სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"
"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"

სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­და­ცია მარ­ტი­ვია - თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა იცო­დეს თა­ვი­სი ოჯა­ხის ექი­მის სა­ხე­ლი, გვა­რი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, დარ­ჩით სახ­ლში და იყა­ვით რაც შე­იძ­ლე­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯა­ხის ექი­მი, ის რე­კავს 112-ზე, რო­მე­ლიც გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს ოჯა­ხის ექიმ­თან.

„ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­დან ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არის სიმპტო­მუ­რი ავად­მყო­ფე­ბი. ეს სიმპტო­მე­ბი არის ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ამ სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რე­კო­მენ­და­ცია მარ­ტი­ვია - თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა იცო­დეს თა­ვი­სი ოჯა­ხის ექი­მის სა­ხე­ლი, გვა­რი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. რო­დე­საც ეს სიმპტო­მი ჩნდე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის დარ­ჩეს სახ­ლში, იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლი, და­ურ­ე­კოს თა­ვის ოჯა­ხის ექიმს და ექი­მი ეტყვის, რო­გორ მო­იქ­ცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯა­ხის ექი­მი, ის რე­კავს 112-ზე, რო­მე­ლიც გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს ოჯა­ხის ექიმ­თან, რომ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი იმარ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით ეპი­დე­მია არ შე­ჩერ­დე­ბა არც გლო­ბა­ლუ­რად და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რია, რომ სი­ტუ­ა­ცია მარ­თვა­დია.

„ჯერ­ჯე­რო­ბით ეპი­დე­მია არ შე­ჩერ­დე­ბა არც გლო­ბა­ლუ­რად და არც ჩვენ­თან. შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა, ამას მუდ­მი­ვად აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩვენ გვექ­ნე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მეტი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სი­ტუ­ა­ცია იყოს მარ­თვა­დი. ჩვენ, ვთქვათ, გრი­პის დროს ხომ გვაქვს ბევ­რი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას ვმარ­თავთ, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე იქ­ნე­ბა თან­და­თა­ნო­ბით კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც. შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა გვექ­ნე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვე­ბის თით­ქმის 90% არის მსუ­ბუ­ქი, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მარ­თვას. რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლია იზო­ლი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა, რომ ოჯა­ხის წევ­რებს არ გა­დავ­დოთ, თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არის, თუ არ არის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო სთა­ვა­ზობს ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ ე.წ. კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში და იქ იმარ­თონ უკვე ოჯა­ხის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად, რათა არ გავ­რცელ­დეს. მთა­ვა­რი არის, რომ დად­გე­ნის შემ­დეგ, როცა სიმპტო­მე­ბი ვლინ­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს იზო­ლი­რე­ბა. რად­გან ეს არის რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, ის სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, გა­და­დის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე.

ასე­ვე, მინ­და მო­ვუ­წო­დო დიდი სიფრ­თხი­ლის­კენ, ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა ჩემი კო­ლე­გე­ბის, ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, ეს ასეც არის და ასეც იქ­ნე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ფენა ვართ, ექი­მე­ბი ამ ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე არი­ან, ისი­ნი თა­ვის პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლე­ბენ, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია მეტი სიფრ­თხი­ლე. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ძა­ლი­ან პა­ტა­რა ნა­წი­ლი ინ­ფი­ცირ­დე­ბა დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ასე­ვე მათი და­ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის დაც­ვა, რომ მი­ნი­მა­ლუ­რად იყოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რა­მე­თუ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რე­სურ­სი ქვე­ყა­ნა­ში ამო­უ­წუ­რა­ვი არა­სო­დეს არ არის, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პიკი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და ამის­თვის უნდა იყოს მზად­ყოფ­ნა, არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვი­სა და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის, არა­მედ უშუ­ა­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის.

„კი­დევ ერთხელ მინ­და მო­ვუ­წო­დო მო­სახ­ლე­ო­ბას, დიახ, შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა გვაქვს და გვექ­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა მო­დე­ლი­რე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც ჩვენ ვა­კე­თებთ, პიკ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჩვენ შე­ვალთ სა­დღაც ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და ამის­თვის მზად­ყოფ­ნა უნდა იყოს. მზად­ყოფ­ნა არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვი­სა და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის, არა­მედ ასე­ვე მზად­ყოფ­ნა თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბის. ჩვენ უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, 90%-ში ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ეს და­ა­ვა­დე­ბა თვი­თონ ვმარ­თოთ, ექი­მის ხში­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ით. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის გა­სინ­ჯვა, რა თქმა უნდა, ამის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა არის და ამის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს.

მთა­ვა­რია 5 რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვა - პირ­ბა­დე, დის­ტან­ცია, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, თა­ვის არი­დე­ბა დიდი თავ­შეყ­რე­ბის­გან, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით, და­ვი­მახ­სოვ­როთ, რომ 1 წელი, მი­ნი­მუმ, ჩვენ თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ ამის­გან, რად­გან ყვე­ლა ეპი­და­ფეთ­ქე­ბის კერა, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს სა­წყისს იღებს ამ დიდი თავ­შეყ­რე­ბის­გან და შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ცა­დოთ, დიდ­წი­ლად ვი­ყოთ ჰა­ერ­ზე და ყვე­ლა შეკ­რე­ბა, ვთქვათ, 5-6 ადა­მი­ა­ნის თუ ასე შემ­დეგ, გა­ვა­კე­თოთ გა­რეთ”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"

სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, დარჩით სახლში და იყავით რაც შეიძლება იზოლირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან.

„ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი არის სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები არის ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაცია მარტივია - თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც საქართველოში და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მთავარია, რომ სიტუაცია მართვადია.

„ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც ჩვენთან. შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამას მუდმივად აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გვექნება ყოველდღიურად მეტი შემთხვევა, მაგრამ მთავარია, სიტუაცია იყოს მართვადი. ჩვენ, ვთქვათ, გრიპის დროს ხომ გვაქვს ბევრი შემთხვევა, მაგრამ სიტუაციას ვმართავთ, დაახლოებით, ასე იქნება თანდათანობით კოვიდთან მიმართებითაც. შემთხვევების ზრდა გვექნება. საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად ყოფნა, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. კოვიდ სასტუმროებში და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს. მთავარი არის, რომ დადგენის შემდეგ, როცა სიმპტომები ვლინდება, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იზოლირება. რადგან ეს არის რესპირაციული ინფექცია, ის სწრაფად ვრცელდება, გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

ასევე, მინდა მოვუწოდო დიდი სიფრთხილისკენ, ინფიცირება ხდება ჩემი კოლეგების, ექიმების, ექთნების, სამედიცინო პერსონალის, ეს ასეც არის და ასეც იქნება, სამწუხაროდ, რადგან ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ, ექიმები ამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ სასურველია მეტი სიფრთხილე. ინფიცირებულთა ძალიან პატარა ნაწილი ინფიცირდება დღეს საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულების პირობებში, ასევე მათი დაინფიცირება ხდება საყოფაცხოვრებო პირობებში, მაგრამ სამედიცინო პირობებში აუცილებელია ინფექციის კონტროლის ყველა ღონისძიების დაცვა, რომ მინიმალურად იყოს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები, რამეთუ, მოგეხსენებათ, სამედიცინო პერსონალის რესურსი ქვეყანაში ამოუწურავი არასოდეს არ არის, არც ერთ ქვეყანაში”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პიკი, დიდი ალბათობით, იქნება ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის უნდა იყოს მზადყოფნა, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ უშუალოდ მოქალაქეების.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დიახ, შემთხვევების ზრდა გვაქვს და გვექნება, სხვადასხვა მოდელირების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, პიკში, დიდი ალბათობით, ჩვენ შევალთ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს. მზადყოფნა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ ასევე მზადყოფნა თვითონ მოსახლეობის. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, 90%-ში ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადება თვითონ ვმართოთ, ექიმის ხშირი სატელეფონო კონსულტაციით. თუ აუცილებელია ექიმის გასინჯვა, რა თქმა უნდა, ამის ყველა საშუალება არის და ამის შესაბამისი პირობები ქვეყანაში არსებობს.

მთავარია 5 რეკომენდაციის დაცვა - პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით, დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს საწყისს იღებს ამ დიდი თავშეყრებისგან და შესაბამისად, ვეცადოთ, დიდწილად ვიყოთ ჰაერზე და ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის თუ ასე შემდეგ, გავაკეთოთ გარეთ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში და რამდენი ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით... მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც"

"საქორწილო სუფრა იყო, ამან ერთ-ერთ სოფელში ეპიდაფეთქება გამოიწვია" - ამირან გამყრელიძე