სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ წარმომედგინა, რომ თოხს ავიღებდი და მიწასთან ვიმუშავებდი, მაგრამ ამ საქმემ გამიტაცა" - ცნობილი ექიმის 40-წლიანი მეურნეობა კოტორაანთკარში
"ვერ წარმომედგინა, რომ თოხს ავიღებდი და მიწასთან ვიმუშავებდი, მაგრამ ამ საქმემ გამიტაცა" - ცნობილი ექიმის 40-წლიანი მეურნეობა კოტორაანთკარში

მი­წის, ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ცნო­ბილ ექიმს, პრო­ფე­სორს, კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ ან­ზორ მე­ლი­ას ბავ­შვო­ბი­დან მოს­დევს. უკვე 40 წე­ლი­წა­დია, თბი­ლის­თან ახ­ლოს, კო­ტო­რა­ანთკარ­ში თა­ვის გა­შე­ნე­ბულ ბაღ-ბოს­ტანს უვ­ლის. ბა­ტო­ნი ან­ზო­რის მი­წის მი­მართ გა­მორ­ჩე­ულ სიყ­ვა­რულ­სა და დიდ სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბა­ში მას­თან სა­უბ­რი­სას რწმუნ­დე­ბი. ცნო­ბი­ლი ექი­მი თა­ვად გვი­ამ­ბობს, რო­გორც და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი...

- 40 წლის წინ, რო­დე­საც "ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში" ვმუ­შა­ობ­დი, მე­ბა­ღე­ო­ბის ნაკ­ვე­თე­ბი დაგ­ვი­რი­გეს თა­ნამ­შრომ­ლებს. ჩვენ უმე­ტე­სად მთავ­რო­ბას, ბი­უ­როს წევ­რებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით და ასე აღ­მოვ­ჩნდით სა­გუ­რა­მო­დან 6 კი­ლო­მეტრში... სა­კავ­ში­რო სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ამ წყნე­თი და­ი­წუ­ნა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის­თვის სა­გუ­რა­მო შე­ირ­ჩა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი და რად­გან ამ ნო­მენკლა­ტუ­რას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით, 75 თა­ნამ­შრო­მე­ლიც მოვ­ხვდით სი­ა­ში. სტან­დარ­ტულ 600 კვმ ფარ­თობ­ზე უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს, ასე­ვე სტან­დარ­ტუ­ლი სახ­ლე­ბი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. კლი­ნი­კის წამ­ყვან ნევ­რო­პა­თო­ლოგ ქალ­ბა­ტონ მთვა­რი­სას მე­უღ­ლე ნო­დარ ჩხო­ლა­რია გამ­წვა­ნე­ბის ტრეს­ტის მმარ­თვე­ლი გახ­ლდათ. მან მან­ქა­ნა მო­ა­ყე­ნა და ამ 75 ადა­მი­ანს ნერ­გე­ბი ჩა­მოგ­ვი­რი­გა. ასე გაჩ­ნდა ჩემს ნაკ­ვეთ­ში პირ­ვე­ლი ნერ­გე­ბი და, პრაქ­ტი­კუ­ლად, "ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის" და­სახ­ლე­ბა კო­ტო­რა­ანთკარ­ში.

მგო­ნი, ყვე­ლა ქარ­თველ­შია ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი. მა­ნამ­დე ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ თოხს და ბარს ხელ­ში ავი­ღებ­დი და მი­წას­თან ვი­მუ­შა­ვებ­დი, მაგ­რამ ამ საქ­მემ გა­მი­ტა­ცა - 600 კვმ მი­წის ფარ­თო­ბი 1200 გახ­და, მერე - 2000, 4000 და ნელ-ნელა გავ­ზარ­დე სა­ბა­ღე და სა­ბოსტნე ნაკ­ვე­თი, სა­დაც დღეს 500 ჯი­შის სხვა­დას­ხვა ხე­ხი­ლი ხა­რობს, არის ვე­ნა­ხი და 600 ჯი­შის ვარ­დი, მყავს 100 ფრთა ქა­თა­მიც.

- ბრო­ი­ლე­რის ჯი­შია?

- მეგ­რუ­ლა - ასე ეძა­ხი­ან. კვერ­ცხისმდებ­ლე­ბი არი­ან. წე­ლი­წად­ში თითო 350 კვერ­ცხს დებს. ექ­ვსი ძრო­ხა მყავ­და. მათ­გან ორი შვე­დუ­რი იყო, მაგ­რამ ძრო­ხებს სე­რი­ო­ზუ­ლი მოვ­ლა უნდა. ბაღს ავუ­დი­ვარ, მაგ­რამ ძრო­ხებს გვერ­დი­დან ვერ მოს­ცილ­დე­ბი, სხვა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, მე კი რთუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი მაქვს, ამი­ტომ მათ­თვის ხალ­ხი ავიყ­ვა­ნე. ხელ­ფას­საც ვუხ­დი­დი, ჩემ­თან ვა­ცხოვ­რებ­დი, ვაჭ­მევ­დი, ვას­მევ­დი... გარ­დაბ­ნის ქარ­ხნი­დან ძრო­ხე­ბის­თვის ტომ­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი საკ­ვე­ბი მომ­ქონ­და. მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტიც მო­ვიყ­ვა­ნე, რო­მელ­მაც იმ ხალ­ხს მეგ­რუ­ლი წე­სით სულ­გუ­ნის ამოყ­ვა­ნა ას­წავ­ლა, მაგ­რამ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შა­ო­ბა არა­ვის უნდა... მათი უგუ­ლო და უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ძრო­ხე­ბის კა­პი­კე­ბად გა­ყიდ­ვა მო­მიხ­და, არა­და, თითო 2.000 ლა­რად მყავ­და ნა­ყი­დი. მეც გავ­წვალ­დი და ძრო­ხე­ბიც მე­ცო­დე­ბოდ­ნენ - სა­თა­ნა­დოდ არ უვ­ლიდ­ნენ, თან, რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, პრო­დუქ­ცი­ა­საც მპა­რავ­დნენ. იმის თქმა მინ­და, რომ სოფ­ლად მუ­შა­ო­ბა თით­ქმის არა­ვის უნდა, არა­და, ადრე სო­ფე­ლი ძლი­ე­რი იყო, თავ­საც ინა­ხავ­და და ქა­ლაქ­საც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა სახე და ფუნ­ქცია და­კარ­გა. ვხე­დავ, ხალ­ხს რომ შია, სი­გა­რე­ტის ფული არა აქვს, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა მა­ინც არ უნ­დათ, ამი­ტომ ისევ თვი­თონ მი­წევს შრო­მა. დამ­ხმა­რე ხალ­ხი მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას მომ­ყავს, რომ­ლებ­საც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე თავ­ზე ვად­გა­ვარ... ყვე­ლა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ია­რა­ღი და ტექ­ნი­კა მაქვს - თოხი და ცელი ბენ­ზინ­ზე, პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რე­ბი და რა ვქნა, და­ნარ­ჩენს თვი­თონ ვუვ­ლი. ცოტა ხნის წინ ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა სან­დრომ - თხა მინ­დაო და ორი მო­ვიყ­ვა­ნე, მეგ­რუ­ლი ჯი­შის, მაგ­რამ ბავ­შვს არ ვა­კა­რებ - ირ­ქი­ნე­ბი­ან, თუმ­ცა შო­რი­დან რომ უყუ­რებს, უხა­რია და ბედ­ნი­ე­რია. კურ­დღლე­ბიც მთხო­ვა და ულა­მა­ზე­სი კურ­დღლე­ბი მო­ვუყ­ვა­ნე. ასე შრო­მა-შრო­მა­ში ვერ­თო­ბი და ჩემს მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბას ვა­ტა­რებ.

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლა­ფერს თან­და­თან სწავ­ლო­ბენ. თქვენც გა­ტყობთ, ბევ­რი რამ ის­წავ­ლეთ, მაგ­რამ მა­ნამ­დე თუნ­დაც თქვე­ნი სოფ­ლი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქონ­დათ?

- რა თქმა უნდა, მქონ­და. 8 კლა­სი ზუგ­დიდ­ში და­ვამ­თავ­რე. ოჯახს მი­წის ნაკ­ვე­თიც გვქონ­და. დედა მე­ურ­ნე­ო­ბის მთა­ვა­რი აგ­რო­ნო­მი იყო, მამა - ჩაის ფაბ­რი­კის დი­რექ­ტო­რი. მე და ჩემს ძმას გვა­ვა­ლებ­დნენ - ეს და­ბა­რეთ და გა­თოხ­ნე­თო. ძრო­ხაც გვყავ­და და ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის­კენ გამ­ყავ­და... შრო­მას დე­დამ შეგ­ვაჩ­ვია, თა­ნაც მე­ლია რომ ვარ, ბუ­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის­თა­ვად მაქვს. პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ჩვენ­თან მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ფულს მჩუქ­ნიდ­ნენ, მე­ო­რე დღეს კი გავ­რბო­დი და 3 მა­ნე­თად კარ­გა მოზ­რდილ წი­წი­ლებს ვყი­დუ­ლობ­დი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი არც ახლა გამ­ნე­ლე­ბია და ამი­ტომ არის, ამ­დე­ნი ფრინ­ვე­ლი და ცხო­ვე­ლი რომ მყავს. ჩემი ქათ­მე­ბი დღე­ში 40-45 ცალ კვერ­ცხს დე­ბენ და სა­მე­ზობ­ლოს, სა­ნა­თე­სა­ვოს ვუ­რი­გებ. აბა, სად უნდა წა­ვი­ღო ამ­დე­ნი?!

- თქვე­ნი შვი­ლი ნიკა არ გეხ­მა­რე­ბათ?

- მაგ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რი ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლია. პრო­ფე­სი­ით ექი­მია და თან - ძა­ლი­ან მე­ო­ჯა­ხეა. ნიკა პა­ტა­რა­ო­ბა­ში მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ახლა არ სცა­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, სან­დრო, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლია ჩემ გვერ­დით და ის მეხ­მა­რე­ბა. მა­საც ბა­ბუ­ა­სა­ვით მი­წის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აქვს და ყვე­ლა­ფე­რი იცის. ამას წი­ნათ დე­და­მისს ხახ­ვი უნ­დო­და. სად არის, რომ ამო­ვი­ღო და მო­ვი­ტა­ნოო, იკი­თხა და სან­დრო გაჰ­ყვა, აჩ­ვე­ნა, მი­ეხ­მა­რა, თან რა­ღა­ცებ­საც უხ­სნი­და... სან­დრო ან­ზორს მე­ძა­ხის და მე­უბ­ნე­ბა, მე ექი­მი ვიქ­ნე­ბი და შენს კლი­ნი­კას ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლებ, შენ რომ მთა­ში იქ­ნე­ბიო. მოკ­ლედ, მშრო­მე­ლი ბიჭი დე­კემ­ბერ­ში 6 წლის ხდე­ბა. მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე: "სად მი­დი­ხარ, ან­ზორ?" "ქათ­მე­ბი უნდა და­ვამ­წყვდიო", - ვპა­სუ­ხობ. "მეც გა­მოგ­ყვე­ბი, მარ­ტო რო­გორ უნდა წახ­ვი­დე?!" - მე­უბ­ნე­ბა და მომ­ყვე­ბა...

- თქვე­ნი მე­უღ­ლეც შრო­მობს ბაღ­ში?

- ჩემი მე­უღ­ლე ვარ­დებს უვ­ლის. ვარ­დის 600 ძი­რი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კო­ლექ­ცი­ოა. მა­თაც დიდი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა.მე­უბ­ნე­ბი­ან, სპორ­ტუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბიო. იმ­ხე­ლა ეზო მაქვს და იმ­დენს ავდი-ჩავ­დი­ვარ, რა გა­მა­სუ­ქებს?! არც ვე­წე­ვი, არც ვსვამ.

- რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს?

- კარ­გია, რო­დე­საც ბაღი გაქვს, ხე­ხი­ლი, მა­რადმწვა­ნე და დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, მაგ­რამ ამას დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა.სულ ვამ­ბობ, რომ ცო­დოა გლე­ხი. რო­გორ უძ­ლებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ამ­დე­ნი რა­მის შე­ძე­ნას - შე­სა­წამ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ხსნა­რე­ბი ძვი­რი ღირს და ამ 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავ, რომ მათი ფასი თან­და­თან იზ­რდე­ბა, რო­გორც აფ­თი­აქ­ში წამ­ლე­ბის... გლე­ხი ამინდსაც უყუ­რებს, აკ­ვირ­დე­ბა, სე­ტყვა არ მო­ვი­დეს, ან გვალ­ვის­გან და­იც­ვას და გა­და­არ­ჩი­ნოს თა­ვი­სი მო­სა­ვა­ლი...

მე ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან დავ­დი­ო­დი, კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვი­ღებ­დი, რო­დის რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. "სამ­თო ქი­მი­ა­ში" ბა­ტონ ნუგ­ზარ შენ­გე­ლი­ას­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი ავით­ვი­სე. ხე­ხილ­თან ვარ­დე­ბი მაქვს ჩარ­გუ­ლი და რო­გორც კი ვარ­დებს ფოთ­ლებ­ზე რა­ღა­ცას შე­ვა­ტყობ, მა­შინ­ვე ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­წამ­ვლა - ვარდს ამის მი­ნიშ­ნე­ბის უნა­რი აქვს. ამ მიზ­ნით ვე­ნახ­შიც ბევ­რი რგავს ვარდს. მოკ­ლედ, უნდა იცო­დე, სად რას რგავ და იქ რო­გორ გა­ი­ხა­რებს ესა თუ ის ნერ­გი, რო­მელ კლი­მატ­ში უფრო ხა­რობს, რა გა­რე­მო უხ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხი­ლოა ვაზი. კო­ტო­რა­ანთკა­რი, ჩვე­ნი სო­ფე­ლი, მა­ღალმთი­ა­ნი ად­გი­ლია, ორ ტყეს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი და ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­ვი­დან ალა­დას­ტუ­რი დავრგე, გა­ვა­ხა­რე კი­დეც, კარ­გად მო­ის­ხა, მაგ­რამ არ დამ­წიფ­და. მერე მოვ­ჭე­რი და ფრან­გუ­ლი შავი პინო დავრგე. მე­სა­მე წე­ლი­წა­დია, მო­სა­ვალს ვი­ღებ და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. ღვი­ნო­საც ვა­ყე­ნებ - ამის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი მაქვს. მოკ­ლედ, ძნე­ლი კია, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა არ უნდა და­ი­ზა­რო ხე­ხილ­თან, ვე­ნახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემი ბა­ღი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ზღმარტლი - 40 წლის ხეა და იმ­ხე­ლა ნა­ყოფს ის­ხამს, ასე­თი სხვა­გან არც მი­ნა­ხავს.

და­სას­ვე­ნებ­ლად არ­სად დავ­დი­ვარ, სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ზედ­მე­ტად არა­ფერს ვყი­დუ­ლობ - ეს არის ჩემი ყვე­ლა­ფე­რი, ასე რომ, მხო­ლოდ შრო­მა­შია ჩვე­ნი ხსნა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
1

არაჩვეულებრივი ადამიანი ბრძანდებით..დღეგრძელობა და ჯანმრთელობა გქონოდეთ

eldari
4

hoda zugdidis meroba rad gindoda, megrulma sulma gdzlia?shen bichs utxari, nu daxtis aqet-iqit, eg politikosi araa. mixedos bag-venaqxs.

ავტორი:

"ვერ წარმომედგინა, რომ თოხს ავიღებდი და მიწასთან ვიმუშავებდი, მაგრამ ამ საქმემ გამიტაცა" - ცნობილი ექიმის 40-წლიანი მეურნეობა კოტორაანთკარში

"ვერ წარმომედგინა, რომ თოხს ავიღებდი და მიწასთან ვიმუშავებდი, მაგრამ ამ საქმემ გამიტაცა" - ცნობილი ექიმის 40-წლიანი მეურნეობა კოტორაანთკარში

მიწის, ბუნების სიყვარული ცნობილ ექიმს, პროფესორს, კარდიოლოგიური კლინიკის დამფუძნებელ ანზორ მელიას ბავშვობიდან მოსდევს. უკვე 40 წელიწადია, თბილისთან ახლოს, კოტორაანთკარში თავის გაშენებულ ბაღ-ბოსტანს უვლის. ბატონი ანზორის მიწის მიმართ გამორჩეულ სიყვარულსა და დიდ სამეურნეო გამოცდილებაში მასთან საუბრისას რწმუნდები. ცნობილი ექიმი თავად გვიამბობს, როგორც დაიწყო ეს ყველაფერი...

- 40 წლის წინ, როდესაც "ლეჩკომბინატში" ვმუშაობდი, მებაღეობის ნაკვეთები დაგვირიგეს თანამშრომლებს. ჩვენ უმეტესად მთავრობას, ბიუროს წევრებს ვემსახურებოდით და ასე აღმოვჩნდით საგურამოდან 6 კილომეტრში... საკავშირო სამედიცინო კომისიამ წყნეთი დაიწუნა და მთავრობის წევრებისთვის საგურამო შეირჩა, როგორც საუკეთესო ადგილი და რადგან ამ ნომენკლატურას ვემსახურებოდით, 75 თანამშრომელიც მოვხვდით სიაში. სტანდარტულ 600 კვმ ფართობზე უფლება მოგვცეს, ასევე სტანდარტული სახლები აგვეშენებინა. კლინიკის წამყვან ნევროპათოლოგ ქალბატონ მთვარისას მეუღლე ნოდარ ჩხოლარია გამწვანების ტრესტის მმართველი გახლდათ. მან მანქანა მოაყენა და ამ 75 ადამიანს ნერგები ჩამოგვირიგა. ასე გაჩნდა ჩემს ნაკვეთში პირველი ნერგები და, პრაქტიკულად, "ლეჩკომბინატის" დასახლება კოტორაანთკარში.

მგონი, ყველა ქართველშია ჩაბუდებული მიწის სიყვარული. მანამდე ვერც წარმომედგინა, რომ თოხს და ბარს ხელში ავიღებდი და მიწასთან ვიმუშავებდი, მაგრამ ამ საქმემ გამიტაცა - 600 კვმ მიწის ფართობი 1200 გახდა, მერე - 2000, 4000 და ნელ-ნელა გავზარდე საბაღე და საბოსტნე ნაკვეთი, სადაც დღეს 500 ჯიშის სხვადასხვა ხეხილი ხარობს, არის ვენახი და 600 ჯიშის ვარდი, მყავს 100 ფრთა ქათამიც.

- ბროილერის ჯიშია?

- მეგრულა - ასე ეძახიან. კვერცხისმდებლები არიან. წელიწადში თითო 350 კვერცხს დებს. ექვსი ძროხა მყავდა. მათგან ორი შვედური იყო, მაგრამ ძროხებს სერიოზული მოვლა უნდა. ბაღს ავუდივარ, მაგრამ ძროხებს გვერდიდან ვერ მოსცილდები, სხვანაირი ყურადღება სჭირდება, მე კი რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, ამიტომ მათთვის ხალხი ავიყვანე. ხელფასსაც ვუხდიდი, ჩემთან ვაცხოვრებდი, ვაჭმევდი, ვასმევდი... გარდაბნის ქარხნიდან ძროხებისთვის ტომრებით სპეციალური ბიოლოგიური საკვები მომქონდა. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტიც მოვიყვანე, რომელმაც იმ ხალხს მეგრული წესით სულგუნის ამოყვანა ასწავლა, მაგრამ კეთილსინდისიერი მუშაობა არავის უნდა... მათი უგულო და უდიერი დამოკიდებულების გამო ძროხების კაპიკებად გაყიდვა მომიხდა, არადა, თითო 2.000 ლარად მყავდა ნაყიდი. მეც გავწვალდი და ძროხებიც მეცოდებოდნენ - სათანადოდ არ უვლიდნენ, თან, როგორც გავარკვიეთ, პროდუქციასაც მპარავდნენ. იმის თქმა მინდა, რომ სოფლად მუშაობა თითქმის არავის უნდა, არადა, ადრე სოფელი ძლიერი იყო, თავსაც ინახავდა და ქალაქსაც, მაგრამ ყველაფერმა სახე და ფუნქცია დაკარგა. ვხედავ, ხალხს რომ შია, სიგარეტის ფული არა აქვს, მაგრამ მუშაობა მაინც არ უნდათ, ამიტომ ისევ თვითონ მიწევს შრომა. დამხმარე ხალხი მხოლოდ შაბათ-კვირას მომყავს, რომლებსაც დილიდან საღამომდე თავზე ვადგავარ... ყველა სასოფლო-სამეურნეო იარაღი და ტექნიკა მაქვს - თოხი და ცელი ბენზინზე, პატარა ტრაქტორები და რა ვქნა, დანარჩენს თვითონ ვუვლი. ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილიშვილმა სანდრომ - თხა მინდაო და ორი მოვიყვანე, მეგრული ჯიშის, მაგრამ ბავშვს არ ვაკარებ - ირქინებიან, თუმცა შორიდან რომ უყურებს, უხარია და ბედნიერია. კურდღლებიც მთხოვა და ულამაზესი კურდღლები მოვუყვანე. ასე შრომა-შრომაში ვერთობი და ჩემს მოხუცებულობას ვატარებ.

- არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს თანდათან სწავლობენ. თქვენც გატყობთ, ბევრი რამ ისწავლეთ, მაგრამ მანამდე თუნდაც თქვენი სოფლიდან, სამეგრელოდან გამოცდილება არ გქონდათ?

- რა თქმა უნდა, მქონდა. 8 კლასი ზუგდიდში დავამთავრე. ოჯახს მიწის ნაკვეთიც გვქონდა. დედა მეურნეობის მთავარი აგრონომი იყო, მამა - ჩაის ფაბრიკის დირექტორი. მე და ჩემს ძმას გვავალებდნენ - ეს დაბარეთ და გათოხნეთო. ძროხაც გვყავდა და ჩაის პლანტაციებისკენ გამყავდა... შრომას დედამ შეგვაჩვია, თანაც მელია რომ ვარ, ბუნებისა და ცხოველების სიყვარული თავისთავად მაქვს. პატარები რომ ვიყავით, ჩვენთან მოსული სტუმრები ფულს მჩუქნიდნენ, მეორე დღეს კი გავრბოდი და 3 მანეთად კარგა მოზრდილ წიწილებს ვყიდულობდი. ეს სიყვარული არც ახლა გამნელებია და ამიტომ არის, ამდენი ფრინველი და ცხოველი რომ მყავს. ჩემი ქათმები დღეში 40-45 ცალ კვერცხს დებენ და სამეზობლოს, სანათესავოს ვურიგებ. აბა, სად უნდა წავიღო ამდენი?!

- თქვენი შვილი ნიკა არ გეხმარებათ?

- მაგ საქმეში აქტიური ჩემი ქალიშვილია. პროფესიით ექიმია და თან - ძალიან მეოჯახეა. ნიკა პატარაობაში მეხმარებოდა, მაგრამ ახლა არ სცალია, სამაგიეროდ, სანდრო, ჩემი შვილიშვილია ჩემ გვერდით და ის მეხმარება. მასაც ბაბუასავით მიწის დიდი სიყვარული აქვს და ყველაფერი იცის. ამას წინათ დედამისს ხახვი უნდოდა. სად არის, რომ ამოვიღო და მოვიტანოო, იკითხა და სანდრო გაჰყვა, აჩვენა, მიეხმარა, თან რაღაცებსაც უხსნიდა... სანდრო ანზორს მეძახის და მეუბნება, მე ექიმი ვიქნები და შენს კლინიკას ვუხელმძღვანელებ, შენ რომ მთაში იქნებიო. მოკლედ, მშრომელი ბიჭი დეკემბერში 6 წლის ხდება. მეკითხება ხოლმე: "სად მიდიხარ, ანზორ?" "ქათმები უნდა დავამწყვდიო", - ვპასუხობ. "მეც გამოგყვები, მარტო როგორ უნდა წახვიდე?!" - მეუბნება და მომყვება...

- თქვენი მეუღლეც შრომობს ბაღში?

- ჩემი მეუღლე ვარდებს უვლის. ვარდის 600 ძირიდან უმრავლესობა საკოლექციოა. მათაც დიდი მოვლა სჭირდება.მეუბნებიან, სპორტულად გამოიყურებიო. იმხელა ეზო მაქვს და იმდენს ავდი-ჩავდივარ, რა გამასუქებს?! არც ვეწევი, არც ვსვამ.

- რას ურჩევთ ადამიანებს?

- კარგია, როდესაც ბაღი გაქვს, ხეხილი, მარადმწვანე და დეკორატიული მცენარეები, მაგრამ ამას დიდი შრომა სჭირდება.სულ ვამბობ, რომ ცოდოა გლეხი. როგორ უძლებს მატერიალურად ამდენი რამის შეძენას - შესაწამლი ნივთიერებები, ხსნარები ძვირი ღირს და ამ 40 წლის განმავლობაში ვხედავ, რომ მათი ფასი თანდათან იზრდება, როგორც აფთიაქში წამლების... გლეხი ამინდსაც უყურებს, აკვირდება, სეტყვა არ მოვიდეს, ან გვალვისგან დაიცვას და გადაარჩინოს თავისი მოსავალი...

მე ამ წლების განმავლობაში სპეციალისტებთან დავდიოდი, კონსულტაციებს ვიღებდი, როდის რა გამეკეთებინა. "სამთო ქიმიაში" ბატონ ნუგზარ შენგელიასგან ბევრი რამ ვისწავლე. ფაქტობრივად, ყველაფერი ავითვისე. ხეხილთან ვარდები მაქვს ჩარგული და როგორც კი ვარდებს ფოთლებზე რაღაცას შევატყობ, მაშინვე ვფიქრობ, რომ აუცილებელია შეწამვლა - ვარდს ამის მინიშნების უნარი აქვს. ამ მიზნით ვენახშიც ბევრი რგავს ვარდს. მოკლედ, უნდა იცოდე, სად რას რგავ და იქ როგორ გაიხარებს ესა თუ ის ნერგი, რომელ კლიმატში უფრო ხარობს, რა გარემო უხდება. განსაკუთრებით საფრთხილოა ვაზი. კოტორაანთკარი, ჩვენი სოფელი, მაღალმთიანი ადგილია, ორ ტყეს შორის მოქცეული და ესეც მნიშვნელოვანია. თავიდან ალადასტური დავრგე, გავახარე კიდეც, კარგად მოისხა, მაგრამ არ დამწიფდა. მერე მოვჭერი და ფრანგული შავი პინო დავრგე. მესამე წელიწადია, მოსავალს ვიღებ და უკმაყოფილო არ ვარ. ღვინოსაც ვაყენებ - ამისთვისაც ყველაფერი მაქვს. მოკლედ, ძნელი კია, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაიზარო ხეხილთან, ვენახთან ურთიერთობა. ჩემი ბაღიდან განსაკუთრებით მიყვარს ზღმარტლი - 40 წლის ხეა და იმხელა ნაყოფს ისხამს, ასეთი სხვაგან არც მინახავს.

დასასვენებლად არსად დავდივარ, სიამოვნებისთვის ზედმეტად არაფერს ვყიდულობ - ეს არის ჩემი ყველაფერი, ასე რომ, მხოლოდ შრომაშია ჩვენი ხსნა.