სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა
სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

სკო­ლა "ოპი­ზას" და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლეს ორ­შა­ბათს, 5 ოქ­ტომ­ბერს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. მისი სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ბე­ბი­აა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, შავ­ლეგ ურუ­შა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის კლა­სი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და.

"მოს­წავ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი ორ­შა­ბათს, 5 ოქ­ტომ­ბერს და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც ოჯა­ხის ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა გვი­თხრა, მისი ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო წყა­რო ბე­ბი­აა. მოს­წავ­ლის შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და დამ­რი­გე­ბე­ლი, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან. თუმ­ცა, თა­ვად მას სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. 1-ელ სექ­ტემ­ბერს მო­ვი­და, რო­დე­საც სწავ­ლა და­ი­წყო.

პა­რას­კევს არ ყო­ფი­ლა, შა­ბათ-კვი­რას დას­ვე­ნე­ბა და­ემ­თხვა და ორ­შა­ბათს უკვე პა­სუ­ხი იყო. შა­ბათს ვირუ­სი მის ბე­ბი­ას და­უდ­გინ­და. რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ მათ ოჯახ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, ბავ­შვებს ვთხო­ვეთ, მა­საც გა­ევ­ლო ტეს­ტი­რე­ბა და პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრია ჩარ­თუ­ლი და მათი მხრი­დან რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც გვაქვს, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას, ეს კლა­სი გა­და­სუ­ლია ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე და კი­დევ მე­ექ­ვსე კლა­სი. რე­ა­ლუ­რად, ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გვქონ­და, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს იყო, მშობ­ლებ­მა გვთხო­ვეს, ეს კლა­სიც სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­სუ­ლი­ყო“ , -აღ­ნიშ­ნავს შავ­ლეგ ურუ­შა­ძე.

რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, ინ­ფი­ცი­რე­ბულ მოს­წავ­ლეს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან პირ­და­პი­რი, უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მშობ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით ბავ­შვებს მა­ინც ჩა­უ­ტა­რონ ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა.

"შე­საძ­ლოა, მშობ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი ნე­ბით ჩა­უ­ტა­რეს ბავ­შვებს ტეს­ტი­რე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, თუმ­ცა, ალ­ბათ, მშობ­ლე­ბი ჩა­უ­ტა­რებ­დნენ, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ“, - აცხა­დებს ურუ­შა­ძე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სკო­ლა „ოპი­ზა­ში“ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მუდ­მი­ვად ტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სკო­ლის ოთა­ხი და­ი­ლუ­ქა და დე­ზინ­ფექ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში ჩა­ტარ­და.

რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე თავს კარ­გად გრძნობს და კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რა­ი­მე სიმპტო­მი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

"მოს­წავ­ლეს PCR ტეს­ტი­რე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბია, მხო­ლოდ ე.წ. სწრა­ფი ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დღეს ვე­სა­უბ­რე და თავს კარ­გად გრძნობს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­გან რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვე­ლო­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­წყვე­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გვაქვს. თუ რო­მე­ლი­მე კლა­სი შე­თან­ხმდე­ბა ან მშობ­ლე­ბის­გან იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სიმ­შვი­დის გამო, ჩვენ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას დავ­თან­ხმდე­ბით. ჩვენ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კვლე­ვაც ჩა­ვა­ტა­რეთ.

ვი­ნა­ი­დან, მოს­წავ­ლეს არც გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და და არც ბევრ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, არ არის სა­პა­ნი­კო მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ სწავ­ლა შევ­წყვი­ტოთ. თუმ­ცა, ჩვენ მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს მოს­წავ­ლე­ებ­თან, თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს რა­ი­მე სიმპტო­მი გა­მო­უვ­ლინ­დე­ბა ან ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დე­ბა, უფრო სე­რი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ვა­ტა­რებთ. სკო­ლა ვიქ­ნე­ბით ინი­ცი­ა­ტო­რი, რომ მათ­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ მოს­წავ­ლე, პირ­ველ ეტაპ­ზე სწრაფ ტეს­ტი­რე­ბა­ზე შე­მოწ­მდეს და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, უფრო სიღ­რმი­სე­ულ PCR კვლე­ვა­ზეც", -გა­ნა­ცხა­და შავ­ლეგ ურუ­შა­ძემ.

ავტორი:

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს ორშაბათს, 5 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექტორმა, შავლეგ ურუშაძემ განუცხადა, მომხდარი ფაქტის გამო, დაინფიცირებული მოსწავლის კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

"მოსწავლეს კორონავირუსი ორშაბათს, 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. როგორც ოჯახის ეპიდემიოლოგმა გვითხრა, მისი ინფიცირების სავარაუდო წყარო ბებიაა. მოსწავლის შესაძლო კონტაქტები, მოსწავლეები და დამრიგებელი, თვითიზოლაციაში არიან. თუმცა, თავად მას სიმპტომები არ აღენიშნება. 1-ელ სექტემბერს მოვიდა, როდესაც სწავლა დაიწყო.

პარასკევს არ ყოფილა, შაბათ-კვირას დასვენება დაემთხვა და ორშაბათს უკვე პასუხი იყო. შაბათს ვირუსი მის ბებიას დაუდგინდა. როდესაც გავიგეთ, რომ მათ ოჯახში ინფიცირებული იყო, ბავშვებს ვთხოვეთ, მასაც გაევლო ტესტირება და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური სამსახური, დაავადებათა კონტროლის ცენტრია ჩართული და მათი მხრიდან რა რეგულაციებიც გვაქვს, ვითვალისწინებთ.

რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, ეს კლასი გადასულია ონლაინ სწავლებაზე და კიდევ მეექვსე კლასი. რეალურად, ამის ვალდებულება არ გვქონდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საკლასო ოთახები ერთმანეთთან ახლოს იყო, მშობლებმა გვთხოვეს, ეს კლასიც სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასულიყო“ , -აღნიშნავს შავლეგ ურუშაძე.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, ინფიცირებულ მოსწავლეს თანაკლასელებთან პირდაპირი, უშუალო კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა, შესაძლოა, მშობლებმა თავიანთი სურვილით ბავშვებს მაინც ჩაუტარონ ვირუსზე ტესტირება.

"შესაძლოა, მშობლებმა თავიანთი ნებით ჩაუტარეს ბავშვებს ტესტირება. ჯერჯერობით კონკრეტული მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, ალბათ, მშობლები ჩაუტარებდნენ, რადგან ბუნებრივია, შეშინებულები იქნებოდნენ“, - აცხადებს ურუშაძე.

მისი განმარტებით, სკოლა „ოპიზაში“ სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად ტარდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლის ოთახი დაილუქა და დეზინფექცია განსაკუთრებულ პირობებში ჩატარდა.

როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, ინფიცირებული სკოლის მოსწავლე თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.

"მოსწავლეს PCR ტესტირება არ ჩატარებია, მხოლოდ ე.წ. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. დღეს ვესაუბრე და თავს კარგად გრძნობს. სპეციალისტებისგან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან რეკომენდაციებს ველოდებით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეწყვეტის ვალდებულება არ გვაქვს. თუ რომელიმე კლასი შეთანხმდება ან მშობლებისგან იქნება მოთხოვნა, მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდის გამო, ჩვენ ონლაინ სწავლებას დავთანხმდებით. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე კვლევაც ჩავატარეთ.

ვინაიდან, მოსწავლეს არც გამოვლენილი სიმპტომები ჰქონდა და არც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, არ არის საპანიკო მდგომარეობა, რომ სწავლა შევწყვიტოთ. თუმცა, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსწავლეებთან, თუ რომელიმე მათგანს რაიმე სიმპტომი გამოუვლინდება ან ვირუსი დაუდასტურდება, უფრო სერიოზულ ღონისძიებებს გავატარებთ. სკოლა ვიქნებით ინიციატორი, რომ მათთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი ყველა პიროვნება, მასწავლებელი თუ მოსწავლე, პირველ ეტაპზე სწრაფ ტესტირებაზე შემოწმდეს და თუ საჭირო გახდება, უფრო სიღრმისეულ PCR კვლევაზეც", -განაცხადა შავლეგ ურუშაძემ.

საგარეჯოსა და ყვარლის სოფლებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს

კახეთში ჭურვი ვენახში ჩამოვარდა - "მთავარი არხი"

"მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ ნიკა რურუა და ნინო კალანდაძე, რა ვქნათ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო" - ისტორიკოსები დავით გარეჯის საქმეზე