სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე" - რისთვის აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი ელჩები: იალოვეცი, ტეფტი და კორტნი
"კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე" - რისთვის აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი ელჩები: იალოვეცი, ტეფტი და კორტნი

აშშ-ის ჟურ­ნალ "ნე­შე­ნელ ინ­თე­რესთში" («The National Interest»)გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ვრცე­ლი სტა­ტია სა­თა­უ­რით "სა­ქარ­თვე­ლო: კო­რო­ნა­ვირუ­სი­დან დე­მოკ­რა­ტი­ის კრი­ტი­კულ გა­მოც­დამ­დე // სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი და­სავ­ლე­ლი მე­გო­ბა­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ით".

პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩე­ბი იყ­ვნენ: კე­ნეტ ია­ლო­ვი­ცი, ჯონ ტეფ­ტი და უი­ლი­ამ კორტნი.

რო­გორც ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში, "სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბას, მაგ­რამ ახლა თბი­ლის­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლად, გამჭვირ­ვა­ლედ და სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხიც უნდა გა­და­წყვი­ტოს, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით უნდა ებ­რძო­ლოს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ ეკო­ნო­მი­კურ სიძ­ნე­ლე­ებს. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ჩად მუ­შა­ობ­და და ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია და­მოწ­მე­ბა იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნამ 1991 წლის შემ­დეგ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის დიდი გზა გა­ი­ა­რა. ჩვენ ყვე­ლა დაგ­ვა­ი­მე­და სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის კომ­პრო­მი­სულ­მა კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ, მაგ­რამ არ­სე­ბობს კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ნორ­მა­ლუ­რად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბას".

დიპ­ლო­მა­ტი ავ­ტო­რე­ბი ამ პრობ­ლე­მე­ბი­დან მი­უ­თი­თე­ბენ რუ­სე­თის შე­საძ­ლო ჩა­რე­ვა­ზე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, ასე­ვე ხაზს უს­ვა­მენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ას, აგ­რეთ­ვე იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იღებს დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში. ავ­ტო­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ 2018 და 2019 წელს მომ­ხდარ დე­მოკ­რა­ტი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებს - ჯერ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, შემ­დეგ კი პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას. ავ­ტო­რე­ბი და­დე­ბი­თად მი­იჩ­ნე­ვენ, კომ­პრო­მი­სუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, ასე­ვე პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­პყრო­ბი­ლე­დან.

თუმ­ცა იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია:

"სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია უკვე და­ი­წყო და სა­ჩივ­რე­ბიც უკვე არის, ორ­გა­ნი­ზა­ცია "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრებსგა­რე­შე" შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ქარ­თულ მა­ს­მე­დი­ა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, როცა კა­ნო­ნის შეს­წო­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბი­სა და ტე­ლე­არ­ხე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი და­სავ­ლეთ­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან.

კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა სპე­ცი­ა­ლისტ-ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის რჩე­ვა-რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თად არის ასა­ხუ­ლი - მცი­რეა გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. გა­მო­კი­თხვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ვირუს­თან ბრძო­ლა­ში მთავ­რო­ბა­სა და ექ­სპერ­ტებს ენ­დო­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ჯერ­ჯე­რო­ბით წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა ვირუსს და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც სი­ტუ­ა­ცი­ას რე­ა­ლუ­რად ასა­ხავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, აქ მდგო­მა­რე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად პო­ზი­ტი­უ­რია: კო­რო­ნა­ვირუს­მა ძა­ლი­ან არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე. და­ე­ცა მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა, მა­ტუ­ლობს უმუ­შევ­რო­ბა, რაც ქვეყ­ნის "აქი­ლევ­სის ქუსლს" წარ­მო­ად­გენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლი­სი კვლავ ინარ­ჩუ­ნებს წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სფე­რო­ში (მე-7 ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში), ამას წი­ნათ უცხო­ელ­მა ინ­ვეს­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ორი წი­თე­ლი ალა­მი აუ­წი­ეს: პირ­ვე­ლი ეხე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბი­სათ­ვის გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა და მე­ო­რე - იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბი­ლე­ბას, რო­მე­ლიც პრო­ექტ "ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის" მეშ­ვე­ო­ბით, ევ­რო­პას აზი­ას­თან შავი ზღვის ინ­ტერ­ნეტ-კა­ბე­ლის დახ­მა­რე­ბით და­ა­კავ­ში­რებს. კონ­სორ­ცი­უმ­მა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ის ["კა­უ­კა­ზუს ონ­ლა­ი­ნის"] აქ­ცი­ა­თა 49% შე­ი­ძი­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა კი, კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის ძა­ლით, ცდი­ლობს ხელი შე­უ­შა­ლოს პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბას.

ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში არის დიდი რის­კი იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში უჩივ­ლე­ბენ (ანაკ­ლი­ის შემ­თხვე­ვა­ში უკვე სარ­ჩე­ლი გა­და­ცე­მუ­ლია), რა­საც ზო­გი­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რის დაფრ­თხო­ბა შე­უძ­ლია. არა­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამ რის­კე­ბის შე­სუს­ტე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და", - ასე­თი თვალ­საზ­რი­სი აქვთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რებს.

"ბოლო სამი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს, თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პრო­ცეს­ში, ომე­ბი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და. ჩვენ სავ­სე­ბით დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ასე­ვე გა­უმკლავ­დე­ბა და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებს სა­მო­მავ­ლო გა­მოც­დებ­საც", - ოპ­ტი­მის­ტუ­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ ავ­ტო­რე­ბი სტა­ტი­ის და­სას­რულს. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივან
134

აკვირდებიან არა პულსს უსინჯაავენ. რასაც აქური მეპირე ენჯეობი უგზავნიან იმაზე დაყრდნობით შფოთავენ. ანაკლიაში და ციფრულ ჰაბში კი მიშას ძმაკაცის პირდაპირი ინტერესი დევს და ბუნებრივია რომ აქააც თავისი ქვეყნის. მოქალაქეს დააუჭერენ მხარს. 

rasa
63

ოცნების საგარეო პოლიტიკა და კავშირები კატასტროფულია

ავტორი:

"კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე" - რისთვის აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი ელჩები: იალოვეცი, ტეფტი და კორტნი

"კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე" - რისთვის აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი ელჩები: იალოვეცი, ტეფტი და კორტნი

აშშ-ის ჟურნალ "ნეშენელ ინთერესთში" («The National Interest») გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით "საქართველო: კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე // საქართველოს ბევრი დასავლელი მეგობარი შეშფოთებულია ქვეყანაში გატარებული რეფორმების ტრაექტორიით".

პუბლიკაციის ავტორები არიან ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოში აშშ-ის ელჩები იყვნენ: კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნი.

როგორც ავტორები აღნიშნავენ სტატიის დასაწყისში, "საქართველო წარმატებით უმკლავდება კორონავირუსის აფეთქებას, მაგრამ ახლა თბილისმა საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების საკითხიც უნდა გადაწყვიტოს, ასევე წარმატებით უნდა ებრძოლოს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სიძნელეებს. თითოეული ჩვენთაგანი საქართველოში ელჩად მუშაობდა და ამიტომ შეგვიძლია დამოწმება იმისა, რომ ქვეყანამ 1991 წლის შემდეგ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული რეფორმების დიდი გზა გაიარა. ჩვენ ყველა დაგვაიმედა საარჩევნო სისტემის კომპრომისულმა კანონის მიღებამ, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საარჩევნო პროცესის ნორმალურად, დემოკრატიულად ჩატარებას".

დიპლომატი ავტორები ამ პრობლემებიდან მიუთითებენ რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საარჩევნო პროცესში, ასევე ხაზს უსვამენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების ტრაექტორიას, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს დემოკრატიის დაცვისა და ეკონომიკის სფეროში. ავტორები იხსენებენ 2018 და 2019 წელს მომხდარ დემოკრატიის დარღვევის ფაქტებს - ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შემდეგ კი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევას. ავტორები დადებითად მიიჩნევენ, კომპრომისული საარჩევნო კანონის მიღებას, ასევე პატიმრების გათავისუფლებას საპყრობილედან.

თუმცა იქვე აღნიშნულია:

"საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და საჩივრებიც უკვე არის, ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებსგარეშე" შეშფოთებულია ქართულ მასმედიაში შექმნილი მდგომარეობით, როცა კანონის შესწორებით შესაძლებელი ხდება რადიოსადგურებისა და ტელეარხების გაკონტროლება. მოკლედ, საქართველოს მეგობრები დასავლეთში საარჩევნო კამპანიას ყურადღებით აკვირდებიან.

კორონავირუსთან ბრძოლა ქვეყნის მთავრობამ წარმატებით დაიწყო. ხელისუფლება ყურადღებით ეკიდება სპეციალისტ-ეპიდემიოლოგების რჩევა-რეკომენდაციებს, რაც სიტუაციაზე დადებითად არის ასახული - მცირეა გარდაცვლილთა რაოდენობა. გამოკითხვები ადასტურებს, რომ მოსახლეობა ვირუსთან ბრძოლაში მთავრობასა და ექსპერტებს ენდობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება ვირუსს და გამოქვეყნებული ინფორმაციებიც სიტუაციას რეალურად ასახავს.

რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, აქ მდგომარეობა ნაკლებად პოზიტიურია: კორონავირუსმა ძალიან არასახარბიელო გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. დაეცა მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობა, მატულობს უმუშევრობა, რაც ქვეყნის "აქილევსის ქუსლს" წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი კვლავ ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ბიზნესის კეთების სფეროში (მე-7 ადგილი მსოფლიოში), ამას წინათ უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოს ორი წითელი ალამი აუწიეს: პირველი ეხება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებს, როცა ხელისუფლებას არ სურს საერთაშორისო კრედიტორებისათვის გარანტიების მიცემა და მეორე - იმ საერთაშორისო კონსორციუმისადმი საქართველოს ხელისუფლების ნეგატიურ დამოკიდებილებას, რომელიც პროექტ "ციფრული აბრეშუმის გზის" მეშვეობით, ევროპას აზიასთან შავი ზღვის ინტერნეტ-კაბელის დახმარებით დააკავშირებს. კონსორციუმმა ქართული ტელესაკომუნიკაციო კომპანიის ["კაუკაზუს ონლაინის"] აქციათა 49% შეიძინა, საქართველოს მთავრობა კი, კანონის ცვლილების ძალით, ცდილობს ხელი შეუშალოს პროექტის რეალიზებას.

ორივე შემთხვევაში არის დიდი რისკი იმისა, რომ კომპანიები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებენ (ანაკლიის შემთხვევაში უკვე სარჩელი გადაცემულია), რასაც ზოგიერთი საერთაშორისო პოტენციური ინვესტორის დაფრთხობა შეუძლია. არადა, მოლაპარაკების მეშვეობით ამ რისკების შესუსტება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა", - ასეთი თვალსაზრისი აქვთ პუბლიკაციის ავტორებს.

"ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს, თავისი სუვერენიტეტის დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესში, ომებისა და სერიოზული გამოწვევების გადატანა მოუხდა. ჩვენ სავსებით დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო ასევე გაუმკლავდება და წარმატებით ჩააბარებს სამომავლო გამოცდებსაც", - ოპტიმისტურად აღნიშნავენ ავტორები სტატიის დასასრულს. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"იმედგაცრუებული ვართ..." - საქართველოში აშშ-ის საელჩო ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებას ავრცელებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"