მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის ცხოვრება 19 წლის შემდეგ - მანანა მაისურაძის ხილნარი, ბოსტანი და ოჯახური მეურნეობა
"ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის ცხოვრება 19 წლის შემდეგ - მანანა მაისურაძის ხილნარი, ბოსტანი და ოჯახური მეურნეობა

მა­ნა­ნა მა­ი­სუ­რა­ძე პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც 2001 წელს ქარ­თუ­ლი შო­უ­ე­ბის მა­ყუ­რებ­ლის ეჭვი გა­ფან­ტა და და­ამ­სხვრია სტე­რე­ო­ტი­პი - "შო­უ­ში დიდ თან­ხას ვინ მო­გა­გე­ბი­ნებს". მან სა­უ­კე­თე­სო თა­მა­შით და­ამ­ტკი­ცა, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ პრო­ექ­ტში 20 ათა­სი ლა­რის მო­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. "ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი და­ი­წყო. უპირ­ვე­ლე­სად, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და­მიბ­რუნ­და... ადა­მი­ა­ნებ­მაც და­მი­ნა­ხეს, გზა გა­მეხ­სნა, თბი­ლის­ში სახ­ლი ვი­ყი­დე", - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა.

პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, ჰყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ­ზა­დებს, მა­გის­ტრან­ტებს კი ანა­ლი­ტი­კურ წე­რა­ში. ამის გარ­და, უვ­ლის სა­კუ­თარ ეზო-კარს და თა­ვი­სი ოჯა­ხის სამ­ყო­ფი ხილი და ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავს. ამ­ჯე­რად სწო­რედ ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ.

- კერ­ძო სახ­ლი ეზო­ში მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ხე­ხი­ლის გა­ხა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ. გვი­ამ­ბეთ ამა­ზე.

- ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში სახ­ლი და პა­ტა­რა ეზო მაქვს, რა თქმა უნდა, მცე­ნა­რე­ე­ბიც, ხე­ხი­ლი - კა­რა­ლი­ო­კი, ტყე­მა­ლი, კაკ­ლის ხე, ასე­ვე ხე­ი­ვა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ბოსტნის­თვის სულ 50 კვმ-ია, თუმ­ცა ჩემ­თვის სამ­ყო­ფი მა­ინც მომ­ყავს. მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა სა­ოც­რად მამ­შვი­დებს. ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სას­წა­უ­ლია, როცა მი­წი­დან გა­ღი­ვე­ბუ­ლი თეს­ლი ამო­დის, რო­მელ­საც შემ­დეგ მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. მცე­ნა­რე ვერ შე­მოგ­ჩივ­ლებს, რომ წყა­ლი, კვე­ბა, გა­ფხვი­ე­რე­ბა უნდა, შენ უნდა მი­ხე­დო.

- სა­მა­ჩაბ­ლო­დან ბრძან­დე­ბით. ალ­ბათ, ბუ­ნე­ბის, მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა იქი­დან მოგ­ყვე­ბათ. რას გა­იხ­სე­ნებთ იმ წლე­ბი­დან?

- სა­მა­ჩაბ­ლო­ში უფრო მეტი მიწა გვქონ­და და ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვყავ­და - ბოსტნე­უ­ლიც და ხი­ლიც. ამ გა­ზა­ფხულ­ზე ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რა კარ­გი ყო­ფი­ლა მცე­ნა­რე­ე­ბის თუ ხე­ხი­ლის მოვ­ლა, პან­დე­მი­ამ ხალ­ხი მი­წას და­უ­ახ­ლო­ვა. მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლაც სა­მა­ჩაბ­ლო­დან გა­მომ­ყვა. მი­წის ძალა, ენერ­გია ადა­მი­ანს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, სა­კუ­თა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით ჩირ­საც აკე­თებთ და თა­ვად­ვე შექ­მე­ნით ხი­ლის საშ­რო­ბი.

- ეს ცოტა გა­და­ჭარ­ბე­ბით ნათ­ქვა­მია. ხილს ყო­ველ­თვის გა­რეთ აშ­რობ­დნენ და მწე­რე­ბი ეხ­ვე­ოდ­ნენ. ამი­ტომ და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე რამ­დე­ნი­მე­თა­რო­ი­ა­ნი საშ­რო­ბი, რო­მე­ლიც ბა­დით შე­მოვ­ღო­ბე. არის სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტიც, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში თბი­ლის­ში დიდი სი­ცხეა და და­ახ­ლო­ე­ბით 60 კგ ხი­ლის გაშ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ამის გა­კე­თე­ბა?

- ჯერ ერთი, ჩირი ძა­ლი­ან ძვი­რია, ასე გა­მომშრა­ლი კი ხუთ­ჯერ იაფი ჯდე­ბა, ელექტრო­ე­ნერ­გია არ გე­ხარ­ჯე­ბა. ამას­თან, საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და კონ­სერ­ვან­ტე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ტკბი­ლე­უ­ლია.

- გარ­და ჩი­რი­სა, ცუ­კა­ტებ­საც ამ­ზა­დებთ...

- ცუ­კა­ტე­ბი მშრა­ლი მუ­რა­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი ალუბ­ლის გა­მო­დის. უკე­თე­სი ჩირი დგე­ბა, თუ თავ­და­პირ­ვე­ლად ორ­ჯერ მა­ინც გა­და­ა­დუ­ღებ სიროფ­ში. კა­რა­ლი­ოკს ცოტა სხვა­ნა­ი­რად ვჩი­რავ. გათ­ლი­ლი ძნე­ლად გა­სახ­მო­ბია, ამი­ტომ ფირ­ფი­ტე­ბად ვჭრი. ამ ყვე­ლა­ფერს ოჯა­ხის­თვის ვამ­ზა­დებ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხილი რომ მომ­ყავ­დეს, გა­სა­ყი­და­დაც გა­ვა­კე­თებ­დი.

- რა შეც­ვა­ლა ბოლო 20-მა წე­ლი­წად­მა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მას მერე, რაც ტე­ლე­შო­უ­ში 20.000 მო­ი­გეთ?

- 1991 წელს სა­მა­ჩაბ­ლო­ში სახ­ლი დაგ­ვიწ­ვეს და დევ­ნი­ლე­ბად გვაქ­ცი­ეს. სა­ხელ­მწი­ფოს დღემ­დე არ მო­უ­ცია დამ­წვა­რი სახ­ლის კომ­პენ­სა­ცია. დავ­რჩით უსახ­ლკა­რო­ე­ბი, უმუ­შევ­რე­ბი, იმ გა­მარ­ჯვე­ბამ კი კვლავ ადა­მი­ა­ნად მაგ­რძნო­ბი­ნა თავი.

- რით ხსნით დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­ჭირ­ვე­ბას? რა მი­გაჩ­ნი­ათ გა­მო­სავ­ლად?

- ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს ორი ძმა, ერთს 22 ძრო­ხა ჰყავს, მე­ო­რეს - 1 და ისიც შიმ­ში­ლით უკ­ვდე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის იმე­დად არის და იმა­საც სას­მელ­ში ხარ­ჯავს. თუმ­ცა ისე­თე­ბიც ვიცი, თავ­და­უ­ზო­გა­ვად რომ მუ­შა­ო­ბენ და მა­ინც ვა­ლე­ბი აქვთ. დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბით. როცა ქარ­თველ გლეხს მიწა ჰქონ­და, კარ­გად იცო­და, რა უნდა მო­ეყ­ვა­ნა, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა კი მას მი­წე­ბი წა­არ­თვა და ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი­დან კარ­ნა­ხობ­და, სად რა უნდა და­ე­თე­სა. 70 წელი საკ­მა­რი­სია, რომ ადა­მი­ან­მა მი­წას­თან კავ­ში­რი და­კარ­გოს. გა­ჭირ­ვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესე­ცაა. ასე რომ, საქ­მის კე­თე­ბა არ უნდა და­ი­ზა­რონ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალი ფაციას გამოჩენილი ყურადღებისა და შესანიშნავი სტატიისათვის.

 

ნუნუ
1

ასეთი სტატიები მომწონს

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის ცხოვრება 19 წლის შემდეგ - მანანა მაისურაძის ხილნარი, ბოსტანი და ოჯახური მეურნეობა

"ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის ცხოვრება 19 წლის შემდეგ - მანანა მაისურაძის ხილნარი, ბოსტანი და ოჯახური მეურნეობა

მანანა მაისურაძე პირველი ადამიანია, რომელმაც 2001 წელს ქართული შოუების მაყურებლის ეჭვი გაფანტა და დაამსხვრია სტერეოტიპი - "შოუში დიდ თანხას ვინ მოგაგებინებს". მან საუკეთესო თამაშით დაამტკიცა, რომ ინტელექტუალურ პროექტში 20 ათასი ლარის მოგება შესაძლებელია. "ამ გამარჯვების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში საინტერესო ეტაპი დაიწყო. უპირველესად, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა... ადამიანებმაც დამინახეს, გზა გამეხსნა, თბილისში სახლი ვიყიდე", - გვეუბნება ქალბატონი მანანა.

პროფესიით ფილოლოგი, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ჰყავს მოსწავლეები, რომლებსაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამზადებს, მაგისტრანტებს კი ანალიტიკურ წერაში. ამის გარდა, უვლის საკუთარ ეზო-კარს და თავისი ოჯახის სამყოფი ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. ამჯერად სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ.

- კერძო სახლი ეზოში მცენარეებისა და ხეხილის გახარების საშუალებას გაძლევთ. გვიამბეთ ამაზე.

- ნაძალადევის რაიონში სახლი და პატარა ეზო მაქვს, რა თქმა უნდა, მცენარეებიც, ხეხილი - კარალიოკი, ტყემალი, კაკლის ხე, ასევე ხეივანი. სამწუხაროდ, ბოსტნისთვის სულ 50 კვმ-ია, თუმცა ჩემთვის სამყოფი მაინც მომყავს. მცენარეების მოვლა საოცრად მამშვიდებს. ჩემთვის ყოველთვის სასწაულია, როცა მიწიდან გაღივებული თესლი ამოდის, რომელსაც შემდეგ მოვლა სჭირდება. მცენარე ვერ შემოგჩივლებს, რომ წყალი, კვება, გაფხვიერება უნდა, შენ უნდა მიხედო.

- სამაჩაბლოდან ბრძანდებით. ალბათ, ბუნების, მიწის სიყვარული და გარემოზე ზრუნვა იქიდან მოგყვებათ. რას გაიხსენებთ იმ წლებიდან?

- სამაჩაბლოში უფრო მეტი მიწა გვქონდა და ყველაფერი მოგვყავდა - ბოსტნეულიც და ხილიც. ამ გაზაფხულზე ყველამ დაინახა, რა კარგი ყოფილა მცენარეების თუ ხეხილის მოვლა, პანდემიამ ხალხი მიწას დაუახლოვა. მიწის სიყვარული მართლაც სამაჩაბლოდან გამომყვა. მიწის ძალა, ენერგია ადამიანს ძალიან სჭირდება.

- როგორც შევიტყვე, საკუთარი ტექნოლოგიით ჩირსაც აკეთებთ და თავადვე შექმენით ხილის საშრობი.

- ეს ცოტა გადაჭარბებით ნათქვამია. ხილს ყოველთვის გარეთ აშრობდნენ და მწერები ეხვეოდნენ. ამიტომ დავამზადებინე რამდენიმეთაროიანი საშრობი, რომელიც ბადით შემოვღობე. არის სპეციალური აპარატიც, მაგრამ ზაფხულში თბილისში დიდი სიცხეა და დაახლოებით 60 კგ ხილის გაშრობა შეიძლება.

- რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება?

- ჯერ ერთი, ჩირი ძალიან ძვირია, ასე გამომშრალი კი ხუთჯერ იაფი ჯდება, ელექტროენერგია არ გეხარჯება. ამასთან, საკვები დანამატებისა და კონსერვანტებისგან თავისუფალი ტკბილეულია.

- გარდა ჩირისა, ცუკატებსაც ამზადებთ...

- ცუკატები მშრალი მურაბაა. განსაკუთრებით კარგი ალუბლის გამოდის. უკეთესი ჩირი დგება, თუ თავდაპირველად ორჯერ მაინც გადაადუღებ სიროფში. კარალიოკს ცოტა სხვანაირად ვჩირავ. გათლილი ძნელად გასახმობია, ამიტომ ფირფიტებად ვჭრი. ამ ყველაფერს ოჯახისთვის ვამზადებ, დიდი რაოდენობით ხილი რომ მომყავდეს, გასაყიდადაც გავაკეთებდი.

- რა შეცვალა ბოლო 20-მა წელიწადმა თქვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც ტელეშოუში 20.000 მოიგეთ?

- 1991 წელს სამაჩაბლოში სახლი დაგვიწვეს და დევნილებად გვაქციეს. სახელმწიფოს დღემდე არ მოუცია დამწვარი სახლის კომპენსაცია. დავრჩით უსახლკაროები, უმუშევრები, იმ გამარჯვებამ კი კვლავ ადამიანად მაგრძნობინა თავი.

- რით ხსნით დღეს ქვეყანაში გაჭირვებას? რა მიგაჩნიათ გამოსავლად?

- ერთ სოფელში ცხოვრობს ორი ძმა, ერთს 22 ძროხა ჰყავს, მეორეს - 1 და ისიც შიმშილით უკვდება. სოციალური დახმარების იმედად არის და იმასაც სასმელში ხარჯავს. თუმცა ისეთებიც ვიცი, თავდაუზოგავად რომ მუშაობენ და მაინც ვალები აქვთ. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ვერაფერს გავხდებით. როცა ქართველ გლეხს მიწა ჰქონდა, კარგად იცოდა, რა უნდა მოეყვანა, საბჭოთა კავშირმა კი მას მიწები წაართვა და ცენტრალური კომიტეტიდან კარნახობდა, სად რა უნდა დაეთესა. 70 წელი საკმარისია, რომ ადამიანმა მიწასთან კავშირი დაკარგოს. გაჭირვების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. ასე რომ, საქმის კეთება არ უნდა დაიზარონ.

აღმოსავლეთ საქართველოში 6-7 დეკემბერს ითოვებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"გაუსაძლის მდგომარეობაში არიან... ვერ ყიდულობენ საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებს" - რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა