მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე
"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბე­ბი არის.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი ზოგ­ჯერ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ე­წო­დე­ბა, ასე­ვე არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გვი­ან­დე­ბა მათი კონ­ტაქ­ტი ექიმ­თან, ან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­თან.

თუმ­ცა, რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­მარ­ტავს, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ შემ­თხვე­ვებს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი არ აქვს.

"არის თუ არა შე­ფერ­ხე­ბე­ბი ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში? შე­ფერ­ხე­ბე­ბი უეჭ­ვე­ლად არის. ეს ეხე­ბა იმას, რომ ზოგ­ჯერ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს, ზოგ­ჯერ გვი­ან­დე­ბა მათი კონ­ტაქ­ტი ექიმ­თა, ან თუნ­დაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­თან, მათ შო­რის ზოგ­ჯერ ტე­ლე­ფო­ნით. ზოგ­ჯერ, მათ უწევთ ლო­დი­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, მაგ­რამ მო­დით, შე­ვა­და­როთ სხვა ქვეყ­ნებს. ჩვენ­თან ამას არ აქვს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი და არ არის ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლი.

დრა­მა­ტუ­ლი იყო ჩვენ­თან სულ 2-3 კვი­რის მან­ძილ­ზე, აჭა­რა­ში, როცა სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში ხარ­ვე­ზი და ჩა­ვარ­დნა იყო. ახლა პა­სუ­ხე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ აღე­მა­ტე­ბა ერთ-ორ დღეს. ექიმ­თან კონ­ტაქ­ტის დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ აღე­მა­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათს, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა იმა­ვე, ან მაქ­სი­მუმ მე­ო­რე დღეს. თუ შე­ვა­და­რებთ სხვა ქვეყ­ნებს, საფ­რან­გეთს, იტა­ლი­ას, გერ­მა­ნი­ას, დიდ ბრი­ტა­ნეთს, რა ხდე­ბო­და იქ, პა­სუ­ხე­ბი იგ­ვი­ა­ნებ­და არა ერთი დღით, არა­მედ რამ­დე­ნი­მე დღით, ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე კვი­რი­თაც“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მისი თქმით, შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად ორი გზა არ­სე­ბობს, ან მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, ან ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის მარ­თვა.

"და ბო­ლოს, რა გზით ვი­ა­როთ? ორი გზა გვაქვს, რომ წა­ვი­დეთ. ერთი - და­ვუბ­რუნ­დეთ ჩა­კეტვებს, კა­რან­ტინს და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მე­ლიც ერთხელ უკვე გა­მოვ­ცა­დეთ გა­ზა­ფხულ­ზე და რო­მელ­საც ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ნი­ხი­ლავს. მათ ნა­წი­ლობ­რი­ვი "ლოკ­და­უ­ნე­ბი“ უკვე შე­მო­ი­ღეს. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ჯერ­ჯე­რობთ ამა­ზე უარს ამ­ბობს და მე­ო­რე, უარი ვთქვათ "ლოკ­და­უნ­ზე“, ამით შეგ­ნე­ბუ­ლად წა­ვი­დეთ გაზ­რდილ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რად­გან "ლოკ­და­უნს“ თუ არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ისე ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის მარ­თვა ძნე­ლია.

მარ­თა­ლია, ინ­ტენ­სი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და წერ­ტი­ლო­ვა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ძნე­ლია "ლოკ­და­უ­ნის“ გა­რე­შე ინ­ფი­ცი­რე­ბის ამ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მოკ­ლე დრო­ში შემ­ცი­რე­ბა. მთე­ლი დარ­ტყმა თა­ვის თავ­ზე უნდა აი­ღოს სა­ხელ­მწი­ფომ, კლი­ნი­კურ­მა სექ­ტორ­მა. ეს გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ისე უნდა ვმარ­თოთ, მო­სახ­ლე­ო­ბას არ შე­ექ­მნას დის­კომ­ფორ­ტი, თუნ­დაც იმ დო­ზით, რო­მე­ლიც თუნ­დაც დღეს ექ­მნე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის სა­ხით, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
25

მთავრობას არ უნდა შეზღუდვებიო, იმიტო რო ამომრჩევლის ეშინია, და დანარჩენ ხალხს საქმეს უფუჭებენ ამითი რადგან გაუარესდება ვითარება ესე!

მოქალაქე
14

ქონდათ დრო მოსამზადებლად და ვერ გამოიყენეს.

რომ გვაშინებენ,ნოემბერში 4000- მდე პაციენტი გვეყოლება დღეშიო,აბა როგორ გაუმკლავდებიან?

დღეს სასწრაფოს ვერ ვიძახებთ,ოჯახის ექიმი ტელეფონით სვამს დიაგნოზს,ხშირ შემთხვევაში არასწორს,საავადმოფოებში და კლინიკებში კოვიდის აკიდების საშიშროებაა.

რა ვქნათ?ვისი იმედი გვქონდეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურებაში შეფერხებები არის.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ეს გამოიხატება იმაში, რომ მოქალაქეებს ტესტების პასუხები ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება, ასევე არის შემთხვევები, როდესაც გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთან, ან სასწრაფო დახმარების სამსახურთან.

თუმცა, როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ასეთ შემთხვევებს სისტემური ხასიათი არ აქვს.

"არის თუ არა შეფერხებები ჩვენთან პაციენტების მომსახურებაში? შეფერხებები უეჭველად არის. ეს ეხება იმას, რომ ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება ტესტების პასუხები მოქალაქეებს, ზოგჯერ გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთა, ან თუნდაც სასწრაფო დახმარების სამსახურთან, მათ შორის ზოგჯერ ტელეფონით. ზოგჯერ, მათ უწევთ ლოდინი ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოდით, შევადაროთ სხვა ქვეყნებს. ჩვენთან ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და არ არის ძალიან დრამატული.

დრამატული იყო ჩვენთან სულ 2-3 კვირის მანძილზე, აჭარაში, როცა სექტემბრის შუა რიცხვებში ხარვეზი და ჩავარდნა იყო. ახლა პასუხების დაგვიანება არ აღემატება ერთ-ორ დღეს. ექიმთან კონტაქტის დაგვიანება არ აღემატება რამდენიმე საათს, ჰოსპიტალიზაცია ხდება იმავე, ან მაქსიმუმ მეორე დღეს. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, რა ხდებოდა იქ, პასუხები იგვიანებდა არა ერთი დღით, არამედ რამდენიმე დღით, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსასვლელად ორი გზა არსებობს, ან მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ან ახალი შემთხვევების ზრდის მართვა.

"და ბოლოს, რა გზით ვიაროთ? ორი გზა გვაქვს, რომ წავიდეთ. ერთი - დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი "ლოკდაუნები“ უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ "ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან "ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია.

მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია "ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება. მთელი დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კლინიკურმა სექტორმა. ეს გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი, თუნდაც იმ დოზით, რომელიც თუნდაც დღეს ექმნება დაგვიანებების სახით, რომ სიკვდილიანობა ძალიან დაბალი იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ქუთაისში 1 თვის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა