პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე
"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

Facebook-ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, აპ­რილ-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში "ფე­ის­ბუქ­სა" და "ინ­სტაგ­რამ­ზე" კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 7 მი­ლი­ო­ნი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი პოს­ტი წა­შა­ლეს

Facebook-ის კონ­ტენ­ტის პო­ლი­ტი­კის გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის ჯე­სი­კა ცა­კე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ამ მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 7 მი­ლი­ო­ნი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი პოს­ტი წა­შა­ლა Facebook-ისა და Instagram-ის პლატ­ფორ­მე­ბი­დან. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს კომ­პა­ნი­ის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან იშ­ლე­ბა ის კონ­ტენ­ტი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ფი­ზი­კურ ზი­ანს აყე­ნებს.

"ჩემი გუნ­დი კონ­ტენ­ტის პო­ლი­ტი­კა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ჩვე­ნი სა­მუ­შაო გუ­ლის­ხმობს იმ წე­სე­ბის დად­გე­ნას თუ რა არის და რა არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი პლატ­ფორ­მა­ზე. ჩვენ ვფა­რავთ ბევრ სა­კითხს, მათ შო­რის, სი­ძულ­ვი­ლის ენას, ბუ­ლინგს, შე­ვიწ­რო­ვე­ბა­სა და თაღ­ლი­თო­ბას, კონ­კრე­ტუ­ლად მე, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ვარ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე.

ჩვენ ვცდი­ლობთ და­ვად­გი­ნოთ პო­ლი­ტი­კა გლო­ბა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჩვენ უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ცუ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­ცუ­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. რო­დე­საც ხდე­ბა ზღვა­რის გა­დაკ­ვე­თა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა, ჩვენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს რა­დი­კა­ლუ­რი მიდ­გო­მა და ვშლით მსგავ­სი სა­ხის კონ­ტენტს.

გვაქვს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გათ­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კა 2018 წლი­დან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჩვენ ვშლით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცველ კონ­ტენტს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნის გა­მოწ­ვე­ვა. რო­გორც იცით, კო­რო­ნა­ვირუ­სი მო­წი­ნა­ვე თე­მაა ყვე­ლას­თვის, მათ შო­რის, "ფაქთ ჩე­ქე­რე­ბის­თვის" მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და გვსურს დავ­რწმუნ­დეთ, რომ ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შია, რომ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ მავ­ნე გავ­ლე­ნის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ას პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იან­ვრი­დან, მას შემ­დეგ, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და, ჩვენ მი­ვი­ღეთ ეს პო­ლი­ტი­კა, რომ შე­ვა­ჩე­როთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს პო­ლი­ტი­კა გლო­ბა­ლუ­რად არის მი­ღე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი სა­ხის კონ­ტენ­ტი წა­იშ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლი­სა და ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში ჩვენ წავ­შა­ლეთ 7 მი­ლი­ო­ნი კონ­ტენ­ტი "ფე­ის­ბუქ­სა" და "ინ­სტაგ­რამ­ზე", ამ პო­ლი­ტი­კის დარ­ღვე­ვი­სა და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზი­ა­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ჯე­სი­კა ცა­კერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოუ!
6

ფაცებუქი არა მქონია, არ მაქვს და არც მექნება!

aburjga
4

ვიღაცამ ხომ უნდა წაშალოს ის რაღაცა?! ჰოდა ახლა გაჩნდება ახალი პროფესია - ფეისბუქზე პოსტის წამშლელი ან უბრალოდ საშლელი! ადრე ბავშვებს ეკითხებოდნენ, რომ გაიზრდები რა გინდა გამოხვიდეო?! ისინიც პასუხობდნენ კოსმონავტი, ექიმი, ასტრონომი, ინჟინერი, მეხანძრე და ა.შ. აწი იმავე შეკითხვაზე რა გინდა გამოხვიდე, ბავშვებმა რა უნდა უპასუხონ?! - მინდა გამოვიდე საშლელი?! 

ავტორი:

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

Facebook-ის წარმომადგენლის განცხადებით, აპრილ-ივნისის პერიოდში "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" კორონავირუსთან დაკავშირებული 7 მილიონი ცრუ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალეს

Facebook-ის კონტენტის პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლის ჯესიკა ცაკერის ინფორმაციით, კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული 7 მილიონი ცრუ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალა Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებიდან. მისივე განმარტებით, ეს კომპანიის პოლიტიკის ნაწილია, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელიდან იშლება ის კონტენტი, რომელიც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ფიზიკურ ზიანს აყენებს.

"ჩემი გუნდი კონტენტის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ჩვენი სამუშაო გულისხმობს იმ წესების დადგენას თუ რა არის და რა არ არის ნებადართული პლატფორმაზე. ჩვენ ვფარავთ ბევრ საკითხს, მათ შორის, სიძულვილის ენას, ბულინგს, შევიწროვებასა და თაღლითობას, კონკრეტულად მე, ფოკუსირებული ვარ დეზინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ პოლიტიკა გლობალურად არსებული პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ მომხმარებლების დაცულობა და უსაფრთხოება. როდესაც ხდება ზღვარის გადაკვეთა და მომხმარებლების ინტერესები საფრთხის წინაშე დგება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს რადიკალური მიდგომა და ვშლით მსგავსი სახის კონტენტს.

გვაქვს დეზინფორმაციაზე გათვლილი პოლიტიკა 2018 წლიდან, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვშლით დეზინფორმაციის შემცველ კონტენტს, რომელსაც შეუძლია დაუყოვნებელი ფიზიკური ზიანის გამოწვევა. როგორც იცით, კორონავირუსი მოწინავე თემაა ყველასთვის, მათ შორის, "ფაქთ ჩექერებისთვის" მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, რომ დავუპირისპირდეთ მავნე გავლენის მქონე ინფორმაციას პანდემიასთან დაკავშირებით. იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ჩვენ მივიღეთ ეს პოლიტიკა, რომ შევაჩეროთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კორონავირუსთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკა გლობალურად არის მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც. მიმდინარე წლის აპრილისა და ივნისის შუალედში ჩვენ წავშალეთ 7 მილიონი კონტენტი "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე", ამ პოლიტიკის დარღვევისა და კორონავირუსთან დაკავშირებული საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის", - განაცხადა ჯესიკა ცაკერმა.