სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, ქალაქ რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა.
მისივე თქმით, მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.
"აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული, 3 ოქტომბერს იგი მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი "პისიარ“ ტესტირება და დაუდგინდა კოვიდინფექცია.
შემდგომში კოვიდსასტუმროში მასზე ექიმი მეთვალყურეობდა, პროტოკოლით განსაზღვრული ვადის შემდეგ 25 ოქტომბერს გაწერეს. აღნიშნული პირი გამოჯანმრთელებული იყო და მას არ დაკრძალავენ პროტოკოლის მიხედვით.
დღეს იგი გარდაცვლილი ნახეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ასრულებდა სამუშაოებს, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ამ ეტაპზე მიიჩნევა გულის უეცარი გაჩერება. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა გოგიტიძემ.
შეგახსენებთ, რუსთავში 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელმაც კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა. ის ანსამბლ "თუთარჩელას" წევრი იყო.
თრომბი! აი ეს არის მიზეზი!
მკურნალობის პროტოკოლი უნდა იქნეს განხილული სამედიცინო ექსპერტებისმიერ. დიდი ალბათობით, ეს არის სამედიცინო შეცდმომის შედეგი, მაგალითად, წამლების არასწორი (ერთმანეთთან შეუთავსებადი) კომბინაცია. 21 წლი ბიჭები ასე უეცრად არ კვდებიან!! და საერთდ, უეცარი გულის გაჩერება, თან 21 წლის ბიჭის შესახებ ძალიან არაპროფესიული დასკვნაა!!! მკურნალობის პროტოკოლი თუ არ იქნა განხილული ექსპერტების მიერ, შესაძლოა მეტი ასეთი 'უეცრი გულის გაჩერება' მოხდეს, რაც აბსურდული დასკვნაა!!! ეს მესამე შემთხვევაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების, რომელიც არ მიეკუთვნებოდა არც ერთ რისკის ჯგუფს!