პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამერიკის მქარგველთა გილდიის წევრი გახდა და გასაუბრებაზე "დიორის" კოლექციიდან შექმნილი კაბით დადის
ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამერიკის მქარგველთა გილდიის წევრი გახდა და გასაუბრებაზე "დიორის" კოლექციიდან შექმნილი კაბით დადის

მა­რი­კა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი სამი წე­ლია, რაც მე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და პრო­ფე­სი­ით აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნემ სწო­რედ იქ აის­რუ­ლა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა და ხატ­ვა და­ი­წყო. ხე­ლო­ვანს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს. თბი­ლის­ში სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერთი წელი სი­რი­ა­ში, კერ­ძოდ კი და­მას­კო­ში სწავ­ლობ­და. ამ­ბობს, რომ ეს პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­სენ­დე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან ქსოვს, დე­დამ ას­წავ­ლა, მაგ­რამ ქარ­გვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო. ულა­მა­ზე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მელ­საც ავ­ტო­რი ქმნის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით იყი­დე­ბა და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი შე­ი­ძი­ნა.

- პრო­ფე­სი­ით არა­ბის­ტი ხართ და ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვეთ და ამე­რი­კა­ში გა­და­ცხოვ­რდით...

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მე ჩემი არ­სით ვარ კოს­მო­პო­ლი­ტი. ვთვლი, რომ ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს იქ ცხოვ­რე­ბა, სა­დაც უნდა რომ იცხოვ­როს. მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, მინ­დო­და ისეთ ქვე­ყა­ნა­ში მე­ცხოვ­რა, სა­დაც ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. სა­დაც შენ ნი­ჭით და შრო­მით და­ფას­დე­ბო­დი და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხიც, ამის შე­სა­ბა­მი­სი გექ­ნე­ბო­და. ეს გრძნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მიმ­ძაფ­რდა, მას შემ­დეგ რაც პირ­ვე­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ მო­მი­წია სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა. 2016 წელი იყო გა­დამ­წყვე­ტი. ჩემს თავს ვუ­თხა­რი, თუ არ მოგ­წონს და ვე­რა­ფერს ცვლი, უნდა ადგე და წახ­ვი­დე. მინ­და გი­თხრათ, რომ მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, არც ერთი წუ­თით არ ვნა­ნობ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- სა­ნამ ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე ვრცლად ვი­სა­უბ­რებ­დეთ, თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ერთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვეთ­ზე შევ­ჩერ­დეთ - ერთი წელი სი­რი­ა­ში, კერ­ძოდ კი და­მას­კო­ში სწავ­ლობ­დით...

- სი­რი­ა­ზე ემო­ცი­ის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერთი წელი ვის­წავ­ლე და­მას­კოს არა­ბუ­ლი ენის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც მოვ­ხვდი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით. ეს ერთი წელი, იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­უ­ვი­წყა­რი დრო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სი­რია არის ქვე­ყა­ნა-მუ­ზე­უ­მი. წარ­მარ­თუ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ის­ლა­მუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბით სავ­სე.

ამი­ტომ, არ­და­და­გე­ბის პე­რი­ოდ­ში დავ­დი­ო­დი ექ­სკურ­სი­ებ­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გრძნო­ბა გაქვს, რო­დე­საც ასე­თი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ად­გი­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რებ რო­გო­რი­ცაა - კა­ე­ნის მიერ აბე­ლის მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი, წარ­ღვნის შემ­დეგ აშე­ნე­ბუ­ლი მე­ო­რე ქა­ლა­ქი "მა­ა­რი", არა­მე­უ­ლი სო­ფე­ლი მა­ლუ­ლა, სა­დაც დღემ­დე ქრის­ტეს ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის კვე­თის ად­გი­ლი ომა­ი­ა­ნელ­თა მე­ჩეთ­ში, პალ­მი­რა, სი­მე­ონ მეს­ვე­ტეს სვე­ტი და ტა­ძა­რის ნან­გრე­ვე­ბი, ალე­პოს ციხე და უამ­რა­ვი ად­გი­ლი. ყვე­ლაფ­რის ჩა­მოთ­ვლა ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს. და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­მი­ტო­ვა. გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, და­მას­კომ მა­ჩუ­ქა ორი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლე­ბი არი­ან და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გემო.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა და რა დაგ­რჩათ ასას­რუ­ლე­ბე­ლი?

- 3 წე­ლია, რაც ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ. ამ პე­რი­ოდ­ში, მქონ­და სამი გა­მო­ფე­ნა ნიუ იორკში. უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ მო­მა­ვალ წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ ნიუ- იორკში გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ში, გავ­ხდი ამე­რი­კის მქარ­გველ­თა გილ­დი­ის წევ­რი და შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მას­შტა­ბით სა­ლექ­ციო კურ­სის გა­კე­თე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო, მაქვს ჩემი პა­ტა­რა კომ­პა­ნია "Mchi Art" . მი­უ­ხე­და­ვად ამ პა­ტარ-პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა, ვთვლი, რომ ჯერ არაფ­რის­თვის მი­მიღ­წე­ვია.

ჩემი ოც­ნე­ბა ყო­ველ­თვის იყო, კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში შემ­ძლე­ბო­და შრო­მა და ცხოვ­რე­ბა. ამე­რი­კა­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა, რომ სა­კუ­თა­რი ნი­ჭის და შრო­მის ხარ­ჯზე იცხოვ­რო ისე, რო­გორც შე­გიძ­ლია. აქ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ვისი ბი­ძაშ­ვი­ლი ხარ და ვინ არის შენი რე­კო­მენ­და­ტო­რი. ჩემ­თვის ესაა ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ავიხ­დი­ნე. ვარ ბედ­ნი­ე­რი აქ და ახლა, და­ნარ­ჩე­ნი, უკვე ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ვცდი­ლობ, რომ უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის ბრძო­ლა­ში, დღე­ვან­დე­ლი დღე არ დავ­კარ­გო და იმით ვიყო ბედ­ნი­ე­რი, რაც მაქვს. ეს მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ხვალ ვი­მუ­შაო მშვი­დად, აუ­ღელ­ვებ­ლად და თავ­და­უ­ზო­გა­ვად.

- 2015 წლის "დი­ო­რის" კო­ლექ­ცი­ი­დან ულა­მა­ზე­სი კა­ბის ანა­ლო­გი გაქვთ შექ­მნი­ლი, შე­გიძ­ლი­ათ მას­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნოთ?

- რო­დე­საც ეს სა­მო­სი ვნა­ხე, გა­დავ­წყვი­ტე გა­მე­კე­თე­ბი­ნა ანა­ლო­გი. ეს ჩემ­თვის იყო გა­მოწ­ვე­ვა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, შევ­ძლებ­დი თუ არა. ძი­რი­თა­დად სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ვმუ­შა­ობ­დი ამ პრო­ექ­ტზე. ამი­ტომ, საკ­მაო დრო მო­ვან­დო­მე. ყვე­ლა დე­ტა­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მოვ­ჭე­რი, და­ვა­მუ­შა­ვე და შევ­ღე­ბე. რა თქმა უნდა, მთლად ისე­თი არ გა­მო­ვი­და, თუნ­დაც მა­სა­ლის სხვა­ო­ბის გამო. მაგ­რამ, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შე­ჭი­დე­ბა სა­მო­სის დი­ზა­ინ­თან, ური­გო არ გა­მო­ვი­და. მინ­და ვთქვა, რომ ეს კაბა წა­მო­ვი­ღე ამე­რი­კა­შიც და რო­დე­საც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მივ­დი­ვარ დამ­საქ­მე­ბელ­თან, ყო­ველ­თვის მი­მაქვს და მისი ნახ­ვის შემ­დეგ, ყო­ველ­გვა­რი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დე­ბის გა­რე­შე მაძ­ლე­ვენ სამ­სა­ხურს.

- თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ ქმნით, სად ყი­დით, რო­გო­რია გა­მოხ­მა­უ­რე­ბა?

- ჯერ მო­დის იდეა. მერე ვი­წყებ მა­სა­ლის შერ­ჩე­ვას და და­მუ­შა­ვე­ბას. გარ­და თვლე­ბი­სა არ ვი­ყე­ნებ მზა და შე­ღე­ბილ მა­სა­ლას. ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­მნე­ბა მუ­ზის მი­ხედ­ვით. არა­სო­დეს არ გა­მი­კე­თე­ბია შეკ­ვე­თით ნა­მუ­შე­ვა­რი. ამი­ტომ, ყვე­ლა არის ისე­თი, რო­გო­რიც მე მინ­და, რომ იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, ეს არაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ხა­ტუ­ლი სუ­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც შეს­რუ­ლე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კი, აქვს 3D ეფექ­ტი. პირ­ვე­ლი ემო­ცია აქვთ ხოლ­მე გაკ­ვირ­ვე­ბის. ძი­რი­თა­დად მე­კი­თხე­ბი­ან - ეს რო­გორ? ზოგს ჰგო­ნია რომ ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბია, ხელს კი­დებს და სუ­ნავს. ნა­მუ­შევ­რე­ბი იყი­დე­ბა ან გა­მო­ფე­ნი­დან ან ინ­ტერ­ნე­ტით.

- თვით­ნას­წავ­ლი ხე­ლო­ვა­ნი ხართ, რო­გორ ახერ­ხებთ ამ­დენ ჟანრ­ში მუ­შა­ო­ბას?

- 7 წე­ლია, რაც მო­ცუ­ლო­ბი­თი ქარ­გვით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ვა­კე­თებ რო­გორც სუ­რა­თებს, ასე­ვე სა­მოსს, აქ­სე­სუ­ა­რებს და დე­კო­რის ელე­მენ­ტებს. თუ და­მი­ჯე­რებთ ღებ­ვი­სას ფე­რებ­საც კი ინ­ტუ­ი­ცი­ით ვუ­რევ. ძი­რი­თა­დი ფე­რე­ბი ვის­წავ­ლე, რო­მე­ლი რო­მელ­თან შე­რე­ვით რას მომ­ცემს. მაგ­რამ, გრა­და­ცი­ებს ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ვა­კე­თებ. არა­სო­დეს ვფიქ­რობ, რომ ეხლა მე უნდა დავ­ჯდე გა­ვა­კე­თო რამე. შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს პა­უ­ზე­ბი, მაგ­რამ "შეკ­ვე­თით" მარ­თლა ვე­რაფ­რეს გა­ვა­კე­თებ. ვცა­დე და არ გა­მო­მი­ვი­და. თა­ვი­სით ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- რთუ­ლია ავ­ცდეთ პან­დე­მი­ის თე­მას, თქვენ რამ­დე­ნად შე­გე­ხოთ და რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ახლა ამ მხრივ თქვენს შტატ­ში?

- მგო­ნი პლა­ნე­ტა­ზე ადა­მი­ა­ნი არ დარ­ჩა, ვი­საც არ შე­ე­ხო ეს პრობ­ლე­მა. ყვე­ლას რა­დი­კა­ლუ­რად შეგ­ვიც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წესი და დღის წეს­რი­გი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვარ ე.წ სახ­ლის ადა­მი­ა­ნი და კვი­რა­ო­ბით შე­მიძ­ლია სახ­ლში ჯდო­მა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­თო­ბა, ეს აკ­რძალ­ვით შინ გა­მო­კეტ­ვა იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი. მაგ­რამ, მე ვფიქ­რობ სწო­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმ ეტაპ­ზე, რათა დრო მოგ­ვე­გო ვირუ­სის­თვის და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს კო­ლაფ­სი არ გა­მოგ­ვეწ­ვია. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა, რომ­ლის მუ­შა­ო­ბაც ჯერ ისევ ვერ აღ­დგა სრუ­ლად. თუმ­ცა, აქ ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს სა­ხელ­მწი­ფო უმუ­შევ­რო­ბის ფულს უხ­დის დღემ­დე, ამი­ტომ ფი­ნან­სუ­რად გა­საძ­ლი­სი იყო.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე პირ­ბა­დის ტა­რე­ბაა. მაგ­რამ, პერ­სო­ნა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეს­მის ყვე­ლას და პირ­ბა­დის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ვინ­მეს. ტრან­სპორ­ტში და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში, უბ­რა­ლოდ არ შე­გიშ­ვე­ბენ.

- მა­რი­კა, და­სას­რულს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ზეც გკი­თხავთ, საკ­მა­ოდ ჩარ­თუ­ლი ხართ აქა­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ცხა­დია ვირ­ტუ­ა­ლუ­რად... რო­გორ ას­წრებთ ამ­დენ რა­მეს?

- "ფე­ის­ბუ­ქი" არის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო. რომ­ლი­თაც მიბ­მუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მყავს ოჯა­ხის წევ­რე­ბი,მაგ­რამ მყავს ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გო­ბა­რი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არ მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს და გულ­გრი­ლი ვიყო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძი­რი­თა­დად ვაქ­ტი­უ­რობ დი­ლას ტრან­სპორ­ტში ყოფ­ნი­სას და რო­დე­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
4

წარმატებები საოცარო გოგო, შენ ამას იმსახურებ

:))))
4

გადაცხოვრდით არა გადასახლიდით არის სწორი ფორმა დაჯექი ორიანი ჟურნალისტს:)))))))))))))

ავტორი:

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამერიკის მქარგველთა გილდიის წევრი გახდა და გასაუბრებაზე "დიორის" კოლექციიდან შექმნილი კაბით დადის

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამერიკის მქარგველთა გილდიის წევრი გახდა და გასაუბრებაზე "დიორის" კოლექციიდან შექმნილი კაბით დადის

მარიკა მამუჩიშვილი სამი წელია, რაც მერიკაში ცხოვრობს და პროფესიით აღმოსავლეთმცოდნემ სწორედ იქ აისრულა ბავშვობის ოცნება და ხატვა დაიწყო. ხელოვანს საინტერესო ცხოვრება აქვს. თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთი წელი სირიაში, კერძოდ კი დამასკოში სწავლობდა. ამბობს, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებულად ახსენდება. ბავშვობიდან ქსოვს, დედამ ასწავლა, მაგრამ ქარგვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ულამაზესი ნამუშევრები, რომელსაც ავტორი ქმნის, ინტერნეტის საშუალებით იყიდება და ამ წლების მანძილზე, უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.

- პროფესიით არაბისტი ხართ და ერთ დღეს საქართველოში კარიერა მიატოვეთ და ამერიკაში გადაცხოვრდით...

- სიმართლე რომ გითხრათ, მე ჩემი არსით ვარ კოსმოპოლიტი. ვთვლი, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს იქ ცხოვრება, სადაც უნდა რომ იცხოვროს. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მინდოდა ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, სადაც ადამიანი იქნებოდა მთავარი ღირებულება. სადაც შენ ნიჭით და შრომით დაფასდებოდი და ცხოვრების ხარისხიც, ამის შესაბამისი გექნებოდა. ეს გრძნობა განსაკუთრებით გამიმძაფრდა, მას შემდეგ რაც პირველად საზღვარგარეთ მომიწია სასწავლებლად წასვლა. 2016 წელი იყო გადამწყვეტი. ჩემს თავს ვუთხარი, თუ არ მოგწონს და ვერაფერს ცვლი, უნდა ადგე და წახვიდე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, არც ერთი წუთით არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.

- სანამ ამერიკულ ცხოვრებაზე ვრცლად ვისაუბრებდეთ, თქვენი ბიოგრაფიიდან ერთ საინტერესო მონაკვეთზე შევჩერდეთ - ერთი წელი სირიაში, კერძოდ კი დამასკოში სწავლობდით...

- სირიაზე ემოციის გარეშე საუბარი არ შემიძლია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ერთი წელი ვისწავლე დამასკოს არაბული ენის ინსტიტუტში, სადაც მოვხვდი გაცვლითი პროგრამით. ეს ერთი წელი, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დრო ჩემს ცხოვრებაში. სირია არის ქვეყანა-მუზეუმი. წარმართული, ქრისტიანული და ისლამური კულტურის ძეგლებით სავსე.

ამიტომ, არდადაგების პერიოდში დავდიოდი ექსკურსიებზე. წარმოუდგენელი გრძნობა გაქვს, როდესაც ასეთი ისტორიული მნიშვნელობის ადგილებს ათვალიერებ როგორიცაა - კაენის მიერ აბელის მკვლელობის ადგილი, წარღვნის შემდეგ აშენებული მეორე ქალაქი "მაარი", არამეული სოფელი მალულა, სადაც დღემდე ქრისტეს ენაზე ლაპარაკობენ, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ადგილი ომაიანელთა მეჩეთში, პალმირა, სიმეონ მესვეტეს სვეტი და ტაძარის ნანგრევები, ალეპოს ციხე და უამრავი ადგილი. ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დამიტოვა. განათლებასთან ერთად, დამასკომ მაჩუქა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - საუკეთესო ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრების გემო.

- როგორი იყო თქვენი ამერიკული ოცნება და რა დაგრჩათ ასასრულებელი?

- 3 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ამ პერიოდში, მქონდა სამი გამოფენა ნიუ იორკში. უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ წელს მონაწილეობას მივიღებ ნიუ- იორკში გამოფენა-გაყიდვაში, გავხდი ამერიკის მქარგველთა გილდიის წევრი და შემომთავაზეს, რომ ნაციონალური მასშტაბით სალექციო კურსის გაკეთებაზე ვიფიქრო, მაქვს ჩემი პატარა კომპანია "Mchi Art" . მიუხედავად ამ პატარ-პატარა წარმატებებისა, ვთვლი, რომ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია.

ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, კონკურენტულ გარემოში შემძლებოდა შრომა და ცხოვრება. ამერიკაში ყველა პირობაა, რომ საკუთარი ნიჭის და შრომის ხარჯზე იცხოვრო ისე, როგორც შეგიძლია. აქ არავის აინტერესებს ვისი ბიძაშვილი ხარ და ვინ არის შენი რეკომენდატორი. ჩემთვის ესაა ამერიკული ოცნება, რომელიც ავიხდინე. ვარ ბედნიერი აქ და ახლა, დანარჩენი, უკვე ჩემზეა დამოკიდებული.

ვცდილობ, რომ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაში, დღევანდელი დღე არ დავკარგო და იმით ვიყო ბედნიერი, რაც მაქვს. ეს მეხმარება იმაში, რომ ხვალ ვიმუშაო მშვიდად, აუღელვებლად და თავდაუზოგავად.

- 2015 წლის "დიორის" კოლექციიდან ულამაზესი კაბის ანალოგი გაქვთ შექმნილი, შეგიძლიათ მასზე მუშაობის პერიოდი გაიხსენოთ?

- როდესაც ეს სამოსი ვნახე, გადავწყვიტე გამეკეთებინა ანალოგი. ეს ჩემთვის იყო გამოწვევა. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა. ძირითადად სამსახურის შემდეგ ვმუშაობდი ამ პროექტზე. ამიტომ, საკმაო დრო მოვანდომე. ყველა დეტალი საკუთარი ხელით გამოვჭერი, დავამუშავე და შევღებე. რა თქმა უნდა, მთლად ისეთი არ გამოვიდა, თუნდაც მასალის სხვაობის გამო. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო ჩემი პირველი შეჭიდება სამოსის დიზაინთან, ურიგო არ გამოვიდა. მინდა ვთქვა, რომ ეს კაბა წამოვიღე ამერიკაშიც და როდესაც გასაუბრებაზე მივდივარ დამსაქმებელთან, ყოველთვის მიმაქვს და მისი ნახვის შემდეგ, ყოველგვარი გამოსაცდელი ვადების გარეშე მაძლევენ სამსახურს.

- თქვენი ნამუშევრების შესახებ მოგვიყევით, როგორ ქმნით, სად ყიდით, როგორია გამოხმაურება?

- ჯერ მოდის იდეა. მერე ვიწყებ მასალის შერჩევას და დამუშავებას. გარდა თვლებისა არ ვიყენებ მზა და შეღებილ მასალას. ნამუშევარი იქმნება მუზის მიხედვით. არასოდეს არ გამიკეთებია შეკვეთით ნამუშევარი. ამიტომ, ყველა არის ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს. რაც შეეხება გამოხმაურებას, ეს არაა ჩვეულებრივად დახატული სურათები, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკი, აქვს 3D ეფექტი. პირველი ემოცია აქვთ ხოლმე გაკვირვების. ძირითადად მეკითხებიან - ეს როგორ? ზოგს ჰგონია რომ ცოცხალი ყვავილებია, ხელს კიდებს და სუნავს. ნამუშევრები იყიდება ან გამოფენიდან ან ინტერნეტით.

- თვითნასწავლი ხელოვანი ხართ, როგორ ახერხებთ ამდენ ჟანრში მუშაობას?

- 7 წელია, რაც მოცულობითი ქარგვით ვარ გატაცებული. ვაკეთებ როგორც სურათებს, ასევე სამოსს, აქსესუარებს და დეკორის ელემენტებს. თუ დამიჯერებთ ღებვისას ფერებსაც კი ინტუიციით ვურევ. ძირითადი ფერები ვისწავლე, რომელი რომელთან შერევით რას მომცემს. მაგრამ, გრადაციებს ინტუიციურად ვაკეთებ. არასოდეს ვფიქრობ, რომ ეხლა მე უნდა დავჯდე გავაკეთო რამე. შეიძლება მქონდეს პაუზები, მაგრამ "შეკვეთით" მართლა ვერაფრეს გავაკეთებ. ვცადე და არ გამომივიდა. თავისით ხდება ეს ყველაფერი.

- რთულია ავცდეთ პანდემიის თემას, თქვენ რამდენად შეგეხოთ და როგორი სიტუაციაა ახლა ამ მხრივ თქვენს შტატში?

- მგონი პლანეტაზე ადამიანი არ დარჩა, ვისაც არ შეეხო ეს პრობლემა. ყველას რადიკალურად შეგვიცვალა ცხოვრების წესი და დღის წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ე.წ სახლის ადამიანი და კვირაობით შემიძლია სახლში ჯდომა და საკუთარი თავის გართობა, ეს აკრძალვით შინ გამოკეტვა იყო ძალიან რთული. მაგრამ, მე ვფიქრობ სწორი და აუცილებელი იმ ეტაპზე, რათა დრო მოგვეგო ვირუსისთვის და სამედიცინო სფეროს კოლაფსი არ გამოგვეწვია. ყველაზე რთული იყო სამსახურის გარეშე დარჩენა, რომლის მუშაობაც ჯერ ისევ ვერ აღდგა სრულად. თუმცა, აქ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო უმუშევრობის ფულს უხდის დღემდე, ამიტომ ფინანსურად გასაძლისი იყო.

ერთ-ერთი მთავარი სირთულე პირბადის ტარებაა. მაგრამ, პერსონალური და სოციალური უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა ესმის ყველას და პირბადის გარეშე ქუჩაში ძალიან იშვიათად ნახავთ ვინმეს. ტრანსპორტში და სავაჭრო ცენტრებში, უბრალოდ არ შეგიშვებენ.

- მარიკა, დასასრულს ქართულ რეალობაზეც გკითხავთ, საკმაოდ ჩართული ხართ აქაურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ცხადია ვირტუალურად... როგორ ასწრებთ ამდენ რამეს?

- "ფეისბუქი" არის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. რომლითაც მიბმული ვარ საქართველოსთან და ვიღებ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ მყავს ოჯახის წევრები,მაგრამ მყავს ნათესავები, ახლობლები, მეგობარი და წარმოუდგენელია არ მაინტერესებდეს და გულგრილი ვიყო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ძირითადად ვაქტიურობ დილას ტრანსპორტში ყოფნისას და როდესაც თავისუფალი დრო მაქვს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით და რამდენს ჩაუტარდა გუშინ ტესტირება?

ხანძარი მეუფე იოსების რეზიდენციაში - დედაოებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა