პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ
საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რის მიერ მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მომ­ხდა­რი ფაქ­ტი გა­ა­შუ­ქეს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა.

რო­გორც Associated Press (AP) წერს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ მათ 43 ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა თავ­დამ­სხმელ­მა ისი­ნი ბან­კში მძევ­ლე­ბად აიყ­ვა­ნა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ თავ­და­პირ­ვე­ლად არ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი მძე­ვა­ლი ჰყავ­და თავ­დამ­სხმელს, ან რა იყო მისი მო­თხოვ­ნა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი 500 000 დო­ლარს ითხოვ­და.

AP-ს ცნო­ბით, "მთა­ვარ­მა არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო ხელ­ყუმ­ბა­რით, ტე­ლე­კომ­პა­ნია აჩ­ვე­ნებ­და კად­რებს, სა­დაც ჩან­და, რომ ხალ­ხი ია­ტაკ­ზე იჯდა, ჩან­და ასე­ვე სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სახე და­ფა­რუ­ლი ჰქონ­და და ხელ­ში ია­რა­ღი ეკა­ვა.

სა­ა­გენ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, სა­ღა­მოს ქარ­თულ­მა ტე­ლე­არ­ხებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ცნო­ბა, რომ თავ­დამ­სხმელ­მა და­ტო­ვა შე­ნო­ბა და თან სამი მძე­ვა­ლი წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ის, უც­ნო­ბი იყო. ორმა ტე­ლე­არ­ხმა გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი სა­დაც ჩან­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ გამ­ტა­ცე­ბე­ლი სამ მძე­ვალ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და. გა­მო­ცე­მა წერს იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ სამი მძევ­ლი­დან ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, რო­მელ­მაც სხვა მძევ­ლე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლა.

გამ­თე­ნი­ი­სას ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­დეს, რომ 43 მძე­ვა­ლია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნილ­ნი არი­ან უსაფრ­თხო ად­გი­ლას.

ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ფაქტს აშუ­ქებს abc, reuters euronews და სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს გუ­შინ და­ეს­ხა. თავ­დამ­სხმელ­მა ბან­კის შე­ნო­ბა სამ მძე­ვალ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა, გა­მო­უყ­ვეს ვერ­ტმფრე­ნი და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.

შე­ნიშ­ვნა: სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია Associated Press-ის მიერ და მათი ავ­ტო­რია ზუ­რაბ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოკ
5

სირცხვილი (((

...
1

რატომ ნახევარი მილიონი და არა მილიონი მოთხოვნაში? ბარემ დაემრგვალებინა

ავტორი:

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისა და შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანის შემდეგ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მომხდარი ფაქტი გააშუქეს მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელევიზიებმა.

როგორც Associated Press (AP) წერს, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნის, საქართველოს პოლიცია აცხადებს, რომ მათ 43 ადამიანი გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ისინი ბანკში მძევლებად აიყვანა.

გამოცემა წერს, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში. საქართველოს შსს-მ თავდაპირველად არ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენი მძევალი ჰყავდა თავდამსხმელს, ან რა იყო მისი მოთხოვნა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვდა.

AP-ს ცნობით, "მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ხელყუმბარით, ტელეკომპანია აჩვენებდა კადრებს, სადაც ჩანდა, რომ ხალხი იატაკზე იჯდა, ჩანდა ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა და ხელში იარაღი ეკავა.

სააგენტო ინფორმაციითვე, საღამოს ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს ცნობა, რომ თავდამსხმელმა დატოვა შენობა და თან სამი მძევალი წაიყვანა, თუმცა რა მიმართულებით გადაადგილდებოდა ის, უცნობი იყო. ორმა ტელეარხმა გაავრცელა კადრები სადაც ჩანდა, რომ სავარაუდოდ გამტაცებელი სამ მძევალთან ერთად გამოვიდა. გამოცემა წერს იმის შესახებაც, რომ სამი მძევლიდან ერთი პოლიციელი იყო, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა.

გამთენიისას ოფიციალურად განაცხადეს, რომ 43 მძევალია გათავისუფლებული და ისინი გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს აშუქებს abc, reuters euronews და სხვა საინფორმაციო საშუალებები და საქართველოში მომხდარს დეტალურად აღწერენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. თავდამსხმელმა ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

შენიშვნა: სტატიაში მოცემული ფოტოები გამოქვეყნებულია Associated Press-ის მიერ და მათი ავტორია ზურაბ ცერცვაძე.

"მაკრონი მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ლეგენდარულ ფეხბურთელს, რონალდიონიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - იტალიელები ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ