პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკას გული გაუჩერდა და ექიმები ვერაფერს იღონებდნენ" - ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროს დატოვებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა
"ნიკას გული გაუჩერდა და ექიმები ვერაფერს იღონებდნენ" - ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროს დატოვებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა

სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­მო­ძა­ხე­ბა­თა მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­დო­ი­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი იყო. მომ­ღე­რა­ლი 3 ოქ­ტომ­ბერს მო­თავ­სდა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის გამო. სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ მას კო­ვი­დინ­ფექ­ცია პი-სი-არ ტეს­ტით და­უდ­გინ­და, რის შემ­დე­გაც მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გაგ­რძელ­და. პრო­ტო­კო­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, 25 ოქ­ტომ­ბერს ნიკა მე­დო­ი­ძე ჯან­მრთე­ლი გა­ე­წე­რა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან. ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბა გახ­და. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ზუს­ტი პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი არ არის.

ან­სამ­ბლ "თუ­თარ­ჩე­ლას" ხელ­მძღვა­ნე­ლის - თა­მარ ბუ­ა­ძის თქმით, ნი­კას კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნი­სას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია.

თა­მარ ბუ­ა­ძე:

- ენით ვერ აღვწერ, რა შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბის გამო. ან­სამ­ბლი ოჯა­ხი­ვით არის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვართ. ნი­კას დედა და უფ­რო­სი დაც ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი არი­ან... ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ჩვენ ახლა რა­საც გან­ვიც­დით. ან­სამ­ბლში კო­ვი­დინ­ფექ­ცია ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. მი­უ­ხე­და­ვად სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა, ეს მა­ინც ვერ ავი­ცი­ლეთ - ან­სამ­ბლის ნა­წი­ლი და­ინ­ფი­ცირ­და. მათ შო­რის იყო ნი­კაც. ნიკა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის წევ­რია, ამი­ტომ მან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი ოჯა­ხის­გან იზო­ლი­რე­ბით გა­ი­ა­რა. ამ პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ, რად­გან ინ­ფექ­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, იგი კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა ამ სივ­რცე­შიც არ ჰქო­ნია გარ­თუ­ლე­ბა, თავს კარ­გად გრძნობ­და და სურ­და, რომ ცხოვ­რე­ბას დაბ­რუ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ცხა­დია, შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის გავ­ლის გა­რე­შე არ გა­მო­უშ­ვეს. რო­გორც კი ნიკა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან გა­მო­ვი­და, მე­ო­რე დღეს­ვე მე­გობ­რებს შეხ­ვდა - ან­სამ­ბლის წევ­რებს. ოთხი მათ­გა­ნი შე­იკ­რი­ბა ერ­თად და იქ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. ნი­კამ, თურ­მე, რა­ღაც წა­მო­ი­ძა­ხა და გა­და­ვარ­და. ამ ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერთი ექი­მია (ნიკა თა­ვა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და) და მან ნი­კას პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა სრუ­ლად ჩა­უ­ტა­რა, მაგ­რამ - ამა­ოდ. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ნიკა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. წაი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
4
აუფ იქნებ არ იყო მორჩენილი
zurabi
21

ნეტავი ის ბანკის მძარცველი ხო კარგადაა? ეს ქვეყანა ცუდი მოწყობილია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ნიკას გული გაუჩერდა და ექიმები ვერაფერს იღონებდნენ" - ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროს დატოვებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა

"ნიკას გული გაუჩერდა და ექიმები ვერაფერს იღონებდნენ" - ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროს დატოვებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის განცხადებით, ნიკა მედოიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო. მომღერალი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მას კოვიდინფექცია პი-სი-არ ტესტით დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მეთვალყურეობა კოვიდსასტუმროში გაგრძელდა. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ნიკა მედოიძე ჯანმრთელი გაეწერა კოვიდსასტუმროდან. ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა. თუმცა ჯერჯერობით სამედიცინო ექსპერტიზის ზუსტი პასუხი ცნობილი არ არის.

ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელის - თამარ ბუაძის თქმით, ნიკას კოვიდინფექციით დაინფიცირებისას და კოვიდსასტუმროში ყოფნისას არანაირი გართულება არ ჰქონია.

თამარ ბუაძე:

- ენით ვერ აღვწერ, რა შოკირებული ვართ ამ ამბის გამო. ანსამბლი ოჯახივით არის, წლების განმავლობაში ერთად ვართ. ნიკას დედა და უფროსი დაც ანსამბლის წევრები არიან... ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ ახლა რასაც განვიცდით. ანსამბლში კოვიდინფექცია ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა. მიუხედავად საკარანტინე პირობების შესრულებისა, ეს მაინც ვერ ავიცილეთ - ანსამბლის ნაწილი დაინფიცირდა. მათ შორის იყო ნიკაც. ნიკა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, ამიტომ მან თვითიზოლაციის პერიოდი ოჯახისგან იზოლირებით გაიარა. ამ პერიოდის გავლის შემდეგ, რადგან ინფექციაზე დადებითი პასუხი მიიღო, იგი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. თუმცა ამ სივრცეშიც არ ჰქონია გართულება, თავს კარგად გრძნობდა და სურდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ ცხადია, შესაბამისი პერიოდის გავლის გარეშე არ გამოუშვეს. როგორც კი ნიკა კოვიდსასტუმროდან გამოვიდა, მეორე დღესვე მეგობრებს შეხვდა - ანსამბლის წევრებს. ოთხი მათგანი შეიკრიბა ერთად და იქ მოხდა ეს უბედურება. ნიკამ, თურმე, რაღაც წამოიძახა და გადავარდა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი ექიმია (ნიკა თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა) და მან ნიკას პირველი დახმარება სრულად ჩაუტარა, მაგრამ - ამაოდ. სამედიცინო დახმარების ბრიგადას ნიკა უკვე გარდაცვლილი დახვდა. წაიკითხეთ სტატია სრულად

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა - "ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდა, უეცრად გაუჩერდა ფეხი"

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა