პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"
62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"

ლე­გენ­და­რულ პოპ­მომ­ღე­რალს, 62 წლის მა­დო­ნას 26 წლის ბო­იფ­რენ­დი ჰყავს. მათ ერ­თმა­ნე­თი 2015 წელს გა­იც­ნეს. აჰ­ლა­მა­ლიკ უი­ლი­ამ­სი მომ­ღერ­ლის მო­ცეკ­ვა­ვე­თა გუნ­დის წევ­რი იყო და მა­დო­ნას­თან ერ­თად Rebel Heart სა­კონ­ცერ­ტო ტუ­რის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და.

ტაბ­ლო­ი­დებ­მა 2015 წელსვე და­წე­რეს, რომ მა­დო­ნა­სა და უი­ლი­ამსს შო­რის კო­ლე­გი­ა­ლურ და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უფრო მეტი იყო. მა­დო­ნას მას­ზე ასა­კით გა­ცი­ლე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებ­თან არა­ერ­თი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის იყო 23 წლის ბრა­ჰიმ ზა­ლი­ბა­ტი, 26 წლის ტა­ი­მო სტე­ფან­სი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, 31 წლის კე­ვინ სამ­პა­იო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ ბო­იფ­რენდთან მა­დო­ნას, ყო­ფი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სტა­ბი­ლუ­რი და ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს. 2019 წელს TMZ წერ­და, რომ წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა და თუ მა­ნამ­დე მომ­ღე­რა­ლი უი­ლი­ამსთან სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნას ერი­დე­ბო­და, უკვე მას­თან ერ­თად მე­დი­ის წინ პო­ზი­რებ­და.

გარ­და ამი­სა, მომ­ღე­რალ­მა გა­იც­ნო ბო­იფ­რენ­დის მშობ­ლე­ბიც და ისი­ნი თა­ვის სა­სახ­ლე­ში მი­იწ­ვია, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ვახ­შა­მი პერ­სო­ნა­ლურ მზა­რე­ულს მო­ამ­ზა­დე­ბი­ნა. პოპ­ვარ­სკვლავ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო ყვე­ბა, რომ ამ ვახ­შამ­ზე მა­დო­ნამ ბი­ჭის მშობ­ლებს უთხრა, რომ მათი შვი­ლი უპი­რო­ბოდ უყ­ვარს და სურ­და, რომ მათ­ზე ეზ­რუ­ნა.

"სიყ­ვა­რულს ასა­კი არ აქვს, ჩემი შვი­ლი გი­ჟუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და მე ბედ­ნი­ე­რი ვარ მის გამო“, - ამ­ბობს უი­ლი­ამ­სის მამა, დრიუ. მი­სი­ვე თქმით, მა­დო­ნას იდე­ა­ლუ­რად გა­უ­გეს, მას­თან ერ­თად და­დი­ოდ­ნენ პან­დე­მი­ამ­დე კონ­ცერ­ტებ­ზე ლონ­დონ­ში, პა­რიზ­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში. "ჯან­და­ბა...ის ხომ მა­დო­ნაა“ - ამ­ბობს დრიუ.

ახ­ლა­ხან პოპ­ვარ­სკვლავ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც მისი ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი­და­ნაა. მათ­ზე მა­დო­ნა თა­ვის ბო­იფ­რენდთან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. "გიყ­ვარ­დეს ის, რა­საც აკე­თებ და აკე­თე ის, რაც გიყ­ვარს“, - წერს მა­დო­ნა.

მომ­ღე­რა­ლი ახალ ვი­დე­ორ­გოლ­ში თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი იმი­ჯი­თაა, მას ვარ­დის­ფე­რი თმა აქვს და სა­მო­სიც შე­სა­ბა­მი­სი აც­ვია. ის მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ო­თი, ისე­ვე რო­გორც თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით, კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს ფა­ნებს, რომ სიყ­ვა­რულს ასა­კი არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
24

გამქირდავებს შურთ

Levani
4

Namdvili ojaxis qalia madona.sxva kvelafers rasac idzaxian masze tkuilia.

ავტორი:

62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"

62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"

ლეგენდარულ პოპმომღერალს, 62 წლის მადონას 26 წლის ბოიფრენდი ჰყავს. მათ ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს. აჰლამალიკ უილიამსი მომღერლის მოცეკვავეთა გუნდის წევრი იყო და მადონასთან ერთად Rebel Heart საკონცერტო ტურის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

ტაბლოიდებმა 2015 წელსვე დაწერეს, რომ მადონასა და უილიამსს შორის კოლეგიალურ და მეგობრულ ურთიერთობაზე უფრო მეტი იყო. მადონას მასზე ასაკით გაცილებით ახალგაზრდა მამაკაცებთან არაერთი სასიყვარულო ისტორია უკავშირდება, მათ შორის იყო 23 წლის ბრაჰიმ ზალიბატი, 26 წლის ტაიმო სტეფანსი, ასევე ცნობილი მოდელი, 31 წლის კევინ სამპაიო.

აღსანიშნავია, რომ ახალ ბოიფრენდთან მადონას, ყოფილებისგან განსხვავებით, სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. 2019 წელს TMZ წერდა, რომ წყვილმა ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანა და თუ მანამდე მომღერალი უილიამსთან საჯარო გამოჩენას ერიდებოდა, უკვე მასთან ერთად მედიის წინ პოზირებდა.

გარდა ამისა, მომღერალმა გაიცნო ბოიფრენდის მშობლებიც და ისინი თავის სასახლეში მიიწვია, სადაც სპეციალური ვახშამი პერსონალურ მზარეულს მოამზადებინა. პოპვარსკვლავთან დაახლოებული წყარო ყვება, რომ ამ ვახშამზე მადონამ ბიჭის მშობლებს უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარს და სურდა, რომ მათზე ეზრუნა.

"სიყვარულს ასაკი არ აქვს, ჩემი შვილი გიჟური ცხოვრებით ცხოვრობს და მე ბედნიერი ვარ მის გამო“, - ამბობს უილიამსის მამა, დრიუ. მისივე თქმით, მადონას იდეალურად გაუგეს, მასთან ერთად დადიოდნენ პანდემიამდე კონცერტებზე ლონდონში, პარიზში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. "ჯანდაბა...ის ხომ მადონაა“ - ამბობს დრიუ.

ახლახან პოპვარსკვლავმა "ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც მისი ახალი ვიდეორგოლიდანაა. მათზე მადონა თავის ბოიფრენდთან ერთადაა აღბეჭდილი. "გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და აკეთე ის, რაც გიყვარს“, - წერს მადონა.

მომღერალი ახალ ვიდეორგოლში თინეიჯერული იმიჯითაა, მას ვარდისფერი თმა აქვს და სამოსიც შესაბამისი აცვია. ის მუსიკალური ვიდეოთი, ისევე როგორც თავისი რეალური ცხოვრებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ფანებს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს.