წყალობით, შემდეგ კი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მივიღეთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ხელისუფლებისგან: შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

პროპორციული სისტემა მნიშვენლოვანია რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო:

პირველ რიგში, პარლამენტში მოხვედრა შეეძლება არამხოლოდ დიდ პარტიებს, არამედ ახალ, დამწყებ პოლიტიკოსებსაც. ეს კი უფრო თანაბარ შანსს აძლევს ყველა პარტიას, რომელიც 1%-იან ბარიერს გადალახავს, პარლამენტში დეპუტატები გაიყვანოს სიის მიხედვით.

გარდა ამისა, მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფს ჩამკეტ მექანიზმსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვეღარ მოახერხებს.

შედეგად ჩვენ პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას უფრო კოალიციურად დააკომპლექტებს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაჟღერდება ბევრი განსხვავებული აზრი, რაც ჭეშმარიტებამდე მისასვლელად ყველაზე კარგი გზაა. მინისტრთა კაბინეტი კი ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკის გამტარი აღარ იქნება.

ერთმანეთის მოწინააღმდეგე პარტიები იძულებული გახდებიან, გადაწყვეტილებები ერთად მიიღონ, რაც უფრო დაბალანსებული და, შედეგად, ქვეყნისთვისაც უფრო სასარგებლო და ეფექტიანი იქნება საერთო ჯამში.

ჩვენ დღემდე არ გვქონია იმის ფუფუნება, მრავალპარტიული პარლამენტი გვქონოდა, სადაც უამრავი განსხვავებული აზრი მოიყრიდა თავს.

ეს უფლება ქართველმა ხალხმა დიდი ხნის შემდეგ საბოლოოდ მიიღო. ამიტომაც ახლა ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

თუკი კვლავ გეპარება ეჭვი, უნდა წახვიდე თუ არა არჩევნებზე, აუცილებლად ნახე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ვიდეორგოლი, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. გახსოვდეს, ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია! სრული კამპანიის სანახავად კი გადადი ბმულზე.

https://www.facebook.com/103428328209020/posts/113869640498222/?vh=e&extid=0&d=n

R

ნახე, იყიდე, დაზოგე- ყოველკვირეული ფასდაკლებების კატალოგი მხოლოდ კვირის პალიტრის მკითხველისთვის

საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან