მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით" - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზებში "მთავრობის" გადაწყვეტილებას რუსული ვაქცინის შეძენაზე
"ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით" - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზებში "მთავრობის" გადაწყვეტილებას რუსული ვაქცინის შეძენაზე

აფხა­ზეთ­ში მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად აფხა­ზურ­მა მხა­რემ, რუ­სეთს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის, "სპუტ­ნიკ V"-ის პარ­ტი­ის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა. კონ­კრე­ტუ­ლად, სო­ხუ­მი რუ­სე­თის­გან ვაქ­ცი­ნის 15-დან 20 000-მდე დო­ზის მი­ღე­ბას ითხოვს.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თით­ქმის ერ­თხმად აცხა­დე­ბენ, რომ მარ­თა­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბა უმ­ძი­მეს დღე­შია COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის გამო, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან...

პუბ­ლი­ცის­ტი და­ვით და­სა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე, ად­გი­ლობ­რივ ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და­ფიქ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"Апсныпресс–ში წა­ვი­კი­თხე, რომ აფხა­ზეთ­მა რუ­სეთს ვაქ­ცი­ნის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა, თქვენ რა, სულ გა­გიჟ­დით? წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, თუ რა და­ე­მარ­თე­ბა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი რუ­სე­თის და სა­ერ­თოდ, რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღე­ბენ. ჩემი რჩე­ვაა, იმუ­ნი­ტე­ტი გა­იმ­ყა­რეთ. უარი თქვით ყვე­ლა მავ­ნე ჩვე­ვა­ზე, გა­და­დით ჯან­საღ კვე­ბა­ზე და ეცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საკ­ვე­ბი მი­ი­ღოთ.

თუ ასე მო­იქ­ცე­ვით, იმ შემ­თხვე­ვა­ში არ გე­მუქ­რე­ბათ საფ­თხე... ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ადა­მი­ა­ნი ნა­ხე­ვარ ან ერთ წელ­ში მოკ­ვდე­ბა, მე ჩემი ოჯა­ხის არ­ცერთ წევ­რს არ მივ­ცემ მისი გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას. მე­უბ­ნე­ბი­ან, ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე თვითმფრი­ნავ­ში არ აგიშ­ვე­ბე­ნო, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მი მა­ინ­ტე­რე­სებს. ვიჯ­დე­ბი სახ­ლში და მი­წას და­ვა­მუ­შა­ვებ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, ხალ­ხი სო­ფელ­ში უნდა დაბ­რუნ­დეს, ასე გა­და­ვურ­ჩე­ბით უეჭ­ველ სიკ­ვდილს..." - წერს და­სა­ნია.

ად­გი­ლობ­რო­ვე­ბი მას უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეთან­ხმე­ბი­ან და რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის მი­მართ ეჭ­ვებს გა­მო­ხა­ტა­ვენ:

"ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩერ­ნო­ბი­ლი გა­მახ­სენ­და, რამ­დე­ნი­მე დღე რომ უდა­ნა­შა­უ­ლო, მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის უაზ­რო ამ­ბი­ცი­ებს ეწი­რე­ბოდ­ნენ. მა­ში­ნაც მო­ტყუ­ე­ბი­თა და იძუ­ლე­ბით უშ­ვებ­დნენ ად­მი­ა­ნებს სიკ­ვდილ­ზე, ოღონდ კი საბ­ჭო­თა დი­დე­ბას ჩრდი­ლი არ მის­დგო­მო­და. ხოდა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, რუ­სულ ვაქ­ცი­ნა­ზე, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ფილ­მს გა­და­ი­ღებს რო­მე­ლი­მე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის კი­ნო­კომ­პა­ნია და მა­შინ მივ­ხვდე­ბით იმ სი­მარ­თლის ნა­ხე­ვარს მა­ინც, რაც რუ­სეთ­მა ჩა­ი­დი­ნა. ამ სა­შიშ ვირუსს ის უფრო სა­ში­ში, სა­ხელ­და­ხე­ლოდ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნით მკურ­ნა­ლობს. მად­ლო­ბა ჩვენს მთავ­რო­ბას "ზრუნ­ვის­თვის", ჩვენ საც­დე­ლი ბა­ჭი­ე­ბი ვართ? იქ­ნებ პლაქ­ვე­ნი­ლი გე­ყი­დათ, რო­მე­ლი­მე ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნის­გან..." - წერს რადა კვი­ცი­ნია.

"ბი­ძა­ჩე­მი შე­ი­წი­რა ამ ვირუს­მა, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არას­დროს მო­უ­წე­ვია და არ და­უ­ლე­ვია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­ღა­ლი სი­ცხის­გან კო­მა­ში ჩა­ვარ­და და ვერ გა­მო­ვი­და... დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფილ­ტვე­ბი გა­ე­თი­შა... არ ვიცი, რა მოხ­დე­ბო­და მის­თვის ვაქ­ცი­ნას რომ მო­ეს­წრო, თუმ­ცა რა­საც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ძნე­ლია, ასე ბრმად გა­ი­კე­თო წა­მა­ლი, რო­მე­ლიც არც კი იცი, რას შე­ი­ცავს. უნი­ვერ­სა­ლუ­რია თუ არა, რა უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი აქვს, მით უფრო ბავ­შვებს მას ვერ გა­ვუ­კე­თებთ. თუმ­ცა კი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ" - წერს თა­მი­ლა სა­ლია.

"არ მჯე­რა, რომ ეს ვაქ­ცი­ნა ასე­თი სა­ში­შია, ანუ რუ­სეთს თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა სურს?.. მა­შინ და­ე­ლო­დეთ ბილ გე­ით­სის ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც ალ­ბათ უფრო უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა" - მი­აჩ­ნია კირა გუმ­ბას.

"ვინც წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, მათ და თა­ვი­ანთ ოჯა­ხებს უნდა გა­უ­კე­თო ის ვაქ­ცი­ნა პირ­ველ რიგ­ში. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თავს აა­რი­დე­ბენ, ან სუ­ლაც ვი­ტა­მი­ნებს გა­ი­კე­თე­ბენ და ჩვენ მოგ­ვა­ტყუ­ე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა იყო... " - წერს სარა ჩა­მა­გუა.

"გა­ნათ­ლე­ბის დონე და­ბა­ლია, მაგ­რამ არც ისე­თი, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა მი­ვი­ღოთ... ისევ ჯო­ბია, კო­რო­ნას ვებ­რძო­ლოთ, ვიდ­რე ის სა­წამ­ლა­ვი გა­ვი­კე­თოთ. ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, მარ­თლა ჩვე­ნე­ბის­გან წა­მო­ვი­და მისი შეს­ყიდ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა, თუ უბ­რა­ლოდ გა­ი­თა­მა­შეს და რუ­სეთ­მა მო­ა­თხო­ვი­ნა?!.. ისე­დაც სულ რამ­დე­ნი­მე ათა­სი დავ­რჩით, ეს ხომ პირ­და­პი­რი ღა­ლა­ტია?!." - წერს ფატი კა­კა­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცნო­ბით, მოს­კოვ­ში სო­ხუ­მის მი­მარ­თვას გა­ნი­ხი­ლა­ვენ...

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნის და­რე­გის­ტრი­რე­ბის შე­სა­ხებ აგ­ვის­ტო­ში გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს, თა­ნაც, რუ­სეთ­მა მსოფ­ლიო მე­დი­კო­სე­ბის გან­წყო­ბებს ყური არ უგდო და ვაქ­ცი­ნა და­ა­რე­გის­ტრი­რა.

პრო­ფე­სორ ალექ­სან­დრე გინცბურ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა ორ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, ადე­ნო­ვირუ­სე­ბის ვექ­ტორ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მოს­კოვ­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რია, რად­გან ყვე­ლა სა­ჭი­რო ტეს­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა კვლე­ვე­ბი აქვს გავ­ლი­ლი და რა შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, ამ დრომ­დე არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტში მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ინექ­ცი­ის შემ­დეგ 38 გრა­დუ­სი ჰქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­უ­ა­რა.

კრემ­ლის ცნო­ბით, ის თავ­და­პირ­ვე­ლად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უნდა მი­ე­ღოთ ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და რის­კჯ­გუ­ფებ­ში მყოფ პი­რებს... კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია ინ­ტენ­სი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ტეს­ტი­რე­ბამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა.

გინცბურ­გის ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის სა­ბო­ლოო ეტა­პი 2021 წლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა, რა დრო­საც კვლე­ვე­ბი ბავ­შვებ­ში და­ი­წყე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მეს პე­დი­ატ­რებ­თან ერ­თად შე­უდ­გე­ბი­ან.

ცნო­ბის­თვის, და­სავ­ლე­თის მეც­ნი­ე­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან ყვე­ლა და­ნარ­ჩენ და გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მისი შექ­მნა და გა­მოც­და რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პრო­ცე­სია, რაც გუ­ლის­ხმობს მის პრეკ­ლი­ნი­კურ კვლე­ვას ანუ ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოც­დას და შემ­დეგ, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ტარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუბა
5

აი, ეს მომწონს! 

სიმართლე
2

ეხლა მიხვდით, როგორც ჩანს თანდათან ტვინი გილღვებათ... რუსებს აფხაზები და ოსები სწორედაც რომ ესეთი საქმეებისთვის ჭირდებათ, აფხაზებო, ოსებო თქვენ კარგი საცდელი კურდღლები ხართ, ვინც გაუძლებთ ამ ცდებს და გადარჩებით „ყველას კარგი მომავალი გექნებათ“, მოითმინეთ ცოტა კიდევ და მომავალი წინ გაქვთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით" - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზებში "მთავრობის" გადაწყვეტილებას რუსული ვაქცინის შეძენაზე

"ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით" - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზებში "მთავრობის" გადაწყვეტილებას რუსული ვაქცინის შეძენაზე

აფხაზეთში მღელვარება მოჰყვა ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად აფხაზურმა მხარემ, რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა. კონკრეტულად, სოხუმი რუსეთისგან ვაქცინის 15-დან 20 000-მდე დოზის მიღებას ითხოვს.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ მართალია, მოსახლეობა უმძიმეს დღეშია COVID-19-ის გავრცელებისა და შედეგების გამო, მაგრამ ვაქცინის გაკეთების სასტიკი წინააღმდეგი არიან...

პუბლიცისტი დავით დასანია სოციალური ქსელის თავის გვერდზე, ადგილობრივ ე.წ. ხელმძღვანელობას დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

"Апсныпресс–ში წავიკითხე, რომ აფხაზეთმა რუსეთს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა, თქვენ რა, სულ გაგიჟდით? წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა დაემართება აფხაზეთის მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის და საერთოდ, რომელიმე ვაქცინას მიიღებენ. ჩემი რჩევაა, იმუნიტეტი გაიმყარეთ. უარი თქვით ყველა მავნე ჩვევაზე, გადადით ჯანსაღ კვებაზე და ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ეკოლოგიურად სუფთა საკვები მიიღოთ.

თუ ასე მოიქცევით, იმ შემთხვევაში არ გემუქრებათ საფთხე... ვაქცინის მიღების შემთხვევაში კი, ადამიანი ნახევარ ან ერთ წელში მოკვდება, მე ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ მივცემ მისი გაკეთების უფლებას. მეუბნებიან, ვაქცინის მიღების დამადასტურებელი საბუთების გარეშე თვითმფრინავში არ აგიშვებენო, არ მაინტერესებს, არც საერთაშორისო ტურიზმი მაინტერესებს. ვიჯდები სახლში და მიწას დავამუშავებ. სოფლის მეურნეობა უნდა გაძლიერდეს, ხალხი სოფელში უნდა დაბრუნდეს, ასე გადავურჩებით უეჭველ სიკვდილს..." - წერს დასანია.

ადგილობროვები მას უმეტეს შემთხვევაში ეთანხმებიან და რუსული ვაქცინის მიმართ ეჭვებს გამოხატავენ:

"ამ ყველაფერზე ჩერნობილი გამახსენდა, რამდენიმე დღე რომ უდანაშაულო, მოტყუებული ადამიანები საბჭოთა მაღალჩინოსნების უაზრო ამბიციებს ეწირებოდნენ. მაშინაც მოტყუებითა და იძულებით უშვებდნენ ადმიანებს სიკვდილზე, ოღონდ კი საბჭოთა დიდებას ჩრდილი არ მისდგომოდა. ხოდა, რამდენიმე წლის შემდეგ, რუსულ ვაქცინაზე, რეალური პერსონაჟების ისტორიებზე დაფუძნებულ ფილმს გადაიღებს რომელიმე განვითარებული ქვეყნის კინოკომპანია და მაშინ მივხვდებით იმ სიმართლის ნახევარს მაინც, რაც რუსეთმა ჩაიდინა. ამ საშიშ ვირუსს ის უფრო საშიში, სახელდახელოდ შექმნილი ვაქცინით მკურნალობს. მადლობა ჩვენს მთავრობას "ზრუნვისთვის", ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? იქნებ პლაქვენილი გეყიდათ, რომელიმე ნორმალური ქვეყნისგან..." - წერს რადა კვიცინია.

"ბიძაჩემი შეიწირა ამ ვირუსმა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არასდროს მოუწევია და არ დაულევია. მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული. მაღალი სიცხისგან კომაში ჩავარდა და ვერ გამოვიდა... დიდი ალბათობით, ფილტვები გაეთიშა... არ ვიცი, რა მოხდებოდა მისთვის ვაქცინას რომ მოესწრო, თუმცა რასაც ექიმები ამბობენ, ძნელია, ასე ბრმად გაიკეთო წამალი, რომელიც არც კი იცი, რას შეიცავს. უნივერსალურია თუ არა, რა უკუჩვენებები აქვს, მით უფრო ბავშვებს მას ვერ გავუკეთებთ. თუმცა კი, მძიმე მდგომარეობაში ვართ" - წერს თამილა სალია.

"არ მჯერა, რომ ეს ვაქცინა ასეთი საშიშია, ანუ რუსეთს თავისი მოსახლეობის განადგურება სურს?.. მაშინ დაელოდეთ ბილ გეითსის ვაქცინას, რომელიც ალბათ უფრო უსაფრთხო იქნება" - მიაჩნია კირა გუმბას.

"ვინც წერილი გაუგზავნა, მათ და თავიანთ ოჯახებს უნდა გაუკეთო ის ვაქცინა პირველ რიგში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თავს აარიდებენ, ან სულაც ვიტამინებს გაიკეთებენ და ჩვენ მოგვატყუებენ, რომ ვაქცინა იყო... " - წერს სარა ჩამაგუა.

"განათლების დონე დაბალია, მაგრამ არც ისეთი, რუსული ვაქცინა მივიღოთ... ისევ ჯობია, კორონას ვებრძოლოთ, ვიდრე ის საწამლავი გავიკეთოთ. ახლა საინტერესოა, მართლა ჩვენებისგან წამოვიდა მისი შესყიდვის ინიციატივა, თუ უბრალოდ გაითამაშეს და რუსეთმა მოათხოვინა?!.. ისედაც სულ რამდენიმე ათასი დავრჩით, ეს ხომ პირდაპირი ღალატია?!." - წერს ფატი კაკალია.

ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობის ცნობით, მოსკოვში სოხუმის მიმართვას განიხილავენ...

რუსეთის ფედერაციამ მსოფლიოში COVID-19-ის პირველი ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ აგვისტოში განაცხადა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას საერთაშორისო საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს, თანაც, რუსეთმა მსოფლიო მედიკოსების განწყობებს ყური არ უგდო და ვაქცინა დაარეგისტრირა.

პროფესორ ალექსანდრე გინცბურგის ხელმძღვანელობით შექმნილი ვაქცინა ორკომპონენტიანი, ადენოვირუსების ვექტორზეა დაფუძნებული. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ვაქცინა ეფექტურია, რადგან ყველა საჭირო ტესტირება წარმატებით გაიარა, თუმცა კონკრეტულად რა კვლევები აქვს გავლილი და რა შედეგი აჩვენა, ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ექსპერიმენტში მისი ქალიშვილიც მონაწილეობდა, რომელსაც პირველი ინექციის შემდეგ 38 გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა, მალევე გაუარა.

კრემლის ცნობით, ის თავდაპირველად ნებაყოფლობით უნდა მიეღოთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და რისკჯგუფებში მყოფ პირებს... კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ინტენსიურად აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა.

გინცბურგის ცნობით, ვაქცინის გამოცდის საბოლოო ეტაპი 2021 წლის დასაწყისი იქნება, რა დროსაც კვლევები ბავშვებში დაიწყება. მისივე ინფორმაციით, საქმეს პედიატრებთან ერთად შეუდგებიან.

ცნობისთვის, დასავლეთის მეცნიერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რუსული ვაქცინის გამოყენებას, რადგან ყველა დანარჩენ და განსაკუთრებით კი, ამ შემთხვევაში, მისი შექმნა და გამოცდა რამდენიმესაფეხურიანი პროცესია, რაც გულისხმობს მის პრეკლინიკურ კვლევას ანუ ცხოველებზე გამოცდას და შემდეგ, ასევე რამდენიმე ეტაპად ტარდება ადამიანებში.

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს

ზაზა გახელაძის მეუღლე - "სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება"

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა - რამდენ წელს გაატარებს ციხეში საქართველოს მოქალაქე