მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?" - გიგი უგულავა
"ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?" - გიგი უგულავა

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 2008 წლის ომის დროს ილ­ჰამ ალი­ევს და­ე­ბა­რე­ბი­ნა პრო­კუ­რო­რი და ეთ­ქვა, გა­არ­კვი­ეთ იქ სა­დე­მარ­კა­ციო - სა­დე­ლი­მი­ტა­ციო კო­მი­სია რა­ღა­ცებს ურევს, რა რე­აქ­ცია იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის წინ წა­მო­წე­ვა არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბო­ლო­ოდ აკარ­გვი­ნებს და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხზე აზერ­ბა­ი­ჯან­თან ნორ­მა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„მე შეგ­ნე­ბუ­ლად ამ საქ­მეს არ და­ვარ­ქმევ და­ვით გა­რე­ჯის საქ­მეს. ესაა კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე, მსგავ­სი ექი­მე­ბის საქ­მე­სა და სხვა ასე­თი ტი­პის საქ­მე­ე­ბი­სა, რომ­ლებ­საც სტა­ლი­ნის ეპო­ქის სუნი ას­დის. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი, ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა დღეს თქვენ გა­ტყუ­ებთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსის­ხლძარ­ღვოდ და უსინ­დი­სოდ. სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­დე­მარ­კა­ციო ხაზი გა­რე­ჯის მო­ნაკ­ვეთ­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არაა, შე­სა­ბა­მი­სად, რაც არ უნდა მო­ე­მოქ­მე­დათ ილი­ჩო­ვას ან მე­ლაშ­ვილს, ვი­ნა­ი­დან ეს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არაა, და­ნა­შა­ულ­ზე სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია.

ყვე­ლა, ვინც გა­რე­ჯზე ილა­პა­რა­კებს, არის ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ან შეგ­ნე­ბუ­ლად ან შე­უგ­ნებ­ლად შეც­დო­მა­ში შე­სუ­ლი, ან შეგ­ნე­ბუ­ლად გამ­ყალ­ბე­ბე­ლი, რო­გო­რი­ცაა ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ივა­ნიშ­ვი­ლის და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ეს უსუ­სუ­რი, უგ­ვა­ნო და მავ­ნებ­ლუ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­პე­ტი­ებს ეხე­ბა, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ და სა­ბო­ლო­ოდ გვა­კარ­გვი­ნებს აზერ­ბა­ი­ჯან­თან ნორ­მა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შანსს, რომ და­ვით გა­რე­ჯის მთლი­ა­ნო­ბა და­ცუ­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებ­ში.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 2008 წლის ომის დროს ილ­ჰამ ალი­ევს რომ და­ე­ბა­რე­ბი­ნა პრო­კუ­რო­რი და ეთ­ქვა, ერთი გა­არ­კვი­ეთ იქ სა­დე­მარ­კა­ციო-სა­დე­ლი­მი­ტა­ციო კო­მი­სია რა­ღა­ცებს ურევს, რა რე­აქ­ცია იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში? ახლა სარ­კი­სე­ბუ­რად გა­და­თარ­გმნეთ რა ხდე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და რო­გორ უყუ­რე­ბენ ამას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ესაა სი­ბინ­ძუ­რე იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩაფ­ლა­ვე­ბულ­მა, ჩას­ვრილ­მა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", ეკო­ნო­მი­კის და­მან­გრე­ველ­მა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", იმ ყვე­ლაფ­რის გა­და­სა­ფა­რად, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ამ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ღა­ლა­ტე­ებ­მა, უტვი­ნო­ებ­მა წა­მო­ი­წყეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ფეთ­ქე­ბა­დი საქ­მე. ის ლამა რომ არის, ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი ლამა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ეგ უგ­ვა­ნო და უწიგ­ნუ­რი კაცი, რა გა­რე­ჯზე მე­ლა­პა­რა­კე­ბა, სა­ერ­თოდ იცის რა არის გა­რე­ჯი?“,-აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს, ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გუ­შინ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
243

ყოჩაღ გიგი, ეს იყო დიდი სიმართლე, ყოჩაღ!

ლელა
303

ტაკიმასხარა ღარიბაშვილი

ავტორი:

"ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?" - გიგი უგულავა

"ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?" - გიგი უგულავა

წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის დროს ილჰამ ალიევს დაებარებინა პროკურორი და ეთქვა, გაარკვიეთ იქ სადემარკაციო - სადელიმიტაციო კომისია რაღაცებს ურევს, რა რეაქცია იქნებოდა საქართველოში? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხის წინ წამოწევა არჩევნებს უკავშირდება და საქართველოს საბოლოოდ აკარგვინებს დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან ნორმალური მოლაპარაკების შესაძლებლობას.

„მე შეგნებულად ამ საქმეს არ დავარქმევ დავით გარეჯის საქმეს. ესაა კარტოგრაფების საქმე, მსგავსი ექიმების საქმესა და სხვა ასეთი ტიპის საქმეებისა, რომლებსაც სტალინის ეპოქის სუნი ასდის. პირველი და მთავარი, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის მთავრობა დღეს თქვენ გატყუებთ, აბსოლუტურად უსისხლძარღვოდ და უსინდისოდ. საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზი გარეჯის მონაკვეთში დამტკიცებული არაა, შესაბამისად, რაც არ უნდა მოემოქმედათ ილიჩოვას ან მელაშვილს, ვინაიდან ეს დამტკიცებული არაა, დანაშაულზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.

ყველა, ვინც გარეჯზე ილაპარაკებს, არის ივანიშვილის პროპაგანდისტი ან შეგნებულად ან შეუგნებლად შეცდომაში შესული, ან შეგნებულად გამყალბებელი, როგორიცაა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ წამოწყებული ეს უსუსური, უგვანო და მავნებლური კამპანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიპეტიებს ეხება, საშვილიშვილოდ და საბოლოოდ გვაკარგვინებს აზერბაიჯანთან ნორმალური მოლაპარაკების შანსს, რომ დავით გარეჯის მთლიანობა დაცული იყოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის დროს ილჰამ ალიევს რომ დაებარებინა პროკურორი და ეთქვა, ერთი გაარკვიეთ იქ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია რაღაცებს ურევს, რა რეაქცია იქნებოდა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებში? ახლა სარკისებურად გადათარგმნეთ რა ხდება აზერბაიჯანში და როგორ უყურებენ ამას აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ესაა სიბინძურე იმისთვის, რომ არჩევნებში ჩაფლავებულმა, ჩასვრილმა „ქართულმა ოცნებამ", ეკონომიკის დამანგრეველმა „ქართულმა ოცნებამ", იმ ყველაფრის გადასაფარად, რაც ქვეყანაში ხდება, ამ სახელმწიფოს მოღალატეებმა, უტვინოებმა წამოიწყეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი საქმე. ის ლამა რომ არის, ყელმოღერებული ლამა, ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?“,-აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

"გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს... დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას" - ექსპერტი

"გულწრფელად ვთხოვე ბატონ ირაკლის, მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ოჯახს" - რა თქვა ცქიტიშვილმა თანამდებობიდან წასვლაზე?

"ოცნებამ" თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა