მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ჩინეთიდან წამოსულმა "ყვითელმა მტვერმა" შესაძლოა, კორონავირუსი გაავრცელოს - "არ გახვიდეთ გარეთ და დახურეთ ფანჯრები"
ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ჩინეთიდან წამოსულმა "ყვითელმა მტვერმა" შესაძლოა, კორონავირუსი გაავრცელოს - "არ გახვიდეთ გარეთ და დახურეთ ფანჯრები"

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ შინ დარ­ჩნენ, რათა ჩი­ნე­თი­დან "მტვრის ყვი­თე­ლი ღრუბ­ლე­ბი“ მი­ე­მარ­თე­ბი­ან და შე­საძ­ლოა, მათ კო­რო­ნა­ვირუ­სი მიჰ­ქონ­დეთ. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, დე­და­ქა­ლაქ ფხე­ნი­ა­ნის ქუ­ჩე­ბი ხუთ­შა­ბათს ფაქ­ტობ­რი­ვად, ცა­რი­ე­ლი იყო.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი არ აქვთ, თუმ­ცა მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან და 2020 წლის იან­ვრი­დან დღემ­დე ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოქ­მე­დებს, შე­ზღუ­დუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა და ჩა­კე­ტი­ლია სა­ზღვრე­ბი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში ოთხშა­ბათს ამინ­დის პროგ­ნო­ზის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოშ­ვე­ბა გა­ვი­და, სა­დაც წამ­ყვან­მა თქვა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ხუთ­შა­ბათს "ყვი­თე­ლი მტვე­რი" მო­ე­დე­ბო­და, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, COVID-19 გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა. ამი­ტო­მაც, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, რომ სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, ასე­ვე გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იკ­რძა­ლე­ბო­და გარე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ მტვრის ქა­რიშ­ხლის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა მათ ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი სხვა­დას­ხვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბი. ფხე­ნი­ან­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მათ და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა მი­სი­ებ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან გაფრ­თხი­ლე­ბა და რე­კო­მენ­და­ცია მი­ი­ღეს, რომ დარ­ჩნენ სახ­ლში და არ გა­ა­ღონ ფან­ჯრე­ბი.

ცნო­ბის­თვის, ყვი­თელ მტვერს უწო­დე­ბენ მონ­ღო­ლე­თი­სა და ჩი­ნე­თის უდაბ­ნო­ე­ბის ქვი­შას, რო­მე­ლიც წე­ლი­წა­დის ერ­თსა და იმა­ვე დროს ქარს სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­აქვს. ის ერე­ვა ტოქ­სი­კურ მტვერს, რა­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯან­მრთე­ლო­ბის არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა, თუმ­ცა ის, რომ "ყვი­თე­ლი მტვრით" ჩი­ნე­თი­დან სხვა ქვეყ­ნებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­დე­ბა, დად­გე­ნი­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სამ­ხრეთ კო­რე­ის მე­დია უარ­ყოფს მო­საზ­რე­ბას, რომ ყვი­თელ­მა მტვერ­მა შე­საძ­ლოა კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­ავ­რცე­ლოს. "ეს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - აცხა­დე­ბენ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში.

  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ მტვერ­მა COVID-19 გა­ავ­რცე­ლოს?

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰა­ერ­ში ძლებს სა­ა­თო­ბით, თუმ­ცა უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თია, რომ ვინ­მეს ის ჰა­ე­რით გა­და­ე­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ღია სივ­რცე­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის მთა­ვა­რი გზაა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი, სა­უ­ბა­რი, სი­ახ­ლო­ვე, ხვე­ლე­ბა, ცე­მი­ნე­ბა. დად­გე­ნი­ლია, რომ კო­რონ­ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა წვე­თო­ვა­ნი გზით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა არ არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს მტვრის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო აფრ­თხი­ლებს. BBC-ის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის გუნ­დმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მსგავ­სი გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცეს მო­ქა­ლა­ქე­ებს თურ­ქმე­ნეთ­შიც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მტვე­რი სავ­სეა ვირუ­სე­ბით და ამი­ტომ, პირ­ბა­დე­ე­ბი უნდა ატა­რონ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად თურ­ქმე­ნეთ­ში პირ­ბა­დეს ატა­რე­ბენ არა იმი­ტომ, რომ თავი და­იც­ვან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან, არა­მედ იმ ვირუ­სე­ბის­გან, რო­მე­ლიც მტვერ­შია. ზო­გა­დად, თურ­ქმე­ნეთ­ში სი­ტყვა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას ერი­დე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

ბ-ნო დავით! ლექსებს, რომ წერთ, (ლექსია ალბათ) სირცხვილია ასეთი რამეების წერა, ახალგაზრდობა ვერ გაგიგებთ. სჯობს ინგლისურნარევით დაწეროთ.

დავით
2

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.))

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ჩინეთიდან წამოსულმა "ყვითელმა მტვერმა" შესაძლოა, კორონავირუსი გაავრცელოს - "არ გახვიდეთ გარეთ და დახურეთ ფანჯრები"

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ჩინეთიდან წამოსულმა "ყვითელმა მტვერმა" შესაძლოა, კორონავირუსი გაავრცელოს - "არ გახვიდეთ გარეთ და დახურეთ ფანჯრები"

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ შინ დარჩნენ, რათა ჩინეთიდან "მტვრის ყვითელი ღრუბლები“ მიემართებიან და შესაძლოა, მათ კორონავირუსი მიჰქონდეთ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის გამო, დედაქალაქ ფხენიანის ქუჩები ხუთშაბათს ფაქტობრივად, ცარიელი იყო.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ იქ კორონავირუსის შემთხვევები არ აქვთ, თუმცა მზადყოფნაში არიან და 2020 წლის იანვრიდან დღემდე ვირუსთან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, შეზღუდულია გადაადგილება და ჩაკეტილია საზღვრები.

ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ოთხშაბათს ამინდის პროგნოზის სპეციალური გამოშვება გავიდა, სადაც წამყვანმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას ხუთშაბათს "ყვითელი მტვერი" მოედებოდა, რომელსაც შესაძლოა, COVID-19 გაევრცელებინა. ამიტომაც, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, ასევე გამოაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით იკრძალებოდა გარე სამშენებლო სამუშაოები.

ჩრდილოეთ კორეამ მტვრის ქარიშხლის შესახებ გააფრთხილა მათ ქვეყანაში მყოფი სხვადასხვა დიპლომატიური მისიები. ფხენიანში რუსეთის საელჩო "ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მათ და სხვა დიპლომატიურმა მისიებმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გაფრთხილება და რეკომენდაცია მიიღეს, რომ დარჩნენ სახლში და არ გააღონ ფანჯრები.

ცნობისთვის, ყვითელ მტვერს უწოდებენ მონღოლეთისა და ჩინეთის უდაბნოების ქვიშას, რომელიც წელიწადის ერთსა და იმავე დროს ქარს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მიაქვს. ის ერევა ტოქსიკურ მტვერს, რამაც წლების განმავლობაში ორივე ქვეყანაში მოქალაქეებს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეუქმნა, თუმცა ის, რომ "ყვითელი მტვრით" ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში კორონავირუსი გავრცელდება, დადგენილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეის მედია უარყოფს მოსაზრებას, რომ ყვითელმა მტვერმა შესაძლოა კორონავირუსი გაავრცელოს. "ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - აცხადებენ სამხრეთ კორეაში.

  • შესაძლებელია თუ არა, რომ მტვერმა COVID-19 გაავრცელოს?

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, კორონავირუსი ჰაერში ძლებს საათობით, თუმცა უკიდურესად იშვიათია, რომ ვინმეს ის ჰაერით გადაედოს, განსაკუთრებით ღია სივრცეში, ინფიცირების მთავარი გზაა ინფიცირებულთან კონტაქტი, საუბარი, სიახლოვე, ხველება, ცემინება. დადგენილია, რომ კორონვირუსი ვრცელდება წვეთოვანი გზით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოქალაქეებს მტვრის საშიშროების გამო აფრთხილებს. BBC-ის დეზინფორმაციების გამოვლენის გუნდმა აღმოაჩინა, რომ მსგავსი გაფრთხილება მისცეს მოქალაქეებს თურქმენეთშიც. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მტვერი სავსეა ვირუსებით და ამიტომ, პირბადეები უნდა ატარონ. ოფიციალურად თურქმენეთში პირბადეს ატარებენ არა იმიტომ, რომ თავი დაიცვან კორონავირუსისგან, არამედ იმ ვირუსებისგან, რომელიც მტვერშია. ზოგადად, თურქმენეთში სიტყვა კორონავირუსის გამოყენებას ერიდებიან.