სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ვინაობა უკვე დადგენილია. ახლა მთავარია დაკავება. აფხაზეთში  ვიღაც ამხელა ფულით რომც გადავიდეს, გააქრობენ" - რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი
"მისი ვინაობა უკვე დადგენილია. ახლა მთავარია დაკავება. აფხაზეთში  ვიღაც ამხელა ფულით რომც გადავიდეს, გააქრობენ" - რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი

"ძა­ლი­ან თავ­ხე­დუ­რი, გა­მომ­წვე­ვი ოპე­რა­ცია იყო, თით­ქოს ხელ­თათ­მა­ნი ეს­რო­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, მე­ო­რე მხრივ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა - ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რომ პირ­ველ პლან­ზე იქნა და­ყე­ნე­ბუ­ლი, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. სა­შუ­რი საქ­მეა, დამ­ნა­შა­ვე სწრა­ფად უნდა და­ა­კა­ვონ, მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­რე­შე ოპე­რა­ცია შე­დე­გი­ა­ნად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან". გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ია­რა­ღას­ხმულ­მა კაც­მა გა­ი­ა­რა ზუგ­დი­დის ცენ­ტრი, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე კი, რო­გორც გა­ირ­კვა, "112"-ის თა­ნამ­შრომ­ლის მან­ქა­ნით მი­ვი­და.

- ამ ადა­მი­ა­ნის ბან­კის შე­ნო­ბა­ში შეღ­წე­ვა ბევრ კი­თხვას ბა­დებს. თუ მას უნ­დო­და ამ ფორ­მით ფუ­ლის წა­ღე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ლი­ა­ლი­დან წა­ი­ღებ­და, რო­მე­ლიც ტყეს­თან უფრო ახ­ლოს იყო და უფრო ად­ვი­ლი იყო მისი გა­ძარ­ცვა. თვალ­ში სა­ცე­მია სწო­რედ მისი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი შეღ­წე­ვა ზუგ­დი­დის ცენ­ტრში. ეს არის სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს...

- უშ­ვებთ ვერ­სი­ას, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ჯგუფ­თან ერ­თად მოქ­მე­დებ­და?

- სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, მა­ინც ვფიქ­რობ, ის მარ­ტო მოქ­მე­დებ­და. ბევ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უფრო იო­ლად ახ­დე­ნენ ჯგუ­ფის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ პი­რის დად­გე­ნა გა­ჭი­ა­ნურ­და, ჩემი ვა­რა­უ­დით, ის მარ­ტო მოქ­მე­დებ­და.

- ლა­მის ყა­ჩა­ღის იდე­ა­ლი­ზა­ცია მოხ­და...

- მისი იდე­ა­ლი­ზე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ვი­ღაც მას დათა თუ­თაშ­ხი­ა­საც ადა­რებს, ვი­ღაც გმირს უწო­დებს, რა კაი ბიჭი იყო, ვი­ღა­ცას ხა­ჭა­პუ­რი აჭა­მა, ვი­ღა­ცას კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩა­ურ­თოო. ეს ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მძარ­ცვე­ლია. ია­რა­ღი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ეჭი­რაო. სა­თა­ნა­დო ინ­სტრუქ­ტა­ჟის წყა­ლო­ბით ერთ კვი­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ია­რა­ღის კარ­გად მოხ­მა­რე­ბა. ის სა­შუ­ა­ლოდ მომ­ზა­დე­ბულს ჰგავ­და, ჰქონ­და რა­ღაც უნა­რე­ბი, მაგ­რამ სა­ოც­რე­ბა იყოო, ვერ იტყვი. შე­იძ­ლე­ბა ის იყოს და არც იყოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლო­ვა­ნი და­ნა­ყო­ფი­დან ან თავ­დაც­ვი­დან...

- გა­ჭირ­დე­ბა საქ­მის გახ­სნა? იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ძებ­ნილ­მა ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში მო­ა­ხერ­ხა გა­დას­ვლა, აფხა­ზე­თის ოფი­ცი­ო­ზი მისი გად­მო­ცე­მის პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებს?

- მისი ვი­ნა­ო­ბა უკვე დად­გე­ნი­ლია. ახლა მთა­ვა­რია და­კა­ვე­ბა. ხომ ვი­ცით, რაც ხდე­ბა აფხა­ზეთ­ში - კრი­მი­ნა­ლი, უკონ­ტრო­ლო­ბა და ვი­ღაც ამ­ხე­ლა ფუ­ლით რომც გა­და­ვი­დეს, ალ­ბათ, გა­აქ­რო­ბენ...წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxx
0

აფხაზეთში ეყოლება თანამზრახველი, ისე ვინ შეუშვებს ,მე რატომ არ გამიშვეს?არაფერსაც ვერ გააქრობენ,ვერც იპოვით.ჯერ საერთოდაც დადგმულ სპქტაკლს გავს

იურისტი
0

აფხაზეთში ვერ გადავა არა მარტო ფულით ხელში არამედ ვერც უფულოდ თუ გადავა აფხაზები აუცილებლად დააკავებენ თუ ნამდვილად აგვისტოს ომის მონაწილეა ან ოს მარიონეტებს გადასცემენ ან თვითონ მიხედავენ ამიტომ დიდი ალბათობით რუსეთისკე გაიწევს ევროპის ნებისმიერი ქვეყანა დააკავებს და გადმოგვცემს რადგან მისი ქმედება ტეორისტის ქმედებისგან მხოლოდ მოტივით და მიზნით განსხვავდებოდა სხვა მხრივ საფრთით ტოლი იყო

ავტორი:

"მისი ვინაობა უკვე დადგენილია. ახლა მთავარია დაკავება. აფხაზეთში  ვიღაც ამხელა ფულით რომც გადავიდეს, გააქრობენ" - რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი

"მისი ვინაობა უკვე დადგენილია. ახლა მთავარია დაკავება. აფხაზეთში  ვიღაც ამხელა ფულით რომც გადავიდეს, გააქრობენ" - რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი

"ძალიან თავხედური, გამომწვევი ოპერაცია იყო, თითქოს ხელთათმანი ესროლა სამართალდამცავ უწყებასა და სპეცსამსახურებს, მეორე მხრივ ყველაზე მაღალი ღირებულება - ადამიანის სიცოცხლე რომ პირველ პლანზე იქნა დაყენებული, მისასალმებელია. საშური საქმეა, დამნაშავე სწრაფად უნდა დააკავონ, მისი იდენტიფიცირების გარეშე ოპერაცია შედეგიანად ვერ ჩაითვლება", - ამბობს ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან". გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- იარაღასხმულმა კაცმა გაიარა ზუგდიდის ცენტრი, დანიშნულების ადგილამდე კი, როგორც გაირკვა, "112"-ის თანამშრომლის მანქანით მივიდა.

- ამ ადამიანის ბანკის შენობაში შეღწევა ბევრ კითხვას ბადებს. თუ მას უნდოდა ამ ფორმით ფულის წაღება, ნებისმიერი ფილიალიდან წაიღებდა, რომელიც ტყესთან უფრო ახლოს იყო და უფრო ადვილი იყო მისი გაძარცვა. თვალში საცემია სწორედ მისი დემონსტრაციული შეღწევა ზუგდიდის ცენტრში. ეს არის საინტერესო მონაკვეთი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს...

- უშვებთ ვერსიას, რომ თავდამსხმელი ჯგუფთან ერთად მოქმედებდა?

- სავსებით შესაძლებელია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, ის მარტო მოქმედებდა. ბევრი თანამონაწილის შემთხვევაში სამართალდამცავები უფრო იოლად ახდენენ ჯგუფის იდენტიფიცირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პირის დადგენა გაჭიანურდა, ჩემი ვარაუდით, ის მარტო მოქმედებდა.

- ლამის ყაჩაღის იდეალიზაცია მოხდა...

- მისი იდეალიზება დაუშვებელია. ვიღაც მას დათა თუთაშხიასაც ადარებს, ვიღაც გმირს უწოდებს, რა კაი ბიჭი იყო, ვიღაცას ხაჭაპური აჭამა, ვიღაცას კონდიციონერი ჩაურთოო. ეს ყოვლად დაუშვებელია. ის ჩვეულებრივი მძარცველია. იარაღი პროფესიონალურად ეჭირაო. სათანადო ინსტრუქტაჟის წყალობით ერთ კვირაში შეიძლება იარაღის კარგად მოხმარება. ის საშუალოდ მომზადებულს ჰგავდა, ჰქონდა რაღაც უნარები, მაგრამ საოცრება იყოო, ვერ იტყვი. შეიძლება ის იყოს და არც იყოს სპეცსამსახურებიდან, შეიძლება ძალოვანი დანაყოფიდან ან თავდაცვიდან...

- გაჭირდება საქმის გახსნა? იმ შემთხვევაში, თუ ძებნილმა ბუფერულ ზონაში მოახერხა გადასვლა, აფხაზეთის ოფიციოზი მისი გადმოცემის პირობას შეასრულებს?

- მისი ვინაობა უკვე დადგენილია. ახლა მთავარია დაკავება. ხომ ვიცით, რაც ხდება აფხაზეთში - კრიმინალი, უკონტროლობა და ვიღაც ამხელა ფულით რომც გადავიდეს, ალბათ, გააქრობენ... წაიკითხეთ სტატია სრულად

"ცხვრებს მწყემსავდა, ყოველ დილით მიყავდა. აქ იყო, სამი დღის წინ ვნახე" - რას ამბობენ ძმა და ახლობლები ბანკზე თავდასხმის საქმის სავარაუდო ბრალდებულზე?

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - მოპარული იყო სამკაული, საფულე და სეიფის გასაღები

"შესაძლოა ბრალდებული თვითონ ჩაბარდეს სამართალდამცავებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება სავარაუდო თავდამსხმელზე, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა?