სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?
"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?

ეს არ არის ერთი კა­ცის და­ნა­შა­უ­ლი, ეს არის "კლა­ნის" და­ნა­შა­უ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი კლუ­ბე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაგ­ბის კავ­შირ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვეა პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­სუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა ფი­ნან­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­მო­სუ­ლია, წა­ღე­ბუ­ლია მა­სა­ლე­ბი რაგ­ბის კავ­ში­რი­დან და აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, ჩვენ რო­გორც ვი­ცით. რაც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა შე­მო­ვი­და, მას შემ­დეგ აქვს აღ­ძრუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მე. მიმ­დი­ნა­რე­ობს ძი­ე­ბა. ნაკ­რე­ბის ჩარ­თვა ამ პე­რი­პე­ტი­ებ­ში ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლია, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ 32 კლუ­ბი, კაც­თა ლი­გის კლუ­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა დგას სი­მარ­თლის მხა­რეს.

ითხოვს გამჭვირ­ვა­ლო­ბას და სა­მარ­თალს. სა­ხელ­მწი­ფო დაგვპირ­და და გვერ­დში გვიდ­გას ამ სა­მარ­თლის დამ­ყა­რე­ბა­ში. არ შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბე­ბი იყი­დე­ბო­დეს და­ხუ­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რით. ამის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მარ­თვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი გამჭვირ­ვა­ლე გავ­ხა­დოთ. რაც აქამ­დე არ ხდე­ბო­და. ასე­თი ჩა­კე­ტი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გო­რიც რაგ­ბის კავ­ში­რია, მე მე­ო­რე არ გვახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, გამ­გე­ო­ბამ აღი­ა­რა და თქვა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი თუ ჩა­ი­დენს და­ნა­შა­ულს, ეს ყვე­ლას და­ნა­შა­უ­ლი­აო", - გა­ნა­ცხა­დეს სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი კლუ­ბე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი კლუ­ბე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი რაგ­ბის კავ­შირ­ში „კლა­ნის“ არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რის გა­მოც ისი­ნი გამ­გე­ო­ბის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

ცნო­ბის­თვის, რაგ­ბის კავ­შირ­ში სრო­ლა დღეს იყო. დაჭ­რი­ლია მო­რაგ­ბე რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გას­რო­ლა სა­ვა­რა­უ­დოდ, რაგ­ბის კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მე­რაბ ბე­სე­ლი­ამ, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რაგ­ბის კავ­შირ­ში სრო­ლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2 მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­სა­ბა­მი­სად, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგგგ
0

ვუნ არუან საბჭოს წევრები? არ დაასახელებთ?

მემე
6

დიდება ღმერთს, სამართალი ღმერთის მაინც არსებობს. 

ავტორი:

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?

ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, რაგბის კავშირში დაახლოებით, ერთი თვეა პროკურატურა შესულია და გამოძიება ფინანსური მიმართულებით მიმდინარეობს.

"პროკურატურა შემოსულია, წაღებულია მასალები რაგბის კავშირიდან და აქტიურად მუშაობენ, ჩვენ როგორც ვიცით. რაც კონტროლის პალატა შემოვიდა, მას შემდეგ აქვს აღძრული პროკურატურას საქმე. მიმდინარეობს ძიება. ნაკრების ჩართვა ამ პერიპეტიებში ნაკლებად სასურველია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 32 კლუბი, კაცთა ლიგის კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა დგას სიმართლის მხარეს.

ითხოვს გამჭვირვალობას და სამართალს. სახელმწიფო დაგვპირდა და გვერდში გვიდგას ამ სამართლის დამყარებაში. არ შეიძლება მილიონიანი ქონებები იყიდებოდეს დახურული პროცედურით. ამისთვის შემუშავებულია მართვის მექანიზმები, რითაც შეგვიძლია ეს ყველაფერი გამჭვირვალე გავხადოთ. რაც აქამდე არ ხდებოდა. ასეთი ჩაკეტილი ორგანიზაცია, როგორიც რაგბის კავშირია, მე მეორე არ გვახსოვს საქართველოში. თუმცა, გამგეობამ აღიარა და თქვა, რომ ერთი ადამიანი თუ ჩაიდენს დანაშაულს, ეს ყველას დანაშაულიაო", - განაცხადეს საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირში „კლანის“ არსებობაზე საუბრობს, რის გამოც ისინი გამგეობის გადადგომას ითხოვენ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში სროლა დღეს იყო. დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ბავშვი მკურნალობს, მათგან ოთხი 1 წლამდე ასაკისაა

რამდენი ხნით აჩერებს მუშაობას ე.წ. ოქროს ბირჟა, რომელიც თანამშრომლების ინფიცირების გამო დაიხურა

9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ქარიშხალია მოსალოდნელი