საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა სია შეარჩია კლასიკური საბჭოური კრიტერიუმით... "ნაცმოძრაობის" სიაში ბუბა კიკაბიძის გამოჩენაში კი არის რაღაც პოლიტიკური ლოგიკა" - ექსპერტი
"ივანიშვილმა სია შეარჩია კლასიკური საბჭოური კრიტერიუმით... "ნაცმოძრაობის" სიაში ბუბა კიკაბიძის გამოჩენაში კი არის რაღაც პოლიტიკური ლოგიკა" - ექსპერტი

1-ლ ოქ­ტომ­ბერს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2020 წლის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას საკ­მა­ოდ დიდი დრო და­უთ­მო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” კრი­ტი­კას და ილა­პა­რა­კა "ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 8 - წლი­ან მიღ­წე­ვებ­ზე.

"დღეს პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რია, დღე, რო­მე­ლიც უკვე ჩა­ი­წე­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო. 2012-ში, ჩვენ გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვიბ­რძო­დით, ში­შის­გან, ჩაგ­ვრი­სა და ძა­ლა­დო­ბის­გან უნდა გვეხ­სნა ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა”, - გა­ნა­ცხა­და მან.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ხალ­ხს სთა­ვა­ზობს პროგ­რა­მას, რო­მელ­მაც შე­უქ­ცე­ვა­დი უნდა გა­ხა­დოს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლოს უკე­თე­სო­ბის­კენ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გვი­ზი­ა­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას,”ოც­ნე­ბის” პროგ­რა­მა­სა და მის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ 150-კა­ცი­ან სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლას, რამე ახა­ლი მე­სი­ჯე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სა­ჟე­ბი თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ მას­ში?

- ამის კო­მენ­ტი­რე­ბას აზრი არ აქვს იმი­ტომ, რომ ეს ტექ­სტი და­წე­რი­ლია რამ­დე­ნი­მე წლის წინ და ივა­ნიშ­ვი­ლი დრო და დრო ერთი და იმა­ვეს იმე­ო­რებს ხოლ­მე, სამ­წუ­ხა­როდ, ჩახ­ვე­უ­ლი აქვს. რა სი­ახ­ლე უნდა და­მე­ნა­ხა, მო­ვის­მი­ნეთ და სხვა­დას­ხვა ბრუნ­ვა­ში და­ვი­ნა­ხეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”. შო­კის მომ­გვრე­ლია, რომ 8 წლის თავ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმა­ვე ტექ­სტებს კი­თხუ­ლობს. ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- გე­თან­ხმე­ბით, ისევ კრი­ტი­კუ­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” და მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, ისევ პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებ­და და შე­და­რე­ბებს აკე­თებ­და წინა "დეს­პო­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან”. ამით რისი თქმა უნ­დო­და, რომ მთა­ვა­რი მე­ტო­ქე მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა” და სხვა პარ­ტი­ე­ბი არაფ­რად მი­აჩ­ნია?

- ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თვი­თონ არა­ფე­რი შე­გიძ­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეუბ­ნე­ბი, რომ კი ბა­ტო­ნო, მე ცუდი ვარ, მაგ­რამ ის ჩემ­ზე უა­რე­სი იყო, მეტი სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი გაქვს. ის რას აღიქ­ვამს, არ ვიცი, მაგ­რამ პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად აწყობს, რომ თა­ვის­ზე უა­რეს­ზე ილა­პა­რა­კოს. უკე­თეს­ზე ლა­პა­რა­კი არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მის­თვის და ურ­ჩევ­ნია ვი­ღაც აარ­ჩი­ოს და ილა­პა­რა­კოს, რომ ის ჩემ­ზე უა­რე­სია და ნე­გა­ტი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნის­კენ უბიძ­გოს ხალ­ხს - ცუდ­სა და უა­რესს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნოს სი­ტუ­ა­ცია.

- როცა ივა­ნიშ­ვი­ლი "ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღვაწლ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, იყო ობი­ექ­ტუ­რი და გულ­წრფე­ლი, ან თვითკრი­ტი­კა და­ი­ნა­ხეთ სად­მე?

- ვფიქ­რობ, თუ ჩვენ ის­ტო­რი­ის პრიზ­მა­ში გავ­ხე­დავთ ყვე­ლა­ფერს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, პრაქ­ტი­კუ­ლად, არც ერთი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს. ეს 8 წელი თურ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლის მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბის, დან­გრე­უ­ლი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბას დას­ჭირ­და. რა­ღაც კუ­თხით შე­იძ­ლე­ბა ასე იყოს, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კა­ში, ინ­სტი­ტუ­ცი­ურ წეს­რიგ­ში ვერ და­იკ­ვეხ­ნის, რომ რამე გა­მო­ას­წო­რა, პი­რი­ქით, დეგ­რა­და­ცი­ის­კენ წა­ვი­და. კი ბა­ტო­ნო, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო ჰუ­მა­ნუ­რია, ერ­თა­დერთ მიღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა ეს ჩა­ით­ვა­ლოს.

- "დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხი რომ გა­ი­ზარ­და” არც ამა­ში ეთან­ხმე­ბით?

- რო­მელ ხა­რისხზეა ლა­პა­რა­კი, როცა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა იგი­ვე და­ტო­ვა? ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლია, მაგ­რამ მან ყვე­ლა მან­კი­ე­რე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა. რო­მელ მან­კი­ე­რე­ბა­ზე თქვა მან სის­ტე­მუ­რი უარი - მოს­მე­ნებ­ზე, მუ­რუ­სი­ძე შეც­ვა­ლა, თუ რა? - არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. სის­ტე­მა მთლი­ა­ნად გად­მო­ი­ბა­რა და ჩა­ი­ხუ­ტა ერ­თა­დერ­თი კრი­ტე­რი­უ­მით, რომ ვინც სის­ტე­მი­დან მი­შას შე­ა­გი­ნებ­და, ყვე­ლა თა­ვი­სი­ა­ნად ჩათ­ვა­ლა, მეტი არა­ფე­რი. სის­ტე­მას მო­რა­ლი და ზნე­ო­ბა ხომ არ აქვს. დღეს მი­შას შე­ა­გი­ნებს, ხვალ - ბი­ძი­ნას, რა პრობ­ლე­მაა?

- პროგ­რა­მა­ზე რას იტყვით?

- არა­ნა­ირ პროგ­რა­მა­ზე არაა ლა­პა­რა­კი. ჯერ ერთი, დღეს ქვე­ყა­ნას ორი ძი­რი­თა­დი შიში მარ­თავს - შიმ­ში­ლის და სიკ­ვდი­ლის შიში და მას არც ერთ ამ თე­მა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს. დღეს ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით თე­მე­ბი და მე­ო­რე - საკ­მა­ოდ სწრა­ფი ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი, ლა­რის ვარ­დნის ფონ­ზე. ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ცერთ ამ თე­მას არ შე­ხე­ბია და რაზე ვლა­პა­რა­კობთ? - სხვა პარ­ტი­ებ­მა ასე თუ ისე, რა­ღაც სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მე­ბი მა­ინც წა­მოს­წი­ეს ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ...

ივა­ნიშ­ვი­ლი თვლის, რომ არ სჭირ­დე­ბა, ის არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბას ხომ არ აპი­რებს? აპი­რებს არ­ჩევ­ნე­ბის ყიდ­ვას იმ ფონ­ზე, რომ სხვე­ბი ჩემ­ზე უა­რე­სე­ბი არი­ან. და­ი­ღა­ლა ეს კაცი, ამო­უ­ვი­და ყელ­ში ყვე­ლა­ფე­რი, არც ეს უნდა, არც ის უნდა, ის მხო­ლოდ სა­კუ­თარ სიმ­შვი­დე­ზე, მეტი აღა­რა­ფერ­ზე ზრუ­ნავს. ქვე­ყა­ნას რომ რა­ღაც უკე­თე­სო­ბას მო­უ­ტანს, ამა­ზე აღარც ლა­პა­რა­კობს.

- "ოც­ნე­ბის” სიას რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის, რამ­დე­ნად პერ­სპექ­ტი­უ­ლია, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩა სა­ხე­ე­ბი და ერ­თმა­ნეთ­თან რა აკავ­ში­რებთ ამ ადა­მი­ა­ნებს?

- სია შე­ირ­ჩა კლა­სი­კუ­რი საბ­ჭო­უ­რი კრი­ტე­რი­უ­მით და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სი­ა­ში ვინ ეწე­რე­ბა? ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ფე­რიც არ აკავ­ში­რებთ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ ჩა­წე­რეს სი­ა­ში. ამ სიის გან­ხილ­ვას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? ეს არის საბ­ჭო­უ­რი კლა­სი­კუ­რი სის­ტე­მა, რო­დე­საც ვი­ღა­ცის ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ვი­ღაც ადა­მი­ა­ნებს, უბ­რა­ლოდ, წერ­დნენ სი­ა­ში. ამ სი­ა­ში რამე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თუ რა? მათი სიის გან­ხილ­ვას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და ამ სიამ მერე ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა გა­ა­ფორ­მოს, მეტი ფუნ­ქცია ხომ არ აქვს?

- ამ შე­მად­გენ­ლო­ბით "ოც­ნე­ბის” არ­ჩევ­ნებ­ში პერ­სპექ­ტი­ვა­ზე რას იტყვით?

- ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნი სი­ტუ­ა­ცი­აა. ბუ­ნებ­რი­ვია, დღეს "ოც­ნე­ბის” პო­ზი­ცი­ე­ბი ძლი­ე­რია სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათ რამე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ. ყო­ველ წუთს რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” სი­ა­ზე და მის პირ­ველ ნო­მერ­ზე რას იტყვით? ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­რი­გი ექ­სპე­რი­მენ­ტია?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” და "ოც­ნე­ბის” სიაც ერთი ალ­გო­რით­მია. ბუბა კი­კა­ბი­ძის სი­ა­ში ჩას­მა­ში არის რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კა იმი­ტომ, რომ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ პარ­ტი­ის უპი­რო­ბო ლი­დე­რი არის სა­ა­კაშ­ვი­ლი, ის ამ სი­ა­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და და, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა პო­ლი­ტი­კო­სის ჩას­მა გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. ამი­ტომ ჩას­ვეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს უხერ­ხუ­ლო­ბა თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
294

ეს ექსპერტი კი არა არაკაცია!

giorgi
292

რატომ ატყუებთ ამ საცოდავს, რომ ვითომ ექსპერტია? ცოდოა, შეეშვით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ივანიშვილმა სია შეარჩია კლასიკური საბჭოური კრიტერიუმით... "ნაცმოძრაობის" სიაში ბუბა კიკაბიძის გამოჩენაში კი არის რაღაც პოლიტიკური ლოგიკა" - ექსპერტი

"ივანიშვილმა სია შეარჩია კლასიკური საბჭოური კრიტერიუმით... "ნაცმოძრაობის" სიაში ბუბა კიკაბიძის გამოჩენაში კი არის რაღაც პოლიტიკური ლოგიკა" - ექსპერტი

1-ლ ოქტომბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო "ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას და ილაპარაკა "ოცნების” ხელისუფლების 8 - წლიან მიღწევებზე.

"დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან უნდა გვეხსნა ხალხი და ქვეყანა”, - განაცხადა მან.

მისი თქმით, "ქართული ოცნება” ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული მოქალაქის ცხოვრება. "ამბები.გე" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელიც საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას,”ოცნების” პროგრამასა და მის მიერ წარმოდგენილ 150-კაციან სიასთან დაკავშირებით:

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას, რამე ახალი მესიჯები და მნიშვნელოვანი პასაჟები თუ აღმოაჩინეთ მასში?

- ამის კომენტირებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ეს ტექსტი დაწერილია რამდენიმე წლის წინ და ივანიშვილი დრო და დრო ერთი და იმავეს იმეორებს ხოლმე, სამწუხაროდ, ჩახვეული აქვს. რა სიახლე უნდა დამენახა, მოვისმინეთ და სხვადასხვა ბრუნვაში დავინახეთ "ნაციონალური მოძრაობა”. შოკის მომგვრელია, რომ 8 წლის თავზე, ფაქტობრივად, იმავე ტექსტებს კითხულობს. ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

- გეთანხმებით, ისევ კრიტიკული იყო "ნაციონალების” და მათი ხელისუფლების მიმართ, ისევ პარალელებს ავლებდა და შედარებებს აკეთებდა წინა "დესპოტურ ხელისუფლებასთან”. ამით რისი თქმა უნდოდა, რომ მთავარი მეტოქე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა” და სხვა პარტიები არაფრად მიაჩნია?

- ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არაფერი შეგიძლია და საზოგადოებას ეუბნები, რომ კი ბატონო, მე ცუდი ვარ, მაგრამ ის ჩემზე უარესი იყო, მეტი სათქმელი არაფერი გაქვს. ის რას აღიქვამს, არ ვიცი, მაგრამ პოლიტტექნოლოგიურად აწყობს, რომ თავისზე უარესზე ილაპარაკოს. უკეთესზე ლაპარაკი არაკომფორტული იქნება მისთვის და ურჩევნია ვიღაც აარჩიოს და ილაპარაკოს, რომ ის ჩემზე უარესია და ნეგატიური არჩევანისკენ უბიძგოს ხალხს - ცუდსა და უარესს შორის არჩევანისკენ წაიყვანოს სიტუაცია.

- როცა ივანიშვილი "ოცნების” ხელისუფლების ღვაწლზე ლაპარაკობდა, იყო ობიექტური და გულწრფელი, ან თვითკრიტიკა დაინახეთ სადმე?

- ვფიქრობ, თუ ჩვენ ისტორიის პრიზმაში გავხედავთ ყველაფერს, "ქართულ ოცნებას”, პრაქტიკულად, არც ერთი ისტორიული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ეს 8 წელი თურმე სააკაშვილის მძიმე მემკვიდრეობის, დანგრეული ქვეყნის აშენებას დასჭირდა. რაღაც კუთხით შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ეკონომიკაში, ინსტიტუციურ წესრიგში ვერ დაიკვეხნის, რომ რამე გამოასწორა, პირიქით, დეგრადაციისკენ წავიდა. კი ბატონო, ეს ხელისუფლება უფრო ჰუმანურია, ერთადერთ მიღწევად შეიძლება ეს ჩაითვალოს.

- "დემოკრატიის ხარისხი რომ გაიზარდა” არც ამაში ეთანხმებით?

- რომელ ხარისხზეა ლაპარაკი, როცა მართლმსაჯულების სისტემა იგივე დატოვა? ეს ხელისუფლება შეიძლება ნაკლებად აგრესიულია, მაგრამ მან ყველა მანკიერება ძალაში დატოვა. რომელ მანკიერებაზე თქვა მან სისტემური უარი - მოსმენებზე, მურუსიძე შეცვალა, თუ რა? - არაფერი გაუკეთებია. სისტემა მთლიანად გადმოიბარა და ჩაიხუტა ერთადერთი კრიტერიუმით, რომ ვინც სისტემიდან მიშას შეაგინებდა, ყველა თავისიანად ჩათვალა, მეტი არაფერი. სისტემას მორალი და ზნეობა ხომ არ აქვს. დღეს მიშას შეაგინებს, ხვალ - ბიძინას, რა პრობლემაა?

- პროგრამაზე რას იტყვით?

- არანაირ პროგრამაზე არაა ლაპარაკი. ჯერ ერთი, დღეს ქვეყანას ორი ძირითადი შიში მართავს - შიმშილის და სიკვდილის შიში და მას არც ერთ ამ თემაზე კონკრეტული არაფერი უთქვამს. დღეს ადამიანებს აწუხებთ კოვიდინფექციასთან დაკავშირებით თემები და მეორე - საკმაოდ სწრაფი ინფლაციური პროცესი, ლარის ვარდნის ფონზე. ივანიშვილი არცერთ ამ თემას არ შეხებია და რაზე ვლაპარაკობთ? - სხვა პარტიებმა ასე თუ ისე, რაღაც საჭირბოროტო თემები მაინც წამოსწიეს ამ წინასაარჩევნოდ...

ივანიშვილი თვლის, რომ არ სჭირდება, ის არჩევნების მოგებას ხომ არ აპირებს? აპირებს არჩევნების ყიდვას იმ ფონზე, რომ სხვები ჩემზე უარესები არიან. დაიღალა ეს კაცი, ამოუვიდა ყელში ყველაფერი, არც ეს უნდა, არც ის უნდა, ის მხოლოდ საკუთარ სიმშვიდეზე, მეტი აღარაფერზე ზრუნავს. ქვეყანას რომ რაღაც უკეთესობას მოუტანს, ამაზე აღარც ლაპარაკობს.

- "ოცნების” სიას რაც შეეხება, როგორ გამოიყურება ის, რამდენად პერსპექტიულია, რა კრიტერიუმებით შეირჩა სახეები და ერთმანეთთან რა აკავშირებთ ამ ადამიანებს?

- სია შეირჩა კლასიკური საბჭოური კრიტერიუმით და რა მნიშვნელობა აქვს, სიაში ვინ ეწერება? ამ ადამიანებს არაფერიც არ აკავშირებთ, ისინი უბრალოდ ჩაწერეს სიაში. ამ სიის განხილვას რა მნიშვნელობა აქვს? ეს არის საბჭოური კლასიკური სისტემა, როდესაც ვიღაცის ძალაუფლების უზრუნველსაყოფად ვიღაც ადამიანებს, უბრალოდ, წერდნენ სიაში. ამ სიაში რამე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება, პოლიტიკოსები იქნებიან, თუ რა? მათი სიის განხილვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ სიამ მერე ის გადაწყვეტილება უნდა გააფორმოს, მეტი ფუნქცია ხომ არ აქვს?

- ამ შემადგენლობით "ოცნების” არჩევნებში პერსპექტივაზე რას იტყვით?

- ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა. ბუნებრივია, დღეს "ოცნების” პოზიციები ძლიერია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რამე გარანტირებული აქვთ. ყოველ წუთს რაღაც შეიძლება შეიცვალოს.

- "ნაციონალების” სიაზე და მის პირველ ნომერზე რას იტყვით? ეს სააკაშვილის მორიგი ექსპერიმენტია?

- "ნაციონალების” და "ოცნების” სიაც ერთი ალგორითმია. ბუბა კიკაბიძის სიაში ჩასმაში არის რაღაც პოლიტიკური ლოგიკა იმიტომ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ პარტიის უპირობო ლიდერი არის სააკაშვილი, ის ამ სიაში ვერ მოხვდებოდა და, შესაბამისად, სხვა პოლიტიკოსის ჩასმა გარკვეულ უხერხულობას გამოიწვევდა. ამიტომ ჩასვეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ამბიციები და გამოცდილება და, შესაბამისად, ეს უხერხულობა თავიდან იქნა აცილებული.

"შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში ერთი სკამი ცარიელია..." - ვის სახსოვრად იყო ცარიელი სკამი კალაძის მერად წარდგენის ცერემონიაზე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

"არ გამოვა ასე, ბატონო კახა, უნდა აირჩიოთ, ან ხართ ღარიბაშვილისეული შავრაზმელი ან მილანელი, ურბანული ტიპის პერსონაჟი" - თინა ბოკუჩავა კალაძეს