პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა"
"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა"

ახლა ხში­რი შემ­თხვე­ვაა, როცა ადა­მი­ა­ნი იბ­ნე­ვა, როცა ვერ ხსნის მოვ­ლე­ნებს, არ უნდა და­იბ­ნეთ, უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ღვთი­სა­გა­ნაა, ღმერ­თი გიგ­ზავ­ნით და ღმერ­თი მოგ­მად­ლებთ სი­ხა­რულს, - ამის შე­სა­ხებ სრლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცხოვ­რონ სხვის­თვის და აკე­თონ სი­კე­თე.

„ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვა­ლი დღე და წე­ლი­წა­დია, რო­მე­ლიც არ გვეს­მის, რა ხდე­ბა, რა მოვ­ლე­ნაა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს გა­უ­გე­ბა­რი მოვ­ლე­ნაა. ადა­მი­ა­ნი ვერ ახ­სნის ამ მოვ­ლე­ნას. ჩვენ ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფ­ნის, წა­მა­ლი არ გვყოფ­ნის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ღმერ­თი­სა­გა­ნაა. ჩვენ გვინ­და ავ­ხსნათ ეს მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ბევ­რი მოვ­ლე­ნა დე­და­მი­წა­ზე ვერ აიხ­სნე­ბა ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბით და უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ავ­ხსნათ ეს ბუ­ნებ­რი­ვად. ადა­მი­ან­მა უნდა იფიქ­როს რას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ეს. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს ერთი რამ, რომ ადა­მი­ა­ნი რომ იყოს ბედ­ნი­ე­რი, უნდა აკე­თოს სი­კე­თე, ამი­ტომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი უნდა იყოს ის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი გა­მო­ჩი­ნოთ სხვა ადა­მი­ა­ნის მი­მართ. ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც აკე­თებს სი­კე­თეს და სთე­სავს სიყ­ვა­რულს, ის უფრო გა­ხა­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი უნდა იყოს ერთი რამ - ვი­ცხოვ­როთ სხვე­ბი­სათ­ვის, ვი­ცხოვ­როთ სიყ­ვა­რუ­ლით.

აი, ჩვე­ნი ტა­ძა­რი სიყ­ვა­რულ­მა აა­შე­ნა, მახ­სენ­დე­ბა ის დღე­ე­ბი, როცა მოვ­დი­ო­დით ჩვენ ამ მშე­ნებ­ლო­ბის ირ­გვლივ და ვტკბე­ბო­დით. არა­ფე­რი არ იყო, არც სა­ძირ­კვე­ლი, არც კედ­ლე­ბი, მოვ­დი­ო­დით და ვტკბე­ბო­დით და ეს სიტ­კბო გაჰ­ყვე­ბა ჩვენ სა­ი­ქი­ოს. ეს სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენ­თან იქ­ნე­ბა. გი­ლო­ცავთ ამ დღეს, მშვი­დო­ბა სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­დეს თქვენ­თან, თქვენს ოჯა­ხებ­ში, თქვენს შვი­ლებ­ში, თქვენს გარ­შე­მო.

არ და­იბ­ნეთ, ახლა ხში­რი შემ­თხვე­ვაა, როცა იბ­ნე­ვა ადა­მი­ა­ნი, როცა ვერ ხსნის მოვ­ლე­ნებს, არ უნდა და­იბ­ნეთ, უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ეს არის ღვთი­სა­გან, ღმერ­თი გიგ­ზავ­ნით და ღმერ­თი მოგ­მად­ლებთ სი­ხა­რულს, მა­შა­სა­და­მე უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ვი­ცხოვ­როთ სხვე­ბი­სათ­ვის და ღმერ­თი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნის ჩვენ დიდ სი­ხა­რულს. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით და გა­ი­ხა­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და ილია მე­ო­რემ.

ავტორი:

"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა"

"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა"

ახლა ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა, ღმერთი გიგზავნით და ღმერთი მოგმადლებთ სიხარულს, - ამის შესახებ სრლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ადამიანებმა უნდა იცხოვრონ სხვისთვის და აკეთონ სიკეთე.

„ადამიანის ცხოვრებაში მრავალი დღე და წელიწადია, რომელიც არ გვესმის, რა ხდება, რა მოვლენაა. დღევანდელი მდგომარეობა, ეს გაუგებარი მოვლენაა. ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის, წამალი არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგანაა. ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს ბუნებრივად. ადამიანმა უნდა იფიქროს რასთან დაკავშირებით არის ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, ამიტომ ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ის, რომ სიყვარული, სიხარული გამოჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ. ადამიანი რომელიც აკეთებს სიკეთეს და სთესავს სიყვარულს, ის უფრო გახარებულია, ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ - ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით.

აი, ჩვენი ტაძარი სიყვარულმა ააშენა, მახსენდება ის დღეები, როცა მოვდიოდით ჩვენ ამ მშენებლობის ირგვლივ და ვტკბებოდით. არაფერი არ იყო, არც საძირკველი, არც კედლები, მოვდიოდით და ვტკბებოდით და ეს სიტკბო გაჰყვება ჩვენ საიქიოს. ეს სიხარული და სიყვარული ჩვენთან იქნება. გილოცავთ ამ დღეს, მშვიდობა სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში, თქვენს გარშემო.

არ დაიბნეთ, ახლა ხშირი შემთხვევაა, როცა იბნევა ადამიანი, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ღვთისაგან, ღმერთი გიგზავნით და ღმერთი მოგმადლებთ სიხარულს, მაშასადამე უნდა გახსოვდეთ, რომ ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის ჩვენ დიდ სიხარულს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, - განაცხადა ილია მეორემ.

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

"ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის ცხოვრება 19 წლის შემდეგ - მანანა მაისურაძის ხილნარი, ბოსტანი და ოჯახური მეურნეობა