საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება და საქმიანი სტილი - როგორ იცვამს ოფიციალურ შეხვედრებზე ავთო ცქვიტინიძის მეუღლე?
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება და საქმიანი სტილი - როგორ იცვამს ოფიციალურ შეხვედრებზე ავთო ცქვიტინიძის მეუღლე?

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე 2014 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა. დი­ზა­ი­ნერ ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძის მე­უღ­ლეს პო­პუ­ლა­რო­ბა არ იზი­დავს და ცო­ტამ თუ იცის მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ.

ის წლე­ბია სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია და ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. 39 წლის თოთ­ლა­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ფლობს ინ­გლი­სურ, რუ­სულ და ფრან­გულ ენებს. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რან­გი.

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩაც­მის სტი­ლით. მი­ნის­ტრთან და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს შეხ­ვედ­რებ­სა თუ მი­ღე­ბებ­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დად ჩაც­მუ­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ სტილს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და შე­მო­სავ­ლებს - ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ დე­ლა­რა­ცია 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­ავ­სო.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია 4 ბინა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში, 10 მი­წის ნაკ­ვე­თი, ერთი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი და 3 ავ­ტო­ფა­რე­ხი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე ფლობს 2013 წელს გა­მოშ­ვე­ბულ მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნა Mersedes-ს, ასე­ვე MERSEDES SLC-ს.

ფი­ნან­სე­ბი

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძეს მიმ­დი­ნა­რე სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე უდევს 110 334 დო­ლა­რი, სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე - 20 277 ლარი, ანა­ბარ­ზე - 52 000 დო­ლა­რი, შემ­ნახ­ვე­ლის ან­გა­რიშ­ზე - 913 280 დო­ლა­რი, სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე -12 487 დო­ლა­რი და 50 152 დო­ლა­რი, ხოლო მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 8761 ლარი.

სა­ჩუქ­რე­ბი

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძეს მშობ­ლებ­მა 50 ათა­სი დო­ლა­რი აჩუ­ქეს, ასე­ვე მშობ­ლე­ბის­გან სა­ჩუქ­რის სა­ხით აქვს მი­ღე­ბუ­ლი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და 95 ათას დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ხელ­ფა­სი

ხელ­ფა­სის სა­ხით 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან წლის ბო­ლომ­დე მი­ღე­ბუ­ლი აქვს 60 255 ლარი. ამა­ვე წელს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს 2 400 ლარი.

ნას­ყი­დო­ბა

2018 წელს ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ იყი­და ბინა კრწა­ნის­ში, რო­მელ­შიც 300 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ამას­თან, ამა­ვე წელს, იგი­ვე მი­სა­მარ­თზე იყი­და 2 ავ­ტო­ფა­რე­ხი. თი­თო­ში 5-5 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგელი
7

საგარეო საქმეებში მოწინავე ქვეყანა ვართ, რაღად გვინდა აწი დიპლომატია ამას დაუმყარებია უკვე ყველგან კონტაქტები და აწი მიგვიღებენ აუცილებლად ევროკავშირში, რა უნდათ ვეღარ გავიგე ამ მილიონერებს არ ჯერდებიან ფულს და რა უნდათ ქვეყანას ამოსუნთქვა არ ეღირსება რადგან ამათ დაიკავეს ყველგან ადგილები რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, ვიფლობით ჭაობში არსად არცეთ თანამდებობაზე პროფესიონალი კადრი არაა დანიშნული და დაგვემხო ყველაფერი თავზე....... რა გვეშველება....

?
76

მეც არა ვთქვი საგარეო საქმეები ვინ დაალაგათქო. ეხლა მკერავი ქმარი მინისტრად უნდა გაუშვათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება და საქმიანი სტილი - როგორ იცვამს ოფიციალურ შეხვედრებზე ავთო ცქვიტინიძის მეუღლე?

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება და საქმიანი სტილი - როგორ იცვამს ოფიციალურ შეხვედრებზე ავთო ცქვიტინიძის მეუღლე?

ხათუნა თოთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ.

ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. 39 წლის თოთლაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ქონებრივ მდგომარეობასა და შემოსავლებს - ხათუნა თოთლაძემ დელარაცია 2019 წლის დეკემბერში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 4 ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 10 მიწის ნაკვეთი, ერთი არასაცხოვრებელი ფართი და 3 ავტოფარეხი.

დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes-ს, ასევე MERSEDES SLC-ს.

ფინანსები

ხათუნა თოთლაძეს მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე უდევს 110 334 დოლარი, სახელფასო ანგარიშზე - 20 277 ლარი, ანაბარზე - 52 000 დოლარი, შემნახველის ანგარიშზე - 913 280 დოლარი, საბარათე ანგარიშზე -12 487 დოლარი და 50 152 დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე - 8761 ლარი.

საჩუქრები

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ხათუნა თოთლაძეს მშობლებმა 50 ათასი დოლარი აჩუქეს, ასევე მშობლებისგან საჩუქრის სახით აქვს მიღებული ნახევარი მილიონი დოლარი და 95 ათას დოლარად შეფასებული ავტომობილი.

ხელფასი

ხელფასის სახით 2018 წლის პირველი იანვრიდან წლის ბოლომდე მიღებული აქვს 60 255 ლარი. ამავე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე ანაზღაურება მიღებული აქვს 2 400 ლარი.

ნასყიდობა

2018 წელს ხათუნა თოთლაძემ იყიდა ბინა კრწანისში, რომელშიც 300 ათასი დოლარი გადაიხადა. ამასთან, ამავე წელს, იგივე მისამართზე იყიდა 2 ავტოფარეხი. თითოში 5-5 ათასი დოლარი გადაიხადა.