პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
144 ბათუმში, 29 თბილისში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით?
144 ბათუმში, 29 თბილისში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით?

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 196 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 144 ბა­თუმ­ში და­ფიქ­სირ­და.

რო­გორც მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აცხა­დებს, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან 29 თბი­ლის­ში და­დას­ტურ­და.

„დაგ­ვე­მა­ტა 196 შემ­თხვე­ვა და გვაქვს 2758 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. 196-დან აჭა­რა-ბა­თუმ­ში არის - 144, ქო­ბუ­ლეთ­ში - 1 შემ­თხვე­ვა, თბი­ლის­ში - 29 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, იმე­რე­თი-ქუ­თა­ი­სი არის - 7 შემ­თხვე­ვა, სა­ჩხე­რე -1, შიდა ქარ­თლი-გორი - 4 შემ­თხვე­ვა, ქვე­მო-ქარ­თლი-გარ­და­ბა­ნი - 3, გუ­რია-ოზურ­გე­თი - 4 , ზემო სვა­ნე­თი-სა­მეგ­რე­ლო-ზუგ­დი­დი - 2, ფოთი - 1, მცხე­თა - 1 შემ­თხვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუ­მის გარ­და, სხვა რე­გი­ო­ნებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა იკ­ლებს, თბი­ლი­სი კი ზო­მი­ერ, კონ­ტრო­ლი­რე­ბად მა­ტე­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

„გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის გამო რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის მო­საზ­რე­ბა რჩე­ბა. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რა თქმა უნდა, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. ახალ- ახა­ლი წერ­ტი­ლე­ბი გაჩ­ნდა, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ აჭა­რა­ში არის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი. და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში თით­ქმის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის­კენ მივ­დი­ვართ. თუ ყო­ველ­დღი­ურ მო­ნა­ცე­მებს შე­ვა­ჯე­რებთ, მა­ტე­ბა არ­ცერთ რე­გი­ონ­ში არ არის, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მცირ­დე­ბა, თუ არ მცირ­დე­ბა იგი­ვე მო­ნაც­მე­ბი რჩე­ბა.

თბი­ლი­სი ინარ­ჩუ­ნებს ზო­მი­ერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მა­ტე­ბას. ბა­თუ­მის 144 პა­ცი­ენ­ტის ძი­რი­თა­დი, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლია და მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ეზუ­გა­ბა­იმ.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 1 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და 3 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა.

„ბოლო 24 სა­ათ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი, კვლავ აჭა­რა­ზე მო­დის, რის გა­მოც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლე­ბია მი­მარ­თუ­ლი აჭა­რის­კენ. იმე­დი გვაქვს, ძა­ლი­ან მალე მოხ­დე­ბა შემ­ცი­რე­ბა, ლო­კა­ლი­ზე­ბა და ლიკ­ვი­და­ცი­აც აჭა­რის სივ­ცე­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლებს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი მხო­ლოდ 31 გვყავს. ჩვენს ცენ­ტრში 33 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. 1 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და 3 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არის “, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ლალუკა
0

ხალხი მარტო მარკეტებში იკეთებს პირბადეს, არადა გზაში ისეთ მოგამცხიკებენ, საით გაიქცე აღარ ვიცი

ავტორი:

144 ბათუმში, 29 თბილისში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით?

144 ბათუმში, 29 თბილისში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა.

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევებიდან 29 თბილისში დადასტურდა.

„დაგვემატა 196 შემთხვევა და გვაქვს 2758 დადასტურებული შემთხვევა. 196-დან აჭარა-ბათუმში არის - 144, ქობულეთში - 1 შემთხვევა, თბილისში - 29 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთი-ქუთაისი არის - 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი - 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი - 3, გურია-ოზურგეთი - 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი - 2, ფოთი - 1, მცხეთა - 1 შემთხვევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმის გარდა, სხვა რეგიონებში კორონავირუსის გავრცელება იკლებს, თბილისი კი ზომიერ, კონტროლირებად მატებას ინარჩუნებს.

„გაძლიერებული ტესტირების გამო რაოდენობის ზრდის მოსაზრება რჩება. ახალი შემთხვევების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია. ახალ- ახალი წერტილები გაჩნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ აჭარაში არის ძირითადი ნაწილი. დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, მატება არცერთ რეგიონში არ არის, ყველა რეგიონში მცირდება, თუ არ მცირდება იგივე მონაცმები რჩება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს“, - განაცხადა ეზუგაბაიმ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი რჩება.

„ბოლო 24 საათში ინფიცირებულების დიდი ნაწილი, კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ. იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება შემცირება, ლოკალიზება და ლიკვიდაციაც აჭარის სივცეში.

რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 31 გვყავს. ჩვენს ცენტრში 33 პაციენტი მკურნალობს. 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი რჩება, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის არის “, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა - Stopcov.ge-ს მონაცემები

აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატში 4 ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა, პაციენტები ქუთაისში გადაჰყავთ

სოფელ მატანში 10 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა