პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა" - ქართული რაგბის "კრიმინალური თამაშები"
"საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა" - ქართული რაგბის "კრიმინალური თამაშები"

რაგ­ბის კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენტ მე­რაბ ბე­სე­ლი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალს დღეს წა­უ­ყე­ნებს და მას სა­სა­მარ­თლო­ში მო­უ­წევს გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა თუ რა მოხ­და 16 სექ­ტემ­ბერს რაგ­ბის კავ­შირ­ში და რა­ტომ დაჭ­რა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მო­რაგ­ბე რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი. ბე­სე­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 16 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მოს, მცხე­თა­ში და­ა­კა­ვეს. ორი მუხ­ლით წარ­დგე­ბა იგი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. მას "შვიდ­კა­ცას" კა­პიტ­ნის, მო­რაგ­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1969 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1988 წელს და­ბა­დე­ბულ რა­მაზ ხა­რა­ტიშ­ვილს. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რა მოხ­და რაგ­ბის კავ­შირ­ში?

და­ნა­შა­უ­ლი 16 სექ­ტემ­ბერს, დღის პირ­ველ სა­ათ­ზე, რაგ­ბის კავ­ში­რის შე­ნო­ბა­ში, მე­სა­მე სარ­თულ­ზე მოხ­და. სწო­რედ იქ დაჭ­რა მე­რაბ ბე­სე­ლი­ამ რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, გას­რო­ლას წინ სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და, რის შემ­დეგ ბე­სე­ლი­ამ პის­ტო­ლე­ტი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ­ჯერ გა­ის­რო­ლა. სა­ერ­თოდ რა­ტომ და­დი­ო­და ბე­სე­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ეს და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი ამ საქ­მის ირ­გვლივ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გა­არ­კვი­ოს. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მას ფეხ­ზე ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. ტყვია მო­რაგ­ბის ფე­ხი­დან ამო­ი­ღეს.

მთე­ლი დღე კი­ნო­ლო­გე­ბი და კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მი­დი­ო­და ვა­კის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში რაგ­ბის კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვა. რა ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს მათ გა­მო­ძი­ე­ბას და ამ­ხი­ლეს თუ არა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მე­რაბ ბე­სე­ლია და­ნა­შა­ულ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. და­კი­თხვი­დან გა­მო­სუ­ლი რაგ­ბის კავ­ში­რის სა­შე­ჯიბ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნიაზ მამ­რი­კიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, რომ გას­რო­ლის მო­მენ­ტში ის თა­ვის ოთახ­ში იყო და ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. "რას უკავ­შირ­დე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი, არ ვიცი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ შევ­სწრე­ბი­ვარ, არც ჩხუ­ბის ხმა გა­მი­გია მა­ნამ­დე. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ შე­იძ­ლე­ბა, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და, ვეჭ­ვობ, რომ ფი­ნან­სურ სა­კი­თხზე ჰქო­ნო­დათ სა­უ­ბა­რი. ორი­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნია და იქ რა მოხ­და და რო­გორ მოხ­და, რა გზით მი­ვიდ­ნენ აქამ­დე, მი­ჭირს ამა­ზე ლა­პა­რა­კი", - გა­ნა­ცხა­და მამ­რი­კიშ­ვილ­მა.

საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თქმით, "რაგ­ბის კავ­შირ­ში საქ­მის გარ­ჩე­ვე­ბი ად­რეც იყო, მაგ­რამ ახლა საქ­მე უკვე გას­რო­ლამ­დე მი­ვი­და..."

16 სექ­ტემ­ბერს, დღის ბო­ლოს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი კლუ­ბე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­მარ­თეს და ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლეს. ამ მი­მარ­თვი­და­ნაც ჩანს, რომ კავ­შირ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, რის გა­მოც და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი ად­რეც მი­დი­ო­და. იმა­საც ამ­ბო­ბენ, გას­რო­ლას წინ უს­წრებ­და ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც.

ისი­ნი გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში ამ­ბო­ბენ, რომ "რაგ­ბის კავ­შირ­ში "კლა­ნის" მო­შო­რე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს". სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი, სან­დრო სა­კან­დე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ "კლან­თან" ბრძო­ლა დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სან­დრო სა­კან­დე­ლი­ძე

"ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ რაგ­ბის კავ­შირ­თან არ­სე­ბულ საბ­ჭოს, რომ­ლის წევ­რიც არის რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი. სა­მარ­ცხვი­ნოა ის ფაქ­ტი, რაც რაგ­ბის კავ­შირ­ში მოხ­და. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შვიდ­კა­ცა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მოქ­მე­დი კა­პი­ტა­ნი, რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი. იგი არის რაგ­ბის კავ­ში­რის აქ­ტი­უ­რი წევ­რი, რო­მე­ლიც არ­ჩე­უ­ლი იყო 32 სა­რაგ­ბო კლუ­ბი­დან 31 კლუ­ბის მიერ, კლუ­ბი "ლე­ლოს" გა­მოკ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა მო­რაგ­ბეს სა­ხე­ლით გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დოთ. რაგ­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის ვაჟ­კა­ცო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, წარ­მა­ტე­ბას­თან და ტო­ლე­რან­ტო­ბას­თან. რაგ­ბი იყო და იქ­ნე­ბა ის, რი­თაც თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე ია­მა­ყებს. მა­ნამ­დე გვაქვს ერთი საქ­მე გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რაგ­ბის თე­მი­დან კლა­ნის მო­შო­რე­ბა. რაგ­ბის თემ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კლა­ნის მო­შო­რე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი. კლა­ნის, რო­მე­ლიც უკვე 12 წე­ლია, რაც რაგ­ბის კავ­შირ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია და მარ­წუ­ხებს ყო­ველ წელს უფრო უჭერს რაგ­ბის თემს. გვინ­და, და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ ამ კლან­თან ბრძო­ლა უკვე ხუთი წე­ლია, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ამის გა­რეთ გა­მო­ტა­ნა არ ხდე­ბო­და. თი­თო­ე­უ­ლი მო­რაგ­ბე ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით რაგ­ბის და­დე­ბით იმიჯს. ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი გვა­ი­ძუ­ლა, 2020 წლი­დან რაგ­ბის პრობ­ლე­მე­ბი სა­ჯა­როდ გა­მოგ­ვე­ტა­ნა. ივ­ნის­ში, რა დრო­საც რაგ­ბის კავ­ში­რი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო და აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და სა­რაგ­ბო კლუ­ბე­ბი, სა­რაგ­ბო კლუ­ბებ­მა შექ­მნეს საბ­ჭო, რომ­ლის წევ­რიც არის რა­მა­ზი. კლა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი საბ­ჭოს და­კა­ნო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და აყე­ნებ­და პი­რო­ბებს, რომ ამ საბ­ჭოს არ ენა­ხა რაგ­ბის კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. მი­უ­ხე­და­ვად ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიღ­წე­ვა, რის შე­დე­გა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ ქარ­თულ რაგბს უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. გა­ზარ­და კლუ­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და დღეს, უკვე დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის პი­რო­ბებ­ში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რაგ­ბის­თვის არა­ერ­თი სა­სარ­გებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბაც იყო რაგ­ბის რვა ერში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამის პა­სუ­ხად, კლან­მა და­არ­ღვია თა­ვი­სი შე­პი­რე­ბა და გამ­გე­ო­ბას საბ­ჭოს შექ­მნა­ში ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და. დღეს შექ­მნი­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა კლა­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მო­რაგ­ბე­თა თემს, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს. ამი­ტომ რაგ­ბის გამ­გე­ო­ბის გა­დად­გო­მას მო­ვი­თხოვთ", - გა­ნა­ცხა­და სა­კან­დე­ლი­ძემ.

რო­გორც ჩანს, და­პი­რის­პი­რე­ბა ფულს და თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვას უკავ­შირ­დე­ბა. რამ­დე­ნად დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნა და მოხ­დე­ბა თუ არა გამ­გე­ო­ბის წევ­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა, ესეც ალ­ბათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვე­ვა.

სა­კან­დე­ლი­ძე იმა­საც ამ­ბობს, რომ საქ­მე­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა ისე­დაც ჩარ­თუ­ლი იყო და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხებს ძა­ლოვ­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ.

"3 კვი­რაა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­მო­სუ­ლია რაგ­ბის კავ­შირ­ში და ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს იკ­ვლე­ვენ. ფი­ნან­სურ კრი­ზის­შია რაგ­ბის კავ­ში­რი შეყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბოლო 8 წე­ლია აქ არის. ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეა თან­ხე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რა­ზეც არ ღირ­და. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის დას­კვნა­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ მი­ლი­ონ 700 000-იანი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შეც­ვა­ლეს და 800000 დო­ლა­რად გა­და­ა­კე­თეს", - გა­ნა­ცხა­და ვე­ტე­რან­მა მო­რაგ­ბემ სა­კან­დე­ლი­ძემ. სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის კი­დევ ერთი წევ­რი და­ვით ცხვე­დი­ა­ნიც ადას­ტუ­რებს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ფი­ნან­სე­ბის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის სა­კი­თხის გამო მოხ­და.

"აქ არის მთელ რიგ პრობ­ლე­მებ­ზე ლა­პა­რა­კი. 6 - მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ვალი ჰქონ­და ფე­დე­რა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო­სი და ამ კრი­ზის­ზე იყო სა­უ­ბა­რი", - ამ­ბობს ცხვე­დი­ა­ნი. თა­ვად რაგ­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მოქ­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ბრალ­დე­ბებ­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ და არც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის ირ­გვლივ აკე­თე­ბენ გან­მარ­ტე­ბებს. თუმ­ცა ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბას­თან მო­უ­წევთ მათ ამ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი. გა­მო­ძი­ე­ბით ალ­ბათ გა­ირ­კვე­ვა რა ხდე­ბა რაგ­ბის კავ­შირ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მე­რაბ ბე­სე­ლი­ას, ის აღი­ა­რებს თუ არა ის და­ნა­შა­ულს, ნა­ნობს თუ არა მომ­ხდარს და რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა მისი პო­ზი­ცია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს და­კი­თხა­ვენ და­ზა­რა­ლე­ბულ ხა­რა­ზიშ­ვილ­საც. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
61

ჯერ ფულის თემაა, მერე კი სადაც 8 წელი ახსენა, ესე იგი პოლიტიკური სიბინძურეც

ილია
4

ეს მაიმუნები სულ ყველა უნდა მოაშორო მაქედან და ვინმე წესიერ კაცს ჩააბარო მაქაურობა რა. ყველა ფულის კეთებაზე როგორაა გადასული რა.

ავტორი:

"საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა" - ქართული რაგბის "კრიმინალური თამაშები"

"საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა" - ქართული რაგბის "კრიმინალური თამაშები"

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას პროკურატურა, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებს და მას სასამართლოში მოუწევს განმარტებების გაკეთება თუ რა მოხდა 16 სექტემბერს რაგბის კავშირში და რატომ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. ბესელია სამართალდამცავებმა 16 სექტემბრის საღამოს, მცხეთაში დააკავეს. ორი მუხლით წარდგება იგი სასამართლოს წინაშე. მას "შვიდკაცას" კაპიტნის, მორაგბის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარატიშვილს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

  • რა მოხდა რაგბის კავშირში?

დანაშაული 16 სექტემბერს, დღის პირველ საათზე, რაგბის კავშირის შენობაში, მესამე სართულზე მოხდა. სწორედ იქ დაჭრა მერაბ ბესელიამ რამაზ ხარაზიშვილი. როგორც ირკვევა, გასროლას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგ ბესელიამ პისტოლეტიდან, სავარაუდოდ, ორჯერ გაისროლა. საერთოდ რატომ დადიოდა ბესელია შეიარაღებული, ეს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ამ საქმის ირგვლივ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და მას ფეხზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ტყვია მორაგბის ფეხიდან ამოიღეს.

მთელი დღე კინოლოგები და კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ, ამის პარალელურად მიდიოდა ვაკის პოლიციის სამმართველოში რაგბის კავშირის ხელმძღვანელების და თანამშრომლების გამოკითხვა. რა ჩვენებები მისცეს მათ გამოძიებას და ამხილეს თუ არა ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დანაშაულში, ჯერჯერობით უცნობია. დაკითხვიდან გამოსული რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი ჟურნალისტებთან მხოლოდ იმას ამბობდა, რომ გასროლის მომენტში ის თავის ოთახში იყო და ფაქტის თვითმხილველი არ არსებობს. "რას უკავშირდებოდა კონფლიქტი, არ ვიცი, იქიდან გამომდინარე, რომ არ შევსწრებივარ, არც ჩხუბის ხმა გამიგია მანამდე. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მოხდა, ვეჭვობ, რომ ფინანსურ საკითხზე ჰქონოდათ საუბარი. ორივე აბსოლუტურად საღად მოაზროვნე ადამიანია და იქ რა მოხდა და როგორ მოხდა, რა გზით მივიდნენ აქამდე, მიჭირს ამაზე ლაპარაკი", - განაცხადა მამრიკიშვილმა.

საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, "რაგბის კავშირში საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა..."

16 სექტემბერს, დღის ბოლოს პრესკონფერენცია საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამართეს და ერთობლივი მიმართვაც გაავრცელეს. ამ მიმართვიდანაც ჩანს, რომ კავშირში სერიოზული პრობლემებია, რის გამოც დაპირისპირებები ადრეც მიდიოდა. იმასაც ამბობენ, გასროლას წინ უსწრებდა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.

ისინი გავრცელებულ მიმართვაში ამბობენ, რომ "რაგბის კავშირში "კლანის" მოშორების მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს". საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სანდრო საკანდელიძე აცხადებს, რომ "კლანთან" ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს.

სანდრო საკანდელიძე

"ჩვენ წარმოვადგენთ რაგბის კავშირთან არსებულ საბჭოს, რომლის წევრიც არის რამაზ ხარაზიშვილი. სამარცხვინოა ის ფაქტი, რაც რაგბის კავშირში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია საქართველოს შვიდკაცა ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი, რამაზ ხარაზიშვილი. იგი არის რაგბის კავშირის აქტიური წევრი, რომელიც არჩეული იყო 32 სარაგბო კლუბიდან 31 კლუბის მიერ, კლუბი "ლელოს" გამოკლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მორაგბეს სახელით გვინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ. რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან. რაგბი იყო და იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. მანამდე გვაქვს ერთი საქმე გასაკეთებელი, რაგბის თემიდან კლანის მოშორება. რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. კლანის, რომელიც უკვე 12 წელია, რაც რაგბის კავშირში დამკვიდრებულია და მარწუხებს ყოველ წელს უფრო უჭერს რაგბის თემს. გვინდა, დავაფიქსიროთ, რომ ამ კლანთან ბრძოლა უკვე ხუთი წელია, რაც მიმდინარეობს, თუმცა ამის გარეთ გამოტანა არ ხდებოდა. თითოეული მორაგბე ვუფრთხილდებოდით რაგბის დადებით იმიჯს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კი გვაიძულა, 2020 წლიდან რაგბის პრობლემები საჯაროდ გამოგვეტანა. ივნისში, რა დროსაც რაგბის კავშირი პარალიზებული იყო და აღარ ფუნქციონირებდა სარაგბო კლუბები, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის წევრიც არის რამაზი. კლანი აღნიშნული საბჭოს დაკანონების წინააღმდეგი იყო და აყენებდა პირობებს, რომ ამ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებების მიღწევა, რის შედეგადაც სახელმწიფომ ქართულ რაგბს უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა. გაზარდა კლუბების დაფინანსება და ჩემპიონატების ორგანიზება და დღეს, უკვე დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში, განახორციელა რაგბისთვის არაერთი სასარგებლო ინიციატივა, რომლის დაგვირგვინებაც იყო რაგბის რვა ერში მონაწილეობა. ამის პასუხად, კლანმა დაარღვია თავისი შეპირება და გამგეობას საბჭოს შექმნაში ბოიკოტი გამოუცხადა. დღეს შექმნილია მდგომარეობა, როცა კლანი ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს, ასევე სახელმწიფოს. ამიტომ რაგბის გამგეობის გადადგომას მოვითხოვთ", - განაცხადა საკანდელიძემ.

როგორც ჩანს, დაპირისპირება ფულს და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. რამდენად დაკმაყოფილდება საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნა და მოხდება თუ არა გამგეობის წევრების თანამდებობიდან გადადგომა, ესეც ალბათ მოგვიანებით გაირკვევა.

საკანდელიძე იმასაც ამბობს, რომ საქმეში პროკურატურა ისედაც ჩართული იყო და ფინანსური საკითხებს ძალოვნები სწავლობენ.

"3 კვირაა, რაც პროკურატურა შემოსულია რაგბის კავშირში და ფინანსურ საკითხებს იკვლევენ. ფინანსურ კრიზისშია რაგბის კავშირი შეყვანილი. ჩვენთვის მიუღებელია ის მმართველობა, რომელიც ბოლო 8 წელია აქ არის. ისეთ მიმართულებებზეა თანხები განაწილებული, რაზეც არ ღირდა. კონტროლის პალატის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მილიონ 700 000-იანი ხელშეკრულება შეცვალეს და 800000 დოლარად გადააკეთეს", - განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ საკანდელიძემ. საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავით ცხვედიანიც ადასტურებს, რომ დაპირისპირება, სავარაუდოდ, ამ ფინანსების გამჭირვალობის საკითხის გამო მოხდა.

"აქ არის მთელ რიგ პრობლემებზე ლაპარაკი. 6 - მილიონიანი ვალი ჰქონდა ფედერაციას სახელმწიფოსი და ამ კრიზისზე იყო საუბარი", - ამბობს ცხვედიანი. თავად რაგბის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელები ჯერჯერობით ამ ბრალდებებზე არაფერს ამბობენ და არც მომხდარი ფაქტის ირგვლივ აკეთებენ განმარტებებს. თუმცა ალბათ გამოძიებასთან მოუწევთ მათ ამ დეტალებზე საუბარი. გამოძიებით ალბათ გაირკვევა რა ხდება რაგბის კავშირში.

რაც შეეხება თავად მერაბ ბესელიას, ის აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ნანობს თუ არა მომხდარს და რა ჩვენება მისცა გამოძიებას, ეს ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე გამოჩნდება მისი პოზიცია. არსებული ინფორმაციით, დღეს დაკითხავენ დაზარალებულ ხარაზიშვილსაც. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს - ადვოკატი

"ჩემს სახეს შეხედეთ, მუშტი დამკრა... არ გამოგვიგდია, ბოსელში ცხოვრება მოსწონს" - ქალი, რომელსაც მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა

ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს