საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ ნიკა რურუა და ნინო კალანდაძე, რა ვქნათ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო" - ისტორიკოსები დავით გარეჯის საქმეზე
"მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ ნიკა რურუა და ნინო კალანდაძე, რა ვქნათ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო" - ისტორიკოსები დავით გარეჯის საქმეზე

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრის შე­თან­ხმე­ბის საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას და­კა­ვე­ბას ის­ტო­რი­კო­სე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი Ambebi.ge -სთან სა­უ­ბარ­ში კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს და მი­იჩ­ნევს, რომ მათი და­კა­ვე­ბა სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის.

"ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ში მუ­შა­ობ­და ეს კო­მი­სია. და­ზუს­ტე­ბით არ ვიცი ვინ რა და­ა­შა­ვა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ამას, მაგ­რამ ერთი რამ შე­მიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით გი­თხრათ - ამ კო­მი­სის მუ­შა­ო­ბის ფარ­გლებ­ში, 2011 წელს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­და­კე­ტეს უდაბ­ნოს­კენ მი­მა­ვა­ლი გზა.

თუ ვინ­მეს არ ახ­სოვს, შე­მიძ­ლია გა­ვახ­სე­ნო - რო­გორ იდ­გნენ ბა­ტო­ნი ნიკა რუ­რუა და ქალ­ბა­ტო­ნი ნინო კა­ლან­და­ძე და რო­გორ გვიმ­ტკი­ცებ­დნენ, რა ვქნათ ბა­ტო­ნო, ეს არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რია, რო­გორც ტაო-კლარ­ჯე­თია თურ­ქე­თის, ისე უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიო, რაც არის ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
14:22 / 07-10-2020

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა

17:49 / 07-10-2020

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

19:02 / 07-10-2020

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს - ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია" - საქართველოს ელჩი დანიაში

13:46 / 08-10-2020

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი შე­თან­ხმე­ბა მა­შინ ამა­ზე ვერ შედ­გა, რად­გან გა­რე­ჯის მო­ნას­ტრის ბე­რებ­მა ერთი ამ­ბა­ვი ატა­ხეს. ამ კო­მი­სი­ის დიდი და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუ მან გა­მო­ი­ყე­ნა ისე­თი რუ­კე­ბი, სა­დაც უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მოქ­ცე­უ­ლი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს რა­საც ეტყოდ­ნენ, არ გა­ა­კე­თებ­დნენ და რაც მო­უ­ვი­დო­დათ, კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ.

ეჭვი მაქვს, რომ მათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უბ­რძა­ნა ამის გა­კე­თე­ბა და ისი­ნიც და­თან­ხმდნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ სა­დაო ტე­რი­ტო­რი­ას, ყვე­ლა ას­პექ­ტში, ის­ტო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი, და­ვით გა­რე­ჯი არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია", - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბა, რომ მათ რუ­კის ალ­ბო­მებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გავ­ლე­ბი­სას გან­ზრახ გა­მო­ი­ყე­ნეს ისე­თი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და სა­მარ­თლებ­რი­ვად არ ემ­ყა­რე­ბო­და და არ ასა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას მის კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს მთე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­აჩ­ნდათ 1937-1938 წლე­ბის 1:200 000-იანი მას­შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კის დე­და­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის წევ­რებს უმა­ლავ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე, რათა არ მო­ეხ­დი­ნათ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კის დე­და­ნი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში იპო­ვეს. კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბა საქ­მე­ში კარ­ტოგ­რა­ფე­ბის ჩარ­თვას შე­ე­ხე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით: ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გე­ო­დე­ზი­უ­რი და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი რუ­კე­ბი და სხვა მა­სა­ლე­ბი, ამის სა­ფუძ­ველ­ზე კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის ამ­სახ­ვე­ლი რუ­კის ალ­ბო­მე­ბი შე­ედ­გი­ნათ. ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კი მათ არ ჩა­ა­ტა­რეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვლე­ვე­ბი და პრო­ცეს­ში არ ჩარ­თეს კარ­ტოგ­რა­ფი­ის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

ის­ტო­რი­კო­სი მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე ამ­ბობს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვე­ბის პრო­ცეს­ში არც ის­ტო­რი­კო­სე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, რაც და­უშ­ვე­ბე­ლი იყო.

"კარ­ტოგ­რა­ფებ­მა უნდა შე­ა­ფა­სონ, რო­მე­ლი რუკა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, 1938 წლის, თუ უფრო გვი­ან­დე­ლი. თუ ამ კო­მი­სი­ას კარ­ტოგ­რა­ფე­ბი არ ჰყავ­და ჩარ­თუ­ლი ამ სა­კი­თხებ­ში, ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. ამ სა­კი­თხებს კარ­ტოგ­რა­ფის გარ­და ვე­რა­ვინ გა­არ­კვევს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ისა­უბ­რო სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ა­ზე, თუ არ ჰკი­თხე აზრი კარ­ტოგ­რა­ფებს, რომ­ლე­ბიც ამ რუ­კას შე­ა­ფა­სე­ბენ. მე ვიცი, რომ კო­მი­სი­ის წევ­რებს ის­ტო­რი­კო­სე­ბი არ ჰყავ­დათ ჩარ­თუ­ლი ამ სა­მუ­შა­ო­ებ­ში და თუ კარ­ტოგ­რა­ფე­ბიც არ იყ­ვნენ, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმუ­შაო რუ­კა­ზე“ - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მხოლოდ საქართველოსთვის
205

ოთხმეზურიდან და მისი ყოფილი მეუღლე მარიკა ლორთქიფანიძისგან ბევრი ისტორიის ფალსიფიკაცია ახსოვს ერს, მათ შორის ისიც რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ პეტრე გრუზინსკი ბაგრატიონი არ იყო, მაგრამ ყური არ გაიბერტყეს (პირიქით) სვეტიცხოველში სანამ არ დაასაფლავეს თავს იკლავდნენ ,,,,, მათ კისერზე ბევრი საქართველოს ისტორიის ცოდვაა. მხოლოდ იმ პერიოდისთვის და იმ ხელისუფლებისთვის მოქმედებდნენ/მოქმეფდებენ როგორც საჭირო იყო. ძალიან ცუდია ამის თქმა რომ გვიწევს მაგრამ უნდა ვთქვათ,,,,,,

ჰა?
89

ერთი რუკა იყო მხოლოდ და ისიც იმ რუს ქალს ჰქონდა?

რაღაც ბუნდოვანი სიტუაციაა. "договорняк"- ს ჰგავს. ვნახოთ აბა თუ დაგვიბრუნა აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია ამ რუკის საფუძველზე.

შეიძლება კი დააბრუნოს რუკის უმისოდაც, თუ ყარაბაღის ომი მოიგო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ ნიკა რურუა და ნინო კალანდაძე, რა ვქნათ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო" - ისტორიკოსები დავით გარეჯის საქმეზე

"მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ ნიკა რურუა და ნინო კალანდაძე, რა ვქნათ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო" - ისტორიკოსები დავით გარეჯის საქმეზე

პროკურატურის მიერ აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ისტორიკოსები ეხმაურებიან.

გიორგი ოთხმეზური Ambebi.ge -სთან საუბარში კომისიის მუშაობის საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მათი დაკავება საფუძველს მოკლებული არ არის.

"ძალიან საეჭვო გარემოებებში მუშაობდა ეს კომისია. დაზუსტებით არ ვიცი ვინ რა დააშავა, გამოძიება დაადგენს ამას, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - ამ კომისის მუშაობის ფარგლებში, 2011 წელს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს უდაბნოსკენ მიმავალი გზა.

თუ ვინმეს არ ახსოვს, შემიძლია გავახსენო - როგორ იდგნენ ბატონი ნიკა რურუა და ქალბატონი ნინო კალანდაძე და როგორ გვიმტკიცებდნენ, რა ვქნათ ბატონო, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, როგორც ტაო-კლარჯეთია თურქეთის, ისე უდაბნოს მონასტერი არის აზერბაიჯანის შემადგენლობაშიო, რაც არის ყოვლად დაუშვებელი.

სახელმწიფოებრივი შეთანხმება მაშინ ამაზე ვერ შედგა, რადგან გარეჯის მონასტრის ბერებმა ერთი ამბავი ატახეს. ამ კომისიის დიდი დანაშაული იქნება, თუ მან გამოიყენა ისეთი რუკები, სადაც უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული. წინა ხელისუფლების დროს რასაც ეტყოდნენ, არ გააკეთებდნენ და რაც მოუვიდოდათ, კარგად მოგეხსენებათ.

ეჭვი მაქვს, რომ მათ წინა ხელისუფლებამ უბრძანა ამის გაკეთება და ისინიც დათანხმდნენ. რაც შეეხება ამ სადაო ტერიტორიას, ყველა ასპექტში, ისტორიული იქნება, კულტურული, რელიგიური თუ პოლიტიკური, დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია", - ამბობს ისტორიკოსი.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება, რომ მათ რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

უწყების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში იპოვეს. კიდევ ერთი ბრალდება საქმეში კარტოგრაფების ჩართვას შეეხება. პროკურატურის ვერსიით: ბრალდებულები ვალდებული იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, ამის საფუძველზე კი საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები შეედგინათ. ამის საწინააღმდეგო კი მათ არ ჩაატარეს აუცილებელი კვლევები და პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.

ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კვლევების პროცესში არც ისტორიკოსები იყვნენ ჩართულები, რაც დაუშვებელი იყო.

"კარტოგრაფებმა უნდა შეაფასონ, რომელი რუკა უნდა გამოვიყენოთ, 1938 წლის, თუ უფრო გვიანდელი. თუ ამ კომისიას კარტოგრაფები არ ჰყავდა ჩართული ამ საკითხებში, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამ საკითხებს კარტოგრაფის გარდა ვერავინ გაარკვევს.

როგორ შეიძლება ისაუბრო საზღვრის დემარკაციაზე, თუ არ ჰკითხე აზრი კარტოგრაფებს, რომლებიც ამ რუკას შეაფასებენ. მე ვიცი, რომ კომისიის წევრებს ისტორიკოსები არ ჰყავდათ ჩართული ამ სამუშაოებში და თუ კარტოგრაფებიც არ იყვნენ, ეს წარმოუდგენელია. ამ სპეციალისტების გარეშე როგორ შეიძლება იმუშაო რუკაზე“ - აცხადებს AMBEBI.GE -სთან მიხეილ ბახტაძე.

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა