პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები - რას ამბობენ მხარეები და როგორ ეხმაურებიან ფაქტს საქართველოში
მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები - რას ამბობენ მხარეები და როგორ ეხმაურებიან ფაქტს საქართველოში

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვა და­ი­წყეს. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ე­რი „ფე­ის­ბუ­კის“ გვერ­დზე წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის არ­მია წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს თავს ვი­თა­რე­ბას.

დღეს დი­ლით სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესმდი­ვან­მა შუ­შან სტე­პა­ნი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ორი ვერ­ტმფრე­ნი და სამი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი თვითმფრი­ნა­ვი.

მისი თქმით, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ეკის­რე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით ტო­ნო­ი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა ეუ­თოს მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელს ან­ჯეი კას­პშიკს და მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის თქმით, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, სომ­ხე­თის მთავ­რო­ბა დღე­ვან­დელ სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე, ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს.

„დღეს ჩვენ შე­ვიკ­რი­ბე­ბით უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, შემ­დეგ კი, მთავ­რო­ბა გა­ნი­ხი­ლავს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და რე­ზერ­ვის ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლა­ზა­ცი­ის სა­კითხს“, - წერს სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ყა­რა­ბაღ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სამ­ხედ­რო­თა შო­რის მსხვერ­პლის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ით დღეს მისი მი­მარ­თვა გავ­რცელ­და.

„დღეს დი­ლით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა და­ი­წყეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­ცხრილ­ვა შე­ხე­ბის ხა­ზის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ამას­თან, ცე­ცხლი გახ­სნეს სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან, მათ შო­რის მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი­დან. ეს არის სომ­ხე­თის მო­რი­გი სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცია. სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან და­ცხრილ­ვის შე­დე­გად, არის და­ნა­კარ­გი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სამ­ხედ­რო­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სომ­ხე­თის ქმე­დე­ბებს უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს. ამ დრო­ის­თვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პო­ზი­ცი­ებ­ზე ხდე­ბა დარ­ტყმე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა“, - გა­ნა­ცხა­და მი­მარ­თვი­სას ალი­ევ­მა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის, ხიკ­მეთ გა­ჯი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­ნაგ­რძობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის ინ­ტენ­სი­ურ და­ცხრილ­ვას ყა­რა­ბაღ­ში.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლილ­თა და დაჭ­რი­ლე­ბის შე­სა­ხებ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ისე სამ­ხედ­რო პი­რებს შო­რის. მი­სი­ვე ცნო­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი ზა­რა­ლი მი­ად­გა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა ღე­ბუ­ლობს კონ­ტრშე­ტე­ვით ზო­მებს მო­რი­გი სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ის აღ­საკ­ვე­თად და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, - გა­ნა­ცხა­და გა­ჯი­ევ­მა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არა­ერ­თხელ აფრ­თხი­ლებ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­ო­ე­ბას, რომ სომ­ხე­თი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

„მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე და მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სრუ­ლად ეკის­რე­ბა სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას“ , - გა­ნა­ცხა­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წემ.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ოფი­ცი­ლა­უ­რი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან...

ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს ამ პრო­ცესს და იმე­დი გვაქვს, რომ ეს ეს­კა­ლა­ცი­ე­ბი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სომ­ხეთ - აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა­ში და­რე­გუ­ლირ­დე­ბა და მშვი­დი და უსაფრ­თხო გა­რე­მო იქ­ნე­ბა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბით არის სავ­სე, სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა დესტრუქ­ცი­უ­ლი და რე­გი­ონ­ში არა ერთი მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას, აქ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სომ­ხე­თის მი­მართ მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნის ამო­ცა­ნა და სურ­ვი­ლი არის, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად მო­ვუ­წო­დებთ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს, ცე­ცხლი შე­წყვი­ტონ და მეტი დრო და ენერ­გია და­უთ­მონ მშვი­დო­ბას და დი­ა­ლოგს, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის მშვი­დო­ბის მხა­რეს იდგა.

"რა თქმა უნდა ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო გა­რე­მოს­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა კონ­ფლიქ­ტი ჩვენს რე­გი­ონ­ში. ყა­რა­ბაღ­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ჩვე­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. ცხა­დია, ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვით მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მხა­რეს.

ცხა­დია, ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი პრო­ცესს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან,მოვ­ლე­ნებს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ჩვენ ამის­თვის მზად ვიქ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის 1988-1994 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ომი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­და­ვო რე­გი­ო­ნის გამო. სე­პა­რა­ტის­ტებ­მა სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რით, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შვი­დი მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნი და­ი­კა­ვეს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. ომმა სულ მცი­რე 30 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და ასო­ბით ათა­სი დევ­ნი­ლად აქ­ცია.

რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბით 1994 წელს მიღ­წე­უ­ლი მყი­ფე ზა­ვის შემ­დეგ, რე­გი­ონ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბი სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
41

საქართველოში ეხმაურებიან ესენი წლის ღადაობა:)))))))))))

მეგრელი
5

არ არის კარგი ამბავი.

მშვიდობას გისურვებთ ყველას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები - რას ამბობენ მხარეები და როგორ ეხმაურებიან ფაქტს საქართველოში

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები - რას ამბობენ მხარეები და როგორ ეხმაურებიან ფაქტს საქართველოში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ პრემიერი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, სომხეთის არმია წარმატებით ართმევს თავს ვითარებას.

დღეს დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად, განადგურებულია აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი თვითმფრინავი.

მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი ტელეფონით ესაუბრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპშიკს და მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, სომხეთის მთავრობა დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხზე იმსჯელებს.

„დღეს ჩვენ შევიკრიბებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი, მთავრობა განიხილავს საომარი მდგომარეობისა და რეზერვის ნაწილობრივი მობილაზაციის საკითხს“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროთა შორის მსხვერპლის შესახებ იუწყება.

ადგილობრივი მედიით დღეს მისი მიმართვა გავრცელდა.

„დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაცხრილვა შეხების ხაზის სხვადასხვა მიმართულებაზე. ამასთან, ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. ეს არის სომხეთის მორიგი სამხედრო პროვოკაცია. სომეხი სამხედროების მხრიდან დაცხრილვის შედეგად, არის დანაკარგი აზერბაიჯანელ სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის. აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის პოზიციებზე ხდება დარტყმები, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა“, - განაცხადა მიმართვისას ალიევმა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Attacking civilians is war crime and crime against humanity. Armenia employes same tactic to target in deliberate and indiscriminate manner to attack Azerbaijani civilians along the line of contact. <a href="https://t.co/WvQv8wGPaF">pic.twitter.com/WvQv8wGPaF</a></p>&mdash; Hikmet Hajiyev (@HikmetHajiyev) <a href="https://twitter.com/HikmetHajiyev/status/1310083147023945728?ref_src=twsrc%5Etfw">September 27, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ხიკმეთ გაჯიევის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას ყარაბაღში.

მისივე თქმით, არსებობს ინფორმაციას გარდაცვლილთა და დაჭრილების შესახებ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს შორის. მისივე ცნობით, სერიოზული ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ღებულობს კონტრშეტევით ზომებს მორიგი სამხედრო პროვოკაციის აღსაკვეთად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გაჯიევმა.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანი არაერთხელ აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგაოებას, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება.

„მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“ , - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

შექმნილ ვითარებას ოფიცილაური პირები საქართველოშიც ეხმაურებიან...

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან სომხეთ - აზერბაიჯანს შორის განვითარებული პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში ვითარებაში დარეგულირდება და მშვიდი და უსაფრთხო გარემო იქნება.

"მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი გამოწვევებით არის სავსე, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არა ერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ ჩვენი საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილი არის, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა თალაკვაძემ.

საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, ცეცხლი შეწყვიტონ და მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობას და დიალოგს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგა.

"რა თქმა უნდა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში. ყარაბაღში გუშინ განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს.

ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები პროცესს დააკვირდებიან,მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით", - განაცხადა სესიაშვილმა.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს" - ერდოღანი

"ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში" - ფაშინიანი