მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის
"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის

ზუ­რაბ ში­ოშ­ვილ­სა და გი­ორ­გი ჭო­ლო­კა­ვას, საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დი და სწრაფ­შემსმე­ნე­ლი ხა­ტის, "დე­დო­ფა­ლი სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭებ­ლის" მცვე­ლებს გა­უჩ­ნდათ იდეა, შე­ექ­მნათ მა­მუ­ლი ხა­ტის და­საბ­რძა­ნებ­ლად. მო­სა­ლო­ცად უცხო­ე­თი­და­ნაც ბევ­რი სა­პა­ტიო სტუ­მა­რი მი­დი­ო­და...

"ბაღი თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ასუ­რეთ­შია, ფარ­თო­ბი 1300 კვმ, - გვე­უბ­ნე­ბა ზუ­რაბ ში­ოშ­ვი­ლი, - ყო­ველ წე­ლი­წადს ბაღი იერს იც­ვლის. რთუ­ლია ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ თან - სა­ინ­ტე­რე­სო". ზუ­რა­ბი რე­ჟი­სო­რია, გი­ორ­გი - მუ­სი­კო­სი. მე­გობ­რე­ბის ბაღ­ში ბევ­რი უცხო მცე­ნა­რე ხა­რობს, მათ შო­რის - მსოფ­ლი­ოს წმინ­და სა­ვა­ნე­ე­ბი­დან, ბიბ­ლი­უ­რი ად­გი­ლე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლიც, რო­მელ­თაც ამ­რავ­ლე­ბენ და ზრდი­ან.

ზუ­რაბ ში­ოშ­ვი­ლი:

- ზოგ­ჯერ თეს­ლი ჩა­მოგვქონ­და, ან კა­ლა­მი, ან მცე­ნა­რე... ჩვენ­თა­ნაც იყო ლა­მა­ზი მცე­ნა­რე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, იორ­და­სა­ლა­მის 100-მდე სა­ხე­ო­ბა გვაქვს. ბაღ­ში რა­რი­ტე­ტი მცე­ნა­რე­ე­ბის ნახ­ვაც შე­იძ­ლე­ბა, აქ იშ­ვი­ა­თო­ბებს ვზრდით. ბრა­ქი­ქი­ტო­ნი მარ­ჯნი­სე­ბუ­რი წი­თე­ლი ხე გახ­ლავთ. ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ და ულა­მა­ზე­სია. გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე იშ­ვი­ა­თი ჰიბ­რი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­გან არ არის, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დის.

ია­პო­ნუ­რი, ამე­რი­კუ­ლი, იტა­ლი­უ­რი სე­ლექ­ცი­ის მცე­ნა­რე­ე­ბია. მათი მოვ­ლა რთუ­ლია. სე­ზო­ნი არა გა­ზა­ფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მამ­დე, არა­მედ მთე­ლი წე­ლი­წა­დი გრძელ­დე­ბა. 2021 წლის­თვის მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მოზ­რდას ორი კვი­რა­ში და­ვი­წყებთ. თეს­ვას შე­მოდ­გო­მით შე­ვუდ­გე­ბით. ზამ­თრი­სა და გა­ზა­ფხუ­ლის ჩათ­ვლით, ყვა­ვი­ლებს სტე­ლა­ჟებ­ზე ვზრდით. ვე­გე­ტა­ცი­ის­თვის უმე­ტე­სო­ბას დიდი დრო სჭირ­დე­ბა. დიდი შრო­მი­სა და ენერ­გი­ის ხარ­ჯვა გვი­წევს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოვ­ზარ­დოთ და გა­მო­ვა­ზამ­თროთ.

- დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­და, ბოს­ტან­საც უვ­ლით...

- და­ვი­წყეთ პო­მიდვ­რით, კიტ­რით, მწვა­ნი­ლით... პო­მიდვ­რის 200-მდე ჰიბ­რი­დი გვაქვს, რომ­ლე­ბიც სხვა­გან არც არის, რად­გან სა­ბოსტნე კულ­ტუ­რე­ბის თეს­ლე­ბიც უცხო­ე­თი­დან შე­მოგ­ვდის და თან სა­გულ­და­გუ­ლოდ ვარ­ჩევთ. ჩი­თი­ლე­ბი თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სი­დან გა­მოგ­ვყავს, რომ მა­ი­სი­დან მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღოთ. წლე­ულს ნეს­ვის ერთი ჯიში გა­მოვ­ცა­დეთ.

სა­ად­რე­ოა და ჩვენს კლი­მატ­ში ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, ვა­წყობ­დით ტრე­ნინ­გებს, ვწერ­დით ვი­დე­ორ­გო­ლებს, სხვებ­საც ვეხ­მა­რე­ბით და ეს ხუთი წე­ლი­წა­დია, გრძელ­დე­ბა... ფაქ­ტობ­რი­ვად, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი გა­მოგ­ვი­ვი­და, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი არა­ერ­თი კულ­ტუ­რა ქარ­თულ კლი­მატ­სა და ნი­ა­დაგს მო­ვარ­გეთ. კონ­კრე­ტულ მცე­ნა­რეს თა­ვი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს და ჩვენს გა­რე­მო­ში სხვა თვი­სე­ბებს იძენს. ყვე­ლა კულ­ტუ­რის მოყ­ვა­ნი­სას იდე­ა­ლუ­რი შე­დე­გი გვქონ­და. ამას­თან, ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბიოა.

- ბაღი უცხო და ლა­მა­ზი დე­კო­რა­ცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა...

- ჩვენს ბაღს სხვე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი გა­მო­არ­ჩევს და მნახ­ველს სწო­რედ ეს მოს­წონს. ამას კი სხვა­დას­ხვა ტი­პის ნა­კე­თო­ბა, ქვე­ბი, ჩვე­ნი ხე­ლით შექ­მნი­ლი ნივ­თე­ბი ქმნის. ვხა­ტავთ, ლი­თონ­ზე ვმუ­შა­ობთ. ბაღი იმი­ტო­მაც არის სა­ავ­ტო­რო, რომ ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის­ტი­კით, ჩვე­ნი ხე­ლით სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის იქ­მნე­ბა.

პირ­ველ წე­ლი­წადს ფრან­გუ­ლი პრო­ვან­სუ­ლი ბა­ღით და­ვი­წყეთ, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად იც­ვლე­ბო­და ბი­ლი­კე­ბი, გან­ლა­გე­ბა. შემ­დეგ კლა­სი­კუ­რი ინ­გლი­სუ­რი ბა­ღის მსგავ­სი გახ­და, თუმ­ცა ფრან­გუ­ლი ელე­მენ­ტე­ბიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ცხა­დია, ქარ­თუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბიც აქვს და თვითმყო­ფა­დია.სა­ინ­ტე­რე­სოა სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რაც. მას რამ­დე­ნი­მე ფა­სა­დი აქვს. ერთი ნა­წი­ლი სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძუ­ლე­ბის სახ­ლე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ლურჯ-თეთ­რი ფე­რის. მცე­ნა­რე­ებ­საც იმ ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევთ, რო­გორ­საც სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძუ­ლებ­ზე ვხვდე­ბით.

მე­ო­რე ფა­სა­დი შარ­შან გა­ვა­კე­თეთ იტა­ლი­უ­რი სტი­ლით, რო­გორ­საც ფლო­რენ­ცი­ა­ში, ტოს­კა­ნის ძველ ქა­ლა­ქებ­ში შეხ­ვდე­ბით. თა­ღი­ა­ნია, ძვე­ლი ქვე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რა­საც ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნი ემა­ტე­ბა. წლე­ულს იერი ერთ ფა­სადსაც შე­ვუც­ვა­ლეთ და სამ­ხრეთ იტა­ლი­უ­რი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტი­ლი­სა გა­მო­ვი­და - თეთ­რი, კი­რით შე­ღე­ბი­ლი, ძვე­ლი და­რა­ბე­ბით, კრა­მი­ტით გა­და­ხუ­რუ­ლი ფან­ჯრე­ბი­თა და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბით.

- რა­ტომ სამ­ხრეთ იტა­ლი­უ­რი?

- წლე­ულს, როცა პან­დე­მი­ის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი უცხო­ეთ­ში ვერ მი­დი­ან, სა­კუ­თა­რი სა­მოგ­ზა­უ­რო სივ­რცე შევ­ქმე­ნით. აქ მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი თით­ქოს იტა­ლი­ა­სა თუ სა­ბერ­ძნეთ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. გვაქვს ნამ­დვი­ლი ნე­ა­პო­ლი­ტა­ნუ­რი პი­ცის რე­ცეპ­ტი, ტკბი­ლე­უ­ლი.

- თქვე­ნი ბა­ღის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ აქ შე­იგ­რძნობ გე­მოვ­ნე­ბას, დახ­ვე­წი­ლო­ბას, საქ­მის ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბას...

- კი, ამ ყვე­ლა­ფერს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ, "დე­დოფ­ლის ბაღი" სხვა­ნა­ი­რი არც შე­იძ­ლე­ბა იყოს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

Zoia ruadze
0

დიდი შრომის შედეგად შექმნილი შეუდარებელი სილამაზის მიწიერი სამოთხე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის

ზურაბ შიოშვილსა და გიორგი ჭოლოკავას, საკვირველმოქმედი და სწრაფშემსმენელი ხატის, "დედოფალი სიხარულის მომნიჭებლის" მცველებს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ მამული ხატის დასაბრძანებლად. მოსალოცად უცხოეთიდანაც ბევრი საპატიო სტუმარი მიდიოდა...

"ბაღი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთშია, ფართობი 1300 კვმ, - გვეუბნება ზურაბ შიოშვილი, - ყოველ წელიწადს ბაღი იერს იცვლის. რთულია ეს პროცესი, მაგრამ თან - საინტერესო". ზურაბი რეჟისორია, გიორგი - მუსიკოსი. მეგობრების ბაღში ბევრი უცხო მცენარე ხარობს, მათ შორის - მსოფლიოს წმინდა სავანეებიდან, ბიბლიური ადგილებიდან ჩამოტანილიც, რომელთაც ამრავლებენ და ზრდიან.

ზურაბ შიოშვილი:

- ზოგჯერ თესლი ჩამოგვქონდა, ან კალამი, ან მცენარე... ჩვენთანაც იყო ლამაზი მცენარეები, მაგალითად, იორდასალამის 100-მდე სახეობა გვაქვს. ბაღში რარიტეტი მცენარეების ნახვაც შეიძლება, აქ იშვიათობებს ვზრდით. ბრაქიქიტონი მარჯნისებური წითელი ხე გახლავთ. ისრაელიდან ჩამოვიტანეთ და ულამაზესია. გვაქვს თანამედროვე იშვიათი ჰიბრიდები, რომლებიც საქართველოში სხვაგან არ არის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის.

იაპონური, ამერიკული, იტალიური სელექციის მცენარეებია. მათი მოვლა რთულია. სეზონი არა გაზაფხულიდან შემოდგომამდე, არამედ მთელი წელიწადი გრძელდება. 2021 წლისთვის მცენარეების გამოზრდას ორი კვირაში დავიწყებთ. თესვას შემოდგომით შევუდგებით. ზამთრისა და გაზაფხულის ჩათვლით, ყვავილებს სტელაჟებზე ვზრდით. ვეგეტაციისთვის უმეტესობას დიდი დრო სჭირდება. დიდი შრომისა და ენერგიის ხარჯვა გვიწევს, რომ ყველაფერი გამოვზარდოთ და გამოვაზამთროთ.

- დეკორატიული მცენარეების გარდა, ბოსტანსაც უვლით...

- დავიწყეთ პომიდვრით, კიტრით, მწვანილით... პომიდვრის 200-მდე ჰიბრიდი გვაქვს, რომლებიც სხვაგან არც არის, რადგან საბოსტნე კულტურების თესლებიც უცხოეთიდან შემოგვდის და თან საგულდაგულოდ ვარჩევთ. ჩითილები თებერვლის დასაწყისიდან გამოგვყავს, რომ მაისიდან მოსავალი მივიღოთ. წლეულს ნესვის ერთი ჯიში გამოვცადეთ.

საადრეოა და ჩვენს კლიმატში ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვაწყობდით ტრენინგებს, ვწერდით ვიდეორგოლებს, სხვებსაც ვეხმარებით და ეს ხუთი წელიწადია, გრძელდება... ფაქტობრივად, ექსპერიმენტები გამოგვივიდა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი არაერთი კულტურა ქართულ კლიმატსა და ნიადაგს მოვარგეთ. კონკრეტულ მცენარეს თავისი მახასიათებლები აქვს და ჩვენს გარემოში სხვა თვისებებს იძენს. ყველა კულტურის მოყვანისას იდეალური შედეგი გვქონდა. ამასთან, ჩვენი პროდუქტი აბსოლუტურად ბიოა.

- ბაღი უცხო და ლამაზი დეკორაციებით გამოირჩევა...

- ჩვენს ბაღს სხვებისგან განსაკუთრებული შარმი გამოარჩევს და მნახველს სწორედ ეს მოსწონს. ამას კი სხვადასხვა ტიპის ნაკეთობა, ქვები, ჩვენი ხელით შექმნილი ნივთები ქმნის. ვხატავთ, ლითონზე ვმუშაობთ. ბაღი იმიტომაც არის საავტორო, რომ ყველაფერი განსხვავებული სტილისტიკით, ჩვენი ხელით სპეციალურად მისთვის იქმნება.

პირველ წელიწადს ფრანგული პროვანსული ბაღით დავიწყეთ, სადაც ყოველწლიურად იცვლებოდა ბილიკები, განლაგება. შემდეგ კლასიკური ინგლისური ბაღის მსგავსი გახდა, თუმცა ფრანგული ელემენტებიც შეინარჩუნა. ცხადია, ქართული ნიუანსებიც აქვს და თვითმყოფადია.საინტერესოა სახლის არქიტექტურაც. მას რამდენიმე ფასადი აქვს. ერთი ნაწილი საბერძნეთის კუნძულების სახლებისთვის არის დამახასიათებელი, ლურჯ-თეთრი ფერის. მცენარეებსაც იმ ფერების მიხედვით ვარჩევთ, როგორსაც საბერძნეთის კუნძულებზე ვხვდებით.

მეორე ფასადი შარშან გავაკეთეთ იტალიური სტილით, როგორსაც ფლორენციაში, ტოსკანის ძველ ქალაქებში შეხვდებით. თაღიანია, ძველი ქვებია გამოყენებული, რასაც ჩვენი დიზაინი ემატება. წლეულს იერი ერთ ფასადსაც შევუცვალეთ და სამხრეთ იტალიური ქალაქებისა და სოფლებისთვის დამახასიათებელი სტილისა გამოვიდა - თეთრი, კირით შეღებილი, ძველი დარაბებით, კრამიტით გადახურული ფანჯრებითა და ულამაზესი ყვავილებით.

- რატომ სამხრეთ იტალიური?

- წლეულს, როცა პანდემიის გამო ადამიანები უცხოეთში ვერ მიდიან, საკუთარი სამოგზაურო სივრცე შევქმენით. აქ მოსული ადამიანი თითქოს იტალიასა თუ საბერძნეთში აღმოჩნდება. გვაქვს ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცის რეცეპტი, ტკბილეული.

- თქვენი ბაღის შესახებ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ აქ შეიგრძნობ გემოვნებას, დახვეწილობას, საქმის ცოდნას, გამოცდილებას...

- კი, ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, "დედოფლის ბაღი" სხვანაირი არც შეიძლება იყოს...წაიკითხეთ სრულად

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინდოეთში კორონავირუსის 92 605 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო 11 საათში 1111 ადამიანი გარდაიცვალა