პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი, დაგაჯარიმებთო" - მოდელისა და ინჟინერის სიყვარულის ამბავი და ექსპრომტად გაკეთებული ჯვრისწერა კარანტინში
"საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი, დაგაჯარიმებთო" - მოდელისა და ინჟინერის სიყვარულის ამბავი და ექსპრომტად გაკეთებული ჯვრისწერა კარანტინში

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" მო­დე­ლი - მა­რია მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში და­ო­ჯახ­და, ივ­ლის­ში კი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე ჯვა­რიც და­ი­წე­რა. უკვე პა­ტა­რა­საც ელო­დე­ბი­ან... მა­რი­ას მი­აჩ­ნია, რომ შვი­ლის და­ბა­დე­ბამ­დე არა­ვინ იცის, დე­დო­ბა რას ნიშ­ნავს და ადა­მი­ა­ნე­ბი იტყუ­ე­ბი­ან, როცა მუც­ლად მყო­ფი შვი­ლის შე­სა­ხებ ამ­ბო­ბენ, - უკვე მიყ­ვარ­სო...

- რაც გავ­თხოვ­დი, მას შემ­დეგ ბა­თუმ­ში ვარ, რად­გან თორ­ნი­კე ამ­ჟა­მად აქ მუ­შა­ობს (ინ­ჟი­ნე­რია) და თა­ვის­თა­ვად, მეც აქ გად­მოს­ვლა მო­მიხ­და... ჩემი ე.წ. გა­თხო­ვე­ბის მსგავ­სად, ჩვე­ნი ჯვრის­წე­რა ექ­სპრომ­ტად მოხ­და, რად­გან პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ჯერ კი­დევ მოქ­მე­დებ­და, თუნ­დაც - რეს­ტორ­ნებ­ში: სტუმ­რე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­ქორ­წი­ნო კაბა არ უნდა მცმო­და და ა.შ. ჯვრის­წე­რა გუ­ლით გვინ­დო­და. გა­დავ­წყვი­ტეთ, ჯერ ჯვა­რი დაგ­ვე­წე­რა, მერე კი, როცა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­იხ­სნე­ბა, ისე­თი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დოთ, რო­გო­რიც გვსურს.

- სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ჩაც­მა რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და?

- შეგ­ვეძ­ლო, მა­გი­დას­თან ექვს-ექ­ვსი კაცი და­გეს­ვა, მაგ­რამ სა­ქორ­წი­ნო კა­ბით რეს­ტო­რან­ში არ უნდა შე­სუ­ლი­ყა­ვი - უნდა გა­მო­გეც­ვა­ლა. რეს­ტორ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ ასე­თი რე­გუ­ლა­ცია არ­სე­ბობ­და. ქორ­წი­ლის გა­დახ­და ხომ არ შე­იძ­ლე­ბო­და? ამი­ტომ, კა­ბით რომ და­გი­ნა­ხონ, დაგ­ვა­ჯა­რი­მე­ბე­ნო (იცი­ნის). ჯვრის­წე­რა ვიწ­რო წრე­ში აღ­ვნიშ­ნეთ - მხო­ლოდ მეჯ­ვა­რე­ე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. კაბა თეო თავ­დგი­რი­ძემ შე­მი­კე­რა. ნაზი, სადა, დახ­ვე­წი­ლი კაბა მსურ­და...

- სა­ბო­ლო­ოდ გულ­და­წყვე­ტი­ლი ხარ, არა?

- არა, პი­რი­ქით - აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. ჯვა­რი 18 ივ­ლისს და­ვი­წე­რეთ, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა - უკვე შეგ­ვეძ­ლო, ქორ­წი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­დაგ­ვე­ხა­და...

- რო­გორ გრძნობ თავს მე­უღ­ლის ამ­პლუ­ა­ში?

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არა­ფე­რია. უბ­რა­ლოდ, ის არის უკე­თე­სი, რომ ახლა ერ­თმა­ნეთს გა­ცი­ლე­ბით ხში­რად ვხე­დავთ, ვიდ­რე მა­ნამ­დე ვხე­დავ­დით, რად­გან ბოლო 2 წელი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დით... გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნე­ბი ახალ ცხოვ­რე­ბას რომ იწყე­ბენ, ასე ნამ­დვი­ლად არ ვარ. ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რა­დაა.

- საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას, მისი ხა­სი­ა­თის რა თვი­სე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნე?

- ის, რომ ნიღ­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ არის - ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც მა­ნამ­დე იყო: გულ­თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი... ამ­ჟა­მად, ასეა და იმე­დია, ბო­ლომ­დე ასე იქ­ნე­ბა (იღი­მის).

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მას­ში რა თვი­სე­ბე­ბი მოგ­წონს?

- სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ვუს­მენ, ხში­რად დოს­ტო­ევ­სკის "იდი­ო­ტი" მახ­სენ­დე­ბა, რად­გან მთა­ვარ გმირს ხა­სი­ა­თით ძა­ლი­ან ჰგავს: 21-ე სა­უ­კუ­ნის­თვის არა­რე­ა­ლუ­რად კე­თი­ლი, გულ­თბი­ლი და ჰუ­მა­ნუ­რია. ჩემ­თვის ეს, ცოტა არ იყოს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კია. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მომ­წონს. ალ­ბათ, ამან გა­მა­გი­ჟა, რომ ამ დრო­ში, როცა წინსვლა გინ­და, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებ. ეგ მა­ო­ცებს.

- რო­გორ ფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მე­ტად შენი რო­მე­ლი თვი­სე­ბა მოს­წონს?

- ალ­ბათ, მხი­ა­რუ­ლე­ბა და ბავ­შვუ­რო­ბა. სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა მაქვს, არ ვიცი. ისე­თი კე­თი­ლი ვერ ვარ, რო­გო­რიც თა­ვა­დაა.

- სი­ტყვა "ოჯა­ხი" რას ნიშ­ნავს?

- ჩემ­თვის "ოჯახს" ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, სი­ტყვე­ბით რომ ვერ აღ­გი­წერ, რად­გან უმა­მოდ გა­ვი­ზარ­დე... ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე წმინ­და რა­მაა. ვეც­დე­ბით, ჩვენც ასე­თი ოჯა­ხი შევ­ქმნათ - ჯერ 5 თვეა გა­სუ­ლი, რაც შე­ვუღლდით, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. დე­კემ­ბერ­ში პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რო­მე­ლიც გარ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, შე­იც­ვა­ლა - ბავ­შვს ვუფრ­თხილ­დე­ბით.

- ბავ­შვის "აღ­ზრდა" მის და­ბა­დე­ბამ­დე ხომ არ და­ი­წყე?

- ჯერ ვერ აღ­ვიქ­ვამ, რომ შვი­ლი უნდა მე­ყო­ლოს. კი, ვფიქ­რობ, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ჩნდე­ბა, მაგ­რამ ფა­ნა­ტი­კო­სი დედა ვერ ვარ. მუ­ცელ­ში ბავ­შვი რომ მოძ­რა­ობს და მისი გუ­ლის­ცე­მის ხმას იგებ, ეს ძლი­ე­რი ემო­ცი­ის მომ­გვრე­ლია, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ბა­დე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა. მგო­ნია, რომ იტყუ­ე­ბი­ან, როცა ბავ­შვის შე­სა­ხებ მის და­ბა­დე­ბამ­დე ამ­ბო­ბენ, - ვგიჟ­დე­ბი, უკვე მიყ­ვარ­სო (იცი­ნის).

- რო­გორ ფიქ­რობ, დე­დო­ბის­თვის მზად ხარ?

- ჩემი აზ­რით, დე­დო­ბის­თვის მზად არა­ვინ არის. ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ აღ­მოჩ­ნდე­ბი, ამას მერე ხვდე­ბი და აა­ნა­ლი­ზებ, თო­რემ მა­ნამ­დე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დე­დო­ბა ვე­რა­ვის წარ­მო­უდ­გე­ნია, რო­გო­რია. არა მგო­ნია, ვინ­მემ შვი­ლის და­ბა­დე­ბამ­დე იცო­დეს, დე­დო­ბა რე­ა­ლუ­რად რას ნიშ­ნავს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი, დაგაჯარიმებთო" - მოდელისა და ინჟინერის სიყვარულის ამბავი და ექსპრომტად გაკეთებული ჯვრისწერა კარანტინში

"საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი, დაგაჯარიმებთო" - მოდელისა და ინჟინერის სიყვარულის ამბავი და ექსპრომტად გაკეთებული ჯვრისწერა კარანტინში

სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი - მარია მამუჩაშვილი კარანტინის პერიოდში დაოჯახდა, ივლისში კი საყვარელ ადამიანზე ჯვარიც დაიწერა. უკვე პატარასაც ელოდებიან... მარიას მიაჩნია, რომ შვილის დაბადებამდე არავინ იცის, დედობა რას ნიშნავს და ადამიანები იტყუებიან, როცა მუცლად მყოფი შვილის შესახებ ამბობენ, - უკვე მიყვარსო...

- რაც გავთხოვდი, მას შემდეგ ბათუმში ვარ, რადგან თორნიკე ამჟამად აქ მუშაობს (ინჟინერია) და თავისთავად, მეც აქ გადმოსვლა მომიხდა... ჩემი ე.წ. გათხოვების მსგავსად, ჩვენი ჯვრისწერა ექსპრომტად მოხდა, რადგან პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებდა, თუნდაც - რესტორნებში: სტუმრების განსაზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო, საქორწინო კაბა არ უნდა მცმოდა და ა.შ. ჯვრისწერა გულით გვინდოდა. გადავწყვიტეთ, ჯერ ჯვარი დაგვეწერა, მერე კი, როცა რეგულაციები აბსოლუტურად მოიხსნება, ისეთი ქორწილი გადავიხადოთ, როგორიც გვსურს.

- საქორწინო კაბის ჩაცმა რატომ არ შეიძლებოდა?

- შეგვეძლო, მაგიდასთან ექვს-ექვსი კაცი დაგესვა, მაგრამ საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი - უნდა გამოგეცვალა. რესტორნის წარმომადგენლებმა გაგვაფრთხილეს, რომ ასეთი რეგულაცია არსებობდა. ქორწილის გადახდა ხომ არ შეიძლებოდა? ამიტომ, კაბით რომ დაგინახონ, დაგვაჯარიმებენო (იცინის). ჯვრისწერა ვიწრო წრეში აღვნიშნეთ - მხოლოდ მეჯვარეები და ოჯახის წევრები იყვნენ. კაბა თეო თავდგირიძემ შემიკერა. ნაზი, სადა, დახვეწილი კაბა მსურდა...

- საბოლოოდ გულდაწყვეტილი ხარ, არა?

- არა, პირიქით - აღფრთოვანებული ვარ, რომ იმ სიტუაციაში ეს მოვახერხეთ. ჯვარი 18 ივლისს დავიწერეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი შეზღუდვები მოიხსნა - უკვე შეგვეძლო, ქორწილი ჩვეულებრივად გადაგვეხადა...

- როგორ გრძნობ თავს მეუღლის ამპლუაში?

- განსხვავებული საერთოდ არაფერია. უბრალოდ, ის არის უკეთესი, რომ ახლა ერთმანეთს გაცილებით ხშირად ვხედავთ, ვიდრე მანამდე ვხედავდით, რადგან ბოლო 2 წელი სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით... გათხოვების შემდეგ, გოგონები ახალ ცხოვრებას რომ იწყებენ, ასე ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი ძველებურადაა.

- საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებისას, მისი ხასიათის რა თვისება აღმოაჩინე?

- ის, რომ ნიღბის მატარებელი ადამიანი საერთოდ არ არის - ზუსტად ისეთია, როგორიც მანამდე იყო: გულთბილი, ყურადღებიანი... ამჟამად, ასეა და იმედია, ბოლომდე ასე იქნება (იღიმის).

- ყველაზე მეტად მასში რა თვისებები მოგწონს?

- სხვადასხვა სიტუაციაში რომ ვუსმენ, ხშირად დოსტოევსკის "იდიოტი" მახსენდება, რადგან მთავარ გმირს ხასიათით ძალიან ჰგავს: 21-ე საუკუნისთვის არარეალურად კეთილი, გულთბილი და ჰუმანურია. ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელიც კია. ყველაზე მეტად ეს მომწონს. ალბათ, ამან გამაგიჟა, რომ ამ დროში, როცა წინსვლა გინდა, ადამიანურობას ინარჩუნებ. ეგ მაოცებს.

- როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად შენი რომელი თვისება მოსწონს?

- ალბათ, მხიარულება და ბავშვურობა. სხვა განსაკუთრებული რა მაქვს, არ ვიცი. ისეთი კეთილი ვერ ვარ, როგორიც თავადაა.

- სიტყვა "ოჯახი" რას ნიშნავს?

- ჩემთვის "ოჯახს" ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, სიტყვებით რომ ვერ აღგიწერ, რადგან უმამოდ გავიზარდე... ოჯახი ყველაზე წმინდა რამაა. ვეცდებით, ჩვენც ასეთი ოჯახი შევქმნათ - ჯერ 5 თვეა გასული, რაც შევუღლდით, ყველაფერი წინ არის. დეკემბერში პატარას ველოდებით. შესაბამისად, ცხოვრების სტილი, რომელიც გართობას უკავშირდებოდა, შეიცვალა - ბავშვს ვუფრთხილდებით.

- ბავშვის "აღზრდა" მის დაბადებამდე ხომ არ დაიწყე?

- ჯერ ვერ აღვიქვამ, რომ შვილი უნდა მეყოლოს. კი, ვფიქრობ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მესამე ადამიანი ჩნდება, მაგრამ ფანატიკოსი დედა ვერ ვარ. მუცელში ბავშვი რომ მოძრაობს და მისი გულისცემის ხმას იგებ, ეს ძლიერი ემოციის მომგვრელია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერი დაბადების შემდეგ იწყება. მგონია, რომ იტყუებიან, როცა ბავშვის შესახებ მის დაბადებამდე ამბობენ, - ვგიჟდები, უკვე მიყვარსო (იცინის).

- როგორ ფიქრობ, დედობისთვის მზად ხარ?

- ჩემი აზრით, დედობისთვის მზად არავინ არის. ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდები, ამას მერე ხვდები და აანალიზებ, თორემ მანამდე, დარწმუნებული ვარ, დედობა ვერავის წარმოუდგენია, როგორია. არა მგონია, ვინმემ შვილის დაბადებამდე იცოდეს, დედობა რეალურად რას ნიშნავს...წაიკითხეთ სრულად

3 ოქროს წინსაფარი და 12 რჩეული მონაწილე - 20 სექტემბრიდან "მასტერშეფის" მეოთხე სეზონი იწყება!

ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ფეისბუქზე"

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას საიდუმლო ჯვრისწერა - ექსკლუზიური ფოტოები ალავერდიდან