სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა რომ გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რასაც შემიძლია სასწაულიც ვუწოდო" - წარმატებული კონდიტერის ახალი პროფესია და საოცარი მინიატურები
"დედა რომ გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რასაც შემიძლია სასწაულიც ვუწოდო" - წარმატებული კონდიტერის ახალი პროფესია და საოცარი მინიატურები

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პო­ლი­მე­რუ­ლი თი­ხის­გან ამ რე­ა­ლის­ტურ მი­ნი­ა­ტი­უ­რებს ქმნის, ნა­მუ­შევ­რებ­ში სულ­სა და გულს დებს და შე­დე­გიც სა­უ­კე­თე­სოა.

მერი (მა­რია) ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი-სიყ­მაშ­ვი­ლი უცხო ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ფი­ლო­ლო­გი­ის გან­ხრით, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბობს, ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რია... მე­ო­რე წე­ლია, პო­ლი­მე­რულ თი­ხა­ზე მუ­შა­ობს, - ამ საქ­მის და­წყე­ბა კი მის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­ულ თე­მას და­უ­კავ­შირ­და. "მო­უ­ლოდ­ნე­ლად დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, მქონ­და დიდი დეპ­რე­სია. იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­ში ისე­თი რა­ღაც მოხ­და, რა­საც შე­მიძ­ლია, სას­წა­უ­ლიც ვუ­წო­დო... მა­ნამ­დე თი­ხას­თან შე­ხე­ბა სა­ერ­თოდ არ მქო­ნია, მაგ­რამ ერთ დღე­საც რომ დავ­ჯე­ქი და გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე, დღემ­დე ამ მი­ნი­ა­ტი­უ­რებს ვქმნი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ში­ნა­გა­ნად იმ­დე­ნი ემო­ცია მქონ­და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, რომ რა­ღა­ცით უნდა გად­მო­მე­ცა... თვა­ლე­ბიც რომ და­მე­ხუ­ჭა, თი­თე­ბი თა­ვი­სას გა­ა­კე­თებ­და. რა­საც ვა­კე­თებ­დი, არ მჯე­რო­და, რად­გან ჩემ­თვის მა­ნამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ასეთ პა­ტა­რა დე­ტა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მო­დი­ო­და. ადრე ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვა მი­ჭირ­და, მაგ­რამ თით­ქოს თა­ვად მკარ­ნა­ხობ­და, რო­მე­ლი ფე­რის­თვის რო­მე­ლი შე­მე­რია, სა­სურ­ვე­ლი ტონი რომ მი­მე­ღო", - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

- რა მო­ცუ­ლო­ბი­საა ნა­ტუ­რა­ლურ­თან ასე მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- ჩემი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი ზო­მი­საა - 1/6, 1/10, 1/12, 1/24, 1/34 - ეს ბოლო 2 ზომა ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და ძი­რი­თა­დად მა­კე­ტე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. უმე­ტე­სად 1/6 - 1/12-ს ვა­კე­თებ... ზომა რაც უფრო მცი­რეა, მით რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დია მისი შექ­მნის პრო­ცე­სი.

თი­თო­ე­უ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რა რამ­დე­ნი­მე ეტაპს გა­დის - გა­აჩ­ნია, რას ვა­კე­თებ. ყა­ლი­ბის გა­რე­შე ვმუ­შა­ობ და ყვე­ლაფ­რის ახ­ლი­დან სა­თი­თა­ოდ გა­მო­ძერ­წვა მი­წევს. ამ საქ­მეს დრო სჭირ­დე­ბა და არც აჩ­ქა­რე­ბა უყ­ვარს. მხო­ლოდ დღის შუქ­ზე ვქმნი - ეს სა­მუ­შა­ოს ხან­გრძლი­ვო­ბა­საც ზრდის.

- თქვენ ნა­ხე­ლავს მე ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტურ ჟანრს მი­ვა­კუთ­ნებ...

- ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მამ­დე ამ მი­ნი­ა­ტი­უ­რებს, ვფიქ­რობ, მე­ტად დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა გა­მი­კე­თე­ბია ისე­თე­ბიც, ნამ­დვი­ლი მგო­ნე­ბია... მაქვს თო­ჯი­ნე­ბით შექ­მნი­ლი რამ­დე­ნი­მე სცე­ნა, სუ­რა­თებს რომ ვუ­ღებ­დი, ჩემ­თვის სა­ოც­რად რე­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და ამის გამო მი­ტი­რია კი­დეც.

მა­რი­ას­თვის მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რია, რა­საც აკე­თებს, ში­ნა­გა­ნად ხე­დავ­დეს და გრძნობ­დეს. ამ­ბობს, რომ ესა თუ ის მი­ნი­ა­ტი­უ­რა ბევ­რჯერ და­უ­წყია და თავი და­უ­ნე­ბე­ბია, რად­გან ვერ "ხე­დავ­და“... მისი ნა­ხე­ლა­ვი მნახ­ველს მოს­წონს და სხვა­დას­ხვა ფი­გუ­რის გა­კე­თე­ბას სთხოვს, მაგ­რამ თუ შეკ­ვე­თამ ინ­ტე­რე­სი, ემო­ცია არ გა­მო­იწ­ვია, გულს ვერ უდებს. მაგ­რამ რა­საც ქმნის, იმ ყვე­ლა­ფერ­ში მთელ მისი და­დე­ბი­თი ემო­ცი­აა ჩა­დე­ბუ­ლი - თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი უყ­ვარს, ეფე­რე­ბა.

მი­აჩ­ნია, რომ მისი მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი მა­ინც მნახ­ვე­ლია, - "ისი­ნი რომ არ იყ­ვნენ, არა­ვინ ვიქ­ნე­ბო­დი. თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სურ­ვი­ლი იმის, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბი მე­ტად დავ­ხვე­წო და მუდ­მი­ვად ახა­ლი შევ­ქმნა. ვგრძნობ ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბოს, რაც ჩემი დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნა­ში მეხ­მა­რე­ბა", - გვიყ­ვე­ბა მა­რია, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად ხა­ტავს. ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში კი უნ­დო­და, აკა­დე­მი­ა­ში, დი­ზა­ი­ნის გან­ხრით სწავ­ლა, მაგ­რამ უცხო ენე­ბიო - მშობ­ლებ­მა უთხრეს. მისი თქმით: "ადა­მი­ანს რაც ში­ნა­გა­ნად აქვს, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იმის­კენ ის­წრა­ფის“.

- ე.ი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მძი­მე და ტკი­ვი­ლი­ა­ნი ემო­ცი­ის ბრა­ლია...

- ალ­ბათ, არ ვიცი, ში­ნა­გა­ნად ისეთ რა­ღა­ცას ვგრძნობ­დი, რომ არ გად­მო­მე­ცა, ალ­ბათ "ავ­ფეთ­ქდე­ბო­დი"... თან, თით­ქოს ამ ყვე­ლა­ფერს ვი­ღაც მკარ­ნა­ხობ­და - სას­წა­უ­ლი იყო... თა­ვი­დან თიხა რომ არ მქონ­და, შაქ­რის­გან და ცო­მის­გან ვა­კე­თებ­დი ფი­გუ­რებს, თი­ხა­ზე მერე გა­და­ვე­დი... თან, ყვე­ლა­ფერს ჩემ­თვის ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ შეკ­ვე­თებ­ზეც გა­და­ვე­დი და ჰობი პრო­ფე­სი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, კონ­დი­ტე­რიც ყო­ფილ­ხართ...

- კი, კონ­დი­ტე­რი ვი­ყა­ვი და დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი თავი და­ვა­ნე­ბე. ბრი­ტა­ნე­თის რეს­ტორ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ოცე­უ­ლის სი­ა­ში გახ­ლდით. ასე­ვე მოგ­ვა­ნი­ჭეს "მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვი“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი "ჰო­ლი­დეი ინი­ში“ მთა­ვარ კონ­დი­ტე­რად ვმუ­შა­ობ­დი.

- ისე, თქვენს ნა­მუ­შევ­რებ­ში ხილი, ბოსტნე­უ­ლი და კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი რომ ჭარ­ბობს, ეს ალ­ბათ თქვე­ნი კონ­დი­ტე­რო­ბის ბრა­ლია...

- ალ­ბათ, ვი­თომ და­ვა­ნე­ბე კუ­ლი­ნა­რი­ას თავი, მაგ­რამ კვე­ბის პრო­დუქ­ტებს თი­ხის­გან მა­ინც ვამ­ზა­დებ. კუ­ლი­ნა­რია ჩემ­თვის იგი­ვე ხე­ლოვ­ნე­ბაა...

***

ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მარ­თლაც ამო­უ­წუ­რა­ვია. მთა­ვა­რია, გუ­ლით მო­ინ­დო­მო და ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ... ჩვენს რეს­პონ­დენტს სა­მო­მავ­ლოდ, სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი აქვს, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბა - "გა­მო­ფე­ნა მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რე­სურ­სი არ მყოფ­ნის, ჩა­ნა­ფიქ­რი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო, ამი­ტო­მაც, დრო მჭირ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს მხო­ლოდ ასე ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მო­უ­წევთ ჩემი ნა­კე­თო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა“.

- რა ეტყო­დით მკი­თხველს, - ასე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნა ყვე­ლას შე­უძ­ლია?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლას შე­უძ­ლია, სა­ჭი­როა მხო­ლოდ ნე­ბის­ყო­ფა. რო­გორც ვთქვი, ამ საქ­მეს აჩ­ქა­რე­ბა არ უყ­ვარს, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი და მონ­დო­მე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

საოცარია - წარმატებებს გისურვებთ

ნანა
0

ბრავო,მაგარია!

ავტორი:

"დედა რომ გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რასაც შემიძლია სასწაულიც ვუწოდო" - წარმატებული კონდიტერის ახალი პროფესია და საოცარი მინიატურები

"დედა რომ გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რასაც შემიძლია სასწაულიც ვუწოდო" - წარმატებული კონდიტერის ახალი პროფესია და საოცარი მინიატურები

ჩვენი რესპონდენტი პოლიმერული თიხისგან ამ რეალისტურ მინიატიურებს ქმნის, ნამუშევრებში სულსა და გულს დებს და შედეგიც საუკეთესოა.

მერი (მარია) ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი უცხო ენის სპეციალისტია, ფილოლოგიის განხრით, მაგრამ, როგორც ამბობს, ამჟამად უმუშევარია... მეორე წელია, პოლიმერულ თიხაზე მუშაობს, - ამ საქმის დაწყება კი მისთვის ძალიან მტკივნეულ თემას დაუკავშირდა. "მოულოდნელად დედა გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ პერიოდის განმავლობაში ჩემში ისეთი რაღაც მოხდა, რასაც შემიძლია, სასწაულიც ვუწოდო... მანამდე თიხასთან შეხება საერთოდ არ მქონია, მაგრამ ერთ დღესაც რომ დავჯექი და გაკეთება დავიწყე, დღემდე ამ მინიატიურებს ვქმნი. როგორც აღმოჩნდა, შინაგანად იმდენი ემოცია მქონდა დაგროვებული, რომ რაღაცით უნდა გადმომეცა... თვალებიც რომ დამეხუჭა, თითები თავისას გააკეთებდა. რასაც ვაკეთებდი, არ მჯეროდა, რადგან ჩემთვის მანამდე წარმოუდგენელი იყო ასეთ პატარა დეტალებზე მუშაობა. ყველაფერი თავისით მოდიოდა. ადრე ფერების შერჩევა მიჭირდა, მაგრამ თითქოს თავად მკარნახობდა, რომელი ფერისთვის რომელი შემერია, სასურველი ტონი რომ მიმეღო", - გვეუბნება რესპონდენტი.

- რა მოცულობისაა ნატურალურთან ასე მიახლოებული ეს ნამუშევრები?

- ჩემი მინიატიურები ყველანაირი ზომისაა - 1/6, 1/10, 1/12, 1/24, 1/34 - ეს ბოლო 2 ზომა ძალიან პატარაა და ძირითადად მაკეტებისთვის გამოიყენება. უმეტესად 1/6 - 1/12-ს ვაკეთებ... ზომა რაც უფრო მცირეა, მით რთული და შრომატევადია მისი შექმნის პროცესი.

თითოეული მინიატიურა რამდენიმე ეტაპს გადის - გააჩნია, რას ვაკეთებ. ყალიბის გარეშე ვმუშაობ და ყველაფრის ახლიდან სათითაოდ გამოძერწვა მიწევს. ამ საქმეს დრო სჭირდება და არც აჩქარება უყვარს. მხოლოდ დღის შუქზე ვქმნი - ეს სამუშაოს ხანგრძლივობასაც ზრდის.

- თქვენ ნახელავს მე ჰიპერრეალისტურ ჟანრს მივაკუთნებ...

- ჰიპერრეალიზმამდე ამ მინიატიურებს, ვფიქრობ, მეტად დახვეწა სჭირდება, თუმცა გამიკეთებია ისეთებიც, ნამდვილი მგონებია... მაქვს თოჯინებით შექმნილი რამდენიმე სცენა, სურათებს რომ ვუღებდი, ჩემთვის საოცრად რეალური აღმოჩნდა და ამის გამო მიტირია კიდეც.

მარიასთვის მუშაობის პერიოდში მთავარია, რასაც აკეთებს, შინაგანად ხედავდეს და გრძნობდეს. ამბობს, რომ ესა თუ ის მინიატიურა ბევრჯერ დაუწყია და თავი დაუნებებია, რადგან ვერ "ხედავდა“... მისი ნახელავი მნახველს მოსწონს და სხვადასხვა ფიგურის გაკეთებას სთხოვს, მაგრამ თუ შეკვეთამ ინტერესი, ემოცია არ გამოიწვია, გულს ვერ უდებს. მაგრამ რასაც ქმნის, იმ ყველაფერში მთელ მისი დადებითი ემოციაა ჩადებული - თითოეული დეტალი უყვარს, ეფერება.

მიაჩნია, რომ მისი მთავარი შემფასებელი მაინც მნახველია, - "ისინი რომ არ იყვნენ, არავინ ვიქნებოდი. თითოეული სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანია და სურვილი იმის, რომ ნამუშევრები მეტად დავხვეწო და მუდმივად ახალი შევქმნა. ვგრძნობ ადამიანების სითბოს, რაც ჩემი დიდი გულისტკივილის გადატანაში მეხმარება", - გვიყვება მარია, რომელიც იშვიათად ხატავს. ამბობს, რომ ბავშვობაში კი უნდოდა, აკადემიაში, დიზაინის განხრით სწავლა, მაგრამ უცხო ენებიო - მშობლებმა უთხრეს. მისი თქმით: "ადამიანს რაც შინაგანად აქვს, საბოლოოდ მაინც იმისკენ ისწრაფის“.

- ე.ი. ეს ყველაფერი მაინც მძიმე და ტკივილიანი ემოციის ბრალია...

- ალბათ, არ ვიცი, შინაგანად ისეთ რაღაცას ვგრძნობდი, რომ არ გადმომეცა, ალბათ "ავფეთქდებოდი"... თან, თითქოს ამ ყველაფერს ვიღაც მკარნახობდა - სასწაული იყო... თავიდან თიხა რომ არ მქონდა, შაქრისგან და ცომისგან ვაკეთებდი ფიგურებს, თიხაზე მერე გადავედი... თან, ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებდი, მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ შეკვეთებზეც გადავედი და ჰობი პროფესიაში გადაიზარდა.

- როგორც შევიტყვე, კონდიტერიც ყოფილხართ...

- კი, კონდიტერი ვიყავი და დედას გარდაცვალების შემდეგ კი თავი დავანებე. ბრიტანეთის რესტორნების საუკეთესო ოცეულის სიაში გახლდით. ასევე მოგვანიჭეს "მიშლენის ვარსკვლავი“. მოგვიანებით კი "ჰოლიდეი ინიში“ მთავარ კონდიტერად ვმუშაობდი.

- ისე, თქვენს ნამუშევრებში ხილი, ბოსტნეული და კვების პროდუქტები რომ ჭარბობს, ეს ალბათ თქვენი კონდიტერობის ბრალია...

- ალბათ, ვითომ დავანებე კულინარიას თავი, მაგრამ კვების პროდუქტებს თიხისგან მაინც ვამზადებ. კულინარია ჩემთვის იგივე ხელოვნებაა...

***

ადამიანის შესაძლებლობები მართლაც ამოუწურავია. მთავარია, გულით მოინდომო და ყველაფერს შეძლებ... ჩვენს რესპონდენტს სამომავლოდ, საინტერესო გეგმები აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწელება - "გამოფენა მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ რესურსი არ მყოფნის, ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანო, ამიტომაც, დრო მჭირდება. მანამდე კი ჩემს გულშემატკივრებს მხოლოდ ასე ვირტუალურად მოუწევთ ჩემი ნაკეთობების დათვალიერება“.

- რა ეტყოდით მკითხველს, - ასეთი ნამუშევრების შექმნა ყველას შეუძლია?

- რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, საჭიროა მხოლოდ ნებისყოფა. როგორც ვთქვი, ამ საქმეს აჩქარება არ უყვარს, დაკვირვებული თვალი და მონდომებაც აუცილებელია.

ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ფეისბუქზე"

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას საიდუმლო ჯვრისწერა - ექსკლუზიური ფოტოები ალავერდიდან

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის