პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპერატორი: "დაიჭრა, მაგრამ კვლავ იქნევდა ხელს, სროლის შეჩერებას, შვილის გადარჩენას ითხოვდა" - ღაზაში მამა-შვილის სიკვდილის სულისშემძვრელი კადრის ისტორია
ოპერატორი: "დაიჭრა, მაგრამ კვლავ იქნევდა ხელს, სროლის შეჩერებას, შვილის გადარჩენას ითხოვდა" - ღაზაში მამა-შვილის სიკვდილის სულისშემძვრელი კადრის ისტორია

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ყო­ველ დღე გვარ­წმუ­ნე­ბენ, თუ რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თო და სა­რის­კოა ეს პრო­ფე­სი­ე­ბი და რამ­დე­ნად დიდ გამ­ბე­და­ო­ბას მო­ი­თხოვს. ისი­ნი ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად მი­დი­ან და და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბი­ან.

პა­ლეს­ტი­ნე­ლი ოპე­რა­ტო­რი თა­ლალ აბუ რაჰ­მაც ყვე­ლა­ზე გამ­ბე­და­ვე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. 2000 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, ქა­ლაქ ღა­ზა­ში მის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა კად­რებ­მა მსოფ­ლიო შეძ­რა და ალ­ბათ, ძნე­ლად მო­ი­პო­ვე­ბა ემო­ცი­უ­რად ისე მძი­მედ სა­ნახ­ვი ვი­დეო, რო­მე­ლიც თა­ლალ­მა გა­და­ი­ღო.

სა­ლა­დი­ნის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში წვი­მე­ბის ტყვი­ა­ში მო­ყო­ლი­ლი კაცი თა­ვის 12 წლის ვაჟ­თან ერ­თად ჩანს. ჩანს, თუ რო­გორ ცდი­ლობს მამა შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

კად­რე­ბი France 2-ის ეთერ­ში გა­ვი­და, არხზე, სა­დაც ოპე­რა­ტო­რი მუ­შა­ობ­და. რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა" წერს, ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა შე­ე­ცა­და ეჭვქვეშ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბა და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აი­ღეს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2013 წლამ­დე ვი­დე­ოს ნამ­დვი­ლო­ბის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლო­ში დავა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლო­ოდ არხი და ოპე­რა­ტო­რი გა­ა­მარ­თლა. სა­სა­მარ­თლომ ფი­ლიპ კარ­სენ­ტი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და და რო­მე­ლიც ვი­დე­ოს დად­გმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და ოპე­რა­ტორს, ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის 7000 ევ­რო­თი და­ა­ჯა­რი­მა.

"არის ერთი წესი: სუ­რა­თი არ არის სი­ცო­ცხლე­ზე ღი­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, მე ვცა­დე სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა, მე ვცა­დე იმ ბი­ჭის და მისი მა­მის დაც­ვა, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო"

თა­ლალ აბუ რაჰ­მას, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტორ­თან ერ­თად ჟურ­ნა­ლის­ტი­ცაა, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად ოჯახ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. 2017 წელს მას ღა­ზა­ში ჩას­ვლა აეკ­რძა­ლა.

თა­ლა­ლი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რის გა­და­ღე­ბი­დან ოცი წლის შემ­დეგ, იმ უმ­ძი­მეს დღეს იხ­სე­ნებს. ოპე­რა­ტო­რი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის მო­ნათრხობს "ალ­ჯა­ზი­რა" აქ­ვეყ­ნებს.

"წინა დღით იე­რუ­სა­ლიმ­ში, France 2-ის ოფის­ში ვი­ყა­ვი. პა­რას­კევს დი­ლის 10:00 სა­ა­თის­თვის არ­ხის იე­რუ­სა­ლი­მის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჩარლზ ენ­დერ­ლინ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა - "მან­ქა­ნას გიგ­ზავ­ნი, სწრა­ფად უნდა დაბ­რუნ­დე ღა­ზა­ში, რად­გან იქ სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუ­დია."

ამ­გვა­რად დავ­ბრუნ­დი ღა­ზა­ში. ჩარლზ­მა კვლავ და­მი­რე­კა და მკი­თხა, თუ რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია იყო. მე ვუ­თხა­რი: "ღა­ზა­ში სიმ­შვი­დეა, არა­ფე­რი ხდე­ბა". მან კი მი­პა­სუ­ხა: "კარ­გი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვი, თუ რამე მოხ­დე­ბა, შე­მა­ტყო­ბი­ნე, წადი და გა­და­ი­ღე".

და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­დღის 4:00 სა­ა­თამ­დე არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. პა­რას­კე­ვი იყო. მდი­ნა­რე იორ­და­ნეს და­სავ­ლეთ ნა­პირ­ზე ცე­ცხლი ჩან­და, მაგ­რამ ღაზა ნამ­დვი­ლად მშვი­დი იყო.

თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დით სი­ტუ­ა­ცი­ას და მე, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა ვი­ცო­დი, რომ შა­ბათს დი­ლით ღა­ზა­ში დე­მონ­სტრა­ცია გა­ი­მარ­თე­ბო­და. იმ დრო­ის­თვის იქ იყო სამი ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე წერ­ტი­ლი - ერთი ერეზ­თან, ერთი ღა­ზას ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში და მე­სა­მე სა­ლა­დი­ნის ქუ­ჩა­ზე.

  • არე­უ­ლო­ბა სა­ლა­დი­ნის ქუ­ჩა­ზე

დღეს ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სა­ლა­დი­ნის ქუ­ჩა­ზე წას­ვლა. იმი­ტომ, რომ ეს იყო შუა ნა­წილ­ში, თუ რა­ი­მე მოხ­დე­ბო­და ერეზ­ში, ან სხვა­გან, სა­ლა­დი­ნი­დან სწრა­ფად მი­ვი­დო­დი. ჩემ მსგავ­სად ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტმა იცო­და რა მოხ­დე­ბო­და შა­ბათ დი­ლით. და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 7:00 სა­ათ­ზე წა­ვე­დი. ვი­ცო­დი, რომ გარ­შე­მო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

მარ­თლაც ბევ­რი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი. მალე და­ი­წყო ქვე­ბის სრო­ლა და და­ძა­ბუ­ლო­ბა თან­და­თან მა­ტუ­ლობ­და. მე ვი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტზე ჩემს კო­ლე­გებ­თან ერეზ­ში, რათა გა­მე­გო, თუ რა ხდე­ბო­და იქ - რად­გან რე­ა­ლუ­რად, ის იყო ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლი.

შუ­ა­დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის ცრემლსა­დენ აირს უშ­ვებ­დნენ და რე­ზი­ნის ტყვი­ებს ის­როდ­ნენ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, იქ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვებს ის­როდ­ნენ. ასე­თი იყო ასო­ბით კი არა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი. ოფის­ში დავ­რე­კე და შე­ვა­ტყო­ბი­ნე, რომ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი­თა და ცრემლსა­დე­ნი აი­რით და­ახ­ლო­ე­ბით, 40 ადა­მი­ა­ნი იყო და­შა­ვე­ბუ­ლი. ჩარლზ­მა მი­თხრა - "სცა­დე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და გად­მოგ­ზავ­ნე."

  • ტყვი­ე­ბის წვი­მა

რო­დე­საც მე­ო­რე ინ­ტერ­ვი­უს ვწერ­დი, სრო­ლა და­ი­წყო. კა­მე­რა შტა­ტი­ვი­დან ავი­ღე და მხარ­ზე და­ვი­დე. და­ვი­წყე გა­და­ად­გი­ლე­ბა ხან მარ­ჯვნივ, ხან მარ­ცხნივ, რათა და­მე­ნა­ხა, ვინ ის­რო­და. ვინ, ვის და რა­ტომ ეს­რო­და ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. ვცა­დე, რომ დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი იმი­ტომ, რომ გარ­შე­მო ტყვი­ე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ. მარ­ცხე­ნა მხა­რეს ფურ­გო­ნი და­ვი­ნა­ხე და მას ამო­ვე­ფა­რე. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი მო­ვი­და და ისი­ნიც ფურ­გონს ამო­ე­ფარ­ნენ. იმ მო­მენ­ტში ბიჭი და კაცი არ და­მი­ნა­ხავს. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და დაჭ­რი­ლე­ბი მიჰ­ყავ­დათ.

ტყვი­ე­ბის ხმა­ში არა­ვის ხმის გა­გო­ნე­ბა არ შე­მეძ­ლო. სი­ტუ­ა­ცია სულ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბო­და. იყო სრო­ლა და ძა­ლი­ან ბევ­რი და­შა­ვე­ბუ­ლი. მე მარ­თლა შე­მე­შინ­და, მი­წა­ზე სის­ხლი იყო, ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­ბოდ­ნენ, ძირს ეცე­მოდ­ნენ, არ იცოდ­ნენ სა­ი­დან ის­როდ­ნენ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ და­მალ­ვას ცდი­ლობ­დნენ. დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი და არ ვი­ცო­დი, რა უნდა მექ­ნა - გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა გა­და­ღე­ბა, თუ გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი.

  • "მე ჯი­უ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ"

მე ჯი­უ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და დავ­რჩი. ჩარლზ­მა და­რე­კა და მკი­თხა - "თა­ლალ ჩა­ფხუ­ტი გაქვს? დამ­ცა­ვი ჟი­ლე­ტი გაც­ვია?" ის კარ­გად მიც­ნობ­და და იცო­და, რომ არ ვა­ტა­რებ­დი ჩა­ფხუტ­სა და დამ­ცავ ჟი­ლეტს - ძა­ლი­ან მძი­მეა. მიყ­ვი­რო­და, თუ რა­ტომ არ ჩა­ვიც­ვი. მარ­თლა გავ­გიჟ­დი, რად­გან ამის მოს­მე­ნა არ მინ­დო­და და ვუ­თხა­რი: "მე საფრ­თხე­ში ვარ, გთხოვ, ჩარლზ, თუ რა­ი­მე და­მე­მარ­თე­ბა, იზ­რუ­ნე ჩემს ოჯახ­ზე", შემ­დეგ კი ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე.

იმ მო­მენ­ტში ჩემს ოჯახ­ზე ვფიქ­რობ­დი, ჩემს გო­გო­ნებ­ზე, ჩემს ბიჭ­ზე, ჩემს ცოლ­ზე და ასე­ვე სა­კუ­თარ თავ­ზე. სიკ­ვდი­ლის სუნს ვგრძნობ­დი. ყო­ველ წამს ვა­მოწ­მებ­დი თავს, ხომ არ დავ­შავ­დი.

  • კე­დელ­თან მი­მა­ლუ­ლი მამა-შვი­ლი

ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა, რო­მე­ლიც ჩემ გვერ­დით იმა­ლე­ბო­და, თქვა, ისი­ნი მათ­კენ ის­ვრი­ან. ვკი­თხე, თუ ვის­კენ ის­როდ­ნენ და იმ მო­მენ­ტში და­ვი­ნა­ხე კაცი და ბიჭი კე­დელ­თან იმა­ლე­ბოდ­ნენ, კაცი ხელს აქ­ნევ­და და რა­ღა­ცას ამ­ბობ­და. ტყვი­ე­ბი მათ­კენ მი­დი­ო­და, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, სა­ი­დან ის­როდ­ნენ. სა­დაც კაცი იყო მის­გან მარ­ჯვნივ ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი და პა­ლეს­ტი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი იყ­ვნენ. ამ ად­გი­ლის წინ ის­რა­ე­ლის ბაზა იყო. რისი გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო?! ქუ­ჩას ვერ გა­და­ვი­ვი­ლი­დი. ის იყო ძა­ლი­ან ფარ­თო, ტყვი­ე­ბი კი წვი­მა­სა­ვით მო­დი­ო­და. ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე.

ჩემ გვერ­დით მყო­ფი ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ყვი­როდ­ნენ და იმ მო­მენ­ტში კა­მე­რა­ში და­ვი­ნა­ხე, რომ ბიჭი და­შავ­და, შემ­დეგ კი მა­მა­კა­ციც და­იჭ­რა, მაგ­რამ ის კვლავ იქ­ნევ­და ხელს და ყვი­რო­და, დახ­მა­რე­ბას და სრო­ლის შე­ჩე­რე­ბას ითხოვ­და. ჩემ გვერ­დით მყო­ფი ბი­ჭე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­შვი­დე­ბას ვცდი­ლობ­დი.

გა­და­ღე­ბა მო­მი­წია, ეს ჩემი სამ­სა­ხუ­რია. მე იქ იმის­თვის არ ვყო­ფილ­ვარ, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე მეზ­რუ­ნა. არის ერთი წესი: სუ­რა­თი არ არის სი­ცო­ცხლე­ზე ღი­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, მე ვცა­დე სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა, ვცა­დე იმ ბი­ჭის და მისი მა­მის დაც­ვა, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ტყვი­ე­ბი წვიმ­და და ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა. შემ­დეგ გა­ვი­გო­ნე "ბუუმ" და ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რი კვამ­ლით აივ­სო.

აფეთ­ქე­ბამ­დე ბიჭი და­შა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი. რო­დე­საც კვამ­ლი გა­ი­ფან­ტა, და­ვი­ნა­ხე ბიჭი მა­მის კალ­თა­ში, კაცი აღარ მოძ­რა­ობ­და, ბიჭს კი მუც­ლი­დან სის­ხლი სდი­ო­და. ვხე­დავ­დი, რო­გორც ცდი­ლობ­დნენ ამ ად­გი­ლას შე­მოს­ვლას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებ­დნენ, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო.

რო­დე­საც კვამ­ლი გა­ი­ფან­ტა, და­ვი­ნა­ხე ბიჭი მა­მის კალ­თა­ში, კაცი აღარ მოძ­რა­ობ­და, ბიჭს კი მუც­ლი­დან სის­ხლი სდი­ო­და

რო­დე­საც სრო­ლა შე­წყდა, ჩემ გვერ­დით მყო­ფი ბი­ჭე­ბი გა­ი­ფანტნენ, ზოგი მარ­ჯვნივ გა­იქ­ცა, ზოგი, მარ­ცხნივ.

სა­ბო­ლო­ოდ, ერთი სას­წრა­ფო შე­მო­ვი­და და ბიჭი და კაცი წა­იყ­ვა­ნა. მძღოლს და­ვუს­ტვი­ნე, მან და­მი­ნა­ხა და სვლა შე­ა­ნე­ლა. ვკი­თხე, შე­მეძ­ლო თუ არა მათ­თან ერ­თად წას­ვლა, რა­ზეც უარი მი­ვი­ღე. მალე მეც წა­ვე­დი. ჩემს მან­ქა­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით, 7 წუთი დამ­ჭირ­და. რო­დე­საც მივ­დი­ო­დი, ჩემი კო­ლე­გა და­ვი­ნა­ხე სხვა სა­ა­გენ­ტო­დან.

ვკი­თხე მას თუ რამ­დე­ნი და­შავ­და, რამ­დე­ნი და­ი­ღუ­პა. მი­თხრა, რომ სამი გარ­დაც­ვლი­ლი იყო და მე მი­ვუ­გე - "თუ შენ სამ გარ­დაც­ვლილ­ზე სა­უბ­რობ, და­ა­მა­ტე მას კი­დევ ორი, ისი­ნი კე­დელ­თან და­ხო­ცეს", - ვუ­თხა­რი და ვაჩ­ვე­ნე, რაც გა­და­ვი­ღე და მან ყვი­რი­ლი და­ი­წყო: "ო, არა, ო, არა, ეს ჯე­მა­ლი და მისი ვაჟი მუ­ჰა­მე­დია, ისი­ნი ბა­ზარ­ში იყ­ვნენ, ღმერ­თო ჩემო, ღმერ­თო ჩემო", - ამ­ბობ­და ის. ვკი­თხე, "შენ მას იც­ნობ­დი?" და მან მი­პა­სუ­ხა: - "მე მის დაზე ვარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი."

რო­დე­საც ოფის­ში მი­ვე­დი სა­ო­ცა­რი სი­ჩუ­მე იყო, ხმას არა­ვინ იღებ­და. ბო­ლოს ჩარლზ­მა და­ი­წყო: "კარ­გი, თა­ლალ, მე ვფიქ­რობ, რომ შენ დას­ვე­ნე­ბა გჭირ­დე­ბა, იმი­ტომ რომ ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ სხვას არ გა­და­უ­ღია?" და მე ვუ­თხა­რი, რომ ეს მე გა­და­ვი­ღე და შე­ეძ­ლოთ გა­უშ­ვათ ექ­სკლუ­ზი­უ­რად France 2-სთვის. შემ­დეგ სახ­ლში დავ­ბრუნ­დი.

  • კა­მე­რა არ იტყუ­ე­ბა

კად­რე­ბი ეთერ­ში იმ სა­ღა­მოს 8:00 სა­ათ­ზე გა­ვი­და. შემ­დეგ ჩარლზ­მა და­მი­რე­კა და ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად გა­მომ­კი­თხა. ადა­მი­ა­ნე­ბი გან­მარ­ტე­ბებს ითხოვ­დნენ. პა­რიზ­ში მა­ღა­ლი რან­გის პი­რებ­მა და­მი­წყეს კი­თხვე­ბის დას­მა და ყვე­ლა მათ­განს ვუ­პა­სუ­ხე, ვი­ცო­დი, რომ ჩარლ­ზი მენ­დო­ბო­და და იცო­და, თუ ვინ ვარ მე. მე არ ვარ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი.

ძა­ლი­ან ბევ­რი ისა­უბ­რეს ამ ვი­დე­ოს შე­სა­ხებ. ამ­ბობ­დნენ, რომ ის იყო ყალ­ბი. ზო­გი­ერ­თის თქმით, სა­ერ­თოდ არ იცოდ­ნენ სად იყო ეს ტე­რი­ტო­რია. იყო უამ­რა­ვი კი­თხვა და გა­მო­ძი­ე­ბა ჩემ­თან და ვი­დე­ოს ნამ­დვი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მე მათ­თვის მქონ­და ერთი პა­სუ­ხი - "კა­მე­რა არ იტყუ­ე­ბა." ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მე ვერა, მაგ­რამ ჩემი პრფე­სია და­ა­ზა­რა­ლეს. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ჩემი რე­ლი­გი­აა, ჩემი ენაა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას არ აქვს სა­ზღვრე­ბი და მტკი­ვა, როცა ეს პრო­ფე­სია ზი­ან­დე­ბა.

  • ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლო

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ისიც მკი­თხა, თუ რამ­დე­ნად გავ­ყიდ­დი ამ კად­რებს, მაგ­რამ France 2-ისა და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ეს კად­რე­ბი უფა­სოდ გაგ­ვევ­რცე­ლე­ბი­ნა. ჩვენ არ გა­მო­ვი­მუ­შა­ვებთ ფულს ბავ­შვე­ბის სის­ხლით.

ამ ვი­დე­ოს­თვის უამ­რა­ვი ჯილ­დო მი­ვი­ღე. მარ­თლა არ ვიცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ფიქ­რობ­დეს, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამის დად­გმა. ამ საქ­მე­ში სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­მარ­ჯვეთ და ცხა­დია და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ არა­ფე­რი იყო დად­გმუ­ლი. ამ საქ­მის მო­გე­ბა ჩვე­ნი ღირ­სე­ბის სა­კი­თხი იყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BMW
5

ჩვენ კიდევ დათრგუნვა გვინდა?

ნინია 29 წლის
18

ღმერთო დიდებულო, რა საცოდაობაა!!!

სული შემეკრა.

რამდენი უდანაშაულო ადამიანი ეწირება ამ მასონების პოხონდრიებსა და ინტერესებს!!!

საცოდავები, გული გამისკდა ეს ფოტო რომ ვნახე

ავტორი:

ოპერატორი: "დაიჭრა, მაგრამ კვლავ იქნევდა ხელს, სროლის შეჩერებას, შვილის გადარჩენას ითხოვდა" - ღაზაში მამა-შვილის სიკვდილის სულისშემძვრელი კადრის ისტორია

ოპერატორი: "დაიჭრა, მაგრამ კვლავ იქნევდა ხელს, სროლის შეჩერებას, შვილის გადარჩენას ითხოვდა" - ღაზაში მამა-შვილის სიკვდილის სულისშემძვრელი კადრის ისტორია

ჟურნალისტები და ოპერატორები მთელი მსოფლიოდან ყოველ დღე გვარწმუნებენ, თუ რამდენად სახიფათო და სარისკოა ეს პროფესიები და რამდენად დიდ გამბედაობას მოითხოვს. ისინი ყველაზე ცხელ წერტილებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიდიან და დანარჩენ სამყაროს შექმნილ ვითარებაზე უყვებიან.

პალესტინელი ოპერატორი თალალ აბუ რაჰმაც ყველაზე გამბედავების რიცხვს მიეკუთვნება. 2000 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ ღაზაში მის მიერ გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა და ალბათ, ძნელად მოიპოვება ემოციურად ისე მძიმედ სანახვი ვიდეო, რომელიც თალალმა გადაიღო.

სალადინის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოში წვიმების ტყვიაში მოყოლილი კაცი თავის 12 წლის ვაჟთან ერთად ჩანს. ჩანს, თუ როგორ ცდილობს მამა შვილის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ.

კადრები France 2-ის ეთერში გავიდა, არხზე, სადაც ოპერატორი მუშაობდა. როგორც "ალჯაზირა" წერს, ისრაელის მთავრობა შეეცადა ეჭვქვეშ დაეყენებინა ვიდეოს ავთენტურობა და ისრაელის სამხედროებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღეს. გამოცემის ცნობით, 2013 წლამდე ვიდეოს ნამდვილობის შესახებ საფრანგეთის სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. სასამართლომ საბოლოოდ არხი და ოპერატორი გაამართლა. სასამართლომ ფილიპ კარსენტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა და რომელიც ვიდეოს დადგმაში ადანაშაულებდა ოპერატორს, ცილისწამებისთვის 7000 ევროთი დააჯარიმა.

"არის ერთი წესი: სურათი არ არის სიცოცხლეზე ღირებული. მაგრამ დამიჯერეთ, მე ვცადე საკუთარი თავის დაცვა, მე ვცადე იმ ბიჭის და მისი მამის დაცვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო"

თალალ აბუ რაჰმას, რომელიც ოპერატორთან ერთად ჟურნალისტიცაა, თავისი საქმიანობისთვის არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, ამჟამად ოჯახთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. 2017 წელს მას ღაზაში ჩასვლა აეკრძალა.

თალალი ზემოთ აღნიშნული კადრის გადაღებიდან ოცი წლის შემდეგ, იმ უმძიმეს დღეს იხსენებს. ოპერატორისა და ჟურნალისტის მონათრხობს "ალჯაზირა" აქვეყნებს.

"წინა დღით იერუსალიმში, France 2-ის ოფისში ვიყავი. პარასკევს დილის 10:00 საათისთვის არხის იერუსალიმის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჩარლზ ენდერლინმა დამირეკა და მითხრა - "მანქანას გიგზავნი, სწრაფად უნდა დაბრუნდე ღაზაში, რადგან იქ სიტუაცია ძალიან, ძალიან ცუდია."

ამგვარად დავბრუნდი ღაზაში. ჩარლზმა კვლავ დამირეკა და მკითხა, თუ როგორი სიტუაცია იყო. მე ვუთხარი: "ღაზაში სიმშვიდეა, არაფერი ხდება". მან კი მიპასუხა: "კარგი, მაგრამ ყურადღებით იყავი, თუ რამე მოხდება, შემატყობინე, წადი და გადაიღე".

დაახლოებით შუადღის 4:00 საათამდე არაფერი მომხდარა. პარასკევი იყო. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცეცხლი ჩანდა, მაგრამ ღაზა ნამდვილად მშვიდი იყო.

თვალყურს ვადევნებდით სიტუაციას და მე, როგორც ჟურნალისტმა ვიცოდი, რომ შაბათს დილით ღაზაში დემონსტრაცია გაიმართებოდა. იმ დროისთვის იქ იყო სამი ყველაზე მგრძნობიარე წერტილი - ერთი ერეზთან, ერთი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში და მესამე სალადინის ქუჩაზე.

  • არეულობა სალადინის ქუჩაზე

დღეს ბევრი მეკითხება, რატომ გადავწყვიტე სალადინის ქუჩაზე წასვლა. იმიტომ, რომ ეს იყო შუა ნაწილში, თუ რაიმე მოხდებოდა ერეზში, ან სხვაგან, სალადინიდან სწრაფად მივიდოდი. ჩემ მსგავსად ყველა ჟურნალისტმა იცოდა რა მოხდებოდა შაბათ დილით. დაახლოებით დილის 7:00 საათზე წავედი. ვიცოდი, რომ გარშემო უამრავი ადამიანი იქნებოდა.

მართლაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მალე დაიწყო ქვების სროლა და დაძაბულობა თანდათან მატულობდა. მე ვიყავი კონტაქტზე ჩემს კოლეგებთან ერეზში, რათა გამეგო, თუ რა ხდებოდა იქ - რადგან რეალურად, ის იყო ყველაზე ცხელი წერტილი.

შუადღის პირველი საათისთვის ცრემლსადენ აირს უშვებდნენ და რეზინის ტყვიებს ისროდნენ, მაგრამ ამავდროულად, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვებს ისროდნენ. ასეთი იყო ასობით კი არა, ათასობით ადამიანი. ოფისში დავრეკე და შევატყობინე, რომ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით დაახლოებით, 40 ადამიანი იყო დაშავებული. ჩარლზმა მითხრა - "სცადე ინტერვიუების ჩაწერა და გადმოგზავნე."

  • ტყვიების წვიმა

როდესაც მეორე ინტერვიუს ვწერდი, სროლა დაიწყო. კამერა შტატივიდან ავიღე და მხარზე დავიდე. დავიწყე გადაადგილება ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, რათა დამენახა, ვინ ისროდა. ვინ, ვის და რატომ ესროდა ნამდვილად არ ვიცოდი. ვცადე, რომ დავმალულიყავი იმიტომ, რომ გარშემო ტყვიები დაფრინავდნენ. მარცხენა მხარეს ფურგონი დავინახე და მას ამოვეფარე. შემდეგ რამდენიმე ბავშვი მოვიდა და ისინიც ფურგონს ამოეფარნენ. იმ მომენტში ბიჭი და კაცი არ დამინახავს. სასწრაფო დახმარების მანქანები მოდიოდნენ და დაჭრილები მიჰყავდათ.

ტყვიების ხმაში არავის ხმის გაგონება არ შემეძლო. სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. იყო სროლა და ძალიან ბევრი დაშავებული. მე მართლა შემეშინდა, მიწაზე სისხლი იყო, ადამიანები გარბოდნენ, ძირს ეცემოდნენ, არ იცოდნენ საიდან ისროდნენ, ისინი უბრალოდ დამალვას ცდილობდნენ. დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა - გამეგრძელებინა გადაღება, თუ გავქცეულიყავი.

  • "მე ჯიუტი ჟურნალისტი ვარ"

მე ჯიუტი ჟურნალისტი ვარ და დავრჩი. ჩარლზმა დარეკა და მკითხა - "თალალ ჩაფხუტი გაქვს? დამცავი ჟილეტი გაცვია?" ის კარგად მიცნობდა და იცოდა, რომ არ ვატარებდი ჩაფხუტსა და დამცავ ჟილეტს - ძალიან მძიმეა. მიყვიროდა, თუ რატომ არ ჩავიცვი. მართლა გავგიჟდი, რადგან ამის მოსმენა არ მინდოდა და ვუთხარი: "მე საფრთხეში ვარ, გთხოვ, ჩარლზ, თუ რაიმე დამემართება, იზრუნე ჩემს ოჯახზე", შემდეგ კი ტელეფონი გავთიშე.

იმ მომენტში ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი, ჩემს გოგონებზე, ჩემს ბიჭზე, ჩემს ცოლზე და ასევე საკუთარ თავზე. სიკვდილის სუნს ვგრძნობდი. ყოველ წამს ვამოწმებდი თავს, ხომ არ დავშავდი.

  • კედელთან მიმალული მამა-შვილი

ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელიც ჩემ გვერდით იმალებოდა, თქვა, ისინი მათკენ ისვრიან. ვკითხე, თუ ვისკენ ისროდნენ და იმ მომენტში დავინახე კაცი და ბიჭი კედელთან იმალებოდნენ, კაცი ხელს აქნევდა და რაღაცას ამბობდა. ტყვიები მათკენ მიდიოდა, მაგრამ ვერ მივხვდი, საიდან ისროდნენ. სადაც კაცი იყო მისგან მარჯვნივ ისრაელის ჯარისკაცები და პალესტინის უსაფრთხოების ძალები იყვნენ. ამ ადგილის წინ ისრაელის ბაზა იყო. რისი გაკეთება შემეძლო?! ქუჩას ვერ გადავივილიდი. ის იყო ძალიან ფართო, ტყვიები კი წვიმასავით მოდიოდა. ვერაფერი გავაკეთე.

ჩემ გვერდით მყოფი ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ, ყვიროდნენ და იმ მომენტში კამერაში დავინახე, რომ ბიჭი დაშავდა, შემდეგ კი მამაკაციც დაიჭრა, მაგრამ ის კვლავ იქნევდა ხელს და ყვიროდა, დახმარებას და სროლის შეჩერებას ითხოვდა. ჩემ გვერდით მყოფი ბიჭებისა და საკუთარი თავის დამშვიდებას ვცდილობდი.

გადაღება მომიწია, ეს ჩემი სამსახურია. მე იქ იმისთვის არ ვყოფილვარ, რომ საკუთარ თავზე მეზრუნა. არის ერთი წესი: სურათი არ არის სიცოცხლეზე ღირებული. მაგრამ დამიჯერეთ, მე ვცადე საკუთარი თავის დაცვა, ვცადე იმ ბიჭის და მისი მამის დაცვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

ტყვიები წვიმდა და ძალიან სახიფათო იყო ქუჩის გადაკვეთა. შემდეგ გავიგონე "ბუუმ" და ყველაფერი თეთრი კვამლით აივსო.

აფეთქებამდე ბიჭი დაშავებული იყო, მაგრამ ცოცხალი. როდესაც კვამლი გაიფანტა, დავინახე ბიჭი მამის კალთაში, კაცი აღარ მოძრაობდა, ბიჭს კი მუცლიდან სისხლი სდიოდა. ვხედავდი, როგორც ცდილობდნენ ამ ადგილას შემოსვლას სასწრაფო დახმარების მანქანები, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგანაც ძალიან სახიფათო იყო.

როდესაც კვამლი გაიფანტა, დავინახე ბიჭი მამის კალთაში, კაცი აღარ მოძრაობდა, ბიჭს კი მუცლიდან სისხლი სდიოდა

როდესაც სროლა შეწყდა, ჩემ გვერდით მყოფი ბიჭები გაიფანტნენ, ზოგი მარჯვნივ გაიქცა, ზოგი, მარცხნივ.

საბოლოოდ, ერთი სასწრაფო შემოვიდა და ბიჭი და კაცი წაიყვანა. მძღოლს დავუსტვინე, მან დამინახა და სვლა შეანელა. ვკითხე, შემეძლო თუ არა მათთან ერთად წასვლა, რაზეც უარი მივიღე. მალე მეც წავედი. ჩემს მანქანამდე მისასვლელად დაახლოებით, 7 წუთი დამჭირდა. როდესაც მივდიოდი, ჩემი კოლეგა დავინახე სხვა სააგენტოდან.

ვკითხე მას თუ რამდენი დაშავდა, რამდენი დაიღუპა. მითხრა, რომ სამი გარდაცვლილი იყო და მე მივუგე - "თუ შენ სამ გარდაცვლილზე საუბრობ, დაამატე მას კიდევ ორი, ისინი კედელთან დახოცეს", - ვუთხარი და ვაჩვენე, რაც გადავიღე და მან ყვირილი დაიწყო: "ო, არა, ო, არა, ეს ჯემალი და მისი ვაჟი მუჰამედია, ისინი ბაზარში იყვნენ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო", - ამბობდა ის. ვკითხე, "შენ მას იცნობდი?" და მან მიპასუხა: - "მე მის დაზე ვარ დაქორწინებული."

როდესაც ოფისში მივედი საოცარი სიჩუმე იყო, ხმას არავინ იღებდა. ბოლოს ჩარლზმა დაიწყო: "კარგი, თალალ, მე ვფიქრობ, რომ შენ დასვენება გჭირდება, იმიტომ რომ ეს დაუჯერებელია. დარწმუნებული ხარ, რომ სხვას არ გადაუღია?" და მე ვუთხარი, რომ ეს მე გადავიღე და შეეძლოთ გაუშვათ ექსკლუზიურად France 2-სთვის. შემდეგ სახლში დავბრუნდი.

  • კამერა არ იტყუება

კადრები ეთერში იმ საღამოს 8:00 საათზე გავიდა. შემდეგ ჩარლზმა დამირეკა და ყველაფერი დეტალურად გამომკითხა. ადამიანები განმარტებებს ითხოვდნენ. პარიზში მაღალი რანგის პირებმა დამიწყეს კითხვების დასმა და ყველა მათგანს ვუპასუხე, ვიცოდი, რომ ჩარლზი მენდობოდა და იცოდა, თუ ვინ ვარ მე. მე არ ვარ მიკერძოებული ჟურნალისტი.

ძალიან ბევრი ისაუბრეს ამ ვიდეოს შესახებ. ამბობდნენ, რომ ის იყო ყალბი. ზოგიერთის თქმით, საერთოდ არ იცოდნენ სად იყო ეს ტერიტორია. იყო უამრავი კითხვა და გამოძიება ჩემთან და ვიდეოს ნამდვილობასთან დაკავშირებით და მე მათთვის მქონდა ერთი პასუხი - "კამერა არ იტყუება." ამ ადამიანებმა მე ვერა, მაგრამ ჩემი პრფესია დააზარალეს. ჟურნალისტიკა ჩემი რელიგიაა, ჩემი ენაა, ჟურნალისტიკას არ აქვს საზღვრები და მტკივა, როცა ეს პროფესია ზიანდება.

  • ღირსების სასამართლო

რამდენიმე ადამიანმა ისიც მკითხა, თუ რამდენად გავყიდდი ამ კადრებს, მაგრამ France 2-ისა და ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს კადრები უფასოდ გაგვევრცელებინა. ჩვენ არ გამოვიმუშავებთ ფულს ბავშვების სისხლით.

ამ ვიდეოსთვის უამრავი ჯილდო მივიღე. მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის დადგმა. ამ საქმეში საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ცხადია დავამტკიცეთ, რომ არაფერი იყო დადგმული. ამ საქმის მოგება ჩვენი ღირსების საკითხი იყო.

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის

რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველად, ქალი დანიშნა - "გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისთვის კარი გაიღო"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"