პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში
"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მო­წამ­ვლის ფაქტს, მას შემ­დეგ, რაც გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თი­სა და შვე­დე­თის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ ნა­ვალ­ნის ორ­გა­ნიზ­მში მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბას, ამის შე­სა­ხებ რუ­სულ და და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში მსჯე­ლო­ბა არ წყდე­ბა. პუ­ტი­ნის რუ­სე­თი კი, ამ საქ­მეს­თან ყო­ველ­გვარ კავ­შირს კვლა­ვაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გუნ­დის წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქა­ლაქ ტომ­სკში მო­წამ­ლეს და არა აე­რო­პორ­ტში, რად­გან მათი თქმით, ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლი, რო­მელ­შიც ნერ­ვუ­ლი აგენ­ტი, "ნო­ვი­ჩო­კი" აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ტომ­სკის იმ სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში იყო, სა­დაც ნა­ვალ­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ნა­ვალ­ნი გა­სულ თვე­ში თვითმფრი­ნავ­ში გახ­და ცუ­დად და ის სამ­კურ­ნა­ლოდ ბერ­ლინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­ირ­კვა, რომ ის ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით, "ნო­ვი­ჩო­კით" არის მო­წამ­ლუ­ლი. "ნო­ვი­ჩო­კი" საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღია, რო­მელ­საც წლე­ბია პუ­ტი­ნი მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პერ­სო­ნე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად იყე­ნებს.

ნა­ვალ­ნის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია, რო­გორ ამოწ­მე­ბენ მისი გუნ­დის წევ­რე­ბი სას­ტუმ­როს ოთახს, მისი ცუ­დად გახ­დო­მი­დან 1 სა­ა­თის შემ­დეგ. გერ­მა­ნი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ "ნო­ვი­ჩო­კის" კვა­ლი სწო­რედ ამ ოთა­ხი­დან ამო­ღე­ბულ წყლის ბოთლზე აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"ყვე­ლა­ფე­რი შე­ვაგ­რო­ვეთ, რაც გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბის­თვის გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ვი­ცო­დით, რუ­სეთ­ში ამას არ გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ", - აცხა­დე­ბენ მისი გუნ­დის წევ­რე­ბი. მისი მე­გობ­რის, ვლა­დი­მირ მი­ლო­ვის თქმით, მათ რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს და­ას­წრეს და სას­ტუმ­რო­დან ამო­ღე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან გა­ი­ტა­ნეს.

გერ­მა­ნი­ამ, საფ­რან­გეთ­მა, ბრი­ტა­ნეთ­მა და სხვა ქვეყ­ნებ­მა, მომ­ხდარ­ზე რუ­სე­თის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა უკვე მო­ი­თხო­ვეს. გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი, რომ ამ საქ­მის გამო, მოს­კოვს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სონ.

ნა­ვალ­ნი პირ­ვე­ლი არ არის, ვის ორ­გა­ნიზ­მშიც უც­ნო­ბი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და სხვა­დას­ხვა დრო­სა და სხვა­დას­ხვა ვი­თა­რე­ბა­ში მო­წამ­ლეს, ზოგს გა­უ­მარ­თლა, ზოგს - არა... მათი არას­რუ­ლი სია კი, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა;

2003 წელს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მო­წამ­ლეს, ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თის, novayagazeta-ს რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, იური შე­კო­ჩი­ხი­ნი. ექი­მებ­მა მას ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი დი­აგ­ნო­ზი, "ლა­ი­ლას სინ­დრო­მი" და­უს­ვეს. მომ­წამ­ვლე­ლი ტოქ­სი­ნი ვერ გა­მო­იკ­ვლი­ეს, რის გა­მოც, რუ­სულ­მა მე­დი­ამ მას აგენ­ტი უწო­და.

2004 წელს, როს­ტო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში მო­წამ­ლეს ჟურ­ნა­ლის­ტი ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ია, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის ომს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშუ­ქებ­და. "ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე", "ჩეჩ­ნე­თი - სი­მარ­თლე ომის შე­სა­ხებ" და "პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში" - ამ წიგ­ნე­ბით პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ამ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი სას­ტი­კად ამ­ხი­ლა...(მას სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზოს­თან თავ­ში ეს­რო­ლეს).

ორ­ჯერ მო­წამ­ლეს და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ვლა­დი­მირ კარა-მურ­ზუ უმ­ცრო­სი... 2004 წელს, Agent Orange-ს, მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბას, უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კან­დი­და­ტი, რუ­სე­თის ფა­ვო­რიტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის უპი­რო­ბო კონ­კუ­რენ­ტი ვიქ­ტორ იუ­შენ­კო გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად გა­დარ­ჩა.

2006 წელს, რუ­სე­თის "ეფეს­ბეს" ყო­ფი­ლი აგენ­ტი ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კო, ლონ­დო­ნის სუში ბარ­ში პო­ლო­ნი­უ­მით მო­წამ­ლეს. მისი იშ­ვი­ა­თი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტი წყალ­ბა­დის ცი­ა­ნიდ­ზე 150 ათას­ზე მეტ­ჯერ ტოქ­სი­კუ­რია. ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ცნო­ბით, ის პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, ვინც პო­ლო­ნი­უ­მით მოკ­ვდა.

პუ­ტინ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი რუსი ოლი­გარ­ქი ალექ­სან­დრ პე­რე­პი­ლიჩ­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას სერ­გეი მაგ­ნიტსკის სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ით ეხ­მა­რე­ბო­და, 2012 წელს, ლონ­დონ­ში ვარ­ჯი­შის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. მის გვამ­ში გელ­სე­მი­უ­მის (ტოქ­სი­კუ­რი მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ აზი­ა­ში ხა­რობს) კვა­ლი იპო­ვეს.

2015 წელს, "გრუ-ს" სამ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ბულ­გა­რე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ემე­ლი­ან გებ­რე­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კრემ­ლის მიერ უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი "ნო­ვი­ჩო­კით" მო­წამ­ლა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, მოქ­მე­დი დიპ­ლო­მა­ტი, ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი გე­ორ­გი გორშკო­ვი იყო (ნამ­დვი­ლი გვარ-სა­ხე­ლია ეგორ გორ­დი­ენ­კო). ის ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სერ­გეი და იუ­ლია სკრი­პა­ლე­ბის მო­წამ­ვლის ოპე­რა­ცი­ა­ში.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლაქ სოლსბე­რი­ში მცხოვ­რე­ბი სერ­გეი და იუ­ლია სკრი­პა­ლე­ბი,2018 წელს რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ნივ­თი­ე­რე­ბით, ნო­ვი­ჩო­კით მო­წამ­ლეს. მამა-შვი­ლი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა, გარ­და­იც­ვა­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც "ნო­ვი­ჩო­კის" შემ­ცვე­ლი ბოთ­ლი ხელ­ში აიღო.

2019 წელს მოს­კოვ­ში გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი, სერ­გეი დო­რენ­კო. ის მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც გო­ნე­ბა და­კარ­გა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას გუ­ლის ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თა. მან თა­ვის გა­და­ცე­მა­ში, კურსკის ჩა­ძირ­ვის დროს მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა... მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კარ­გა ხანს ცდი­ლობ­და სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლას, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ.

ფონდ პერ­სპექ­ტი­ვას დი­რექ­ტო­რი, ლე­ო­ნიდ გოზ­მა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე წერს: "რუს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღარ უკ­ვირს პუ­ტი­ნის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პერ­სო­ნე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­დო­მა, მა­შინ, რო­დე­საც ძა­ლი­ან გა­აკ­ვირ­ვებ­და სხვას, თუნ­დაც, გე­ნა­დი ზი­უ­გა­ნოვს რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნო­და... ეს კი, ძა­ლი­ან ცუ­დია.

ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო ჩვე­ნი ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი ნა­ვალ­ნის გერ­მა­ნი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე, რომ­ლე­ბიც წარ­ბშე­უხ­რე­ლად იტყუ­ე­ბოდ­ნენ. ასე­თი იყო მთა­ვა­რი ექი­მი მუ­რა­ხოვ­სკი, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე უნდა იყოს, რო­გორც ახ­ლაა და ამი­ტომ, ძა­ლი­ან უე­მო­ცი­ოდ სა­უბ­რობ­და ნა­ვალ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე... ამა­შია პრობ­ლე­მა, მა­საც, რო­გორც უამ­რავს ჩვენს გარ­შე­მო, არ უკ­ვირს და არ აპ­რო­ტეს­ტებს შხა­მი­ან "ძერ­ჟა­ვას". ამი­ტომ, ვიდ­რე ეს არ შე­იც­ვლე­ბა, კი­დევ ბევ­რი სკრი­პა­ლე­ბი, ლიტ­ვი­ნენ­კო­ე­ბი და ნა­ვალ­ნე­ბი გვე­ყო­ლე­ბა. კრემ­ლი კი ან უარ­ყოფს, ან სხვა­გან და­ი­წყებს დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნას".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ამ კაცს ნობელის პრემიას აძლევენ. თანაც მშვიდობის დარგში.(აბა "ლიტერატურას" ეგ ვერ დაწერს და მენდელეევის სისტემას ვერ შეცვლის.)

ქართველი
0

მაგ კაცს სანქციები დაუწესა მსოფლიომ.

ეხლა ნობელს ითხოვს.

მისცემს ბებერი ევროპა.(ნობელსაც.)

ავტორი:

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

რა გაგრძელება ექნება რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტს, მას შემდეგ, რაც გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების არსებობას, ამის შესახებ რუსულ და დასავლურ მედიაში მსჯელობა არ წყდება. პუტინის რუსეთი კი, ამ საქმესთან ყოველგვარ კავშირს კვლავაც კატეგორიულად უარყოფს.

ალექსეი ნავალნის გუნდის წევრების მტკიცებით, რუსი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, ქალაქ ტომსკში მოწამლეს და არა აეროპორტში, რადგან მათი თქმით, ცარიელი ბოთლი, რომელშიც ნერვული აგენტი, "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს, ტომსკის იმ სასტუმროს ნომერში იყო, სადაც ნავალნი იმყოფებოდა.

ნავალნი გასულ თვეში თვითმფრინავში გახდა ცუდად და ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" არის მოწამლული. "ნოვიჩოკი" საბჭოთა სამხედრო ძალების მიერ შემუშავებული ქიმიური იარაღია, რომელსაც წლებია პუტინი მისთვის მიუღებელი პერსონების მოსაშორებლად იყენებს.

ნავალნის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია, როგორ ამოწმებენ მისი გუნდის წევრები სასტუმროს ოთახს, მისი ცუდად გახდომიდან 1 საათის შემდეგ. გერმანიის ლაბორატორიამ "ნოვიჩოკის" კვალი სწორედ ამ ოთახიდან ამოღებულ წყლის ბოთლზე აღმოაჩინა.

"ყველაფერი შევაგროვეთ, რაც გერმანელი ექიმებისთვის გამოსადეგი იქნებოდა, რადგან ვიცოდით, რუსეთში ამას არ გამოიძიებდნენ", - აცხადებენ მისი გუნდის წევრები. მისი მეგობრის, ვლადიმირ მილოვის თქმით, მათ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს დაასწრეს და სასტუმროდან ამოღებული მტკიცებულება ქვეყნიდან გაიტანეს.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, მომხდარზე რუსეთისგან ახსნა-განმარტება უკვე მოითხოვეს. გაჩნდა მოწოდებები, რომ ამ საქმის გამო, მოსკოვს სანქციები დაუწესონ.

ნავალნი პირველი არ არის, ვის ორგანიზმშიც უცნობი მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. იმ ადამიანებიდან, რომელიც პუტინისთვის მიუღებელი იყო და სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ვითარებაში მოწამლეს, ზოგს გაუმართლა, ზოგს - არა... მათი არასრული სია კი, ასე გამოიყურება;

2003 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს, ანტისახელისუფლებო ინტერნეტგაზეთის, novayagazeta-ს რედაქტორის მოადგილე, იური შეკოჩიხინი. ექიმებმა მას ძალზე იშვიათი დიაგნოზი, "ლაილას სინდრომი" დაუსვეს. მომწამვლელი ტოქსინი ვერ გამოიკვლიეს, რის გამოც, რუსულმა მედიამ მას აგენტი უწოდა.

2004 წელს, როსტოვის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოწამლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთის ომს წლების განმავლობაში აშუქებდა. "ჩეჩნეთის მეორე", "ჩეჩნეთი - სიმართლე ომის შესახებ" და "პუტინის რუსეთში" - ამ წიგნებით პოლიტკოვსკაიამ პუტინის რეჟიმი სასტიკად ამხილა...(მას საკუთარ სადარბაზოსთან თავში ესროლეს).

ორჯერ მოწამლეს და სასწაულებრივად გადარჩა რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზუ უმცროსი... 2004 წელს, Agent Orange-ს, მომწამვლელ ნივთიერებას, უკრაინის მაშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, რუსეთის ფავორიტ ვიქტორ იანუკოვიჩის უპირობო კონკურენტი ვიქტორ იუშენკო გადაურჩა, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად გადარჩა.

2006 წელს, რუსეთის "ეფესბეს" ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო, ლონდონის სუში ბარში პოლონიუმით მოწამლეს. მისი იშვიათი რადიოაქტიური ელემენტი წყალბადის ციანიდზე 150 ათასზე მეტჯერ ტოქსიკურია. ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის პირველი ადამიანია, ვინც პოლონიუმით მოკვდა.

პუტინთან დაპირისპირებული რუსი ოლიგარქი ალექსანდრ პერეპილიჩნი, რომელიც გამოძიებას სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებებზე ინფორმაციით ეხმარებოდა, 2012 წელს, ლონდონში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. მის გვამში გელსემიუმის (ტოქსიკური მცენარე, რომელიც მხოლოდ აზიაში ხარობს) კვალი იპოვეს.

2015 წელს, "გრუ-ს" სამმა თანამშრომელმა ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი, სავარაუდოდ, კრემლის მიერ უკვე აპრობირებული "ნოვიჩოკით" მოწამლა. ერთ-ერთი მათგანი, მოქმედი დიპლომატი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი გეორგი გორშკოვი იყო (ნამდვილი გვარ-სახელია ეგორ გორდიენკო). ის ასევე მონაწილეობდა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ოპერაციაში.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მცხოვრები სერგეი და იულია სკრიპალები, 2018 წელს რუსული წარმოების ნივთიერებით, ნოვიჩოკით მოწამლეს. მამა-შვილი გადარჩა, თუმცა, გარდაიცვალა მოქალაქე, რომელმაც "ნოვიჩოკის" შემცველი ბოთლი ხელში აიღო.

2019 წელს მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა რუსი ჟურნალისტი, სერგეი დორენკო. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც გონება დაკარგა. ოფიციალური ინფორმაციით, მას გულის ინფარქტი დაემართა. მან თავის გადაცემაში, კურსკის ჩაძირვის დროს მთავრობის ქმედება მწვავედ გააკრიტიკა... მისი ქალიშვილი კარგა ხანს ცდილობდა საეჭვო გარემოებების შესწავლას, თუმცა, უშედეგოდ.

ფონდ პერსპექტივას დირექტორი, ლეონიდ გოზმანი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს: "რუს საზოგადოებას აღარ უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა, მაშინ, როდესაც ძალიან გააკვირვებდა სხვას, თუნდაც, გენადი ზიუგანოვს რომ ჯანმრთელობის პრობლემები შექმნოდა... ეს კი, ძალიან ცუდია.

ძალიან საშიში იყო ჩვენი ექიმების შეფასებები ნავალნის გერმანიაში გადაყვანამდე, რომლებიც წარბშეუხრელად იტყუებოდნენ. ასეთი იყო მთავარი ექიმი მურახოვსკი, რომელსაც სჯერა, რომ რუსეთში ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ახლაა და ამიტომ, ძალიან უემოციოდ საუბრობდა ნავალნის მდგომარეობაზე... ამაშია პრობლემა, მასაც, როგორც უამრავს ჩვენს გარშემო, არ უკვირს და არ აპროტესტებს შხამიან "ძერჟავას". ამიტომ, ვიდრე ეს არ შეიცვლება, კიდევ ბევრი სკრიპალები, ლიტვინენკოები და ნავალნები გვეყოლება. კრემლი კი ან უარყოფს, ან სხვაგან დაიწყებს დამნაშავის ძებნას".

"დეილი მეილის" ცნობით, პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს - რას ამბობენ კრემლში პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებზე არსებულ ინფორმაციაზე

ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი 917 ხმით ლიდერობს

პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ