პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში
ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

ღორ­ჯო­მის ხე­ო­ბა ხუ­ლოს ცენ­ტრი­დან 12 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. ბა­თუ­მი­დან ღორ­ჯო­მამ­დე ჩას­ვლას კი ორი, ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი სჭირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით.

ღორ­ჯომ­ში ჩას­ვლამ­დე, ხუ­ლოს სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში გავ­ლი­სას გზა­ზეც გრძნობ შუა შე­მოდ­გო­მას. ეზო­ებ­ში არ­ყის სახ­დელ ქვა­ბებ­თან კა­ცე­ბი სხე­დან პა­ტა­რა, ხის სკა­მებ­ზე, კვამ­ლის სუნს ხი­ლის სურ­ნე­ლი ერე­ვა. ქა­ლე­ბი თოკ­ზე ტყლა­პებს ფე­ნენ გა­საშ­რო­ბად.

ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად თუ ჩერ­დე­ბი, ხელს გიქ­ნე­ვენ, შუბლს იჩ­რდი­ლა­ვენ და გე­კი­თხე­ბი­ან – საით მი­დი­ხარ.

ზღვის დო­ნი­დან 1200 მეტრზე მაღ­ლა მდე­ბა­რე ღორ­ჯო­მის ხე­ო­ბა 18 სო­ფელს აერ­თი­ა­ნებს და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი თე­მია აჭა­რა­ში.

მთის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რაც უფრო მაღ­ლა ადი­ხარ, მთა­ში პე­ი­ზა­ჟი მით უფრო ლა­მა­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მა­ზე. სა­თი­ბე­ბი გა­თი­ბუ­ლია, თი­ვი­სა და ბა­ლა­ხის ზვი­ნე­ბი კი – დად­გმუ­ლი. სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ებ­ში ზან­ტად მი­იზ­ლაზ­ნე­ბა პი­რუ­ტყვი სად­გო­მე­ბის­კენ.

ღორ­ჯო­მის თემი საკ­მა­ოდ მჭიდ­რო­დაა და­სახ­ლე­ბუ­ლი, შე­მოდ­გო­მის თბილ დღე­ებ­ში ოჯა­ხე­ბი ეზო­ებ­ში ფუს­ფუ­სე­ბენ. ზოგი შე­შას იმა­რა­გებს, ჩე­ხავს და სახ­ლის ირ­გვლივ ლა­მა­ზად აწყობს, ზოგი სი­მინდს ფშვნის და მერე ტომ­რე­ბით ეზი­დე­ბა ძვე­ლე­ბუ­რი წის­ქვი­ლის­კენ და­საფ­ქვა­ვად.

გორ­გა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ლო­ბი­ოს და ტყე­ში დაკ­რე­ფილ მოცვს არ­ჩევს. მოცვს მზე­ზე გა­აშ­რო­ბენ და ზამ­თარ­ში სურ­ნე­ლო­ვან ჩაის და­ა­ყე­ნე­ბენ.

„ყვე­ლა დღე მუხლჩა­უხ­რე­ლია ღორ­ჯომ­ში” – გვე­უბ­ნე­ბა და­რე­ჯან გორ­გა­ძე. – „არ გვაქვს ფუ­ფუ­ნე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, მოგ­ვყავს მხო­ლოდ კარ­ტო­ფი­ლი, ლო­ბიო, სი­მინ­დი და ძრო­ხე­ბი გვყავს, ყველს, კა­ი­მაღს [ნა­ღებს], იაღს [ერ­ბოს] ვამ­ზა­დებთ. დავ­ქორ­წინ­დი ადრე, 17 წლის. ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ ისე მო­ი­ტა­ნა, რომ ვერ ვის­წავ­ლე. გზა ჩემს შვი­ლებს მი­ვე­ცი, ის­წავ­ლეთ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი, არ ვძა­ბავ­დი, ოღონდ ეს­წავ­ლათ, მათ გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მე­საც მე ვა­კე­თებ­დი. ვინც რა შეძ­ლო, ის ის­წავ­ლა, კმა­ყო­ფი­ლი ვარ შვი­ლე­ბით, დი­დე­ბუ­ლად მყავს ყვე­ლა”.

80 წლის გრი­გოლ გორ­გა­ძე ლო­ბი­ოს შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად არ­ჩევს, ამ­ბობს, რომ ხის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ახლა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, დიდი დრო და ენერ­გია შეს­წი­რა:

„ამ სახ­ლს რომ უყუ­რებთ, ძა­ლი­ან ნაშ­რო­მია, ხა­რებს ვა­მუ­შა­ვებ­დი, შვი­ლებ­საც, აბა, ჩემ სახ­ლი­ზა ვინ­და იშ­რო­მოს? შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­დან მდი­და­რი ვარ. რძლე­ბი მყავს, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ამ სახ­ლში 8 სული ვცხოვ­რობთ.

გა­ჭირ­ვე­ბამ და­მა­ხა­რა­ნათ­ვა [და­მა­ძა­ბუ­ნა], თვა­რამ უფრო ძლი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. ღორ­ჯომ­ში ჩემ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ ძნე­ლათ ჩე­ი­ე­რა. მე­უღ­ლე მყავ­და ავად. მცი­რედ ვი­ყავ, და­ზოგ­ვი­ლად. ახლა ვი­მა­რა­გებთ ყვე­ლა­ფერს. მერე ზამ­თარ­ში რომ გზა ჩე­ი­კე­ტე­ბა, აბა რანა იქ­ნას? ახ­ლაა შრო­მის დრო, ასეა აქ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა”, – ამ­ბობს 80 წლის გრი­გოლ გორ­გა­ძე.

გარ­და პე­ი­ზა­ჟე­ბი­სა, ღორ­ჯომ­ში თქვენს ყუ­რა­დღე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­პყრობს ხის სახ­ლე­ბი. ღორ­ჯომ­ში დღემ­დე, ახალ სახ­ლებ­საც ხის­გან აგე­ბენ. სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლად სახ­ლის­თვის მუხა მი­იჩ­ნე­ვა, დიდ­ხანს ძლებს და რაც დრო გა­დის, უფრო ლა­მაზ შე­ფე­რი­ლო­ბას იძენს სახ­ლი – მუქ ყა­ვის­ფერს. ხში­რად სახ­ლებს გრძე­ლი შუ­შა­ბან­დე­ბი აქვს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხის სახ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად „სუნ­თქავს“. ასე­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ზა­ფხულ­ში გრი­ლია, ზამ­თარ­ში კი – თბი­ლი.

ღორ­ჯომ­შია სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­დე­სი, ხუთ­გუმ­ბა­თი­ა­ნი ხის მე­ჩე­თიც ვრცე­ლი სა­ლო­ცა­ვი დარ­ბა­ზით.

მე­ჩე­თი 1902 წელს აა­გეს, მას შემ­დეგ მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თი ორ­ჯერ და­ინ­გრა. მე­ჩეთს 1989 წელს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს, ჩა­მოშ­ლი­ლი მი­ნა­რე­თი ბო­ლოს 2014 წელს აღად­გი­ნეს. ღორ­ჯო­მის მე­ჩე­თი ლაზი ოს­ტა­ტე­ბის, ომერ უს­ტა­სა და უსტა ბინ აჰ­მე­დის აშე­ნე­ბუ­ლია.

რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ინ­ტე­რი­ე­რი თავ­და­პირ­ვე­ლი მო­ხა­ტუ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ღე­ბეს. გა­ნახ­ლე­ბი­სას ძვე­ლე­ბუ­რი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი და­ი­კარ­გა. ღორ­ჯო­მის ინ­ტე­რი­ე­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბაც ლაზ ოს­ტა­ტებს, ომერ უს­ტას და უსტა ბინ აჰ­მედს ეკუთ­ვნით. მათ ასე­ვე მო­ხა­ტეს დღვა­ნის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბეღ­ლე­თის მე­ჩე­თე­ბიც.

ღორ­ჯომ­ში ცხე­ნი ბევრ ოჯახს ჰყავს, ზო­გი­ერთს კი ცხე­ნე­ბის ჯო­გიც. ღორ­ჯო­მის სოფ­ლებს ცო­ტა­თი რომ გას­ცდე­ბით და კუ­რორტ ბახ­მა­როს­კენ მი­მა­ვალ ახალ­და­გე­ბულ გზას გაჰ­ყვე­ბით, გა­ივ­ლით ლე­ლის ყიშ­ლებს – ასე ეძა­ხი­ან მთის ფერ­დობ­ზე შე­ფე­ნილ მემ­თე­ურ­თა ამ პა­ტა­რა სო­ფელს, რამ­დე­ნი­მე ხის ქო­ხით, მო­შიშ­ვლე­ბულ მინ­დორ­ზე აქ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეს­წროთ სუ­რათს, რო­გორ მო­ე­რე­კე­ბა მხე­და­რი ცხე­ნე­ბის რე­მას, რო­მელ­საც სად­მე, ახ­ლო­მახ­ლო მთებ­ში აბა­ლა­ხებ­და.

ბახ­მა­რო­ში ამ ცხე­ნე­ბით ზა­ფხუ­ლო­ბით ტუ­რის­ტე­ბი ჯი­რი­თო­ბენ. ახლა მათ­თვის მშვი­დი დას­ვე­ნე­ბის, ბა­ლა­ხის ცოხ­ნი­სა და მხედ­რე­ბის გა­რე­შე ნა­ვარ­დის დროა.

ავტორი:

ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმიდან ღორჯომამდე ჩასვლას კი ორი, ორსაათ-ნახევარი სჭირდება დაახლოებით.

ღორჯომში ჩასვლამდე, ხულოს სხვადასხვა სოფელში გავლისას გზაზეც გრძნობ შუა შემოდგომას. ეზოებში არყის სახდელ ქვაბებთან კაცები სხედან პატარა, ხის სკამებზე, კვამლის სუნს ხილის სურნელი ერევა. ქალები თოკზე ტყლაპებს ფენენ გასაშრობად.

ფოტოს გადასაღებად თუ ჩერდები, ხელს გიქნევენ, შუბლს იჩრდილავენ და გეკითხებიან – საით მიდიხარ.

ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე ღორჯომის ხეობა 18 სოფელს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემია აჭარაში.

მთის დაუწერელი კანონების მიხედვით, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მთაში პეიზაჟი მით უფრო ლამაზია, განსაკუთრებით შემოდგომაზე. სათიბები გათიბულია, თივისა და ბალახის ზვინები კი – დადგმული. სოფლის ორღობეებში ზანტად მიიზლაზნება პირუტყვი სადგომებისკენ.

ღორჯომის თემი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული, შემოდგომის თბილ დღეებში ოჯახები ეზოებში ფუსფუსებენ. ზოგი შეშას იმარაგებს, ჩეხავს და სახლის ირგვლივ ლამაზად აწყობს, ზოგი სიმინდს ფშვნის და მერე ტომრებით ეზიდება ძველებური წისქვილისკენ დასაფქვავად.

გორგაძეების ოჯახი ლობიოს და ტყეში დაკრეფილ მოცვს არჩევს. მოცვს მზეზე გააშრობენ და ზამთარში სურნელოვან ჩაის დააყენებენ.

„ყველა დღე მუხლჩაუხრელია ღორჯომში” – გვეუბნება დარეჯან გორგაძე. – „არ გვაქვს ფუფუნებისკენ მიდრეკილება, მოგვყავს მხოლოდ კარტოფილი, ლობიო, სიმინდი და ძროხები გვყავს, ყველს, კაიმაღს [ნაღებს], იაღს [ერბოს] ვამზადებთ. დავქორწინდი ადრე, 17 წლის. ჩემმა ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ვერ ვისწავლე. გზა ჩემს შვილებს მივეცი, ისწავლეთ-მეთქი, ვუთხარი, არ ვძაბავდი, ოღონდ ესწავლათ, მათ გასაკეთებელ საქმესაც მე ვაკეთებდი. ვინც რა შეძლო, ის ისწავლა, კმაყოფილი ვარ შვილებით, დიდებულად მყავს ყველა”.

80 წლის გრიგოლ გორგაძე ლობიოს შვილიშვილთან ერთად არჩევს, ამბობს, რომ ხის სახლის მშენებლობას, რომელიც ახლა დასრულებულია, დიდი დრო და ენერგია შესწირა:

„ამ სახლს რომ უყურებთ, ძალიან ნაშრომია, ხარებს ვამუშავებდი, შვილებსაც, აბა, ჩემ სახლიზა ვინდა იშრომოს? შვილიშვილებიდან მდიდარი ვარ. რძლები მყავს, შვილიშვილები, ამ სახლში 8 სული ვცხოვრობთ.

გაჭირვებამ დამახარანათვა [დამაძაბუნა], თვარამ უფრო ძლიერი ვიქნებოდი. ღორჯომში ჩემმა ახალგაზრდობამ ძნელათ ჩეიერა. მეუღლე მყავდა ავად. მცირედ ვიყავ, დაზოგვილად. ახლა ვიმარაგებთ ყველაფერს. მერე ზამთარში რომ გზა ჩეიკეტება, აბა რანა იქნას? ახლაა შრომის დრო, ასეა აქ ჩვენი ცხოვრება”, – ამბობს 80 წლის გრიგოლ გორგაძე.

გარდა პეიზაჟებისა, ღორჯომში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ხის სახლები. ღორჯომში დღემდე, ახალ სახლებსაც ხისგან აგებენ. საუკეთესო მასალად სახლისთვის მუხა მიიჩნევა, დიდხანს ძლებს და რაც დრო გადის, უფრო ლამაზ შეფერილობას იძენს სახლი – მუქ ყავისფერს. ხშირად სახლებს გრძელი შუშაბანდები აქვს. როგორც ამბობენ, ხის სახლები თავისუფლად „სუნთქავს“. ასეთი საცხოვრებელი ზაფხულში გრილია, ზამთარში კი – თბილი.

ღორჯომშია საქართველოში უდიდესი, ხუთგუმბათიანი ხის მეჩეთიც ვრცელი სალოცავი დარბაზით.

მეჩეთი 1902 წელს ააგეს, მას შემდეგ მეჩეთის მინარეთი ორჯერ დაინგრა. მეჩეთს 1989 წელს რესტავრაცია ჩაუტარეს, ჩამოშლილი მინარეთი ბოლოს 2014 წელს აღადგინეს. ღორჯომის მეჩეთი ლაზი ოსტატების, ომერ უსტასა და უსტა ბინ აჰმედის აშენებულია.

რესტავრაციის დროს ინტერიერი თავდაპირველი მოხატულობის საფუძველზე გადაღებეს. განახლებისას ძველებური დეკორატიული ელემენტების ნაწილი დაიკარგა. ღორჯომის ინტერიერის მოხატულობაც ლაზ ოსტატებს, ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედს ეკუთვნით. მათ ასევე მოხატეს დღვანის და სავარაუდოდ, ბეღლეთის მეჩეთებიც.

ღორჯომში ცხენი ბევრ ოჯახს ჰყავს, ზოგიერთს კი ცხენების ჯოგიც. ღორჯომის სოფლებს ცოტათი რომ გასცდებით და კურორტ ბახმაროსკენ მიმავალ ახალდაგებულ გზას გაჰყვებით, გაივლით ლელის ყიშლებს – ასე ეძახიან მთის ფერდობზე შეფენილ მემთეურთა ამ პატარა სოფელს, რამდენიმე ხის ქოხით, მოშიშვლებულ მინდორზე აქ შეიძლება ნებისმიერ დროს შეესწროთ სურათს, როგორ მოერეკება მხედარი ცხენების რემას, რომელსაც სადმე, ახლომახლო მთებში აბალახებდა.

ბახმაროში ამ ცხენებით ზაფხულობით ტურისტები ჯირითობენ. ახლა მათთვის მშვიდი დასვენების, ბალახის ცოხნისა და მხედრების გარეშე ნავარდის დროა.

"გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში"... პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება" - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებასა და გარდაცვლილ პაციენტებზე

"მოქალაქეები სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით გაიგებენ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებაზე

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა