პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მოდუნება არ შეიძლება... ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ომში ჩართვას" - რა შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანულ-სომხურ სოცქსელებში დაწყებულ ანტიქართულ კამპანიას?
"მოდუნება არ შეიძლება... ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ომში ჩართვას" - რა შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანულ-სომხურ სოცქსელებში დაწყებულ ანტიქართულ კამპანიას?

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე მდგარ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­თვით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, რამ­დე­ნად მძლავ­რი და ქმე­დი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი თა­ნა­მედ­რო­ვე, ინ­ფო­რამ­ცი­ულ ეპო­ქა­ში.

"თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, ყო­ველ­თვის იყო ომის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი, მაგ­რამ დღეს ამ სოცქსე­ლე­ბის და გლო­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეპო­ქა­ში, ამან ლა­მის პირ­ველ ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა" - პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ყა­რა­ბა­ღის ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ორი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ჩა­ღე­ბულ ან­ტი­ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ა­სა და ამის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­სა და მათი დაძ­ლე­ვის გზებ­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

- სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რა სა­ხის ან­ტი­ქარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მი­დის და რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას?

- თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა (მო­რა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ტეხ­ვა, ან დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ტა­ნა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ში) ყო­ველ­თვის იყო ომის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი, მაგ­რამ დღეს ამ სოცქსე­ლე­ბის და გლო­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეპო­ქა­ში, ამან ლა­მის პირ­ველ ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის მი­ზა­ნი არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მა­ცია, დე­მო­რა­ლი­ზა­ცია, ფრუსტრა­ცია, დეპ­რე­სი­ა­ში ჩაგ­დე­ბა, მო­რა­ლუ­რი და ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ორი­ენ­ტი­რე­ბის აღ­რე­ვა და ა.შ. მით უფრო, როცა ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის იწყე­ბა ომი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი მისი გარ­და­უ­ვა­ლი ელე­მენ­ტია.

ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხი­ლო ისაა, რომ ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­მიზ­ნე პირ­და­პირ გახ­და სა­ქარ­თვე­ლო. რა პრიზ­მით მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში? - კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ სოცქსე­ლებ­ში, რო­მელ­თა ში­ნა­არ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია: სა­ქარ­თვე­ლოს სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით, აზერ­ბა­ი­ჯანს მი­ე­წო­დე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბა – ძი­რი­თა­დად ამა­ზე ხდე­ბა აპე­ლი­რე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯან­ში იყო მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ დრო­ზე აღიკ­ვე­თა, თა­ვად სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცია იყო ძა­ლი­ან მყა­რი, მალე მის­ცეს რე­ა­გი­რე­ბა და არ მოხ­და ამის სტიგ­მა­ტი­ზა­ცია.

თუმ­ცა სომ­ხურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფარ­თო გა­სა­ქა­ნი მი­ი­ღო ამ ყვე­ლა­ფერ­მა. რო­გორც სომ­ხე­თის, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს მო­უ­წო­დეს, არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს და ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ შემ­თხვე­ვა­ში ნე­იტ­რა­ლი­ტეტს ინარ­ჩუ­ნებს, ორი­ვე მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას­თან მე­გობ­რუ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებს. გახ­სოვთ ალ­ბათ, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის უფ­როს­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო სოცქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე და ხაზ­გას­მით იყო ნათ­ქვა­მი, რომ პრო­ვო­კა­ცი­ას არ აჰ­ყვნენ. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა არც ერთი ქვეყ­ნის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის, რაც ძა­ლი­ან კარ­გია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

- რო­გორ და რა გზე­ბით უნდა და­იძ­ლი­ოს ან­ტი­ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვად სოცქსე­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ჰქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია. ის ორ­მხრი­ვი უნდა იყოს. მა­გა­ლი­თად, უნდა იყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც აწარ­მო­ე­ბენ ამ ტი­პის გვერ­დე­ბის მო­ნი­ტო­რინგს - სა­ი­დან მო­დის, რო­გორ იმარ­თე­ბა ისი­ნი და ა.შ. მათი კო­მუ­ნი­კა­ცია უნდა იყოს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: 1. კონ­კრე­ტუ­ლად სომ­ხე­თის, ან ზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვი­საც მარ­თუ­ლი გვერ­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა - აღ­კვე­თა შე­უძ­ლია 2. "ფე­ის­ბუ­კის" მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა და­რე­პორტდეს ასე­თი გვერ­დე­ბი და მოხ­დეს გავ­რცე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა.

ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შა­ოა სა­ჭი­რო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­დუ­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამას შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ძა­ლი­ან მძი­მე ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წო­დე­ბე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით. ცნო­ბი­ლია, რომ რო­გორც ქვე­მო ქარ­თლში, ასე­ვე ჯა­ვა­ხეთ­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდეს მათ ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში მცხოვ­რებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, თუ სომ­ხებს და ეს კი­დევ მე­ო­რე უმ­ძი­მეს გა­მოწ­ვე­ვამ­დე მიგ­ვიყ­ვან­და. სა­ქარ­თვე­ლო ვერ და­უშ­ვებს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამ ომში ჩარ­თვას, მაგ­რამ მათ­თან სწო­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო – მათ ლი­დე­რებ­თან, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან, ად­გილ­ზე მყოფ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან, რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებ­თან და სხვა, რათა სწო­რად იქ­ნას მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს არ­გუ­მენ­ტე­ბი. მაგ. იმა­ვე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, რომ თით­ქოს არ გა­და­ა­ტა­ნი­ნეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩომ ამ მხრი­ვაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, არც მო­ხა­ლი­სე­ე­ბის და არც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბაო.

- ვისი კვა­ლი იკ­ვე­თე­ბა, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვით?

- აქ ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლი კვა­ლი იკ­ვე­თე­ბა. სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ხე­ლი­სუ­ფა­ლი – რო­გორც სომ­ხე­თის, ისე - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ხვდე­ბა, რომ მის­თვის არა­ნაკ­ლე­ბი კა­ტას­ტრო­ფაა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა, ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამი­ტო­მაც თით­ქმის გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს გან­წყო­ბე­ბი მე­ზო­ბე­ლი პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან იმარ­თე­ბო­დეს.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში მათ­თვი­საც კა­ტას­ტრო­ფუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. ასე რომ, ამის უკან ერ­თის მხრივ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი და მე­ო­რეს მხრივ, რუ­სუ­ლი კვა­ლი უნდა იყოს, ვის ინ­ტე­რე­სებ­შიც ყო­ველ­თვის შე­დი­ო­და და შე­დის არე­უ­ლი კავ­კა­სია. რუ­სე­თი თუ ერ­თდრო­უ­ლად სამ კურ­დღელს და­ი­ჭერს და იმ ორი ქვეყ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ომში სა­ქარ­თვე­ლო­საც ჩა­ით­რევს, ეს მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა, ვი­ტყო­დი, ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ა­ზე დიდი მიღ­წე­ვაც - მთლი­ა­ნად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის არე­ვა და მერე იქ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მთე­ლი კავ­კა­სი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამი­ტო­მაც უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად.

- ალ­ბათ ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, ამა­ვე კონ­ტექ­სტში თუ გან­ვი­ხი­ლავთ და­ვით­გა­რე­ჯის თე­მის წა­მო­წე­ვა­საც...

- რა თქმა უნდა, ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა. თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია თქვას, რომ გა­რე­ჯი მის­თვის არის იდენ­ტო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი, ეს ჩემ­თვის და ჩემი თა­ო­ბის­თვი­საა. სწო­რედ ჩემი თა­ო­ბა იბ­რძო­და პირ­ვე­ლად გა­რე­ჯის­თვის, რი­თიც და­ი­წყო კი­დეც ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. რა თქმა უნდა, გა­რე­ჯის სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს ისე, რო­გორც ეს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რას, ის­ტო­რი­ას და იდენ­ტო­ბას შეჰ­ფე­რის და სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ახლა ამ თე­მის წა­მო­წე­ვა მცდარ ნა­ბი­ჯად მი­მაჩ­ნია.

ერთ კი­თხვას დავ­სვამ: 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­ქე­თი არ ატა­რებს ამე­რი­კულ გე­მებს სა­ქარ­თვე­ლოს­კენ. გა­იხ­სე­ნოს თვი­თე­ულ­მა, რო­გო­რი უსუ­სუ­რო­ბი­სა და სა­ში­ნე­ლი გა­ნა­წყე­ნე­ბის გრძნო­ბა ეუფ­ლე­ბო­და თურ­ქე­თის მი­მართ იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, იყო თუ არა ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლუ­რი. დღეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პო­ზი­ცია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­დე­საც ის ომ­შია ჩაბ­მუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან იხ­სნე­ბა მე­ო­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო ფრონ­ტი. ან რუკა, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან მო­დის, ვინ­მეს შე­უძ­ლია დაგ­ვა­ჯე­როს, რომ რუ­სეთ­მა ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს კე­თი­ლი გან­ზრახ­ვით გა­ა­კე­თა? კი­რი­ო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ “ოც­ნე­ბის” ყვე­ლა პრე­მი­ერ­თან მი­ვი­და და თუ ჰქონ­დათ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი, აქამ­დე რა­ტომ არ მი­აქ­ცი­ეს მას ყუ­რა­დღე­ბა?

მა­თი­ვე პარტნი­ო­რი ირმა ინაშ­ვი­ლი 2019 წლი­დან რომ ითხოვ­და ამ სა­დე­მარ­კა­ციო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შეს­წავ­ლას, მა­შინ რა­ტომ არ მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა? - იმი­ტომ, რომ ახლა დას­ჭირ­დათ. აქაც წმინ­და წყლის სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომის ნიშ­ნებს ვკი­თხუ­ლობ. არა­ნა­ი­რი სა­ზღვრის ამ მო­ნაკ­ვე­თის დე­მარ­კა­ცია არ მომ­ხდა­რა, ხომ? რამე გა­ი­ყი­და და შე­დე­გი დად­გა? ჩვენ თუ გავ­ყი­დეთ, მა­შინ რა იყი­და ალი­ევ­მა? რა, სა­ზღვა­რია გავ­ლე­ბუ­ლი? რა შე­დე­გი დად­გა ამ გა­ყიდ­ვით? ან რა მო­ტი­ვით მა­ლავ­და ეს ხალ­ხი ამ რუ­კებს? თუ იმას ვე­ლით, რომ ომში ჩაბ­მუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ამ რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ას დაგ­ვით­მობს და მას სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლად აღი­ა­რებს, მა­შინ ჩემს სი­ტყვებს უკან წა­ვი­ღებ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
13

კავკასიოლოგების აზრი უფრო საინტერესო იქნებოდა. რომ არ უნდა ჩაგვითრიონ, მაგას ქუჩაში ყველა გამვლელი გეტყვით.

aburjga
13

მე ვფიქრობ ორივე დაპირისპირებული მხარის სამხედრო ტვირთებიც დამოუკიდებლად უნდა გავატაროთ. ასე უფრო ნაკლები უკმაყოფილების საბაბი ექნებათ ერთსაც და მეორესაც. არ უნდა გავატაროთ მხოლოდ ცოცხალი ძალა! 

ავტორი:

"მოდუნება არ შეიძლება... ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ომში ჩართვას" - რა შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანულ-სომხურ სოცქსელებში დაწყებულ ანტიქართულ კამპანიას?

"მოდუნება არ შეიძლება... ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ომში ჩართვას" - რა შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანულ-სომხურ სოცქსელებში დაწყებულ ანტიქართულ კამპანიას?

თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის მართვით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მანიპულირება, რამდენად მძლავრი და ქმედითი შესაძლებლობაა საინფორმაციო ომი თანამედროვე, ინფორამციულ ეპოქაში.

"თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ომი, მოწინააღმდეგეზე პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ყოველთვის იყო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, მაგრამ დღეს ამ სოცქსელების და გლობალური კომუნიკაციის ეპოქაში, ამან ლამის პირველ ადგილზე გადაინაცვლა" - პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, ორი მეზობელი ქვეყნის სოციალურ ქსელებში გაჩაღებულ ანტიქართულ საინფორმაციო კამპანიასა და ამის შედეგად ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათი დაძლევის გზებზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს.

- საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით, სომხურ და აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში რა სახის ანტიქართული კამპანია მიდის და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

- თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ომი, მოწინააღმდეგეზე პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური ზეწოლა (მორალური და ფსიქოლოგიური გატეხვა, ან დეზინფორმაციის შეტანა მოწინააღმდეგეში) ყოველთვის იყო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, მაგრამ დღეს ამ სოცქსელების და გლობალური კომუნიკაციის ეპოქაში, ამან ლამის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საინფორმაციო ომის მიზანი არის საზოგადოების დეზინფორმაცია, დემორალიზაცია, ფრუსტრაცია, დეპრესიაში ჩაგდება, მორალური და ღირებულებითი ორიენტირების აღრევა და ა.შ. მით უფრო, როცა ორ სახელმწიფოს შორის იწყება ომი, საინფორმაციო ომი მისი გარდაუვალი ელემენტია.

ჩვენთვის განსაკუთრებით საფრთხილო ისაა, რომ ამ საინფორმაციო ომის სამიზნე პირდაპირ გახდა საქართველო. რა პრიზმით მოჰყვა საქართველო ამ საინფორმაციო ომში? - კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებული კამპანია დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ სოცქსელებში, რომელთა შინაარსი დაახლოებით ასეთია: საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სივრცის გავლით, აზერბაიჯანს მიეწოდება შეიარაღება – ძირითადად ამაზე ხდება აპელირება. აზერბაიჯანში იყო მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელების მცდელობა, მაგრამ დროზე აღიკვეთა, თავად სახელმწიფოს პოზიცია იყო ძალიან მყარი, მალე მისცეს რეაგირება და არ მოხდა ამის სტიგმატიზაცია.

თუმცა სომხურ სოციალურ ქსელებში ფართო გასაქანი მიიღო ამ ყველაფერმა. როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, თანამემამულეებს მოუწოდეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და ის, რომ საქართველო ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ორივე მეზობელ ქვეყანასთან მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. გახსოვთ ალბათ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმაც გააკეთა განცხადება, სადაც საუბარი იყო სოცქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციებზე და ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ პროვოკაციას არ აჰყვნენ. დღეს საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი.

- როგორ და რა გზებით უნდა დაიძლიოს ანტიქართული საინფორმაციო კამპანია?

- ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას თავად სოცქსელების ადმინისტრაციასთან ჰქონდეს კომუნიკაცია. ის ორმხრივი უნდა იყოს. მაგალითად, უნდა იყოს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტიპის გვერდების მონიტორინგს - საიდან მოდის, როგორ იმართება ისინი და ა.შ. მათი კომუნიკაცია უნდა იყოს ორი მიმართულებით: 1. კონკრეტულად სომხეთის, ან ზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების მიმართულებით, ვისაც მართული გვერდების გამოვლენა - აღკვეთა შეუძლია 2. "ფეისბუკის" მიმართულებით, რათა დარეპორტდეს ასეთი გვერდები და მოხდეს გავრცელების შეზღუდვა.

ყოველდღიური სამუშაოა საჭირო ამ მიმართულებით, მოდუნება არ შეიძლება, ვინაიდან ამას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე ანტიქართული განწყობის ჩამოყალიბება, დესტაბილიზაციის მოწოდებები უკვე საქართველოს შიგნით. ცნობილია, რომ როგორც ქვემო ქართლში, ასევე ჯავახეთში უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი შეუერთდეს მათ ისტორიულ სამშობლოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, თუ სომხებს და ეს კიდევ მეორე უმძიმეს გამოწვევამდე მიგვიყვანდა. საქართველო ვერ დაუშვებს თავისი მოქალაქეების ამ ომში ჩართვას, მაგრამ მათთან სწორი მუშაობაა საჭირო – მათ ლიდერებთან, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, ადგილზე მყოფ არასამთავრობოებთან, რელიგიურ ლიდერებთან და სხვა, რათა სწორად იქნას მიწოდებული საქართველოს სახელმწიფოს არგუმენტები. მაგ. იმავე სამცხე-ჯავახეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმაზე, რომ თითქოს არ გადაატანინეს ჰუმანიტარული ტვირთი, თუმცა აზერბაიჯანის საელჩომ ამ მხრივაც გააკეთა განცხადება, არც მოხალისეების და არც ჰუმანიტარული დახმარება არ გვჭირდებაო.

- ვისი კვალი იკვეთება, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები შეიძლება იყვნენ დაინტერესებული დესტაბილიზაციითა და საქართველოში სიტუაციის არევით?

- აქ ძირითადად რუსული კვალი იკვეთება. საღად მოაზროვნე ხელისუფალი – როგორც სომხეთის, ისე - აზერბაიჯანის, ხვდება, რომ მისთვის არანაკლები კატასტროფაა საქართველოსთან სიტუაციის არევა, ვიდრე უშუალოდ საქართველოსთვის. ამიტომაც თითქმის გამოვრიცხავ, რომ ეს განწყობები მეზობელი პარტნიორი სახელმწიფოებიდან იმართებოდეს.

ამ ვითარებაში მათთვისაც კატასტროფულია საქართველოსთან დაპირისპირება. ასე რომ, ამის უკან ერთის მხრივ ნაციონალისტური ჯგუფები და მეორეს მხრივ, რუსული კვალი უნდა იყოს, ვის ინტერესებშიც ყოველთვის შედიოდა და შედის არეული კავკასია. რუსეთი თუ ერთდროულად სამ კურდღელს დაიჭერს და იმ ორი ქვეყნის პარალელურად, ომში საქართველოსაც ჩაითრევს, ეს მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, ვიტყოდი, ყირიმის ოკუპაციაზე დიდი მიღწევაც - მთლიანად სამხრეთ კავკასიის არევა და მერე იქ სამშვიდობო მისიით მთელი კავკასიის დაქვემდებარება. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

- ალბათ ლოგიკური იქნება, ამავე კონტექსტში თუ განვიხილავთ დავითგარეჯის თემის წამოწევასაც...

- რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნება. თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ გარეჯი მისთვის არის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს ჩემთვის და ჩემი თაობისთვისაა. სწორედ ჩემი თაობა იბრძოდა პირველად გარეჯისთვის, რითიც დაიწყო კიდეც ეროვნული მოძრაობა. რა თქმა უნდა, გარეჯის საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ეს საქართველოს კულტურას, ისტორიას და იდენტობას შეჰფერის და სჭირდება, მაგრამ ახლა ამ თემის წამოწევა მცდარ ნაბიჯად მიმაჩნია.

ერთ კითხვას დავსვამ: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთი არ ატარებს ამერიკულ გემებს საქართველოსკენ. გაიხსენოს თვითეულმა, როგორი უსუსურობისა და საშინელი განაწყენების გრძნობა ეუფლებოდა თურქეთის მიმართ იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ინფორმაცია რეალური. დღეს აზერბაიჯანის პოზიცია წარმოვიდგინოთ, როდესაც ის ომშია ჩაბმული, საქართველოს მხრიდან იხსნება მეორე საინფორმაციო ფრონტი. ან რუკა, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვინმეს შეუძლია დაგვაჯეროს, რომ რუსეთმა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს კეთილი განზრახვით გააკეთა? კირიონი ამტკიცებს, რომ “ოცნების” ყველა პრემიერთან მივიდა და თუ ჰქონდათ მისი არგუმენტები, აქამდე რატომ არ მიაქციეს მას ყურადღება?

მათივე პარტნიორი ირმა ინაშვილი 2019 წლიდან რომ ითხოვდა ამ სადემარკაციო კომისიის მუშაობის შესწავლას, მაშინ რატომ არ მიაქციეს ყურადღება? - იმიტომ, რომ ახლა დასჭირდათ. აქაც წმინდა წყლის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის ნიშნებს ვკითხულობ. არანაირი საზღვრის ამ მონაკვეთის დემარკაცია არ მომხდარა, ხომ? რამე გაიყიდა და შედეგი დადგა? ჩვენ თუ გავყიდეთ, მაშინ რა იყიდა ალიევმა? რა, საზღვარია გავლებული? რა შედეგი დადგა ამ გაყიდვით? ან რა მოტივით მალავდა ეს ხალხი ამ რუკებს? თუ იმას ველით, რომ ომში ჩაბმული აზერბაიჯანი არჩევნებამდე საქართველოს ამ რუკების მიხედვით კუთვნილ ტერიტორიას დაგვითმობს და მას საქართველოს ნაწილად აღიარებს, მაშინ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო - ძალიან პატიოსანი სიტყვაა" - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"