პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი
"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

დმა­ნი­სის, წალ­კის, ბოლ­ნი­სი­სა და თეთ­რი­წყა­როს ოლ­ქებ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან” არა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის, არა­მედ პარ­ტი­ულ სი­ა­ში ყოფ­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, რაც მის­თვის “გაგ­დე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვის ტოლ­ფა­სი იყო”.

რო­გორც ოქ­რი­აშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “რე­ზი­უ­მე­ში გა­ნა­ცხა­და, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” მის­თვის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა რომ შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, და­თან­ხმდე­ბო­და.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით კენ­ჭისყრა არ შე­მომ­თა­ვა­ზა, სი­ა­ში ად­გილ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რა­ზეც უარი გან­ვა­ცხა­დე, ისე­თი წი­ნა­და­დე­ბა მი­ვი­ღე, რო­მე­ლიც გაგ­დე­ბის ტოლ­ფა­სი იყო. “ოც­ნე­ბი­დან” მე არ წავ­სულ­ვარ. მქონ­და გან­ცხა­დე­ბე­ბიც, რომ თუ შე­მომ­თა­ვა­ზებ­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” მა­ჟო­რი­ტა­რად კენ­ჭისყრას, მი­ვი­ღებ­დი ამ წი­ნა­და­დე­ბას. მათ ეს არ შე­მომ­თა­ვა­ზეს, შე­მომ­თა­ვა­ზეს სია, ეს იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვის ტოლ­ფა­სი. მე თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ დავ­კარ­გავ­დი, ამი­ტომ უარი ვთქვი”, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” “ბევ­რი პრინ­ცი­პუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჰქონ­და”.

"პირ­ვე­ლი ეს იყო სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის და ბიზ­ნე­სის ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს თე­მე­ბი წა­მოვ­ჭე­რით 2013 წელს, მინ­და გი­თხრათ, რომ მარ­ტო არ ვი­ყა­ვი. ამ თე­მებ­ზე, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დით და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე იყო და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი. გვი­თხრეს, ამ სა­კითხს მო­ვაგ­ვა­რებთ, მაგ­რამ მოგ­ვა­ტყუ­ეს. იყო ასე­ვე გა­ზპ­რომ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, რაც მე არ მომ­წონ­და. იმი­ტომ, რომ ეს ავ­ტო­გო­ლის ტოლ­ფა­სი იყო, რო­დე­საც მი­დი­ხარ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, შენი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აკე­თებ სი­სუ­ლე­ლეს და მერე ამას ასა­ი­დუმ­ლო­ებ. შემ­დეგ იყოს საყ­დრი­სის აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი, ვინც მხა­რი და­ვუ­ჭი­რე სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის შექ­მნას. ასე­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­კი­თხზე - ხმა არ მი­ვე­ცი თა­დუ­მა­ძეს. დღე­საც ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მისი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ვა­ლი­დუ­რი არაა. იყო ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი. წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდის”,- გა­ნა­ცხა­და ოქ­რი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას­თან მის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” მას­თან თა­ვად მი­ვი­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან” მე არ მივ­სულ­ვარ, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ იმი­ტომ, რომ იცოდ­ნენ, რომ მე რომ მე­ყა­რა კენ­ჭი და­მო­უ­კი­დებ­ლად ან სხვა პარ­ტი­ით, მა­ინც გა­ვი­მარ­ჯვებ­დი. 2008-შიც და 2012-შიც მე მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” სა­ხე­ლით, მაგ­რამ ცი­ხის კად­რე­ბი იყო ჩემ­თვის ბოლო წვე­თი, რა­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, რომ გავ­მიჯ­ნუ­ლი­ყა­ვი. ორი კვი­რით ადრე იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. დავ­დი­ო­დი ამომ­რჩევ­ლებ­ში და ვიხ­დი­დი ბო­დი­შებს. ბო­დი­შე­ბით მო­ვი­ა­რე მთე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი.

რად­გან ვი­ყა­ვი უპარ­ტიო, და­საძ­რა­ხია, რომ ვიყო მო­კავ­ში­რე ჯერ ერთი პარ­ტი­ის შემ­დეგ მე­ო­რე პარ­ტი­ის და პო­ლი­ტი­კო­სი თუ არის პარ­ტი­უ­ლი, მას შე­უძ­ლია თა­ვის პარ­ტი­ას­თან ერ­თად იყოს მო­კავ­ში­რე ოცი პარ­ტი­ის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში? რა ლო­გი­კაა, მა­ინ­ცად­მა­ინც ფურ­ცე­ლი უნდა მე­ჭი­როს პარ­ტი­უ­ლი მან­და­ტის, მა­შინ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია გაქვს და რო­დე­საც კაცი უპარ­ტიო ხარ, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს? გინ­დათ თქვათ, რომ ერთი პარ­ტი­ი­დან მე­ო­რე­ში დავ­რბო­დი და მე კი­დევ გე­უბ­ნე­ბით, რომ ყო­ველ­თვის უპარ­ტიო ვი­ყა­ვი", - გა­ნა­ცხა­და ოქ­რი­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში “ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მა­ჟო­რი­ტა­რია”.

“არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია არ მაქვს გარ­და იმი­სა, რომ ვიყო ძა­ლი­ან კაი პარ­ლა­მენ­ტა­რი და მა­ჟო­რი­ტა­რი და ვთვლი, რომ მე ვარ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მა­ჟო­რი­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 4-ჯერ ერ­თი­და­ი­გი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი არ ამირ­ჩევ­და რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით. ყო­ველ­თვის პირ­ველ ან მე­ო­რე ად­გილს ვი­კა­ვებ პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით და ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და ოქ­რი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
22

ყველა პარლამენტარი მაგარია, საკუთარი ჯიბისათვის)))

giusha3232
19

ვაი გავეყარე, უის შევეყარე. როსღა გვეხირსოს ჩვენ ... ვის ხელში ვართ?!

ავტორი:

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებისგან” არა მაჟორიტარობის, არამედ პარტიულ სიაში ყოფნის შეთავაზება მიიღო, რაც მისთვის “გაგდების და თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი იყო”.

როგორც ოქრიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში განაცხადა, “ქართულ ოცნებას” მისთვის მაჟორიტარობის კანდიდატობა რომ შეეთავაზებინა, დათანხმდებოდა.

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარული წესით კენჭისყრა არ შემომთავაზა, სიაში ადგილზე იყო საუბარი, რაზეც უარი განვაცხადე, ისეთი წინადადება მივიღე, რომელიც გაგდების ტოლფასი იყო. “ოცნებიდან” მე არ წავსულვარ. მქონდა განცხადებებიც, რომ თუ შემომთავაზებდა “ქართული ოცნება” მაჟორიტარად კენჭისყრას, მივიღებდი ამ წინადადებას. მათ ეს არ შემომთავაზეს, შემომთავაზეს სია, ეს იყო თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. მე თავისუფლებას არ დავკარგავდი, ამიტომ უარი ვთქვი”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, “ქართულ ოცნებასთან” “ბევრი პრინციპული წინააღმდეგობა ჰქონდა”.

"პირველი ეს იყო საფინანსო სექტორის და ბიზნესის ურთიერთობა და საფინანსო სექტორის და ჩვენი მოსახლეობის ურთიერთობა. ეს თემები წამოვჭერით 2013 წელს, მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ვიყავი. ამ თემებზე, როდესაც ვმუშაობდით დავით ჭიჭინაძე იყო და კიდევ რამდენიმე დეპუტატი. გვითხრეს, ამ საკითხს მოვაგვარებთ, მაგრამ მოგვატყუეს. იყო ასევე გაზპრომთან მოლაპარაკებების გასაიდუმლოება, რაც მე არ მომწონდა. იმიტომ, რომ ეს ავტოგოლის ტოლფასი იყო, როდესაც მიდიხარ მოლაპარაკებებზე, შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებ სისულელეს და მერე ამას ასაიდუმლოებ. შემდეგ იყოს საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით, მე ერთადერთი ვიყავი, ვინც მხარი დავუჭირე საპარლამენტო კომისიის შექმნას. ასევე მოსამართლეების საკითხზე - ხმა არ მივეცი თადუმაძეს. დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ მისი იურიდიული განათლება ვალიდური არაა. იყო ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხი. წინააღმდეგი ვიყავი დაფინანსების გაზრდის”,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციასთან მის თანამშრომლობას, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მასთან თავად მივიდა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ მე რომ მეყარა კენჭი დამოუკიდებლად ან სხვა პარტიით, მაინც გავიმარჯვებდი. 2008-შიც და 2012-შიც მე მივიღე მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, მაგრამ ციხის კადრები იყო ჩემთვის ბოლო წვეთი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ გავმიჯნულიყავი. ორი კვირით ადრე იყო არჩევნებამდე. დავდიოდი ამომრჩევლებში და ვიხდიდი ბოდიშებს. ბოდიშებით მოვიარე მთელი მუნიციპალიტეტი.

რადგან ვიყავი უპარტიო, დასაძრახია, რომ ვიყო მოკავშირე ჯერ ერთი პარტიის შემდეგ მეორე პარტიის და პოლიტიკოსი თუ არის პარტიული, მას შეუძლია თავის პარტიასთან ერთად იყოს მოკავშირე ოცი პარტიის სხვადასხვა პერიოდში? რა ლოგიკაა, მაინცადმაინც ფურცელი უნდა მეჭიროს პარტიული მანდატის, მაშინ პოლიტიკური პოზიცია გაქვს და როდესაც კაცი უპარტიო ხარ, პოლიტიკური პოზიცია არ შეიძლება გქონდეს? გინდათ თქვათ, რომ ერთი პარტიიდან მეორეში დავრბოდი და მე კიდევ გეუბნებით, რომ ყოველთვის უპარტიო ვიყავი", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

გარდა ამისა, კახა ოქრიაშვილის შეფასებით, ის საქართველოში “ყველაზე მაგარი მაჟორიტარია”.

“არანაირი მოტივაცია არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვიყო ძალიან კაი პარლამენტარი და მაჟორიტარი და ვთვლი, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთიდაიგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა რეკორდული მაჩვენებლით. ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილს ვიკავებ პროცენტული მაჩვენებლით და ახლაც ასე იქნება”,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"