პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს
"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

ახალ­გაზ­რდა ქალი, ტრა­ი­ლე­რის მძღოლს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. საქ­მე ეხე­ბა 9 ოქ­ტომ­ბერს ხა­შუ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდარ ფაქტს. რეს­პო­დენ­ტი AMBEBI.GE-ს ანო­ნი­მუ­რად უყ­ვე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ამ­ბობს, რომ ტრა­ი­ლე­რის 28 წლის მძღოლ­მა მას სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სთხო­ვა და რო­დე­საც უარი მი­ი­ღო, მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.

"შუ­ა­დღის 12 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. ზეს­ტა­ფონ­ში ავ­ტოს­ტო­პით მივ­დი­ო­დი, გა­ვა­ჩე­რე ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი, რო­მე­ლიც მი­დო­და რუს­თავ­ში. შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ თბი­ლის­ში უნდა ჩა­ვეყ­ვა­ნე. ხა­შუ­რამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, გა­ვი­ცანთ ერ­თმა­ნე­თი, "ფე­ის­ბუქ­ზეც" დავ­მე­გობ­რდით. ხა­შურ­ში ვთხო­ვე, წყლის და­სა­ლე­ვად გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა. თა­ვად ჩა­ვი­და და წყლის მა­გივ­რად მო­ი­ტა­ნა ორი ქილა ლუდი. ერთი თვი­თონ და­ლია და მე­ო­რე მე შე­მომ­თა­ვა­ზა. ძა­ლი­ან მწყუ­რო­და, ამი­ტომ წყლის სურ­ვი­ლის მო­საკ­ლა­ვად რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და, იმ­დე­ნი დავ­ლიე.

შემ­დეგ გზა გან­ვაგ­რძეთ. ავ­ტო­ბან­ზე, შე­სას­ვლე­თან, გა­ა­ჩე­რა და ამო­ი­ღო მა­რი­ხუ­ა­ნა. მეც შე­მომ­თა­ვა­ზა. თა­ვი­დან უარი ვუ­თხა­რი, რად­გან ჩემ­ზე რთუ­ლად მოქ­მე­დებს მო­სა­წე­ვი. იგი მარ­წმუ­ნებ­და, რომ არა­ფე­რი არ იყო შე­რე­უ­ლი და თუ არ მო­მე­წო­ნე­ბო­და, აღარ გა­მეგ­რძელ­ბი­ნა მო­წე­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, მეც მოვ­წიე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა რა­ო­დე­ნობთ, გავ­სინ­ჯე ფაქ­ტობ­რი­ვად. გზა რომ გან­ვაგ­რძეთ, მო­წე­ვი­დან 10 წუთ­ში, და­მი­წყო სა­უ­ბა­რი სექსზე და შე­მომ­თა­ვა­ზა სექ­სით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამას პირ­და­პირ ასე სი­ტყვა-სი­ტყვით არ მე­უბ­ნე­ბო­და, მი­მა­ნიშ­ნებ­და.

უარი ვუ­თხა­რი. მი­თხრა, რომ თუ არ მინ­დო­და, ძა­ლას არ და­მა­ტან­და, მაგ­რამ მა­ინც აგ­რძე­ლებ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ვთხო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბა, რა­მაც მას­ში აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია. ფი­ზი­კუ­რად არ შემ­ხე­ბია, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მან­ქა­ნის კარი ისე იყო ჩა­კე­ტი­ლი, რომ მას მძღო­ლის გარ­და ვე­რა­ვინ გა­ა­ღებ­და.

მიხ­სნი­და, რომ თუ ვიყ­ვი­რებ­დი ხმას მა­ინც ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და და თუ თა­ვის დახ­სნას ვეც­დე­ბო­დი, მა­შინ მოვ­კვდე­ბო­დი. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი, შე­მე­შინ­და და შე­ვე­ცა­დე "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით მე­გო­ბარ­თან გავ­სუ­ლი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტზე. მო­ვა­ხერ­ხე მი­წე­რა და ახ­სნა, რომ დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ის და­უ­კავ­შირ­და 112-ს, რის შემ­დე­გაც ოპე­რა­ტორ­მა და­მი­რე­კა და ისე მე­სა­უბ­რე­ბო­და, თით­ქოს მე­გო­ბარს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რათა ეჭვი არ შე­ე­ტა­ნა მძღოლს, რო­მე­ლიც ჩემს გვერ­დით იჯდა. კონ­კრე­ტულ შე­კი­თხვებს მის­ვამ­და ლო­კა­ცი­ის და­სად­გე­ნად და მე მხო­ლოდ "კის" და "არას" ვპა­სუ­ხობ­დი. შემ­დეგ რო­დე­საც მიხ­ვდა რომ პო­ლი­ცია მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, ისევ და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს მძღო­ლის­თვის გა­და­მე­ცა მო­ბი­ლუ­რი. პო­ლი­ცი­ელ­მა მას მო­უ­წო­და, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ჩა­მო­ვეს­ვი. ასეც მო­იქ­ცა. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წუთ­ში მო­ვი­და პო­ლი­ცია და ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი" - ჰყვე­ბა რეს­პო­დენ­ტი.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცა მძღო­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, მძღოლს არა­ვინ და­დევ­ნე­ბია.

"გა­მიკ­ვირ­და ისიც, რომ არ და­ე­დევ­ნენ მა­შინ­ვე. მე ხომ მათ მი­ვე­ცი სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ ბიჭ­ზე, მან­ქა­ნის სე­რი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, მძღო­ლის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე, მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რომ მძღო­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და ავ­ტო­მო­ბილს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთე­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მხო­ლოდ 12 ოქ­ტომ­ბერს და­მი­ბა­რეს ამოც­ნო­ბა­ზე. ახ­ლაც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და მე მე­ში­ნია, სად­მე არ დამ­ხვდეს. რომ ვუ­ჩივ­ლე, ამის გამო, შური არ იძი­ოს" - ამ­ბობს გო­გო­ნა, რომ­ლის ინ­ტე­რე­სებ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" იცავს.

"სა­ფარ­ში" ამ­ბო­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სსკ-ში არ­სე­ბობს მუხ­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი თა­მარ ლუ­კა­ვა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ქალი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს, თუმ­ცა მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ნა­წილ­ში. ხოლო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, უწყე­ბას არა­ნა­ი­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია.

"დღეს გა­ვე­ცა­ნით საქ­მის მა­სა­ლებს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ ტარ­დე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის კუ­თხით. ზო­გა­დად, პრო­კუ­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან ცდი­ლობს ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას თავი აა­რი­დოს, რი­თაც ხელს უწყობს მავ­ნე პრაქ­ტი­კის დამ­კვიდ­რე­ბას. სა­ერ­თოდ, რთუ­ლია სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ტი­პის საქ­მე­ებ­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ასეთ საქ­მე­ებ­ზეც ხელ­მძღვა­ნე­ლობს იმ სა­ერ­თო და­სა­ბუ­თე­ბის სტან­დარ­ტით, რაც ზო­გა­დად სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მოქ­მე­დებს.

ვგუ­ლის­ხმობ ორი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ასეთ სპე­ცი­ფი­ურ საქ­მე­ში, რო­დე­საც სა­ხე­ზე არ არის დას­რუ­ლე­ბე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლი და სა­უ­ბა­რია გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია საქ­მე­ში არ­სე­ბობ­დეს ასე­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი - შემ­სწრე, ან აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი და ა.შ. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, თუ ადას­ტუ­რებს ამ ჩვე­ნე­ბას სხვა პირი. ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში, არ­სე­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას მე­გობ­რის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­საც და­უ­კავ­შირ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ, სის­ტე­მა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ამ მხრივ ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ტრე­ნინ­გე­ბი ხში­რად უტარ­დე­ბათ.

ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არი­ან სის­ტე­მა­ში ისე­თი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თითს იშ­ვე­რენ მსხვერ­პლის­კენ, ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მას და დას­ცი­ნი­ან კი­დეც. რა­ტომ არ და­ე­დევ­ნა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი მძღოლს?! მით უფრო, რომ ეს მძღო­ლი იყო ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ. მათ ხომ ჰქონ­დათ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია იმი­სათ­ვის, რომ ეს ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნათ?! ფაქ­ტია, რომ ამ საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ეს არა რის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giajano
11

დამტკიცება გაუჭირდება, რადგან არც ფიზიკურად შეხებია და ნარკოტიკზე და ლუდზეც უარი არ უთქვამს,რადგან ასე იყო მძღოლმა იფიქრა ალბათ, რომ სექსზეც თანახმა იქნებოდა და ძალადობა რო სდომნოდა ძალას იხმარდა კიდეც, ფეისბუქზეც დამეგობრებია, ასე, რომ ძ ნელია დამტკიცება.

BMW
10

მშვენიერი სცენარია ფილმისთვის.

ავტორი:

"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა ქალი, ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 9 ოქტომბერს ხაშურის საავტომობილო გზაზე მომხდარ ფაქტს. რესპოდენტი AMBEBI.GE-ს ანონიმურად უყვება მომხდარის შესახებ და ამბობს, რომ ტრაილერის 28 წლის მძღოლმა მას სქესობრივი კავშირის დამყარება სთხოვა და როდესაც უარი მიიღო, მოკვლით დაემუქრა.

"შუადღის 12 საათი იქნებოდა. ზესტაფონში ავტოსტოპით მივდიოდი, გავაჩერე ტრაილერის მძღოლი, რომელიც მიდოდა რუსთავში. შეთანხმებისამებრ თბილისში უნდა ჩავეყვანე. ხაშურამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, გავიცანთ ერთმანეთი, "ფეისბუქზეც" დავმეგობრდით. ხაშურში ვთხოვე, წყლის დასალევად გაეჩერებინა. თავად ჩავიდა და წყლის მაგივრად მოიტანა ორი ქილა ლუდი. ერთი თვითონ დალია და მეორე მე შემომთავაზა. ძალიან მწყუროდა, ამიტომ წყლის სურვილის მოსაკლავად რაც საჭირო იქნებოდა, იმდენი დავლიე.

შემდეგ გზა განვაგრძეთ. ავტობანზე, შესასვლეთან, გააჩერა და ამოიღო მარიხუანა. მეც შემომთავაზა. თავიდან უარი ვუთხარი, რადგან ჩემზე რთულად მოქმედებს მოსაწევი. იგი მარწმუნებდა, რომ არაფერი არ იყო შერეული და თუ არ მომეწონებოდა, აღარ გამეგრძელბინა მოწევა. საბოლოოდ, მეც მოვწიე, მაგრამ ძალიან ცოტა რაოდენობთ, გავსინჯე ფაქტობრივად. გზა რომ განვაგრძეთ, მოწევიდან 10 წუთში, დამიწყო საუბარი სექსზე და შემომთავაზა სექსით დავკავებულიყავით. ამას პირდაპირ ასე სიტყვა-სიტყვით არ მეუბნებოდა, მიმანიშნებდა.

უარი ვუთხარი. მითხრა, რომ თუ არ მინდოდა, ძალას არ დამატანდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა შემოთავაზებას. ვთხოვე ავტომობილის გაჩერება, რამაც მასში აგრესია გამოიწვია. ფიზიკურად არ შემხებია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მეუბნებოდა, რომ მანქანის კარი ისე იყო ჩაკეტილი, რომ მას მძღოლის გარდა ვერავინ გააღებდა.

მიხსნიდა, რომ თუ ვიყვირებდი ხმას მაინც ვერავინ გაიგებდა და თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მაშინ მოვკვდებოდი. ძალიან ავნერვიულდი, შემეშინდა და შევეცადე "ფეისბუქის" მეშვეობით მეგობართან გავსულიყავი კონტაქტზე. მოვახერხე მიწერა და ახსნა, რომ დახმარება მჭირდებოდა. ის დაუკავშირდა 112-ს, რის შემდეგაც ოპერატორმა დამირეკა და ისე მესაუბრებოდა, თითქოს მეგობარს ვესაუბრებოდი, რათა ეჭვი არ შეეტანა მძღოლს, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. კონკრეტულ შეკითხვებს მისვამდა ლოკაციის დასადგენად და მე მხოლოდ "კის" და "არას" ვპასუხობდი. შემდეგ როდესაც მიხვდა რომ პოლიცია მოგვიახლოვდა, ისევ დამირეკეს და მთხოვეს მძღოლისთვის გადამეცა მობილური. პოლიციელმა მას მოუწოდა, რომ გაეჩერებინა ავტომობილი და ჩამოვესვი. ასეც მოიქცა. დაახლოებით 3-4 წუთში მოვიდა პოლიცია და ავუხსენი ყველაფერი" - ჰყვება რესპოდენტი.

როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს გადასცა მძღოლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია, მძღოლს არავინ დადევნებია.

"გამიკვირდა ისიც, რომ არ დაედევნენ მაშინვე. მე ხომ მათ მივეცი სრულყოფილი ინფორმაცია ამ ბიჭზე, მანქანის სერიიდან დაწყებული, მძღოლის დაბადების თარიღით დამთავრებული.

ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. მიუხედავად ამისა, მთელი სამი დღის განმავლობაში ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა. მხოლოდ 12 ოქტომბერს დამიბარეს ამოცნობაზე. ახლაც თავისუფლად გადაადგილდება და მე მეშინია, სადმე არ დამხვდეს. რომ ვუჩივლე, ამის გამო, შური არ იძიოს" - ამბობს გოგონა, რომლის ინტერესებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს.

"საფარში" ამბობენ, რომ პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ში არსებობს მუხლი გაუპატიურების მომზადების შესახებ.

ორგანიზაციის ადვოკატი თამარ ლუკავა AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქალი დაზარალებულად ცნეს, თუმცა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში. ხოლო გაუპატიურების მომზადების მიმართულებით, როგორც ადვოკატი ამბობს, უწყებას არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.

"დღეს გავეცანით საქმის მასალებს და საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება გაუპატიურების მომზადების კუთხით. ზოგადად, პროკურატურა ძალიან ცდილობს ასეთი ტიპის დანაშაულზე გამოძიების დაწყებას თავი აარიდოს, რითაც ხელს უწყობს მავნე პრაქტიკის დამკვიდრებას. საერთოდ, რთულია სქესობრივი დანაშაულის ტიპის საქმეებში მტკიცებულების მოპოვება, პროკურატურა ასეთ საქმეებზეც ხელმძღვანელობს იმ საერთო დასაბუთების სტანდარტით, რაც ზოგადად სისხლის სამართლის დანაშაულებზე მოქმედებს.

ვგულისხმობ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობას. ასეთ სპეციფიურ საქმეში, როდესაც სახეზე არ არის დასრულებეული დანაშაული და საუბარია გაუპატიურების მომზადებაზე, ძალიან იშვიათია საქმეში არსებობდეს ასეთი პირდაპირი მტკიცებულებები - შემსწრე, ან აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და ა.შ. ამ დროს მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება და იმის გათვალისწინება, თუ ადასტურებს ამ ჩვენებას სხვა პირი. ამ კონკრეტულ საქმეში, არსებობს დაზარალებული გოგონას მეგობრის ჩვენება, რომელსაც დაუკავშირდა დაზარალებული და დახმარება სთხოვა. რაც შეეხება სამართალდამცავთა დამოკიდებულებას სქესობრივი დანაშაულების გამოძიების მიმართ, სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს ამ მხრივ ცნობიერების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ტრენინგები ხშირად უტარდებათ.

ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ჯერ კიდევ არიან სისტემაში ისეთი პოლიციელები, რომლებიც თითს იშვერენ მსხვერპლისკენ, ადანაშაულებენ მას და დასცინიან კიდეც. რატომ არ დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მძღოლს?! მით უფრო, რომ ეს მძღოლი იყო ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მათ ხომ ჰქონდათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმისათვის, რომ ეს ტრაილერის მძღოლი დაეკავებინათ?! ფაქტია, რომ ამ საქმეში სამართალდამცავებმა გამოიჩინეს გულგრილი დამოკიდებულება და ეს არა რის პირველი შემთხვევა" - აცხადებს ადვოკატი.

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა

სიღნაღში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

ზვიად კუპრავა დააკავეს - პოლიციელებმა მას ხელებსა და ფეხებში მოჰკიდეს ხელი და აქციიდან ისე გაიყვანეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"