სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე
"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლი­მი­ტა­ცია-დეკ­რა­მა­ცი­ის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თა­მარ სუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას და­კა­ვე­ბა არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­მარ სუ­ლა­ძემ დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­თან გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ქვეყ­ნის­თვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და. ამას­თან, რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე აღ­ნიშ­ნავს, მისი ქმა­რი მის ლიკ­ვი­და­ცი­ა­საც არ გა­მო­რი­ცხავ­და.

"რა თქმა უნდა, არ აღი­ა­რებს. რუქა და­მა­ლუ­ლიო, და­მა­ლულს თა­რო­ზე რა­ტომ და­დებ­და. რა თქმა უნდა, ამა­თი არ მჯე­რა, იმი­ტომ რომ კარ­გად ვიც­ნობ ჩემ მე­უღ­ლეს და ვიცი რო­გო­რია, ის მარ­თლა გუ­ლით პატ­რი­ო­ტია, საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნიც არის, რომ არ შე­ე­შა­ლოს, თუ შეც­დო­მებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. სულ ეძებ­დნენ არ­ქი­ვებ­ში, რი­თაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დნენ და მე­ო­რე მხა­რეს­თან რა­ღაც "კო­ზი­რი" ექ­ნე­ბო­დათ.

თქვენ თავს და­უს­ვით კი­თხვა, თქვენ რომ ამ საქ­მე­ში იყოთ, თქვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ რა­ტომ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას? ამ­ბობ­და, აბ­სურ­დუ­ლი სა­კი­თხია და ალ­ბათ მალე გა­ირ­კვე­ვაო. ვფიქ­რობ­დით, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო თემა იყო და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ჩერ­დე­ბი­ა­ნო.

ასევე დაგაინტერესებთ
14:22 / 07-10-2020

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა

19:01 / 07-10-2020

"ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია..." - ადვოკატის თქმით, დაკავებული მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს

19:02 / 07-10-2020

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს - ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია" - საქართველოს ელჩი დანიაში

20:16 / 07-10-2020

"მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ ნიკა რურუა და ნინო კალანდაძე, რა ვქნათ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო" - ისტორიკოსები დავით გარეჯის საქმეზე

ჩემი მე­უღ­ლე პარ­ტი­უ­ლი არ არის, მაგ­რამ ვინც აინ­ტე­რე­სებთ, იმას­თან რომ მი­ვიდ­ნენ, ვი­ღა­ცას უნდა გა­და­უ­ა­რონ. ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და უნ­დათ, არ­ჩევ­ნე­ბის წინ ხალ­ხს და­ა­ნა­ხონ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს მოხ­და ეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" უნ­დო­დათ ჩვე­ნი მი­წე­ბი გა­ე­ყი­დათ, "ოც­ნე­ბა" მო­ვე­დით თქვენს საშ­ვე­ლად, ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ქვე­ყა­ნა­სო და ისეთ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი არაა, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჯე­როს.

რა თქმა უნდა, ეს არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა და ეს ხალ­ხი შე­ე­წი­რა ამას, ეს ხალ­ხი ამის გამო გა­წი­რეს. დად­გმუ­ლი დიდი სპექ­ტაკ­ლი იყო, კარ­გად ვი­ცით ვინც დგამს და ზე­მოთ ვინც არის, ვინ აკე­თებს ასეთ სი­ბინ­ძუ­რე­ებს, როცა ასეთ რა­მეს ჩა­უშ­ლი, გა­პა­ტი­ე­ბენ?არა, მო­გი­ცი­ლე­ბენ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ისიც მი­თხრა, შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­მეც მოხ­დეს და სა­ერ­თოდ მო­მი­ცი­ლო­ნო. მკვლე­ლო­ბას არ ელო­და, მაგ­რამ თქვა, არც ეგ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რად­გან ამათ ფაქ­ტობ­რი­ვად ხელს ვუშ­ლი იმა­ში რაც თვე­ე­ბის წინ დად­გეს, როცა კო­მი­სია შეც­ვა­ლე­სო.

კო­მი­სი­ა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, არ ვიცი, იქ­ნებ სხვე­ბიც და­ა­კა­ვონ, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი მან­ჯგა­ლა­ძე იყო, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, მის ზე­მოთ მი­ნის­ტრი, ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იყო, უფრო ზე­მოთ პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. ამათ დო­ნე­ზე არ წყდე­ბა არც გა­და­ცე­მა, არც გად­მო­ცე­მა. თუ რა­ღაც შეც­დო­მა იყო, ალ­ბათ, ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ამას მი­ხე­დავ­დნენ.

გუ­შინ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ვუს­მი­ნე, ვი­ნა­ი­დან, ეს ძა­ლი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე იყო, ეს პირ­ვე­ლი პი­რე­ბის დო­ნე­ზე უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო, ამი­ტომ ეს საქ­მე პრე­ზი­დენტს გა­და­ვე­ცი­თო. თუ მი­შას გა­დას­ცეს და ეს სა­კი­თხი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად უნდა გა­და­ე­წყვი­ტა, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი რა შუ­ა­ში არი­ან", -გა­ნა­ცხა­და სუ­ლა­ძემ.

ამ წუ­თებ­ში, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ივე­რი მე­ლაშ­ვილ­თან მისი ად­ვო­კა­ტი იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
211

არ იყო მაგ წლებში ზურაბიშვილი უკვე

ilo
364

მიშას შეეკითხეთ რატომ გაყიდა ყულევი 9 წლის განმავლობაში რატომ ვერ მოაგვარა გარეჯი მის კოლეგა ალიევთან შეკითხვები კიდევ ბევრია

ავტორი:

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დეკრამაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება არჩევნებს უკავშირდება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თამარ სულაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორთან განუცხადა. მისივე თქმით, ივერი მელაშვილი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ამასთან, როგორც დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, მისი ქმარი მის ლიკვიდაციასაც არ გამორიცხავდა.

"რა თქმა უნდა, არ აღიარებს. რუქა დამალულიო, დამალულს თაროზე რატომ დადებდა. რა თქმა უნდა, ამათი არ მჯერა, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ ჩემ მეუღლეს და ვიცი როგორია, ის მართლა გულით პატრიოტია, საკმაოდ ჭკვიანიც არის, რომ არ შეეშალოს, თუ შეცდომებზე ლაპარაკობენ. სულ ეძებდნენ არქივებში, რითაც ჩვენი ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მეორე მხარესთან რაღაც "კოზირი" ექნებოდათ.

თქვენ თავს დაუსვით კითხვა, თქვენ რომ ამ საქმეში იყოთ, თქვენი ქვეყნის საზიანოდ რატომ მიიღებთ გადაწყვეტილებას? ამბობდა, აბსურდული საკითხია და ალბათ მალე გაირკვევაო. ვფიქრობდით, რომ წინასაარჩევნო თემა იყო და არჩევნების შემდეგ გაჩერდებიანო.

ჩემი მეუღლე პარტიული არ არის, მაგრამ ვინც აინტერესებთ, იმასთან რომ მივიდნენ, ვიღაცას უნდა გადაუარონ. ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებენ და უნდათ, არჩევნების წინ ხალხს დაანახონ, "ნაციონალების" დროს მოხდა ეს, "ნაციონალებს" უნდოდათ ჩვენი მიწები გაეყიდათ, "ოცნება" მოვედით თქვენს საშველად, ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანასო და ისეთმა ადამიანმა, რომელიც ამ საქმეში ჩახედული არაა, შეიძლება დაიჯეროს.

რა თქმა უნდა, ეს არჩევნებს უკავშირდება და ეს ხალხი შეეწირა ამას, ეს ხალხი ამის გამო გაწირეს. დადგმული დიდი სპექტაკლი იყო, კარგად ვიცით ვინც დგამს და ზემოთ ვინც არის, ვინ აკეთებს ასეთ სიბინძურეებს, როცა ასეთ რამეს ჩაუშლი, გაპატიებენ?არა, მოგიცილებენ. ჩემმა მეუღლემ ისიც მითხრა, შეიძლება სხვა რამეც მოხდეს და საერთოდ მომიცილონო. მკვლელობას არ ელოდა, მაგრამ თქვა, არც ეგ არის გამორიცხული, რადგან ამათ ფაქტობრივად ხელს ვუშლი იმაში რაც თვეების წინ დადგეს, როცა კომისია შეცვალესო.

კომისიაში ბევრი ადამიანი იყო, არ ვიცი, იქნებ სხვებიც დააკავონ, კომისიის თავმჯდომარე გიორგი მანჯგალაძე იყო, მინისტრის მოადგილე, მის ზემოთ მინისტრი, ახლანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, უფრო ზემოთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ამათ დონეზე არ წყდება არც გადაცემა, არც გადმოცემა. თუ რაღაც შეცდომა იყო, ალბათ, ზემდგომი თანამდებობის პირები ამას მიხედავდნენ.

გუშინ სალომე ზურაბიშვილს ვუსმინე, ვინაიდან, ეს ძალიან პოლიტიკური საქმე იყო, ეს პირველი პირების დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო, ამიტომ ეს საქმე პრეზიდენტს გადავეცითო. თუ მიშას გადასცეს და ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად უნდა გადაეწყვიტა, კომისიის წევრები რა შუაში არიან", -განაცხადა სულაძემ.

ამ წუთებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ივერი მელაშვილთან მისი ადვოკატი იმყოფება.

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ...ეგ პრობლემა არ არის“ - შს მინისტრი ბადრი ესებუას შესახებ

"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა