სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად
"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად

17 სექ­ტემ­ბრი­დან ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, გა­მო­ვი­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის, "გახ­დი ბეტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას რო­მა­ნი "შე­მო­ვალ ეტ­ლით". წიგნ­თან ერ­თად, მკი­თხვე­ლი გა­ი­ზი­ა­რებს იმ გან­ცდა­საც, თუ რო­გორ იბ­რძო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. მა­ში­ნაც კი რო­დე­საც ირ­გვლივ დაბ­რკო­ლე­ბე­ბია. წიგ­ნი ეხე­ბა შშმ ქა­ლის ცხოვ­რე­ბას( და არა მხო­ლოდ!) რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით იბ­რძვის ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რაც მის მი­მართ არა თა­ნაგ­რძნო­ბით, არა­მედ მო­წო­ნე­ბი­თა და აღ­ტა­ცე­ბით გან­გა­წყობს. გან­გა­წყობს გან­ცდით, რომ რო­დე­საც იბ­რძვი, იმარ­ჯვებ კი­დეც! სწო­რედ ამი­ტომ უნდა წა­ი­კი­თხოს ეს წიგ­ნი ყვე­ლამ, ვინც ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ბრძო­ლას აპი­რებს. გა­მო­ცე­მი­დან სამი წლის მან­ძილ­ზე წიგ­ნი რამ­დე­ნი­მე ტი­რა­ჟად და­ი­ბეჭ­და და უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი მო­ი­პო­ვა. შო­რე­ნა ხუ­ხუა ამ რო­მა­ნით პრე­მია "ლი­ტე­რას" ლა­უ­რე­ა­ტიც გახ­და. წიგ­ნი, ასე­ვე, ითარ­გმნა გერ­მა­ნუ­ლად და იყი­დე­ბა ავ­სტრი­ა­ში. ავ­ტორს წიგ­ნის ამ გზის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ.

_ პირ­ველ რიგ­ში, ამ წიგნ­მა მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ს" მკი­თხველ­თან ჰქონ­და, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ გან­ცდით მო­დი­ო­და, რომ ამ წიგნ­მა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის მო­ტი­ვა­ცია მის­ცა. ამ წიგ­ნის გმი­რის სა­სურ­ვე­ლო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა და ბრძო­ლა მათ­თვის სტი­მუ­ლი გახ­და. და არა მხო­ლოდ მათ­თვის, ყვე­ლას­თვის, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ზე ოდ­ნავ მა­ინც გული გა­უ­ტყდა. რამ­დენ­ჯერ უთ­ქვამთ თუ მო­უ­წე­რი­ათ, _ სწო­რედ ამ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ მოგ­ვე­მა­ტა ძალა, ვიგ­რძე­ნით, რომ გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბაო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დეპ­რე­სი­ულ გან­წყო­ბა­ზე მყოფ ადა­მი­ანს წიგ­ნი ერთ რა­ი­ონ­ში ვერ უშო­ვია, მე­ო­რე რა­ი­ონ­ში წა­სუ­ლა მის შე­სა­ძე­ნად. ერთი ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­მი­კავ­შირ­და, _ წიგ­ნი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" იბეჭ­დე­ბო­და და კი ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ რად­გან მე­ში­ნია ისე არ გარ­და­ვიც­ვა­ლო, ფი­ნა­ლის წა­კი­თხვა ვერ მო­ვას­წრო, შვი­ლიშ­ვი­ლი გა­ვაგ­ზავ­ნე წიგ­ნის შე­სა­ძე­ნა­დო.

_ სა­ო­ცა­რი გან­ცდაა. რაც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ რო­მა­ნი ლა­მა­ზი, ლა­კო­ნუ­რი ენით არის და­წე­რი­ლი და მე­ო­რეც, თქვენ თა­ვად ხართ მა­გა­ლი­თი ასე­თი ბრძო­ლი­სა და გა­მარ­ჯვე­ბი­სა. უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ხართ.

_ ხან­და­ხან ქა­რიშ­ხალ­ში დამ­ტვრე­უ­ლი ხე მგო­ნია სა­კუ­თა­რი თავი, რომ გა­დარ­ჩა და მზეს ისევ შეჰ­ხა­რის. წლე­ბის წინ უმ­ძი­მეს ავა­რი­ა­შიც მოვ­ხვდი. მერე კი ყა­ვარ­ჯნე­ბით, ძვლებ­ში ჩად­გმუ­ლი ლი­თო­ნით მო­მი­წია მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ. აი, ასე ყა­ვარ­ჯნე­ბით და­ვუბ­რუნ­დი სკო­ლას მარ­ნე­ულ­ში, სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლით ავ­ყავ­დი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში. რო­დე­საც ბარ­ძაყ­ში თე­ძოს ძვა­ლი გა­და­ვი­ნერ­გე და ექიმ­მა მი­თხრა, რომ ყა­ვარ­ჯნე­ბით სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეტ­ლში გა­დავ­ჯე­ქი. ყა­ვარ­ჯნებ­თან შე­და­რე­ბით ეტ­ლმა ცხოვ­რე­ბა შე­მიმ­სუ­ბუ­ქა. ასე გავ­ხდი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის თე­მის წევ­რი, რომ­ლის ნამ­დვილ სამ­ყა­რო­საც მარ­ტი­ვად ვე­რა­ვინ და­ი­ნა­ხავს. დღეს კი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეტ­ლით აღარ დავ­დი­ვარ, ისევ ამ თე­მის ნა­წი­ლად მი­ვიჩ­ნევ თავს. მარ­ნე­უ­ლის ქარ­თულ-აზე­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ, ქარ­თულ ენა­საც თა­ვად ვას­წავ­ლი, ქარ­თულ სექ­ტორს და წელს ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა საგ­ნად ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა აირ­ჩი­ეს. ეს ბავ­შვე­ბი შეც­ვლი­ან ჩვენს რე­გი­ონ­ში კლი­მატს, მათი დიდი იმე­დი მაქვს. სა­ოც­რად კარ­გი თა­ო­ბა მო­დის.

_ რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლეს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას იმ­დე­ნად აზი­ა­რებ, რომ და­მა­ტე­ბით საგ­ნად აირ­ჩი­ოს ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე, ეს გმი­რო­ბაა.

_დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ბავ­შვე­ბი გახ­დე­ბი­ან ცვლი­ლე­ბის ელ­ჩე­ბი სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­შიც და ქვეყ­ნის გა­რე­თაც. ასე­თი მუ­შა­ო­ბა იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლია, რომ ხში­რად დროც არ მრჩე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­საც­ნო­ბად. იმი­ტო­მაც "შე­მო­ვალ ეტ­ლით" ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურს "ლი­ტე­რას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ისე გახ­და, რომ არც მე ვიც­ნობ­დი ამ კონ­კურ­სის ჟი­უ­რის და ვერც ისი­ნი მცნობ­დნენ ვი­ზუ­ა­ლუ­რად. რო­დე­საც და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩემი შშმ მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­ვე­დი, მათ ერთ-ერთ მათ­გან­ში ავე­რიე და ჯილ­დო მას გა­დას­ცეს.

_"შე­მო­ვალ ეტ­ლით" გერ­მა­ნუ­ლად ითარ­გმნა და გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან ქვეყ­ნებ­შიც იყი­დე­ბა.

_ ამ პრო­ცესს თვალს ვერ ავ­დევ­ნებ, მაგ­რამ რო­დე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ინი­ცი­ა­ტი­ვით, ფა­რან­კფურ­ტის ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, "შე­მო­ვალ ეტ­ლით" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე იმ­დე­ნად სწრა­ფად გა­ი­ყი­და, რომ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ეგ­ზემპლა­რი თა­ვა­დაც არ დამ­რჩა და ასვტრი­ელ­მა რე­დაქ­ტორ­მა და­მით­მო სა­კუ­თა­რი. ამ ბაზ­რო­ბა­ზე კი მივ­ხვდი, რამ­ხე­ლა ამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვყო­ფილ­ვარ. რაც მთა­ვა­რია, მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მთე­ლი წიგ­ნი­ე­რი სამ­ყა­როს­თვის ამ სი­ტყვე­ბით მი­მე­მარ­თა: "მე იმ პა­ტა­რა ქვეყ­ნის შვი­ლი ვარ, რომ­ლის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ". ასე რომ, წიგნს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი გა­აძ­ლი­ე­როს, მის­ცეს მო­ტი­ვა­ცი­აც და გა­ტე­ხი­ლი გუ­ლე­ბის სალ­ბუ­ნიც. ამი­ტო­მაც, მა­ხა­რებს ჩემი წიგ­ნის მკი­თხველ­თან მის­ვლა ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად. მერ­წმუ­ნეთ, ეს რო­მა­ნი სხვა თვა­ლით და­გა­ნა­ხებთ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას და თავს ბევ­რად ძლი­ე­რად გაგ­რძნო­ბი­ნებთ.

ავტორი:

"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად

"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად

17 სექტემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად, გამოვიდა გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბეტსელერის ავტორი 2017-ის" გამარჯვებულის, შორენა ხუხუას რომანი "შემოვალ ეტლით". წიგნთან ერთად, მკითხველი გაიზიარებს იმ განცდასაც, თუ როგორ იბრძოლოს გამარჯვებისთვის. მაშინაც კი როდესაც ირგვლივ დაბრკოლებებია. წიგნი ეხება შშმ ქალის ცხოვრებას( და არა მხოლოდ!) რომელიც გამუდმებით იბრძვის ბედნიერებისათვის და სიყვარულისთვის, რაც მის მიმართ არა თანაგრძნობით, არამედ მოწონებითა და აღტაცებით განგაწყობს. განგაწყობს განცდით, რომ როდესაც იბრძვი, იმარჯვებ კიდეც! სწორედ ამიტომ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი ყველამ, ვინც ბედნიერებისთვის ბრძოლას აპირებს. გამოცემიდან სამი წლის მანძილზე წიგნი რამდენიმე ტირაჟად დაიბეჭდა და უამრავი მკითხველი მოიპოვა. შორენა ხუხუა ამ რომანით პრემია "ლიტერას" ლაურეატიც გახდა. წიგნი, ასევე, ითარგმნა გერმანულად და იყიდება ავსტრიაში. ავტორს წიგნის ამ გზის შესახებ ვესაუბრეთ.

_ პირველ რიგში, ამ წიგნმა მართლაც განსხვავებული და საინტერესო გზა გაიარა. ყველა შეხვედრაზე, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-ს" მკითხველთან ჰქონდა, ეტლით მოსარგებლე უამრავი ადამიანი იმ განცდით მოდიოდა, რომ ამ წიგნმა სიყვარულისა და ბედნიერებისათვის ბრძოლის მოტივაცია მისცა. ამ წიგნის გმირის სასურველობა, სექსუალურობა და ბრძოლა მათთვის სტიმული გახდა. და არა მხოლოდ მათთვის, ყველასთვის, ვისაც ცხოვრებაზე ოდნავ მაინც გული გაუტყდა. რამდენჯერ უთქვამთ თუ მოუწერიათ, _ სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მოგვემატა ძალა, ვიგრძენით, რომ გამარჯვება ყველა სიტუაციაში შეიძლებაო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დეპრესიულ განწყობაზე მყოფ ადამიანს წიგნი ერთ რაიონში ვერ უშოვია, მეორე რაიონში წასულა მის შესაძენად. ერთი ხანდაზმული ქალბატონი დამიკავშირდა, _ წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდებოდა და კი ვკითხულობ, მაგრამ რადგან მეშინია ისე არ გარდავიცვალო, ფინალის წაკითხვა ვერ მოვასწრო, შვილიშვილი გავაგზავნე წიგნის შესაძენადო.

_ საოცარი განცდაა. რაც იმის დამსახურებაცაა, რომ რომანი ლამაზი, ლაკონური ენით არის დაწერილი და მეორეც, თქვენ თავად ხართ მაგალითი ასეთი ბრძოლისა და გამარჯვებისა. უამრავი სირთულის გადალახვის შემდეგ წარმატებული ქალი ხართ.

_ ხანდახან ქარიშხალში დამტვრეული ხე მგონია საკუთარი თავი, რომ გადარჩა და მზეს ისევ შეჰხარის. წლების წინ უმძიმეს ავარიაშიც მოვხვდი. მერე კი ყავარჯნებით, ძვლებში ჩადგმული ლითონით მომიწია მასწავლებელთა კონკურსში მონაწილეობამ. აი, ასე ყავარჯნებით დავუბრუნდი სკოლას მარნეულში, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც მოსწავლეებს ხელით ავყავდი სკოლის შენობაში. როდესაც ბარძაყში თეძოს ძვალი გადავინერგე და ექიმმა მითხრა, რომ ყავარჯნებით სიარული შეუძლებელი იყო, ეტლში გადავჯექი. ყავარჯნებთან შედარებით ეტლმა ცხოვრება შემიმსუბუქა. ასე გავხდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემის წევრი, რომლის ნამდვილ სამყაროსაც მარტივად ვერავინ დაინახავს. დღეს კი მიუხედავად იმისა, რომ ეტლით აღარ დავდივარ, ისევ ამ თემის ნაწილად მივიჩნევ თავს. მარნეულის ქართულ-აზებაიჯანულენოვანი სკოლის დირექტორი ვარ, ქართულ ენასაც თავად ვასწავლი, ქართულ სექტორს და წელს ჩემმა მოსწავლეებმა საგნად ქართული ლიტერატურა აირჩიეს. ეს ბავშვები შეცვლიან ჩვენს რეგიონში კლიმატს, მათი დიდი იმედი მაქვს. საოცრად კარგი თაობა მოდის.

_ როდესაც აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეს ქართულ ლიტერატურას იმდენად აზიარებ, რომ დამატებით საგნად აირჩიოს ეროვნულ გამოცდაზე, ეს გმირობაა.

_დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები გახდებიან ცვლილების ელჩები საკუთარ ოჯახებშიც და ქვეყნის გარეთაც. ასეთი მუშაობა იმდენად დაძაბულია, რომ ხშირად დროც არ მრჩება ლიტერატურული ცხოვრების გასაცნობად. იმიტომაც "შემოვალ ეტლით" ლიტერატურულ კონკურს "ლიტერას" გამარჯვებული ისე გახდა, რომ არც მე ვიცნობდი ამ კონკურსის ჟიურის და ვერც ისინი მცნობდნენ ვიზუალურად. როდესაც დაჯილდოების ცერემონიალზე ტრადიციულად ჩემი შშმ მეგობრებთან ერთად მივედი, მათ ერთ-ერთ მათგანში ავერიე და ჯილდო მას გადასცეს.

_"შემოვალ ეტლით" გერმანულად ითარგმნა და გერმანულენოვან ქვეყნებშიც იყიდება.

_ ამ პროცესს თვალს ვერ ავდევნებ, მაგრამ როდესაც გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ინიციატივით, ფარანკფურტის ბაზრობაზე ვიყავი, "შემოვალ ეტლით" პრეზენტაციაზე იმდენად სწრაფად გაიყიდა, რომ გერმანულენოვანი ეგზემპლარი თავადაც არ დამრჩა და ასვტრიელმა რედაქტორმა დამითმო საკუთარი. ამ ბაზრობაზე კი მივხვდი, რამხელა ამყაროს ნაწილი ვყოფილვარ. რაც მთავარია, მომეცა შესაძლებლობა მთელი წიგნიერი სამყაროსთვის ამ სიტყვებით მიმემართა: "მე იმ პატარა ქვეყნის შვილი ვარ, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ". ასე რომ, წიგნს შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანი გააძლიეროს, მისცეს მოტივაციაც და გატეხილი გულების სალბუნიც. ამიტომაც, მახარებს ჩემი წიგნის მკითხველთან მისვლა ჟურნალ "გზასთან" ერთად. მერწმუნეთ, ეს რომანი სხვა თვალით დაგანახებთ საკუთარ ცხოვრებას და თავს ბევრად ძლიერად გაგრძნობინებთ.

ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს

8 შემეცნებითი წიგნი, რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება