მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლატალის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - ადგილობრივები პროცესში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ
ლატალის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - ადგილობრივები პროცესში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ

მეს­ტი­ას­თან, სო­ფელ ლა­ტა­ლის ტყე­ში ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის კე­რებ­თან სა­ხან­ძრო ტექ­ნი­კა მიყ­ვა­ნი­ლია.

ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვას ითხო­ვენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სო­ფელ ლა­ტა­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა თენ­გო ფარ­ჯი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ცე­ცხლი სა­ვა­რა­უ­დოდ, და­უ­დევ­რო­ბით გაჩ­ნდა.

„ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 8 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. ჩა­მო­სუ­ლია რე­გი­ო­ნე­ბი­დან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს ცე­ცხლის ქრო­ბის პრო­ცე­სი, მაგ­რამ მარ­ტო ამ ძა­ლით არა მგო­ნია, რამე ეშ­ვე­ლოს. მი­უდ­გო­მე­ლი ად­გი­ლია, მთი­ა­ნი და სა­ჰა­ე­რო ძა­ლის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­ჭირ­დე­ბა ჩაქ­რო­ბა. ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ცე­ცხლი სა­ვა­რა­უ­დოდ, და­უ­დევ­რო­ბამ გა­მო­იწ­ვია. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ხე-ტყე­ზე მუ­შა­ობს, სა­ქო­ნე­ლიც იქეთ ჰყავთ და რო­გორც ჩანს, და­უ­დევ­რო­ბით მოხ­და, ან სი­გა­რეტს გა­და­აგ­დებ­და, ან კო­ცონს და­ან­თებ­და. ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ამა­ზე არა­ვის აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ფარ­ჯი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ლა­ტა­ლის მიმ­დე­ბა­რე წიწ­ვო­ვან ტყე­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ლატალის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - ადგილობრივები პროცესში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ

ლატალის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - ადგილობრივები პროცესში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ

მესტიასთან, სოფელ ლატალის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკა მიყვანილია.

ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე ღონისძიებაში ადგილობრივები ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ლატალის რწმუნებულმა თენგო ფარჯიანმა განუცხადა, ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩნდა.

„ცეცხლი გავრცელებულია დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზე. მობილიზებულია ყველა სტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობა. ჩამოსულია რეგიონებიდან სამაშველო ჯგუფები, სახანძრო მანქანები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი, მაგრამ მარტო ამ ძალით არა მგონია, რამე ეშველოს. მიუდგომელი ადგილია, მთიანი და საჰაერო ძალის დახმარების გარეშე გაჭირდება ჩაქრობა. ვერტმფრენის ჩართვა აუცილებელია.

ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა ხე-ტყეზე მუშაობს, საქონელიც იქეთ ჰყავთ და როგორც ჩანს, დაუდევრობით მოხდა, ან სიგარეტს გადააგდებდა, ან კოცონს დაანთებდა. ზუსტი ინფორმაცია ამაზე არავის აქვს“, - განაცხადა ფარჯიანმა.

ცნობისთვის, გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა.

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა, 278 კი - გამოჯანმრთელდა - ბოლო მონაცემები

თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ფოთში კი 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

მესტიის სოფელ ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტყეში ხანძარია