პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხის კედლები ვერ მაღიარებინებს იმას, რაც არ გამიკეთებია" - რა წერს ციხიდან დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია
"ციხის კედლები ვერ მაღიარებინებს იმას, რაც არ გამიკეთებია" - რა წერს ციხიდან დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია

და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან წე­რილს უგ­ზავ­ნის.

სა­ა­გენ­ტოს­თვის მი­წე­რილ წე­რილ­ში მი­ხე­ილ კა­ლან­დია აცხა­დებს, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ში ყვე­ლა და­მარ­ცხე­ბუ­ლია იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ ვის რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა.

კა­ლან­დია ასე­ვე იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის იმე­დი არ აქვს და ის სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში იბ­რძო­ლებს.

"პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი იმას, რომ ად­რინ­დე­ლი­დან არა­ფე­რი არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლი­ლა, თავს ვგრძნობ მხნედ, რა თქმა უნდა, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბით ვარ ისევ. ძი­რი­თა­დად, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ ჩემი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბით, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე გო­ნებ­რი­ვად. ძი­რი­თა­დად ვვარ­ჯი­შობ, ვსწავ­ლობ და ვკი­თხუ­ლობ. სწავ­ლის საქ­მე­ე­ბიც კარ­გად მი­დის. პირ­ვე­ლი კურ­სი დავ­ხუ­რე წარ­მა­ტე­ბით.

ბუ­ნებ­რი­ვია, ნა­ფიქ­რი ნამ­დვი­ლად ბევ­რი მაქვს ამ ამ­ბავ­ზე. დას­კვნე­ბიც გა­მო­მაქვს და ვიცი, რომ ასაკ­თან ერ­თად უფრო მეტ დას­კვნას გა­მო­ვი­ტან.

პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ იმას, რომ რთუ­ლია ამ ამ­ბით ცხოვ­რე­ბა და ავ­ხსნი, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ. არ ვი­ძა­ხი, რომ ვინ­მეს სიკ­ვდილ­ში რამე წვლი­ლი მი­მი­ძღვის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ ვის რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ამ ამ­ბავ­ში, თვი­თონ ფაქ­ტი არის მომ­ხდა­რი ძა­ლი­ან მძი­მე და ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გია დამ­დგა­რი. ჩემ­თვის ამას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და ვფიქ­რობ, რომ ასე იქ­ნე­ბა ყვე­ლა ამ საქ­მის ფი­გუ­რან­ტის­თვის. კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამ იმას, რომ არ აქვს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვის რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა, ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა და­მარ­ცხე­ბუ­ლია“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

მი­სი­ვე თქმით, ნა­წყე­ნი არ არის თა­ვის დე­ი­დაშ­ვილ­ზე - სან­დრო სუ­ბე­ლი­ან­ზე, რომ­ლის და­სახ­მა­რებ­ლა­დაც ის 51-ე სკო­ლა­ში მი­ვი­და და აცხა­დებს, რომ არც მომ­ხდარს აბ­რა­ლებს მის დე­ი­დაშ­ვილს. მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით­ვე, დღეს 2017 წლის პირ­ვე­ლი დე­კემ­ბე­რი რომ იყოს, მის დე­ი­დაშ­ვილს და­სახ­მა­რებ­ლად ისევ გაჰ­ყვე­ბო­და.

"ნა­წყე­ნი არ ვარ არა­ვის­ზე, მი­თუ­მე­ტეს ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­ზე. ჩვენ ერ­თად ვართ გაზ­რდი­ლე­ბი ძმე­ბი­ვით და იმის გა­ჭირ­ვე­ბა, ჩემი გა­ჭირ­ვე­ბა­ცაა და პი­რი­ქით. ამი­ტომ მომ­ხდარ ამ­ბავს არ ვაბ­რა­ლებ არა­ვის, მი­თუ­მე­ტეს სან­დროს...აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ყვე­ბო­დი, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად, სხვა გზას ვი­პო­ვი­დი კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბო­დი“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

მი­სი­ვე თქმით, თუკი, მის საქ­მეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს, აღ­ნიშ­ნულ ინ­სტან­ცი­ას გა­ნა­ჩე­ნი წი­ნას­წარ ექ­ნე­ბა და­წე­რი­ლი.

"პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში არა­ნა­ი­რი იმე­დი არ მაქვს, რომ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ჩემს სი­მარ­თლეს და­ვამ­ტკი­ცებ. წი­ნას­წარ ვიცი, რომ თუ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო ჩემს საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს, გა­ნი­ხი­ლავს ზუს­ტად ისე­ვე ფორ­მა­ლუ­რად, რო­გორც ეს ქნეს სა­ა­პე­ლა­ციო და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, თუ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო და­ი­წყებს ჩემი საქ­მის გან­ხილ­ვას, მათ წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი გა­ნა­ჩე­ნი ექ­ნე­ბათ, რის შემ­დე­გაც აუ­ცი­ლებ­ლად მივ­მარ­თავ სტრას­ბურგს, სა­დაც, რა თქმა უნდა, შევ­ძლებ ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას, ეს გარ­და­უ­ვა­ლია და ამ­ხე­ლა საქ­მე­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვად ასე­თი დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე­ზე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

მი­სი­ვე თქმით, მკვლე­ლო­ბას, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია, არას­დროს აღი­ა­რებს.

"ბრალს არ ვა­ღი­ა­რებ და არც არას­დროს ვა­ღი­ა­რებ. ცი­ხის კედ­ლე­ბი ვერ მა­ღი­ა­რე­ბი­ნებს იმას, რაც მე არ გა­მი­კე­თე­ბია. ყვე­ლა­ფერს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო და­ამ­ტკი­ცებს“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დია 2019 წლის 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით 11 წელი და 3 თვე შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. გა­ნა­ჩე­ნი დაც­ვის მხა­რემ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

ავტორი:

"ციხის კედლები ვერ მაღიარებინებს იმას, რაც არ გამიკეთებია" - რა წერს ციხიდან დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია

"ციხის კედლები ვერ მაღიარებინებს იმას, რაც არ გამიკეთებია" - რა წერს ციხიდან დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია "ინტერპრესნიუსს“ პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს უგზავნის.

სააგენტოსთვის მიწერილ წერილში მიხეილ კალანდია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეში ყველა დამარცხებულია იმის მიუხედავად, თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება.

კალანდია ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულების იმედი არ აქვს და ის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იბრძოლებს.

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადრინდელიდან არაფერი არსებითად არ შეცვლილა, თავს ვგრძნობ მხნედ, რა თქმა უნდა, საბრძოლო განწყობით ვარ ისევ. ძირითადად, დაკავებული ვარ ჩემი თავის განვითარებით, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ძირითადად ვვარჯიშობ, ვსწავლობ და ვკითხულობ. სწავლის საქმეებიც კარგად მიდის. პირველი კურსი დავხურე წარმატებით.

ბუნებრივია, ნაფიქრი ნამდვილად ბევრი მაქვს ამ ამბავზე. დასკვნებიც გამომაქვს და ვიცი, რომ ასაკთან ერთად უფრო მეტ დასკვნას გამოვიტან.

პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ რთულია ამ ამბით ცხოვრება და ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. არ ვიძახი, რომ ვინმეს სიკვდილში რამე წვლილი მიმიძღვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ამბავში, თვითონ ფაქტი არის მომხდარი ძალიან მძიმე და ძალიან ცუდი შედეგია დამდგარი. ჩემთვის ამასთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ ასე იქნება ყველა ამ საქმის ფიგურანტისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ ამბავში ყველა დამარცხებულია“, - აცხადებს კალანდია.

მისივე თქმით, ნაწყენი არ არის თავის დეიდაშვილზე - სანდრო სუბელიანზე, რომლის დასახმარებლადაც ის 51-ე სკოლაში მივიდა და აცხადებს, რომ არც მომხდარს აბრალებს მის დეიდაშვილს. მსჯავრდებულის თქმითვე, დღეს 2017 წლის პირველი დეკემბერი რომ იყოს, მის დეიდაშვილს დასახმარებლად ისევ გაჰყვებოდა.

"ნაწყენი არ ვარ არავისზე, მითუმეტეს ჩემს დეიდაშვილზე. ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები ძმებივით და იმის გაჭირვება, ჩემი გაჭირვებაცაა და პირიქით. ამიტომ მომხდარ ამბავს არ ვაბრალებ არავის, მითუმეტეს სანდროს...აუცილებლად გავყვებოდი, მაგრამ სხვანაირად, სხვა გზას ვიპოვიდი კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ დახმარებით აუცილებლად დავეხმარებოდი“, - აცხადებს კალანდია.

მისივე თქმით, თუკი, მის საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს, აღნიშნულ ინსტანციას განაჩენი წინასწარ ექნება დაწერილი.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოს პირობებში არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ეროვნულ დონეზე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. წინასწარ ვიცი, რომ თუ უზენაესი სასამართლო ჩემს საქმეს განიხილავს, განიხილავს ზუსტად ისევე ფორმალურად, როგორც ეს ქნეს სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ უზენაესი სასამართლო დაიწყებს ჩემი საქმის განხილვას, მათ წინასწარ დაწერილი განაჩენი ექნებათ, რის შემდეგაც აუცილებლად მივმართავ სტრასბურგს, სადაც, რა თქმა უნდა, შევძლებ ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ეს გარდაუვალია და ამხელა საქმეზე სამართლებრივად ასეთი დიდი მნიშვნელობის საქმეზე დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო ძალიან კრიტიკული იქნება სახელმწიფოს მიმართ“, - აცხადებს კალანდია.

მისივე თქმით, მკვლელობას, რომელიც არ ჩაუდენია, არასდროს აღიარებს.

"ბრალს არ ვაღიარებ და არც არასდროს ვაღიარებ. ციხის კედლები ვერ მაღიარებინებს იმას, რაც მე არ გამიკეთებია. ყველაფერს სტრასბურგის სასამართლო დაამტკიცებს“, - აცხადებს კალანდია.

შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. განაჩენი დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა

გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები მოზარდის მპოვნელს, ან ბავშვზე ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემენ