საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული" - რატომ მოითხოვა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?
"ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული" - რატომ მოითხოვა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი სამი ბრალ­დე­ბუ­ლის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი­სა და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის საქ­მე­ზე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უკვე და­ი­წყო. მალე 12 მსა­ჯუ­ლი შე­ირ­ჩე­ვა და მსა­ჯუ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას და­ი­წყე­ბენ. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ამ საქ­მე­ზე სულ 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ექ­ვსი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გა­მო­ძი­ე­ბა 4 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს: თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა, ძა­ლა­დო­ბა, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა.

საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­დან­ვე სამ ნა­წი­ლად გაყო. გა­მო­ძი­ე­ბის ვა­დებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი იყო, რად­გან საქ­მე­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ფი­გუ­რი­რებ­დნენ და ამი­ტომ მათი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა უკვე და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა და მათ მალე გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტა­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, 109-ე მუხლს, ეს უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბა 5 პირს აქვს წარ­დგე­ნი­ლი და საქ­მეს გორ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე იხი­ლავს. ყვე­ლამ იცის, რომ ორ არას­რულ­წლო­ვან­თან ერ­თად არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს და ვახ­ტანგ ყი­ფი­ანს ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

გაგ­ნი­ძემ, რე­ვა­ზიშ­ვილ­მა და ჩი­ქო­ვან­მა 28 სექ­ტემ­ბერს უარი თქვეს, რომ მათი 109-ე მუხ­ლით ბრალ­დე­ბის საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს გა­და­ცე­მო­და. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი მა­შინ ამ­ბობ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ნდო­ბა ნაკ­ლე­ბია, უმ­ჯო­ბე­სია საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი მო­სა­მარ­თლემ გა­მო­ი­ტა­ნოს, რად­გან პრო­ცე­სის გარ­შე­მო, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი აზრი შექ­მნა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ აზ­რმა ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე და ისი­ნი არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნო­სო. თუმ­ცა ჩვენ ვხე­დავთ რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იგი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, გაგ­ნი­ძემ, რე­ვა­ზიშ­ვილ­მა და ჩი­ქო­ვან­მა სხვა ეპი­ზოდ­ში უკვე თა­ვად მო­ი­თხო­ვეს მათი საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს გა­ნე­ხი­ლათ.

ის­მის კი­თხვა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში რა შე­იც­ვა­ლა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს საქ­მე­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ჩარ­თვა?

თუ მკვლე­ლო­ბის საქ­მის გან­ხილ­ვის დროს ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ შექ­მნი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენ­და, ახლა რა­ტომ ვერ მო­ახ­დენს ის აზრი ზე­მოქ­მე­დე­ბას? ამ ფაქტს ახ­სნას უძებ­ნის შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა, ად­ვო­კა­ტი მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე

- ბა­ტო­ნო მი­რი­ან, ცნო­ბი­ლია, რომ სამ ბრალ­დე­ბულს ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს გა­ნე­ხი­ლა?

- ცალ­სა­ხაა, ნა­ფი­ცე­ბის არ­ჩე­ვა იმი­ტომ მოხ­და, რომ სწო­რედ ამ ეპი­ზოდ­ში აქვთ ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ალ­ბათ გახ­სოვთ, თა­ვი­დან მათი და­კა­ვე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით მოხ­და და ამ ბრალ­დე­ბით შე­ე­ფარ­დათ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა. ად­რე­ულ წლებ­ში სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბა­ზე ცალ-ცალ­კე უფარ­დებ­დნენ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლებს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ა­კო­რექ­ტი­რა და თქვა, რომ ერთი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბით უნდა იყ­ვნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, იმ საქ­მე­ში მო­ი­თხო­ვეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი.

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი რომ გინ­დო­დეს და ზო­გა­დად ამ ფორ­მით შენ­თვის რა­ი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს, რა თქმა უნდა, ნა­ფი­ცებს აირ­ჩევ­დნენ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში, რად­გან ყვე­ლა­ზე მძი­მეა მკვლე­ლო­ბა. მათ კი მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში კი არა, არა­მედ იქ, მო­ი­თხო­ვეს, სა­დაც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა შე­ფარ­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, რა­მე­ნა­ი­რად უნ­დათ დრო­ში გა­ი­წე­ლოს და გა­ვი­დეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ვადა და გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

მეც ად­ვო­კა­ტი ვარ და ვერ ვხვდე­ბი ამ ად­ვო­კა­ტე­ბის ტაქ­ტი­კას. რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს ამას, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიშ­ვას სა­სა­მარ­თლომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი რომ არ ექ­ნე­ბა და ვა­და­ში ვერ ჩა­ე­ტე­ვა, მაგ­რამ შემ­დგ, როცა საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა დას­რულ­დე­ბა ხომ მო­გის­ჯის პა­ტიმ­რო­ბას და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან ხომ აგიყ­ვანს ისევ.

- არას­რულ­წლო­ვან­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მალე დას­რულ­დე­ბა, ალ­ბათ, ადევ­ნებთ თვალს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს. რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემთ?

- დას­კვნით ეტაპ­ზეა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე და ძა­ლი­ან მალე დად­გე­ბა გა­ნა­ჩე­ნი, ამას მოს­დევს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა და ალ­ბათ ეს დრო­ში უფრო გა­ი­წე­ლე­ბა. საკ­მა­ოდ გეგ­მა­ზო­მი­ე­რად მუ­შა­ო­ბენ და დღე­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა ხდე­ბა და ალ­ბათ ას­წრე­ბენ ვა­დებ­ში საქ­მის დას­რუ­ლე­ბას. საქ­მე­ზე სა­დაც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია გან­სას­ჯე­ლი, იქ რო­გორ იქ­ნე­ბა საქ­მე, ესეც გა­მოჩ­ნდე­ბა. სწო­რია სა­სა­მარ­თლოს მიდ­გო­მა პრო­ცე­სე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა გა­ზარ­დოს და ვა­დე­ბის პრობ­ლე­მა არ იყოს.

- ეჭქვეშ აყე­ნე­ბენ არას­რუ­წლოვ­ნე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რომ მან­ქა­ნა­ში მხო­ლოდ მა­ხა­რა­ძე იჯდა, მათ ხელთ აქვთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მა­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად კი­დევ იყ­ვნენ სხვე­ბი მან­ქა­ნა­ში და ეს თავ­და­ყი­რა აყე­ნებს ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცი­ას, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს 5 პირი გა­ე­კი­დაო, ამა­ზე რას იტყვით?

- დაც­ვას მი­უ­ტა­ნია რა­ღაც ექ­სპერ­ტი­ზა, ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, ადრე რომ იყო ყვე­ლა კუ­თხე­ში გახ­სნი­ლი. თუმ­ცა ეს არ არის ახლა მთა­ვა­რი, მთა­ვა­რი ის არის რომ ამ ექ­სპერ­ტმა ისე და­წე­რა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ მან­ქა­ნაც კი არ უნა­ხავს და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც კი არ და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია. სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი ის მა­სა­ლა, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, რომ მან­ქა­ნას­თან მხო­ლოდ მა­ხა­რა­ძე ბრუნ­დე­ბა. ზუ­მით მაქვს ეს კად­რე­ბი მო­ტა­ნი­ლი და უამ­რავ სპე­ცი­ა­ლის­ტთან ერ­თად კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი და და­დას­ტუ­რე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მან­ქა­ნა­ში მხო­ლოდ მა­ხა­რა­ძე იყო.

ამ ტყუ­ი­ლებს სჯობს აღი­ა­რონ და­ნა­შა­უ­ლი. თუ შენ რე­ა­ლუ­რად ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს, ამ ინ­სტუ­ტუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა გინ­და და უნ­დობ­ლო­ბა გაქვს სა­სა­მარ­თლო­სი და შენი ტაქ­ტი­კის ნა­წი­ლია მსა­ჯუ­ლებ­თან ასე­თი ფორ­მით მი­ი­ტან შენს სი­მარ­თლეს და და­ა­ჯე­რებ მათ შენს სი­მარ­თლე­ში, მა­შინ ნა­ფი­ცებს რა­ტომ არ ირ­ჩევ ყვე­ლა­ზე მძი­მე საქ­მე­ში? ასე გა­მო­დის მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში არ აირ­ჩი­ეს და აირ­ჩი­ეს იქ, სა­დაც სან­ქცია უფრო და­ბა­ლია და სა­დაც პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxx
1

ეს მკვლელთა ბანდა რატომ არ გინდათ მოაშოროთ დაზოგადოებიდან, შეყარეთ ყველა უვადო პატიმრობაში და მოეღება ბოლო ადამიანების ხოცვას. ამ ჩხუბის მოთავე სწორედაც არასრულწლოვანი ყოფილა. ალაგმვა გარეწრებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული" - რატომ მოითხოვა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

"ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული" - რატომ მოითხოვა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გორის რაიონულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მალე 12 მსაჯული შეირჩევა და მსაჯულები თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირების საქმის არსებით განხილვას დაიწყებენ. ყველასთვის ცნობილია, ამ საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

საქმე პროკურატურამ თავიდანვე სამ ნაწილად გაყო. გამოძიების ვადებში შეზღუდული იყო, რადგან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებდნენ და ამიტომ მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. არასრულწლოვნების საქმის განხილვა უკვე დასასრულს უახლოვდება და მათ მალე განაჩენს გამოუტანენ. რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას, 109-ე მუხლს, ეს უმძიმესი ბრალდება 5 პირს აქვს წარდგენილი და საქმეს გორში სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე იხილავს. ყველამ იცის, რომ ორ არასრულწლოვანთან ერთად არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი.

გაგნიძემ, რევაზიშვილმა და ჩიქოვანმა 28 სექტემბერს უარი თქვეს, რომ მათი 109-ე მუხლით ბრალდების საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაცემოდა. ბრალდებულების ადვოკატები მაშინ ამბობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ნაკლებია, უმჯობესია საქმეზე განაჩენი მოსამართლემ გამოიტანოს, რადგან პროცესის გარშემო, თვეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში გარკვეული აზრი შექმნა და არ არის გამორიცხული, რომ ამ აზრმა ზემოქმედება მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე და ისინი არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოსო. თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ რამდენიმე დღეში იგივე ბრალდებულებმა, გაგნიძემ, რევაზიშვილმა და ჩიქოვანმა სხვა ეპიზოდში უკვე თავად მოითხოვეს მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

ისმის კითხვა, რამდენიმე დღეში რა შეიცვალა და რატომ გადაწყვიტეს საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვა?

თუ მკვლელობის საქმის განხილვის დროს ადვოკატები აცხადებდნენ, რომ შექმნილი საზოგადოებრივი აზრი ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედებას მოახდენდა, ახლა რატომ ვერ მოახდენს ის აზრი ზემოქმედებას? ამ ფაქტს ახსნას უძებნის შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე

- ბატონო მირიან, ცნობილია, რომ სამ ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯულები გაასამართლებენ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს ბრალდებულებმა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა?

- ცალსახაა, ნაფიცების არჩევა იმიტომ მოხდა, რომ სწორედ ამ ეპიზოდში აქვთ ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული. ალბათ გახსოვთ, თავიდან მათი დაკავება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მოხდა და ამ ბრალდებით შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. ადრეულ წლებში სხვადასხვა ბრალდებაზე ცალ-ცალკე უფარდებდნენ აღმკვეთ ღონისძიებას ბრალდებულებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკორექტირა და თქვა, რომ ერთი აღმკვეთი ღონისძიებით უნდა იყვნენ ბრალდებულები, შესაბამისად, იმ საქმეში მოითხოვეს ნაფიცი მსაჯულები.

ნაფიცი მსაჯულები რომ გინდოდეს და ზოგადად ამ ფორმით შენთვის რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ნაფიცებს აირჩევდნენ განზრახ მკვლელობის ნაწილში, რადგან ყველაზე მძიმეა მკვლელობა. მათ კი მკვლელობის ნაწილში კი არა, არამედ იქ, მოითხოვეს, სადაც აღმკვეთი ღონისძიებაა შეფარდებული. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია, რამენაირად უნდათ დროში გაიწელოს და გავიდეს აღმკვეთი ღონისძიების ვადა და გარეთ გამოვიდნენ დამნაშავეები.

მეც ადვოკატი ვარ და ვერ ვხვდები ამ ადვოკატების ტაქტიკას. რა პერსპექტივა აქვს ამას, შეიძლება გამოგიშვას სასამართლომ სხვა გამოსავალი რომ არ ექნება და ვადაში ვერ ჩაეტევა, მაგრამ შემდგ, როცა საქმის არსებითი განხილვა დასრულდება ხომ მოგისჯის პატიმრობას და სასამართლო დარბაზიდან ხომ აგიყვანს ისევ.

- არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესი მალე დასრულდება, ალბათ, ადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესს. რა შეფასებას მისცემთ?

- დასკვნით ეტაპზეა არასრულწლოვნების საქმე და ძალიან მალე დადგება განაჩენი, ამას მოსდევს განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა და ალბათ ეს დროში უფრო გაიწელება. საკმაოდ გეგმაზომიერად მუშაობენ და დღეში არაერთი მტკიცებულების გამოკვლევა ხდება და ალბათ ასწრებენ ვადებში საქმის დასრულებას. საქმეზე სადაც ამდენი ადამიანია განსასჯელი, იქ როგორ იქნება საქმე, ესეც გამოჩნდება. სწორია სასამართლოს მიდგომა პროცესების ინტენსივობა გაზარდოს და ვადების პრობლემა არ იყოს.

- ეჭქვეშ აყენებენ არასრუწლოვნების ადვოკატები ექსპერტიზის დასკვნას, რომ მანქანაში მხოლოდ მახარაძე იჯდა, მათ ხელთ აქვთ ექსპერტიზის დასკვნები და ამტკიცებენ, რომ მახარაძესთან ერთად კიდევ იყვნენ სხვები მანქანაში და ეს თავდაყირა აყენებს ბრალდების პოზიციას, რომ გიორგი შაქარაშვილს 5 პირი გაეკიდაო, ამაზე რას იტყვით?

- დაცვას მიუტანია რაღაც ექსპერტიზა, ისეთ დაწესებულებაში ჩაუტარებიათ, ადრე რომ იყო ყველა კუთხეში გახსნილი. თუმცა ეს არ არის ახლა მთავარი, მთავარი ის არის რომ ამ ექსპერტმა ისე დაწერა ექსპერტიზის დასკვნა, რომ მანქანაც კი არ უნახავს და ვიზუალურადაც კი არ დაუთვალიერებია. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ის მასალა, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ მანქანასთან მხოლოდ მახარაძე ბრუნდება. ზუმით მაქვს ეს კადრები მოტანილი და უამრავ სპეციალისტთან ერთად კარგად შესწავლილი და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მანქანაში მხოლოდ მახარაძე იყო.

ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული. თუ შენ რეალურად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ამ ინსტუტუტის გამოყენება გინდა და უნდობლობა გაქვს სასამართლოსი და შენი ტაქტიკის ნაწილია მსაჯულებთან ასეთი ფორმით მიიტან შენს სიმართლეს და დააჯერებ მათ შენს სიმართლეში, მაშინ ნაფიცებს რატომ არ ირჩევ ყველაზე მძიმე საქმეში? ასე გამოდის მთავარ მიმართულებაში არ აირჩიეს და აირჩიეს იქ, სადაც სანქცია უფრო დაბალია და სადაც პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია

"ექსპერტმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო, თუმცა, ვინაიდან დიდი პერიოდი იყო წყალში მოთავსებული, ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო" - პროკურორი

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა