სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სისტემური შეზღუდვები - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში
იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სისტემური შეზღუდვები - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ არ ვმსჯე­ლობთ, ვი­ნა­ი­დან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპ­ზე ეს სა­ჭი­როა, - ამის შე­სა­ხებ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის კომ­პო­ნენ­ტში ოჯა­ხის ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და.

„ჩვენ ვმუ­შა­ობთ და ვმსჯე­ლობთ პრო­ტო­კო­ლებ­ზე, რა­შიც ვგუ­ლის­ხმობთ რო­გორც სტა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კოლს, ასე­ვე გა­წე­რის პრო­ტო­კოლს, რათა ნა­კა­დე­ბის მარ­თვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ფე­ბის და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბის დო­ნე­ზე იყოს მე­ტად უფრო აქ­ტი­უ­რი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვმუ­შა­ობთ. ასე­ვე ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ არა ერთი პრო­ტო­კო­ლი ოჯა­ხის ექი­მე­ბის­თვის და ბოლო დღე­ებ­ში ალ­ბათ, ყვე­ლა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე გრძნობს, თუ რამ­დე­ნად გა­აქ­ტი­ურ­და ოჯა­ხის ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მათი მარ­თვის კომ­პო­ნენ­ტში და ჩვენ კი­დევ ვდგამთ და­მა­ტე­ბით ნა­ბი­ჯებს, რომ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე იყოს მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხის ექი­მის მხრი­დან მარ­თუ­ლი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩვენ გვაქვს საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ „წი­თე­ლი ზონა“ სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის­თვის მი­უ­თი­თებს მეტ მზა­ო­ბას, მეტ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას და მე­ტად აქ­ტი­ურ მარ­თვას რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე სა­წოლბ­რუნ­ვის ნა­წილ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინც არ აპი­რებს სის­ტე­მუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, გაგ­რძელ­დე­ბა იმ სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვირუს­თან ადაპ­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. ამას­თა­ნა­ვე, ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან რაც უფრო მე­ტად მოხ­დე­ბა წე­სე­ბის დაცა, მით ნაკ­ლე­ბად მო­უ­წევს მთავ­რო­ბას წერ­ტი­ლო­ვა­ნი და ლო­კა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა.

„ჩვენ სის­ტე­მურ შე­ზღუდ­ვებს არ ვა­წე­სებთ და ვაგ­რძე­ლებთ იმ სტგრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით სვლას, რო­მე­ლი სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვი­თაც ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­დი­ვართ, კერ­ძოდ, ვაგ­რძე­ლებთ ვირუს­თან ადაპ­ტა­ცი­ა­სა და მის მარ­თვას წერ­ტი­ლო­ვა­ნი და ლო­კა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით იქ, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი - და­ვიც­ვათ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა, ერთი მხრივ, ხოლო მე­ო­რე მხრივ, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნოთ ეკო­ნო­მი­კას, რათა პოს­ტკრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სწრა­ფი აღ­დგე­ნის რე­სურ­სი. ამ მხრივ ჩვენ პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გვქონ­და და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ ამ ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სულ კვი­რას გა­ი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რე­ბი მსხვილ დამ­საქ­მებ­ლებ­თან, ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან. აქ იყ­ვნენ რო­გორც სა­შუ­ა­ლო, ისე მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ასე­ვე, ამ შეხ­ვედ­რებ­ზე ერ­თხმად ით­ქვა, რომ სწო­რედ ბა­ლან­სის დაც­ვა მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ შე­ვი­ნარ­ჩი­ნოთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღას­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით, პირ­ბა­დის ტა­რე­ბი­თა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვით. ჩვენ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც გახ­სოვთ, მკაც­რი რე­კო­მე­და­ცია გა­ვე­ცით 3 ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში გარე სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ეს წესი ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლონ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც დის­ტან­ცი­ის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, რი­გებ­ში, გა­ჩე­რე­ბებ­ზე. თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა 90%-იანი შეს­რუ­ლე­ბა წე­სე­ბის, მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ძლებთ, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, 70%-ით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი შე­ვა­ნე­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე, რაც უფრო მე­ტად მოხ­დე­ბა წე­სე­ბის დაც­ვა, მით უფრო ნაკ­ლე­ბად მოგ­ვი­წევს ლო­კა­ლუ­რი და წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა.

„ის წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც იყო და­წე­სე­ბუ­ლია და მოქ­მე­დებს, და ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას დღე­ვან­დე­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ ვა­პი­რებთ, ხვალ თუ რამე შე­იც­ვლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მო­ახ­ლო­ვე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით უსაფრ­თხოდ და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ყვე­ლა წე­სის დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

„არ­ჩევ­ნე­ბი უსაფრ­თხოდ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ყვე­ლა წე­სის დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა. ეს ეხე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, უსაფრ­თხო­ე­ბას ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და ასე­ვე დამ­კვირ­ვებ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და მეზ­რიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა ოდე­ნო­ბა 215-ს შე­ად­გენს. დღე­ის 26 ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ქვე­ყა­ნა­ში 30 303-ს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
ილია
0

ეს ხალხი გამაგიჟებს რა. ჯერ პირბადეების ტარება გახადე სავალდებულო გარეთაც და თუ არ გამოსწორდა სიტუაცია მერე იყოს საგანგებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სისტემური შეზღუდვები - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სისტემური შეზღუდვები - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პაციენტების მართვის კომპონენტში ოჯახის ექიმების ჩართულობა გაიზარდა.

„ჩვენ ვმუშაობთ და ვმსჯელობთ პროტოკოლებზე, რაშიც ვგულისხმობთ როგორც სტაციონალიზაციის პროტოკოლს, ასევე გაწერის პროტოკოლს, რათა ნაკადების მართვა საავადმყოფოფების და კოვიდსასტუმროების დონეზე იყოს მეტად უფრო აქტიური და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ არა ერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის და ბოლო დღეებში ალბათ, ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში და ჩვენ კიდევ ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს მისი პერსონალური ოჯახის ექიმის მხრიდან მართული და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოქნილი პროტოკოლები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ „წითელი ზონა“ სამედიცინო სექტორისთვის მიუთითებს მეტ მზაობას, მეტ მობილიზაციას და მეტად აქტიურ მართვას როგორც პაციენტების მკურნალობის ნაწილში, ასევე საწოლბრუნვის ნაწილში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, ხელისუფლება მაინც არ აპირებს სისტემური შეზღუდვების დაწესებას.

მისივე თქმით, გაგრძელდება იმ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც ვირუსთან ადაპტაციას გულისხმობს. ამასთანავე, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცა, მით ნაკლებად მოუწევს მთავრობას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტგრატეგიის მიხედვით სვლას, რომელი სტრატეგიის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციასა და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი - დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. ამ მხრივ ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ტენდენციების შენარჩუნებას. როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან. აქ იყვნენ როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე, ამ შეხვედრებზე ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევინარჩინოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებითა და დისტანციის დაცვით. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც გახსოვთ, მკაცრი რეკომედაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, რიგებში, გაჩერებებზე. თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი შესრულება წესების, მაქსიმალურად შევძლებთ, რომ, დაახლოებით, 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ. ამასთანავე, რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, მით უფრო ნაკლებად მოგვიწევს ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ახალი შეზღუდვები დაწესდება ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

„ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის აუცილებლობაც იყო დაწესებულია და მოქმედებს, და ახალი შეზღუდვების დაწესებას დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით არ ვაპირებთ, ხვალ თუ რამე შეიცვლება, ბუნებრივია ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოახლოვებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება.

მისივე თქმით, ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„არჩევნები უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებას ამომრჩევლებისა და ასევე დამკვირვებლებს“, - განაცხადა მეზრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. დღეის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში 30 303-ს დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"

"ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა... როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისე გადმოგვაბარებენ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"