პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან
განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Save the Children-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა ჰა­კა­თო­ნი, რომ­ლის მი­ზა­ნიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სა და მათი მშობ­ლე­ბის­თვის ახა­ლი, დამ­ხმა­რე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სე­ბის (assistive technologies) შექ­მნა იყო.

ჰა­კა­თონ­ში BTU-სა და EFSE-ს პრე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე სტარ­ტა­პე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბის­თვის გა­ი­მარ­თა ვორ­ქშო­ფი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­როს დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და მათ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მენ­ტო­რე­ბის­გან მი­ე­ღოთ რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და EduGuyz, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შედ­გე­ნილ­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა. მას ჯილ­დოს სა­ხით 3000 ლარი გა­და­ე­ცა.

EduGuyz - ეს არის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მის მქო­ნე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­სა და მათ მშობ­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბას უად­ვი­ლებს. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ილუსტრი­რე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აწყობს წი­ნა­და­დე­ბებს, რო­მე­ლიც ხმო­ვან­დე­ბა. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი კი, კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს აპ­ლი­კა­ცი­ის მოხ­მა­რე­ბას და საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს სი­ტყვის მო­ძი­ე­ბის დროს.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი არი­ან ვატო ვე­ლი­აშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ალ­ხა­ნა­ი­ძე.

“Lingwing-ისა და Play to Learn-ის გუნ­დებ­მა ვი­მუ­შა­ვეთ Save the Children-ის პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მის მქო­ნე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­სა და მათ მშობ­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბას გა­უ­ად­ვი­ლებს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბა და ვფიქ­რობთ, რომ ეს პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ად­ვი­ლებს ამ პრობ­ლე­მის მქო­ნე ბავ­შვებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას მშობ­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან. ვი­მე­დოვ­ნებთ, ამ პრო­ექ­ტის სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მოგ­ვე­ცე­მა,“ – აცხა­დებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვატო ვე­ლი­აშ­ვი­ლი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მოვ­ლინ­და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გუნ­დიც, რო­მე­ლიც იყო Huppy და მისი წევ­რე­ბი და­ვით გაბ­რი­ჩი­ძე, მაკო კრი­ხე­ლი და თორ­ნი­კე ივაშ­ჩენ­კო. Save the Children გა­აგ­რძე­ლებს გუნ­დის წევ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რე­ბა. Huppy-ს იდეა მო­ი­ცავს ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში დამ­ხმა­რე აპ­ლი­კა­ცი­ა­სა და კი­თხვარს მშობ­ლე­ბის­თვის.

გა­ნათ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, Save the Children-თან ერ­თად, ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0-ის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია AI წამ­კი­თხვე­ლის შექ­მნა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო მა­სა­ლა გა­ციფ­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან

განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის ორგანიზებით გაიმართა ჰაკათონი, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ახალი, დამხმარე ტექნოლოგიური რესურსების (assistive technologies) შექმნა იყო.

ჰაკათონში BTU-სა და EFSE-ს პრეაქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპები მონაწილეობდნენ. ჰაკათონის მონაწილე გუნდებისთვის გაიმართა ვორქშოფი კომუნიკაციის სფეროს დარგის სპეციალისტებთან და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მენტორებისგან მიეღოთ რჩევები და რეკომენდაციები.

ჰაკათონის გამარჯვებული გახდა EduGuyz, რომელიც სპეციალურად შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა. მას ჯილდოს სახით 3000 ლარი გადაეცა.

EduGuyz - ეს არის აპლიკაცია, რომელიც კომუნიკაციის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ურთიერთობას უადვილებს. მომხმარებელი ილუსტრირებული სიტყვების მეშვეობით აწყობს წინადადებებს, რომელიც ხმოვანდება. ხელოვნური ინტელექტი კი, კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამარტივებს აპლიკაციის მოხმარებას და საგრძნობლად ამცირებს სიტყვის მოძიების დროს.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან ვატო ველიაშვილი და ირაკლი ალხანაიძე.

“Lingwing-ისა და Play to Learn-ის გუნდებმა ვიმუშავეთ Save the Children-ის პროექტზე, რომელიც კომუნიკაციის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ურთიერთობას გაუადვილებს მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ძალიან გვიხარია პროექტში გამარჯვება და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაუადვილებს ამ პრობლემის მქონე ბავშვებს კომუნიკაციის დამყარებას მშობლებთან და მეგობრებთან. ვიმედოვნებთ, ამ პროექტის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობაც მოგვეცემა,“ – აცხადებს გამარჯვებული ვატო ველიაშვილი.

გამარჯვებული გუნდის პარალელურად გამოვლინდა ჟიურის რჩეული გუნდიც, რომელიც იყო Huppy და მისი წევრები დავით გაბრიჩიძე, მაკო კრიხელი და თორნიკე ივაშჩენკო. Save the Children გააგრძელებს გუნდის წევრებთან თანამშრომლობას და საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად ფინანსურად დაეხმარება. Huppy-ს იდეა მოიცავს ბავშვის განვითარების შეფასებაში დამხმარე აპლიკაციასა და კითხვარს მშობლებისთვის.

განათლების ტექნოლოგიების გასაძლიერებლად, Save the Children-თან ერთად, ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია AI წამკითხველის შექმნა, რომლის საშუალებითაც მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სასწავლო მასალა გაციფრულდება.