აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში, ქალაქ შუშიში სომხურ ეკლესიაზე დარტყმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის გაერთიანებული ინფოცენტრი ავრცელებს.
"აზერბაიჯანმა ეკლესიას, შუშის სიმბოლოს, დაარტყა, რომელიც 90-იანი წლების ომის შემდეგ აღადგინეს,“- წერს სომხეთის გაერთიანებული ინფოცენტრი.
ფაქტს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი გამოეხმაურა.
"რაზე უნდა ელაპარაკო ეკლესიების დამბომბველებს,“- წერს ჰოვანისიანი სოციალურ ქსელში.
თუ ეგ ინფორმაცია მართალია, ძალიან ცუდი იქნება ორივე მხარისთვის და საერთოდ რეგიონისთვის,რელიგიური თემის წამოწევა ცეცხლთან თამაშის ტოლფასია
თურქეთისა და აზერბაიჯანის ქმედებები ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთად ეს არის არა მარტო სომხების და ქრისტიანობის, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. სიწმინდე არ გააჩნიათ.XIII სუკუნეში აშენებული სომხური ტაძარია.აზერბაიჯანი კი სულ რაღაც 100 წლისაა