სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისკი, რომ დადგება მომენტი, როდესაც საწოლფონდი და რესურსი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, არსებობს" - თენგიზ ცერცვაძე
"რისკი, რომ დადგება მომენტი, როდესაც საწოლფონდი და რესურსი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, არსებობს" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 ათას სა­წოლ­ზე მე­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რის­კი, რომ დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­წოლ­ფონ­დი და კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის რე­სურ­სი ახა­ლი ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ვერ გა­უძ­ლებს, არ­სე­ბობს.

"მთლი­ა­ნად სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, თუმ­ცა ესეც შე­იძ­ლე­ბა არ იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რი, არის 6 ათას სა­წოლ­ზე მეტი. იმ პო­ტენ­ცი­ა­ლის, რაც ქვე­ყა­ნას აქვს, მხო­ლოდ ნა­წი­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ დღეს მეტი სა­ჭი­რო არ არის.

რის­კე­ბი არის, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში, შე­საძ­ლოა, თუმ­ცა ეს არ გვინ­და და­ვუშ­ვათ, რომ დად­გეს მო­მენ­ტი, ანუ გვყავ­დეს რა­ღაც ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბა ახა­ლი ავად­მყო­ფე­ბის, რო­დე­საც ქვეყ­ნის ეს ძა­ლი­ან დიდი სა­წოლ­ფონ­დი და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი მა­ინც ვე­ღარ აუვა. თე­ო­რი­უ­ლად ასე­თი პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს, ასე­თი პე­რი­ო­დე­ბი იდგა და დგას მთელ ევ­რო­პა­ში. ინ­გლის­ში 44 ათა­სი კაცი მო­უკ­ვდათ და მათ­გან 4 ათა­სი ბი­ნა­ზე იმი­ტომ, რომ არ იყო სა­წო­ლე­ბი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით და ვერ ახ­დენ­დნენ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას.

შვე­დეთ­ში მთე­ლი ამ პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე ასე­თი წესი მოქ­მე­დებ­და: 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ასა­კის, მათ შო­რის მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი, არ მი­ეყ­ვა­ნათ კლი­ნი­კებ­ში იმი­ტომ, რომ არ ჰყოფ­ნი­დათ სა­წოლ­ფონ­დი. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ მსგავ­სი რამ გაჟ­ღერ­დეს და ვინ­მემ თქვას, რომ 65 წელს ზე­ვით ავად­მყო­ფის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლებს იბანს და მას სა­წო­ლე­ბი აღარ აქვს? ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ­ჯე­რო­ბით ამას­თან ახ­ლოს არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუუ
2

ხო და გაამკაცრეთ ზომები თქვე კაი დედმამიშვილებო!!! უხხ როგორ ელოდებით არჩევნეეებს!!! აი არჩევნების მერე თუ ჩაგვკეტავთ მართლა უნამუსოები იქნებით...

შაქრო
4

დრო მოვა ამას და გამყრელიძეს 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ჩააჯენენ.

ავტორი:

"რისკი, რომ დადგება მომენტი, როდესაც საწოლფონდი და რესურსი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, არსებობს" - თენგიზ ცერცვაძე

"რისკი, რომ დადგება მომენტი, როდესაც საწოლფონდი და რესურსი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, არსებობს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში 6 ათას საწოლზე მეტის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

როგორც ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რისკი, რომ დადგება მომენტი, როდესაც საწოლფონდი და კლინიკური სექტორის რესურსი ახალი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, არსებობს.

"მთლიანად საჭიროების შემთხვევაში, რეალური რესურსი, თუმცა ესეც შეიძლება არ იყოს მაქსიმალური, არის 6 ათას საწოლზე მეტი. იმ პოტენციალის, რაც ქვეყანას აქვს, მხოლოდ ნაწილია გამოყენებული იმიტომ, რომ დღეს მეტი საჭირო არ არის.

რისკები არის, რომ რაღაც მომენტში, შესაძლოა, თუმცა ეს არ გვინდა დავუშვათ, რომ დადგეს მომენტი, ანუ გვყავდეს რაღაც ისეთი რაოდენობა ახალი ავადმყოფების, როდესაც ქვეყნის ეს ძალიან დიდი საწოლფონდი და ძალიან სერიოზული რესურსების მქონე კლინიკური სექტორი მაინც ვეღარ აუვა. თეორიულად ასეთი პერიოდი შეიძლება დადგეს, ასეთი პერიოდები იდგა და დგას მთელ ევროპაში. ინგლისში 44 ათასი კაცი მოუკვდათ და მათგან 4 ათასი ბინაზე იმიტომ, რომ არ იყო საწოლები საკმარისი რაოდენობით და ვერ ახდენდნენ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციას.

შვედეთში მთელი ამ პანდემიის მანძილზე ასეთი წესი მოქმედებდა: 65 წელს გადაცილებული ასაკის, მათ შორის მძიმე ავადმყოფები, არ მიეყვანათ კლინიკებში იმიტომ, რომ არ ჰყოფნიდათ საწოლფონდი. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში, რომ მსგავსი რამ გაჟღერდეს და ვინმემ თქვას, რომ 65 წელს ზევით ავადმყოფისთვის სახელმწიფო ხელებს იბანს და მას საწოლები აღარ აქვს? ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ საქართველო ჯერჯერობით ამასთან ახლოს არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 68 საბავშვო ბაღია დახურული

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია