მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი
"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს  ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი

23 სექ­ტემ­ბერს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მე­დი­ის წარ­მომ­დგენ­ლე­ბის­თვის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და. ამის შემ­დეგ, საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. პრო­კუ­რო­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი თვე­ე­ბის წი­ნან­დე­ლია და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თე­ბერ­ვლით თა­რიღ­დე­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა, საქ­მე­ში არ დევს და არც არ­სე­ბობს გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­ა­ყე­ნეს თუ არა ეჭვქვეშ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა, გან­მარ­ტა, რომ მათ ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე სა­კი­თხი არ და­უს­ვამთ.

"მშობ­ლე­ბიც და ად­ვო­კა­ტე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის, იმას არ ამ­ბობ­დნენ, რომ ეს არ იყო თა­მა­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი. ერ­თია, რაც დაგ­ვხვდა და მე­ო­რე - ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი და მი­მო­წე­რა აღ­დგე­ნი­ლია. ეს ცოტა სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხი­ცაა და მათ ამი­ტომ არ ვა­სა­ჯა­რო­ვებთ. დრო და დრო რა­ღაც მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გვექ­ნე­ბა საქ­მის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე".

და­დებს თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა ფურ­ცხვა­ნი­ძის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყალ­ბი მა­სა­ლე­ბის სა­პირ­წო­ნედ სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს, რი­თიც სა­ბო­ლო­ოდ გა­ქარ­წყლდე­ბა ოჯა­ხის ეჭვი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე, ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ უწყე­ბამ ამ თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მი­მარ­თა:

"ჩვენ ბევრ ქვე­ყა­ნას და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მივ­მარ­თეთ თხოვ­ნით. ზო­გი­ერ­თის­გან იყო პა­სუ­ხი, რომ ეს არ იყო მათი ინ­ტე­რე­სის სფე­რო. მა­წე­ვა­ნის ტყე­ში ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, უცხო ქვეყ­ნის თა­ნამ­გზავ­რი ამით რომ და­ინ­ტე­რეს­დეს. ზოგი ამ­ბობს, რომ დე­და­მი­წის ის ნა­წი­ლი იმ პე­რი­ოდ­ში ჩვენს რა­კურ­სში არ შე­მო­დი­ო­დაო, ზო­გიც - გვაქვს შორი კად­რე­ბი, მაგ­რამ არა­ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია და არაფ­რის გარ­ჩე­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო. ნა­წი­ლი­დან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ, ნა­წი­ლი­დან ჯერ არ მო­სუ­ლა პა­სუ­ხი და იმე­დი გვაქვს, რო­მე­ლი­მე­დან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ცე­მუ­ლო­ბას მი­ვი­ღებთ".

კი­თხვა­ზე, მი­მარ­თა თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნა­სას სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლის გა­მო­თხო­ვის თა­ო­ბა­ზე, ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა:

"ზო­გა­დად მხო­ლოდ თა­ნამ­გზავ­რის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ღე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. გუ­გლის თა­ნამ­გზავ­რი იქ­ნე­ბა, თუ - ნა­ს­ა­სი, ყვე­ლას თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, ტყუ­ი­ლად მას არა­ვინ გა­უშ­ვებს, თა­ვის ფუნ­ქცი­ას თუ არ ახორ­ცი­ე­ლებს. ბო­დი­ში, მაგ­რამ მა­წე­ვა­ნის ტყის შეს­წავ­ლა სხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის. თუ ვინ­მემ სპე­ცი­ა­ლუ­რად არ და­ზუ­მა და არ მი­ა­ახ­ლო­ვა ის ტე­რი­ტო­რია, ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი კად­რი არ გა­მო­დის. ჩვენ გვინ­და იმ­დე­ნად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი კად­რი, რომ იქ ობი­ექ­ტე­ბის გარ­ჩე­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში - მან­ქა­ნის გარ­ჩე­ვა იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი, თო­რემ ზო­გა­დად გლო­ბუ­სი, სა­დღაც შო­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია".

პრო­კუ­რორ­მა თა­მუ­ნას დე­დას, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­საც უპა­სუ­ხა, რო­მელ­მაც გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­ჯე­რებს მისი შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ტე­ლი­ტის ფო­ტოს და­დებს, სა­დაც თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა 18-22 ივ­ლისს მა­წე­ვა­ნის ტყე­ში იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი:

"ჩვენ ბოლო პე­რი­ოდ­ში ვის­მენთ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რომ ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ აქ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა ხან სა­კალ­მა­ხეს­თან, ხან - "ვილა ალ­გეთ­თან"... დე­დის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ამ­ბობს, რომ თუ იქ­ნე­ბა სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბას მა­შინ და­ვი­ჯე­რე­ბო, პირ­და­პირ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ამ ვერ­სი­ე­ბის ლო­გი­კუ­რო­ბას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დე­დის პო­ზი­ცია რამე ფორ­მით ამ­ყა­რებ­დეს იმ ვერ­სი­ებს, რაც აქამ­დე ად­ვო­კატ­საც ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი? ად­ვო­კა­ტი მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ამ­ბობს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მან­ქა­ნა იქ არ იდგა და გო­გო­ნა მოკ­ლეს. მისი ეს პო­ზი­ცია ჯერ კი­დევ მა­შინ და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც პირ­და­პირ ეთერ­ში უჩ­ვე­ნებ­დნენ მან­ქა­ნი­დან ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის კად­რებს. პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბაც კი არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი, როცა მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბას და ყვე­ლა მისი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი ამ პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ბა­მი­სად გრძელ­დე­ბა. დე­დის ეს გან­ცხა­დე­ბა, ჩემი აზ­რით, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ას, რომ ეს უეჭ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბაა. ეს თუ მკვლე­ლო­ბაა, მა­შინ რა ფო­ტოც არ უნდა იყოს, ეს რო­გორ გა­ა­ბა­თი­ლებს მის ვერ­სი­ას? ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცია და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და მყა­რი რომ იყოს, მა­შინ ის ვერც ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს სარ­წმუ­ნოდ. თა­ვი­დან­ვე უნდა იყოს ობი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა­ზე თუ ვსა­უბ­რობთ".

პრო­კუ­რო­რი ასე­ვე არ ეთან­ხმე­ბა ად­ვო­კა­ტის მო­საზ­რე­ბას, რომ გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან­ვე მხო­ლოდ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს.

"ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩვე­ნის მხრი­დან ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­დე­ბო­და. მა­შინ გვი­თხრას ად­ვო­კატ­მა, რას არ ვა­კე­თებთ, რაზე ვხუ­ჭავთ თვალს და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­კა­ვებთ თავს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა და საქ­მის და­ხურ­ვა­ზე ჯერ ლა­პა­რა­კი არ არის. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა შე­საძ­ლოა კი­დევ გა­მო­იკ­ვე­თოს რამე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა და კი­დევ 70 ტომი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი იყოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­ტე­ლი­ტე­ბი, რა­ზეც გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი", - ამ­ბობს გუ­ლუ­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძი­სა და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ეპი­ზოდს, პრო­კუ­რო­რის თქმით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მუხ­ლით აღ­ძრუ­ლი სს საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი.

"რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზა ად­ვო­კა­ტის თან­ხმო­ბით მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მო­ბი­ლურ­ში მისი სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, გარ­და ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც ეხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ეპი­ზოდს. არ­სად ჩვენ არ გვით­ქვამს, რომ რა­მიშ­ვილს ვი­ჭერთ. ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რაც ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის თე­მას უკავ­შირ­დე­ბა, ობი­ექ­ტუ­რად აჩენს ეჭ­ვებს. თქვენ რომ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი იყოთ, არ გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა რა­მიშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში და არ გა­და­ა­მოწ­მებ­დით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნით არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­დით? დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, ფურ­ცხვა­ნი­ძე ამ­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ვა­ტა­რებ ამე­რი­კა­ში, ასე­ვე, სხვა ფო­ტო­მა­სა­ლას წარ­მო­ვად­გე­ნო. კი, ბა­ტო­ნო, ჩა­ა­ტა­როს ექ­სპერ­ტი­ზაც და ფო­ტო­ე­ბიც მო­ი­ტა­ნოს ამე­რი­კი­დან თუ ჩი­ნე­თი­დან, ოღონდ ავ­თენ­ტუ­რი მა­სა­ლა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოგიკა გვკარნახობს
89

თუ ეს ფოტოები გაყალბებულია (დიდი ალბათობით, ასეც ჩანს), სწორედ ეს, (ასევე დიდი ალბათობით) მეტყველებს მკვლელობის ვერსიის საფუძვლიანობაზე, რადგანაც:

1,. მისი წყარო გახლავთ რუსეთთან გაცხადებული კავშირების პირი;

2. შესაბამისად, გამოძიებას ეძლევა "არგუმენტი" - თითქოსდა ფარდა ახადა რუსეთის დაინტერესებულებას ამ საქმეში და ამასთანავე, დაამტკიცა ხელისუფლების უცოდველობა რუსეთთან კავშირების დადანაშაულებაში! 

 

 

გიო
66

შენ თუ გამომძიებელი ხარ მაშინ მე გვინეის სულთანი ვყოფილვარ. კიდე კარგად ვართ ამნაირი გამომძიებლების ხელში. ჩალით გვიხურავენ ქვეყანას, მაგრამ მალე დასრულდება ეს ყველაფერი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს  ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი

23 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურაში, მედიის წარმომდგენლებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა. ამის შემდეგ, საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. პროკურორის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები თვეების წინანდელია და ზოგიერთი მათგანი თებერვლით თარიღდება. როგორც გაირკვა, საქმეში არ დევს და არც არსებობს გარდაცვალების წინ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერი. საქმის პროკურორმა ჟურნალისტების კითხვაზე, ოჯახის წევრებმა დააყენეს თუ არა ეჭვქვეშ ამ ჩანაწერების ავთენტურობა, განმარტა, რომ მათ ავთენტურობაზე საკითხი არ დაუსვამთ.

"მშობლებიც და ადვოკატებიც ამბობდნენ, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ამ ჩანაწერების გასაჯაროების, იმას არ ამბობდნენ, რომ ეს არ იყო თამარის ჩანაწერები. ერთია, რაც დაგვხვდა და მეორე - ექსპერტიზის შედეგად ყველა ჩანაწერი და მიმოწერა აღდგენილია. ეს ცოტა სენსიტიური საკითხიცაა და მათ ამიტომ არ ვასაჯაროვებთ. დრო და დრო რაღაც მოცემულობები გასაჯაროვდება, რის შესაძლებლობაც გვექნება საქმის ინტერესიდან გამომდინარე".

დადებს თუ არა პროკურატურა ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ყალბი მასალების საპირწონედ სატელიტურ ფოტოებს, რითიც საბოლოოდ გაქარწყლდება ოჯახის ეჭვი თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ვერსიაზე, ამირან გულუაშვილი პასუხობს, რომ უწყებამ ამ თხოვნით რამდენიმე ქვეყანას და ორგანიზაციას მიმართა:

"ჩვენ ბევრ ქვეყანას და ორგანიზაციას მივმართეთ თხოვნით. ზოგიერთისგან იყო პასუხი, რომ ეს არ იყო მათი ინტერესის სფერო. მაწევანის ტყეში ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება, უცხო ქვეყნის თანამგზავრი ამით რომ დაინტერესდეს. ზოგი ამბობს, რომ დედამიწის ის ნაწილი იმ პერიოდში ჩვენს რაკურსში არ შემოდიოდაო, ზოგიც - გვაქვს შორი კადრები, მაგრამ არაინფორმატიულია და არაფრის გარჩევა არ შეიძლებაო. ნაწილიდან უარყოფითი პასუხები მივიღეთ, ნაწილიდან ჯერ არ მოსულა პასუხი და იმედი გვაქვს, რომელიმედან საინტერესო მოცემულობას მივიღებთ".

კითხვაზე, მიმართა თუ არა პროკურატურამ ნასას სატელიტური ფოტომასალის გამოთხოვის თაობაზე, ამირან გულუაშვილმა განმარტა:

"ზოგადად მხოლოდ თანამგზავრის მიერ კონკრეტული ტერიტორიის გადაღება საკმარისი არ არის. გუგლის თანამგზავრი იქნება, თუ - ნასასი, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, ტყუილად მას არავინ გაუშვებს, თავის ფუნქციას თუ არ ახორციელებს. ბოდიში, მაგრამ მაწევანის ტყის შესწავლა სხვა ქვეყნების კომპეტენციაში არ შედის. თუ ვინმემ სპეციალურად არ დაზუმა და არ მიაახლოვა ის ტერიტორია, ინფორმატიული კადრი არ გამოდის. ჩვენ გვინდა იმდენად მიახლოვებული კადრი, რომ იქ ობიექტების გარჩევა, ამ შემთხვევაში - მანქანის გარჩევა იყოს შესაძლებელი, თორემ ზოგადად გლობუსი, სადღაც შორიდან გადაღებული ფოტო აბსოლუტურად არაინფორმატიულია".

პროკურორმა თამუნას დედას, თეონა თამაზაშვილსაც უპასუხა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში დაიჯერებს მისი შვილის თვითმკვლელობის ვერსიას, თუ პროკურატურა სატელიტის ფოტოს დადებს, სადაც თამუნას ავტომანქანა 18-22 ივლისს მაწევანის ტყეში იქნება დაფიქსირებული:

"ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ მოცემულობას, რომ ოჯახი და ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ აქ არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული მკვლელობა ხან საკალმახესთან, ხან - "ვილა ალგეთთან"... დედის განცხადება, სადაც ამბობს, რომ თუ იქნება სატელიტის ფოტოები, თვითმკვლელობას მაშინ დავიჯერებო, პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ვერსიების ლოგიკურობას. როგორ შეიძლება დედის პოზიცია რამე ფორმით ამყარებდეს იმ ვერსიებს, რაც აქამდე ადვოკატსაც ჰქონდა წარმოდგენილი? ადვოკატი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ დარწმუნებულია, მანქანა იქ არ იდგა და გოგონა მოკლეს. მისი ეს პოზიცია ჯერ კიდევ მაშინ დაფიქსირდა, როდესაც პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ მანქანიდან ცხედრის გადმოსვენების კადრებს. პირველი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებაც კი არ იყო დასრულებული, როცა მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას და ყველა მისი შემდგომი ნაბიჯი ამ პირველი ვერსიის შესაბამისად გრძელდება. დედის ეს განცხადება, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადვოკატის პოზიციას, რომ ეს უეჭველი მკვლელობაა. ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას? ადვოკატის პოზიცია დამაჯერებელი და მყარი რომ იყოს, მაშინ ის ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მიიღებს სარწმუნოდ. თავიდანვე უნდა იყოს ობიექტური მიდგომა, ჭეშმარიტების დადგენაზე თუ ვსაუბრობთ".

პროკურორი ასევე არ ეთანხმება ადვოკატის მოსაზრებას, რომ გამოძიება თავიდანვე მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

"ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებები ჩვენის მხრიდან ყველა მიმართულებით ტარდებოდა. მაშინ გვითხრას ადვოკატმა, რას არ ვაკეთებთ, რაზე ვხუჭავთ თვალს და რა მიმართულებით ვიკავებთ თავს. საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და საქმის დახურვაზე ჯერ ლაპარაკი არ არის. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა შესაძლოა კიდევ გამოიკვეთოს რამე ახალი გარემოება და კიდევ 70 ტომი საგამოძიებო მოქმედებები იყოს ჩატარებული. მეორე მიმართულებაა სატელიტები, რაზეც გრძელდება მუშაობა, რომელზეც გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი", - ამბობს გულუაშვილი.

რაც შეეხება დავით ფურცხვანიძისა და მიხეილ რამიშვილის ეპიზოდს, პროკურორის თქმით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით აღძრული სს საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

"რამიშვილის ტელეფონის გახსნა, დათვალიერება, ექსპერტიზა ადვოკატის თანხმობით მოხდა. გამოძიებისთვის მობილურში მისი სხვა მონაცემები არ არის საინტერესო, გარდა ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა, რომელიც ეხება მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ეპიზოდს. არსად ჩვენ არ გვითქვამს, რომ რამიშვილს ვიჭერთ. ის მოცემულობა, რაც ფოტოსურათების თემას უკავშირდება, ობიექტურად აჩენს ეჭვებს. თქვენ რომ გამომძიებლები იყოთ, არ გაგიჩნდებოდათ ეჭვი, რომ შესაძლოა რამიშვილი მონაწილეობს ამ დანაშაულებრივ სქემაში და არ გადაამოწმებდით ამ მიმართულებით, რამიშვილის ტელეფონით არ დაინტერესდებოდით? დამტკიცებულია, რომ ეს ფოტოსურათები არის გაყალბებული, ფურცხვანიძე ამბობს ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ ამერიკაში, ასევე, სხვა ფოტომასალას წარმოვადგენო. კი, ბატონო, ჩაატაროს ექსპერტიზაც და ფოტოებიც მოიტანოს ამერიკიდან თუ ჩინეთიდან, ოღონდ ავთენტური მასალა".

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული