სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლნისში, "ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა ექსტრემისტმა იუსუფოვმა ხელკეტით თავი გაუტეხა  ჩვენს აქტივისტს" - გოგი მეშველიანი
"ბოლნისში, "ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა ექსტრემისტმა იუსუფოვმა ხელკეტით თავი გაუტეხა  ჩვენს აქტივისტს" - გოგი მეშველიანი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­რო­სა და წალ­კის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბოლ­ნის­ში, ჩა­ი­ხა­ნა­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სიც­რუ­ეა და ვი­თა­რე­ბის სა­პი­რის­პი­როდ წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც მეშ­ვე­ლი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, თავს არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, არა­მედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ვის­ტებს და­ესხნენ.

მის­ვე თქმით, თავ­დას­ხმის ინი­ცი­ა­ტო­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რი, არიფ იუ­სუ­ფო­ვია.

"ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს, რომ­ლე­ბიც დღეს აგი­ტა­ცი­ით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, თავს და­ესხნენ ჩა­ი­ხა­ნა­ში, სა­დაც მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ ზო­ნის უფ­რო­სი­სა და ჩვე­ნი სხვა აქ­ტი­ვის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მოხ­და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა. რო­დე­საც ჩვე­ნი აქ­ტი­ვი სა­კუ­თარ შტაბ­თან მი­ვი­და, მანდ მოხ­და უკვე ხელ­კე­ტე­ბი­თა და ქვე­ბით მათ­ზე თავ­დას­ხმა. ამ თავ­დას­ხმის ინი­ცი­ა­ტო­რი და მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რი, ცნო­ბი­ლი ექ­სტრე­მის­ტი, იუ­სუ­ფო­ვი, რო­მელ­მაც პი­რა­დად ხელ­კე­ტით თავი გა­უ­ტე­ხა ერთ-ერთ ჩვენს აქ­ტი­ვისტს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არის მარ­ნე­უ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

კი­დევ ერთი ფაქ­ტია, რომ არიფ იუ­სუ­ფო­ვი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­სუ­ლი იყო ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტის სახ­ლში და ემუქ­რე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, რო­მე­ლი მუ­ქა­რაც დღეს სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა. ჩემი ძმა, ჩა­ი­ხა­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ინ­ცინ­დენ­ტის დროს იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და და იყო შტაბ­ში, მას შემ­დეგ, რაც მის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, ის მი­ვი­და ინ­ცინ­დენ­ტის ად­გილ­ზე და სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და მხა­რე­ე­ბის და­შო­რი­შო­რე­ბა და უკან შტაბ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­ვის­ტის მიერ მოხ­და შტაბ­ზე თავ­დას­ხმა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ისი­ნი იძა­ხი­ან სიც­რუ­ეა და ვი­თა­რე­ბის სა­პი­რის­პი­როდ წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გოგი მეშ­ვე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ბოლ­ნის­ში, სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა არის შეკ­რე­ბი­ლი. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, დღეს სო­ფელ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­ვისტს თავს და­ესხნენ.

რო­გორ შსს-ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას.

ამა­ვე თე­მა­ზე: "ბოლ­ნის­ში, 50 -კა­ცი­ა­ნი ბან­და პრაქ­ტი­კუ­ლად, თავს და­ეს­ხა სო­ფელს და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და მო­სახ­ლე­ო­ბას", - კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი

ავტორი:

"ბოლნისში, "ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა ექსტრემისტმა იუსუფოვმა ხელკეტით თავი გაუტეხა  ჩვენს აქტივისტს" - გოგი მეშველიანი

"ბოლნისში, "ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა ექსტრემისტმა იუსუფოვმა ხელკეტით თავი გაუტეხა  ჩვენს აქტივისტს" - გოგი მეშველიანი

"ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, ბოლნისში, ჩაიხანაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები სიცრუეა და ვითარების საპირისპიროდ წარმოჩენას ემსახურება.

როგორც მეშველიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თავს არა "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, არამედ "ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაესხნენ.

მისვე თქმით, თავდასხმის ინიციატორი, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.

"ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც დღეს აგიტაციით იყვნენ დაკავებული, თავს დაესხნენ ჩაიხანაში, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა შემდეგ ზონის უფროსისა და ჩვენი სხვა აქტივისტების ჩართულობით, მოხდა სიტუაციის განმუხტვა. როდესაც ჩვენი აქტივი საკუთარ შტაბთან მივიდა, მანდ მოხდა უკვე ხელკეტებითა და ქვებით მათზე თავდასხმა. ამ თავდასხმის ინიციატორი და მთავარი მოქმედი პირი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ცნობილი ექსტრემისტი, იუსუფოვი, რომელმაც პირადად ხელკეტით თავი გაუტეხა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის მარნეულის საავადმყოფოში.

კიდევ ერთი ფაქტია, რომ არიფ იუსუფოვი, რამდენიმე დღის წინ მისული იყო ჩვენი აქტივისტის სახლში და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, რომელი მუქარაც დღეს სისრულეში მოიყვანა. ჩემი ძმა, ჩაიხანაში დაწყებული ინცინდენტის დროს იქ არ იმყოფებოდა და იყო შტაბში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ის მივიდა ინცინდენტის ადგილზე და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მხარეების დაშორიშორება და უკან შტაბში დაბრუნება, რის შემდეგაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ მოხდა შტაბზე თავდასხმა. ეს ყველაფერი, რასაც ისინი იძახიან სიცრუეა და ვითარების საპირისპიროდ წარმოჩენას ემსახურება“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობა არის შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს სოფელში "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს თავს დაესხნენ.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

ამავე თემაზე: "ბოლნისში, 50 -კაციანი ბანდა პრაქტიკულად, თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა მოსახლეობას", - კახა ოქრიაშვილი

LIVE - Newsroom-ის სტუმრები არიან: პაატა ზაქარეიშვილი  და ალეკო ელისაშვილი

ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მას ქვები დაუშინეს

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში დაპირსიპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, 2-ის მდგომარეობა მძიმეა