Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა..." - რას ამბობს პროფესორი, რომელმაც, ფურცხვანიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი "დაავერბოვკა"
"მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა..." - რას ამბობს პროფესორი, რომელმაც, ფურცხვანიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი "დაავერბოვკა"

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ახ­ლად­გა­მო­ჩე­ნილ­მა ფი­გუ­რან­ტმა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ე.წ. სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­დას­ცა, ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თე­მურ ზარ­ქუა ახ­სე­ნა. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, პრო­ფე­სო­რი თე­მურ ზარ­ქუა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პე­და­გო­გი იყო და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლი­და. ფურ­ცხვა­ნი­ძის თქმით, “ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კვლე­ვის პრო­ცეს­შია, მაგ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რის მიერ იყო “და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი”, ამის თა­ო­ბა­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­და ერ­თმა ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. გო­გო­ნა შსს-ს კადრში იყო აყ­ვა­ნი­ლი მისი “დამ­ვერ­ბოვ­კე­ბე­ლი” თე­მურ ზარ­ქუ­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით. ამის კვლე­ვა არ არის ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვა, ამ პი­როვ­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს”... (იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად)

ambebi.ge თე­მურ (თე­ო­დო­რე) ზარ­ქუ­ას და­უ­კავ­შირ­და და ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უც ფურ­ცხვა­ნი­ძის ბრალ­დე­ბა­ზე პა­სუ­ხით და­ი­წყო:

- ეს ვერ­სია ფურ­ცხვა­ნი­ძის­გან არ მო­დის, სულ არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი. ზარ­ქუა და­სა­კი­თხი­აო, ეს ღიად გა­ნა­ცხა­და ბა­ტონ­მა ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა, რად­გან მას არ მო­ე­წო­ნა ის ამ­ბა­ვი, რომ ვერ გა­ვიხ­სე­ნე, გა­ვუ­წიე თუ არა გო­გო­ნას რე­კო­მენ­და­ცია რო­მე­ლი­მე სტრუქ­ტუ­რა­ში. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს მე თვი­თო­ნაც არ მო­მე­წო­ნა.

- მარ­თლა ვერ გა­იხ­სე­ნეთ?

- შე­კი­თხვის დას­მის მო­მენ­ტში მარ­თლაც ვერ გა­ვიხ­სე­ნე, თუმ­ცა რო­დე­საც ჩემს სა­მუ­შაო ად­გილს და­ვუბ­რუნ­დი და ავ­წიე ჩემი მი­მო­წე­რა, დავ­რწმუნ­დი, რომ თა­მუ­ნას­თვის რო­მე­ლი­მე ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში რე­კო­მენ­და­ცია მარ­თლაც არ გა­მი­წე­ვია. რომ ვთქვი, ვერ ვიხ­სე­ნებ-მეთ­ქი, მარ­თლაც ვერ ვიხ­სე­ნებ. მე, უბ­რა­ლოდ, კი არ ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ას ამ ბავ­შვებს, მერე თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ რას აკე­თე­ბენ იმ სამ­სა­ხურ­ში, რო­გორ ვი­თარ­დე­ბი­ან... მე ხომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს ორი­ვე მხა­რის მი­მართ - ბავ­შვის მი­მარ­თაც, რომ ის ნორ­მა­ლურ ად­გილ­ზე მოხ­ვდეს და იმ სამ­სა­ხუ­რის მი­მარ­თაც, რომ ბავ­შვმა იქ გა­ა­მარ­თლოს. თა­მა­რის­თვის მისი თხოვ­ნით, მარ­თლაც მქონ­და გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, ოღონდ, არა შსს-ში, ან სუს-ში, არა­მედ მას "ერას­მუ­სის" პროგ­რა­მით უნ­დო­და გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა, მთხო­ვა და მი­ვე­ცი რე­კო­მენ­და­ცია, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვი იმ­სა­ხუ­რებ­და ამას.

- თა­მა­რის ოჯახს და ად­ვო­კატს აქვთ ეჭვი, გო­გო­ნა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ხში­რად და­დი­ო­და ორ­თა­ჭა­ლა­შიო...

- ზო­გა­დად, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი, რო­გორც წესი, როცა მთხო­ვენ ვინ­მეს რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წიო, მა­თი­ვე მო­თხოვ­ნაა, რომ ეს იყოს ვაჟი. რა არის იცით? შსს-ში მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე ჩემ­გან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი და ვიცი, კარ­გად მუ­შა­ო­ბენ და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა. ზო­გი­ერ­თი მუ­შა­ობ­და და წა­მო­ვი­და იქე­დან. რა­ტომ­ღაც ხაზი გას­მუ­ლია იმა­ზე, რომ თურ­მე მე მე­კი­თხე­ბა ყვე­ლა სპეც­სამ­სა­ხუ­რი რა­ღა­ცას. კარ­გით, რა! - არ არის ასე. კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი ბრძან­დე­ბით და თქვენს გა­მოზ­რდილ კად­რებ­ზე რომ მო­თხოვ­ნა იყოს, ან მათ­ზე აზრი გკი­თხონ, რა გა­საკ­ვი­რია?

ახლა, ისეც არ არის საქ­მე, ჩემს იქით გზა არ იყოს. უამ­რა­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტია ჩემს გარ­და, ვი­საც აზრს ეკი­თხე­ბი­ან. რა თქმა უნდა, კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (და კარ­გი პი­როვ­ნე­ბე­ბიც) თუ აინ­ტე­რე­სებთ, დარ­გის სპე­ცი­ა­ლისტს უნდა ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტო­მაც არა? და რა არის ამა­ში საკ­ვირ­ვე­ლი და სა­ეჭ­ვო? ჩემი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი თით­ქმის ყველ­გან არი­ან - ბან­კებ­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ებ­ში, სა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლად იყე­ნე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს. ჩემს ყო­ფილ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც შსს-ში მუ­შა­ო­ბენ, ვკი­თხე თა­მარ­ზე და მი­თხრეს, ჩვენ­თან არ ყო­ფი­ლაო, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოდ მეჩ­ვე­ნე­ბა, მას შსს-ს რო­მე­ლი­მე და­ნა­ყოფ­ში ემუ­შა­ვა.

- არც სხვა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში?

- მო­დით, მეც ძა­ლი­ან ბევ­რს ვერ ავი­ღებ სა­კუ­თარ თავ­ზე, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ჩე­მის აზ­რით, ამ ბავ­შვს ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში არ უმუ­შა­ვია.

- თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე, ან ისე, რომ არ გცოდ­ნო­დათ, შე­იძ­ლე­ბა სად­მე ასეთ უწყე­ბა­ში ემუ­შა­ვა?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა შან­სია. ბავ­შვი, რო­მე­ლიც CV-ს ად­გენს, ერთ-ერთ პუნ­ქტად შე­იძ­ლე­ბა ჩა­წე­როს, ვინ არის მისი რე­კო­მენ­და­ტო­რი. ასე­თი ბავ­შვი თუ მკი­თხავს, შე­იძ­ლე­ბა თქვენ ჩაგ­წე­როთ რე­კო­მენ­და­ტო­რა­დო, ვე­ტყვი - რა­ტო­მაც არა.

- რას იტყვით, იყო გო­გო­ნა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის და უნა­რე­ბის, რომ მსგავს სე­რი­ო­ზულ უწყე­ბებს და­ე­საქ­მე­ბი­ნათ?

- ეს ბავ­შვი იყო საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი, კარ­გი სტუ­დენ­ტი და მას ბევრ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­ეძ­ლო ემუ­შა­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლად, მათ შო­რის - ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის არ იყო რა­ღაც ექ­სტრაკ­ლა­სი, ისე­თი, რო­მე­ლიც რა­ღაც ახალს შექ­მნის. იქ, სა­დაც სა­ჭი­როა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ცნო­ბი­ლი ალ­გო­რით­მის მი­ხედ­ვით რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა და ა.შ. კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. თა­მუ­ნას სამი სე­მესტრი ვას­წავ­ლი­დი და სა­დღაც 2 წელ­ზე მე­ტია, ამ ბავ­შვთან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მქო­ნია. ვერ ავი­ღებ თავ­ზე ვთქვა, რომ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე სად­მე არ და­ი­წყებ­და მუ­შა­ო­ბას. ნორ­მა­ლუ­რი გო­გო­ნა იყო, არ ჰქონ­და უარ­ყო­ფი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი, იყო წე­სი­ე­რი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და უბო­რო­ტო ბავ­შვი. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში თა­მარ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის პროგ­რა­მი­რე­ბა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ხაზ­გას­მის ღირ­სია მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნო­ბა - თა­მარს ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და ახ­ლო­ბე­ლი, თუ არ ვცდე­ბი - ბე­ბია და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის გა­მო­ცხად­და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და არ და­ა­ღა­ლა­ტა თა­ვი­სი გუნ­დი (წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გუნ­დი მო­იხ­სნე­ბო­და შე­ჯიბ­რე­ბი­დან). ეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ეპი­ზო­დი იყო.

- ანუ არ ადას­ტუ­რებთ, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე იღე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლებს ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში?

- ეს იმათ სინ­დის­ზე იყოს, ვინც ამას ამ­ბობს. მა­შინ აქე­დან ის დას­კვნა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მეც მათი, იქა­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ.

- კი, მათი ამ ლო­გი­კით, ასე გა­მო­დის...

- არა, ბა­ტო­ნო, არა­ფე­რი მა­გის მსგავ­სი. უბ­რა­ლოდ, მე შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თებ­ზე შე­და­რე­ბით უკეთ ვიც­ნობ მარ­თლა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის სტუ­დენ­ტებს იმი­ტომ, რომ გახ­ლა­ვართ პროგ­რა­მი­რე­ბა­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და ეს ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ნი, ვინც რა­მეს წარ­მო­ად­გე­ნენ, ჩემს თვალ­წინ ტრი­ა­ლე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ­ზე არა­ნაკ­ლებ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი არა­ფე­რი მაქვს ჩა­დე­ნი­ლი, რი­სიც შემ­რცხვე­ბო­და. ჩემი ნაკ­ლი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ ვი­ღა­ცას და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ნი­შა­ნი არ და­ვუ­წე­რე და ამის გამო ნა­წყე­ნი იყოს ჩემ­ზე. ერთი სი­ტყვით, და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს. ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნია ის, რომ თა­მარს ვერ და­ვიბ­რუ­ნებთ. არა და, სწო­რედ მის­თა­ნა ახალ­გაზ­რდებს ეკუთ­ვნით ლა­მა­ზი ოჯა­ხე­ბის შექ­მნა და კარ­გი შვი­ლე­ბის გაზ­რდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­აკ­ლდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო
0

მაგარი კაცი იყო ბატონი თემური. კარგი სპეციალისტი და გადასარევი პიროვნება. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

მამუკა
35

მე ვერ ვიგებ,რატომ არ უნდა დავუჯერო ამ ადამიანს და უნდა დავუჯერო კილაძეს და "ხრამოი-ს"

ავტორი:

"მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა..." - რას ამბობს პროფესორი, რომელმაც, ფურცხვანიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი "დაავერბოვკა"

"მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა..." - რას ამბობს პროფესორი, რომელმაც, ფურცხვანიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი "დაავერბოვკა"

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახლადგამოჩენილმა ფიგურანტმა დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტური ფოტომასალა გადასცა, ambebi.ge-სთან ინტერვიუში თემურ ზარქუა ახსენა. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, პროფესორი თემურ ზარქუა თამარ ბაჩალიაშვილის პედაგოგი იყო და ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი სემესტრის განმავლობაში ასწავლიდა. ფურცხვანიძის თქმით, “ყველაფერი ჯერ კვლევის პროცესშია, მაგრამ თამარ ბაჩალიაშვილი რომ სპეცსამსახურის მიერ იყო “დავერბოვკებული”, ამის თაობაზე ტელევიზიით განაცხადა ერთმა ბატონმა, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული. გოგონა შსს-ს კადრში იყო აყვანილი მისი “დამვერბოვკებელი” თემურ ზარქუას რეკომენდაციით. ამის კვლევა არ არის ჩემი პრეროგატივა, ამ პიროვნებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს”... (იხილეთ სტატია სრულად)

ambebi.ge თემურ (თეოდორე) ზარქუას დაუკავშირდა და ჩვენი ინტერვიუც ფურცხვანიძის ბრალდებაზე პასუხით დაიწყო:

- ეს ვერსია ფურცხვანიძისგან არ მოდის, სულ არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი. ზარქუა დასაკითხიაო, ეს ღიად განაცხადა ბატონმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, რადგან მას არ მოეწონა ის ამბავი, რომ ვერ გავიხსენე, გავუწიე თუ არა გოგონას რეკომენდაცია რომელიმე სტრუქტურაში. სიმართლე გითხრათ, ეს მე თვითონაც არ მომეწონა.

- მართლა ვერ გაიხსენეთ?

- შეკითხვის დასმის მომენტში მართლაც ვერ გავიხსენე, თუმცა როდესაც ჩემს სამუშაო ადგილს დავუბრუნდი და ავწიე ჩემი მიმოწერა, დავრწმუნდი, რომ თამუნასთვის რომელიმე ძალოვან სტრუქტურაში რეკომენდაცია მართლაც არ გამიწევია. რომ ვთქვი, ვერ ვიხსენებ-მეთქი, მართლაც ვერ ვიხსენებ. მე, უბრალოდ, კი არ ვაძლევ რეკომენდაციას ამ ბავშვებს, მერე თვალ-ყურს ვადევნებ რას აკეთებენ იმ სამსახურში, როგორ ვითარდებიან... მე ხომ პასუხისმგებლობა მაქვს ორივე მხარის მიმართ - ბავშვის მიმართაც, რომ ის ნორმალურ ადგილზე მოხვდეს და იმ სამსახურის მიმართაც, რომ ბავშვმა იქ გაამართლოს. თამარისთვის მისი თხოვნით, მართლაც მქონდა გაცემული რეკომენდაცია, ოღონდ, არა შსს-ში, ან სუს-ში, არამედ მას "ერასმუსის" პროგრამით უნდოდა განაცხადის გაკეთება, მთხოვა და მივეცი რეკომენდაცია, ვინაიდან ბავშვი იმსახურებდა ამას.

- თამარის ოჯახს და ადვოკატს აქვთ ეჭვი, გოგონა კონფიდენციალურად მუშაობდა ძალოვან უწყებაში, ვინაიდან ხშირად დადიოდა ორთაჭალაშიო...

- ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურები, როგორც წესი, როცა მთხოვენ ვინმეს რეკომენდაცია გავუწიო, მათივე მოთხოვნაა, რომ ეს იყოს ვაჟი. რა არის იცით? შსს-ში მუშაობს რამდენიმე ჩემგან რეკომენდებული ყმაწვილი და ვიცი, კარგად მუშაობენ და ყველაფერი ნორმალურადაა. ზოგიერთი მუშაობდა და წამოვიდა იქედან. რატომღაც ხაზი გასმულია იმაზე, რომ თურმე მე მეკითხება ყველა სპეცსამსახური რაღაცას. კარგით, რა! - არ არის ასე. კარგი სპეციალისტი ბრძანდებით და თქვენს გამოზრდილ კადრებზე რომ მოთხოვნა იყოს, ან მათზე აზრი გკითხონ, რა გასაკვირია?

ახლა, ისეც არ არის საქმე, ჩემს იქით გზა არ იყოს. უამრავი სპეციალისტია ჩემს გარდა, ვისაც აზრს ეკითხებიან. რა თქმა უნდა, კარგი სპეციალისტები (და კარგი პიროვნებებიც) თუ აინტერესებთ, დარგის სპეციალისტს უნდა ეკითხებოდნენ, რატომაც არა? და რა არის ამაში საკვირველი და საეჭვო? ჩემი ყოფილი სტუდენტები თითქმის ყველგან არიან - ბანკებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სატელეკომუნიკაციო კომპანიებში, სადაც სერიოზულად იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ჩემს ყოფილ სტუდენტებს, რომლებიც შსს-ში მუშაობენ, ვკითხე თამარზე და მითხრეს, ჩვენთან არ ყოფილაო, ამიტომ ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, მას შსს-ს რომელიმე დანაყოფში ემუშავა.

- არც სხვა ძალოვან სტრუქტურაში?

- მოდით, მეც ძალიან ბევრს ვერ ავიღებ საკუთარ თავზე, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემის აზრით, ამ ბავშვს ძალოვან სტრუქტურებში არ უმუშავია.

- თქვენი რეკომენდაციის გარეშე, ან ისე, რომ არ გცოდნოდათ, შეიძლება სადმე ასეთ უწყებაში ემუშავა?

- ძალიან პატარა შანსია. ბავშვი, რომელიც CV-ს ადგენს, ერთ-ერთ პუნქტად შეიძლება ჩაწეროს, ვინ არის მისი რეკომენდატორი. ასეთი ბავშვი თუ მკითხავს, შეიძლება თქვენ ჩაგწეროთ რეკომენდატორადო, ვეტყვი - რატომაც არა.

- რას იტყვით, იყო გოგონა იმ შესაძლებლობის და უნარების, რომ მსგავს სერიოზულ უწყებებს დაესაქმებინათ?

- ეს ბავშვი იყო საკმაოდ სტაბილური, კარგი სტუდენტი და მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა წარმატებულად, მათ შორის - ძალოვან სტრუქტურაში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის არ იყო რაღაც ექსტრაკლასი, ისეთი, რომელიც რაღაც ახალს შექმნის. იქ, სადაც საჭიროა სტაბილურობა, ცნობილი ალგორითმის მიხედვით რაღაცის გაკეთება და ა.შ. კარგი შემსრულებელი იქნებოდა. თამუნას სამი სემესტრი ვასწავლიდი და სადღაც 2 წელზე მეტია, ამ ბავშვთან მჭიდრო ურთიერთობა აღარ მქონია. ვერ ავიღებ თავზე ვთქვა, რომ ჩემი მონაწილეობის გარეშე სადმე არ დაიწყებდა მუშაობას. ნორმალური გოგონა იყო, არ ჰქონდა უარყოფითი მიდრეკილებები, იყო წესიერი და კეთილსინდისიერი და უბოროტო ბავშვი. გასული წლის დეკემბერში თამარმა უნივერსიტეტის ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტის გუნდის შემადგენლობაში, უმაღლეს სასწავლებელთა შორის პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მიიღო მონაწილეობა. ხაზგასმის ღირსია მისი პასუხისმგებლიანობა - თამარს ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ახლობელი, თუ არ ვცდები - ბებია და მიუხედავად ამისა, ის გამოცხადდა ღონისძიებაზე და არ დააღალატა თავისი გუნდი (წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი მოიხსნებოდა შეჯიბრებიდან). ეს ძალიან ლამაზი ეპიზოდი იყო.

- ანუ არ ადასტურებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი რეკომენდაციის საფუძველზე იღებენ თანამშრომლებს ძალოვან სტრუქტურებში?

- ეს იმათ სინდისზე იყოს, ვინც ამას ამბობს. მაშინ აქედან ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ მეც მათი, იქაური თანამშრომელი ვარ.

- კი, მათი ამ ლოგიკით, ასე გამოდის...

- არა, ბატონო, არაფერი მაგის მსგავსი. უბრალოდ, მე შეიძლება ზოგიერთებზე შედარებით უკეთ ვიცნობ მართლა ძალიან მაღალი დონის სტუდენტებს იმიტომ, რომ გახლავართ პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი და ეს ბავშვები ყველანი, ვინც რამეს წარმოადგენენ, ჩემს თვალწინ ტრიალებენ. საქართველოში ჩემზე არანაკლებ წარჩინებული სპეციალისტები არიან. ცხოვრებაში ისეთი არაფერი მაქვს ჩადენილი, რისიც შემრცხვებოდა. ჩემი ნაკლი შეიძლება ის იყოს, რომ ვიღაცას დაუმსახურებლად ნიშანი არ დავუწერე და ამის გამო ნაწყენი იყოს ჩემზე. ერთი სიტყვით, დასამალი არაფერი მაქვს. ამ ამბავში ყველაზე საწყენია ის, რომ თამარს ვერ დავიბრუნებთ. არა და, სწორედ მისთანა ახალგაზრდებს ეკუთვნით ლამაზი ოჯახების შექმნა და კარგი შვილების გაზრდა. ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებას დააკლდა.