პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - საქართველოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორია
„ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - საქართველოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორია

ქარ­თვე­ლე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში, ალ­ჟირ­ში, ამე­რი­კა­ში, მა­რო­კო­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ინ­გლის­ში, თურ­ქეთ­ში, რუ­სეთ­ში, სპარ­სეთ­ში, ეგ­ვიპ­ტე­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი აღ­მოჩ­ნდა სამ­შობ­ლოს მიღ­მა. ისი­ნი მი­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით. ზოგი მტრის შე­მო­სე­ვე­ბი­სა და ომე­ბის შემ­დეგ და­ი­კარ­გა უგ­ზო­უკვლოდ, ზოგი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა ქვეყ­ნი­დან. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­თლაც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. ბევ­რის სა­ხე­ლე­ბი და საქ­მე­ე­ბი კი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ შე­მო­ი­ნა­ხა.

"ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის" დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას­წიგ­ნი "ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში" სამ­შობ­ლოს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მდი­და­რი ის­ტო­რი­ის, მათი კვა­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. 12-ტო­მე­უ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" მიერ გა­მო­ი­ცე­მა და პირ­ველ ტომს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად 16 ნო­ემ­ბერს მი­ი­ღებს.

ავ­ტო­რი­გა­მო­ცე­მის­თვის ის­ტო­რი­ულცნო­ბებს ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და. ამ პე­რი­ოდ­ში მას უამ­რა­ვი ისე­თი მა­სა­ლა და­უგ­როვ­და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ფარ­თო უდი­ტო­რი­ამ არა­ფე­რი იცის.

წიგ­ნი მო­ი­ცავს უნი­კა­ლურ ის­ტო­რი­ულ მა­სა­ლას, ფო­ტო­სუ­რა­თებ­სა და მი­მო­წე­რებს.

„პირ­ვე­ლი, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, წიგ­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რეა. მას­ში იქ­ნე­ბა არამ­ხო­ლოდ ტექ­სტე­ბი, არა­მედ ძა­ლი­ან მდი­და­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა.

წიგ­ნი მო­ი­ცავს ალ­ჟირ­ში, მა­რო­კო­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, საფ­რან­გეთ­ში, ინ­გლის­ში, რუ­სეთ­ში,ბულ­გა­რეთ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­ებს",- გან­მარ­ტავს გი­ორ­გი კა­ლან­დია.

„ამ თე­მა­ზე სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ასე ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი, როცა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­გიძ­ლია მთელს ის­ტო­რი­ას თვა­ლი მი­ა­დევ­ნო, არ არ­სე­ბობ­და“, - აღ­ნიშ­ნავს იგი.

რო­გორც ის იხ­სე­ნებს, ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ჯერ კი­დევ გა­და­ცე­მა „ჩვე­ნე­ბუ­რებ­ზე“ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. ამ დროს გი­ორ­გი კა­ლან­დია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და ხელი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებ­ზე მი­უწ­ვდე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ, შე­იკ­რა და მომ­ზად­და 12-ტო­მე­უ­ლი, რომ­ლის მსგავ­სიც აქამ­დე არ გა­მო­ცე­მუ­ლა.

გა­მო­ცე­მას უკვე მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა მკი­თხვე­ლი, რაც სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ნა­ი­დან, ამ წიგ­ნით მი­ი­ღე­ბენ უნი­კა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­დნენ და რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში კვა­ლი და­ტო­ვეს.

ავტორი:

„ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - საქართველოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორია

„ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - საქართველოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორია

ქართველები ავღანეთში, ალჟირში, ამერიკაში, მაროკოში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთში, სპარსეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.

საუკუნეების განმავლობაში არაერთი ქართველი აღმოჩნდა სამშობლოს მიღმა. ისინი მიდიოდნენ სხვადასხვა მიზეზით. ზოგი მტრის შემოსევებისა და ომების შემდეგ დაიკარგა უგზოუკვლოდ, ზოგი საკუთარი გადაწყვეტილებით გაემგზავრა ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა მართლაც უკვალოდ გაქრა. ბევრის სახელები და საქმეები კი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ შემოინახა.

"ხელოვნების სასახლის" დირექტორის გიორგი კალანდიასწიგნი "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" სამშობლოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორიის, მათი კვალის შესახებ მოგვითხრობს. 12-ტომეული გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მიერ გამოიცემა და პირველ ტომს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 16 ნოემბერს მიიღებს.

ავტორიგამოცემისთვის ისტორიულცნობებს ათი წლის განმავლობაში აგროვებდა. ამ პერიოდში მას უამრავი ისეთი მასალა დაუგროვდა, რომლის შესახებაც ფართო უდიტორიამ არაფერი იცის.

წიგნი მოიცავს უნიკალურ ისტორიულ მასალას, ფოტოსურათებსა და მიმოწერებს.

„პირველი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, წიგნის ვიზუალური მხარეა. მასში იქნება არამხოლოდ ტექსტები, არამედ ძალიან მდიდარი ვიზუალური მასალა.

წიგნი მოიცავს ალჟირში, მაროკოში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, ინგლისში, რუსეთში,ბულგარეთში და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველთა ისტორიებს",- განმარტავს გიორგი კალანდია.

„ამ თემაზე სხვადასხვა თაობის ქართველი ისტორიკოსი მუშაობდა, მაგრამ ასე ერთად თავმოყრილი, როცა თავიდან ბოლომდე შეგიძლია მთელს ისტორიას თვალი მიადევნო, არ არსებობდა“, - აღნიშნავს იგი.

როგორც ის იხსენებს, ისტორიული ფაქტების შეგროვება ჯერ კიდევ გადაცემა „ჩვენებურებზე“ მუშაობის პერიოდში დაიწყო. ამ დროს გიორგი კალანდია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ხელი საინტერესო მასალებზე მიუწვდებოდა.

საბოლოოდ, შეიკრა და მომზადდა 12-ტომეული, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამოცემულა.

გამოცემას უკვე მოუთმენლად ელოდება მკითხველი, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან, ამ წიგნით მიიღებენ უნიკალურ ინფორმაციას იმ უცნობი ქართველების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ და რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში კვალი დატოვეს.

ტოპ 5 ახალი გამოცემა, რომელიც ამ შემოდგომას უნდა წაიკითხო

ყველაფერი საოჯახო საქმიანობისა და ტანსაცმლის შესახებ - „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

ელიფ შაფაქის იუბილესთან დაკავშირებით, "ბიბლუსში" 50%-იანი ფასდაკლებაა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"